საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ. გათამაშების, VIII ტურის შეხვედრები სამ დღეზე გადანაწილდა და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ. გათამაშების, VIII ტურის შეხვედრები სამ დღეზე გადანაწილდა და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

მეორე წრემ სტარტი 6 თებერვალს ქუთაისში აიღო. ადგილობრივმა "მართვემ" მოქმედ ჩემპიონ "სტუ-თელასს" უმასპინძლა და 4:8 დამარცხდა. "ენერგეტიკოსების" რიგებიდან ორ-ორი გატანილი ბურთით ავთანდილ ასათიანი და ნუკრი ჭუმბურიძე გამოირჩნენ, ხოლო ქუთაისის "მართვედან" დუბლი თამაზ გოგსაძემ გაიფორმა.

ტური 9 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა. "აფხაზურ დერბიში" "აფხაზეთი" "კოლხი-გულრიფშს" დაუპირისპირდა და 2:10 დამარცხდა. გამარჯვებულებს მათმა კაპიტანმა ამირან ცხომარიამ ულიდერა, რომელმაც ოთხ გოლთან ერთად თავის აქტივში ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მატჩისშემდგომი კომენტარი:

ამირან ცხომარია, "კოლხი": "მიუხედავად ანგარიშისა, ეს მარტივი თამაში არ ყოფილა, პირველი პერიოდი იყო რთული, თუმცა, როდესაც შესვენებაზე გასახდელში შევედით, მივიღეთ მწვრთნელისგან შესაბამისი დავალებები და ვფიქრობ, მეორე ნახევარში შევასრულეთ კიდეც ამოცანა. ვემზადებით შემდეგი თამაშებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი ამ პერიოდისთვის, პლეი-ოფში თამაშია".

სრულად გაამართალა გულშემატკივართა იმედები ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ, რომელშიც გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი "აგორა" ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა.

მატჩის საწყისი წუთები ფავორიტის უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-8 წუთისთვის ალიკ სარქისიანის შეგირდები ორი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა ამის შემდეგ "სტუდენტებმა" საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და პირველ ნახევარში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.

მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რასაც ხელი 24-ე წუთზე "აგორას" ლიდერის, დავით ბობოხიძის გაძევებამაც შეუწყო. წითელ ბარათს 6-მეტრიანი საჯარიმო დარტყმაც მოჰყვა, რომელიც "შავიზღვისპირელებმა" ზუსტად გამოიყენეს და ანგარიში გაათანაბრეს.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ეპიზოდებში მსაჯები უხეშად შეცდნენ - გამეორებისას ნათლად გამოჩნდა, რომ ბობოხიძე ხელით საჯარიმოს გარეთ თამაშობდა. მალევე, ეფექტური კონტრშეტევის შედეგად, ბსუ-მ წინ გასვლაც შეძლო და კიდევ ერთ ხმაურიან სენსაციას "მიუახლოვდა". მატჩი ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა, ორივე გუნდი ახლოს იყოს გოლის გატანასთან და საბოლოოდ ეს "აგორას" ფეხბურთელებმა მოახერხეს. ჰეთ-თრიკი გიგა დანელიამ გაიფორმა.

დროის გასვლასთან ერთად ფრეც სრულიად ლოგიკურ შედეგად მოჩანდა, რაც უდავოდ ბათუმელთა აქტივი უფრო იყო. თუმცა მატჩის დასასრული საოცარი გამოდგა - დროის ამოწურვამდე ორი წამით ადრე, "აგორას" მეკარე ალი ასლანმა ხელით მეტოქის კარისკენ გაგზავნა ბურთი, რომელიც ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ ბსუ-ს მეკარეს და ისე გადაკვეთა კარის ხაზი - მიუხედავად იმისა, რომ საფინალო სირენა ბურთის ჰაერში ყოფნის დროს გაისმა, მსაჯებმა წესების სრული დაცვით ბსუ-ს კარის აღება დააფიქსირეს, რამაც "აგორას" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა - 4:3.

მატჩისშემდგომი კომენტარი:

ბაჩანა ცხადაძე , ბსუ: "პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დაძაბული თამაში იყო, ფავორიტს ვეთამაშებოდით და ეს ასეა სატურნირო ცხრილითაც. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, დავამუშავეთ ის კომბინაციები, რომლებიც "აგორასთან" გამოგვადგებოდა, თუმცა ბოლო წუთზე გასული სადავო გოლის საშუალებით დავმარცხდით.

ფრე ჩვენთვის სასურველი შედეგი იყო. რაც შეეხება გოლს, ჩვენს გუნდსაც რომ გაეტანა მსგავსი გოლი, ჩვენც გვექნებოდა პრეტენზია, რომ აუცილებლად ჩათვლილიყო. არა უშავს, ყველაფერი წინ არის".

გიგა დანელია, "აგორა": "ძალიან დაძაბული და სანახაობრივი თამაში იყო. ბევრი ვიბრძოლეთ. თავიდან ვიგებდით, თუმცა, ალბათ, შემდეგ მოვეშვით და მოწინააღმდეგემ ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი წინ გასვლა მოახერხა. უცნაური, თუმცა ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიდა ბოლო წამზე. თქვენს კითხვაზე, ბსუ-ს მოთამაშე რომ ვყოფილიყავი, მექნებოდა თუ არა მოწინააღმდეგის მსგავსად პრეტენზია, არ ვიცი, რადგან მეც სათამაშო ეპიზოდში ვიყავი და ვერ დავინახე. მადლობა მინდა ვუთხრა მეტოქეს ღირსეული თამაშისთვის".

ცენტრალური შეხვედრის შესვენებისას, adjarasport.com-მა VII ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, "აგორას" ლიდერი გიგა დანელია გახდა.

მერვე ტური 10 თებერვალს, "თბილისისა" და "ტატიშვილის" დაპირისპირებით დასრულდა. მიუხედავად სერიოზული საკადრო პრობლემებისა, "მედიკოსებმა" უმძიმეს ბრძოლაში მაინც შეძლეს სამი ქულის მოპოვება - 3:2. "ტატიშვილის" რიგებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა გიორგი ლუკავამ, რომელიც თავის გუნდს ორი გატანილი გოლით დაეხმარა.

სატურნირო ცხრილს 19 ქულით ერთპიროვნულად კვლავ "აგორა" ლიდერობს, რომელსაც თითო ქულით ჩამორჩებიან "თელასი" და "ტატიშვილი". 17 ქულით მეოთხე პოზიციაზე "კოლხი" იმყოფება, რომელი 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს, "თბილისსა" და ბსუ-ს.

06.02.2018. ფუტსალის ლიგა. VIII ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)

მართვე (ქუთაისი) - სტუ-თელასი 4:8 (0:3)

გოლები: 03:12’ გეგეშიძე (0:1), 14:44’ ჭუმბურიძე (0:2), 18:36’ ასათიანი (0:3), 23:12’ სოზაშვილი (0:4), 23:49’ ასათიანი (0:5), 24:00’ ესებუა (0:6), 27:03’ კიკნაველიძე (1:6), 29:56’ გოგსაძე (2:6), 33:42’ ჭუმბურიძე (2:7), 38:06’ ტყემალაძე (2:8), 38:41’ გოგალაძე (3:8), 39:12’ გოგსაძე (4:8)

09.10.2018.ფუტსალის ლიგა. VIII ტური (ოლიმპიური სასახლე)

აფხაზეთი - კოლხი-გულრიფში 2:10 (2:4)

გოლები: 04:03’ ს.ლომიძე (1:0), 09:49’ ცხომარია (1:1), 12:54’ ცხომარია (1:2), 14:11’ ჭოხონელიძე (1:3), 17:10’ ი.მამაგულაშვილი (2:3), 19:05’ ცხომარია (2:4), 22:47’ რეხვიაშვილი (2:5), 26:40’ ი.მამაგულაშვილი (ს.კ 2:6), 29:13’ ჰოსეინზადე (2:7), 36:11’ ცხომარია (2:8), 38:21’ ღუდუშაური (2:9), 39:24’ ალავერიქჰანი (2:10)

გაფრთხილება: 18:47’ კუხიანიძე (აფხ)

ბსუ (ბთ) - აგორა 3:4 (1:2)

გოლები: 05:41’ დანელია (0:1), 07:04’ დანელია (0:2), 10:24’ დოლიძე (1:2), 24:02’ ასამბაძე (6მ.2:2), 25:29’ ჯალაღანია (3:2), 35:45’ დანელია (3:3), 40:00’ გორგოშაძე (ს.კ.3:4)

გაფრთხილება: 19:57’ ხინიკაძე (ბსუ), 33:22’ გაბუნია (ბსუ), 34:54’ ცეცხლაძე (ბსუ), 38:21’ გორგოშაძე (ბსუ)

გაძევება: 24:00’ ბობოხიძე (აგო)

10.02.2018. ფუტსალის ლიგა. VIII ტური (ოლიმპიური სასახლე)

თბილისი - ტატიშვილი 2:3 (1:2)

გოლები: 07:18’ ლუკავა (0:1), 10:47’ გოგოხია (1:1), 17:04’ ლუკავა (1:2), 23:53’ კუხალეიშვილი (2:2), 32:42’ ჭიაბერაშვილი (ს.კ 2:3)

გაფრთხილება: 36:50’ ონიანი (ტატ), 39:48’ წოწკოლაური (თბ)

ბომბარდირები: გიგა დანელია (აგორა) – 13, ამირან ცხომარია (კოლხი) – 11, გიორგი სილაგავა (ტატიშვილი)– 10, ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი), ჰოსეინზადე (კოლხი) - 9

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
ფუტსალის ლიგა 2016/17: პრინციპული ტური!
ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან
ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში
ფუტსალის ლიგა: უხვგოლიანი ტური, საფეხბურთო თრილერით