გორში თბილისის "დინამომ" ცხინვალის "სპარტაკს" მაყურებლისთვის სანახაობრივად უსახურ შეხვედრაში 3:1 მოუგო

"დინამოს" სტუმრობა ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და, ცხადია, ასეა გორშიც. მიუხედავად სუსხიანი ამინდისა, "ქართლზე" თავიდან 300-მდე ქომაგმა მოიყარა თავი, თუმცა პირველი ტაიმის მერე ტრიბუნაზე მათი ნახევარიც აღარ იჯდა.

დიახ, შეუძლებელია რიგიანი ფეხბურთის მოყვარული ამისთანა სანახაობით კმაყოფილი დარჩენილიყო. არ მოგატყუოთ იმან, რომ ოთხი გოლი გავიდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა ორივე კართან.

მთელი მატჩი დაბალი სათამაშო ტემპით და უამრავი ტექნიკური წუნის თანხლებით მიმდინარეობდა. თუმცა "დინამოს" ამით არ უზარალია, სტუმარი ისე გასარჯნენ, მოსაგებად რომ კმაროდა, ხოლო ბოლო ხანს არცთუ ურიგოდ ათამაშებული "სპარტაკი", თავის თავს არ ჰგავდა. ცხინვალელების არც ერთ სათამაშო რგოლს ხეირიანად არ უასპარეზია. დიდი ხანია, მათი მცველების ასეთი უხეში შეცდომები არ გვინახავს, მოედნის ცენტრიც შეხვედრის დასაწყისიდანვე ლამის უბრძოლველად "ჩაიბარა" კახა კაჭარავას გუნდმა. მასპინძელთა ერთადერთმა თავდამსხმელმა ზვიად მეტრეველმაც ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი.

საპირისპირო უნდა ვთქვათ მოწინააღმდეგე გუნდის მოიერიშეზე, დიმიტრი ტატანაშვილმა თავადაც გაიტანა და ალეკო კოშკაძის პირველ გოლშიც მიიღო მონაწილეობა. ანგარიშის ორამდე გაზრდა კოშკაძის მიერ საჯარიმოში სახიფათოდ ჩაწოდებულ ბურთს მოჰყვა - ტატანაშვილმა საჰაერო ბრძოლაში ადვილად აჯობა მცველებს - 0:2. მესამე გოლი "დინამოს" სწრაფ კონტრიერიშს მოჰყვა - რობერტინიომ მოედნის თავისსავე ნახევარზე იბრძოლა ბოლომდე, მოპოვებული ბურთი კახელიშვილს გადააწოდა, მან უკეთეს პოზიციაში მყოფ კოშკაძეს გაატანა ბურთი, კაპიტანმა კი მომენტის განსამუხტავად წინ გამოსული მეტოქე გუნდის კოლეგა-კაპიტანი უშანსოდ დატოვა 0:3.

მასპინძლები ჯიუტად ცდილობდნენ მაინცდამაინც საჯარიმოში ჩაწოდებით ენახათ ხეირი, თუმცა იქ გიორგი ლორია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. სტანდარტულის შესრულება როგორ უნდა, თამაშის განახლებისთანავე უჩვენა მოწინააღმდეგეს მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელმა ალეკო კოშკაძემ. 48-ე წუთზე დაახლოებით 25-27 მეტრიდან მისი უძლიერესად დარტყმული ბურთი "სპარტაკის" კარის ხარიხას მოხვდა, იქიდან უკუგდებული კი მცველებმა მოიგერიეს.

ცოტა ხანში "დინამოს" სწრაფი კონტრშეტევისას რობერტინიომ, რომელმაც ინდივიდუალური რეიდებით დაგვამახსოვრა თავი, მორგი გარღვევა განახორციელა, მეურვეებს სისწრაფეშიც აჯობა და ტექნიკაშიც, თუმცა გრიშიკაშვილს პირისპირ ვეღარ აჯობა. ათიოდ წუთში რობერტინიო მორიგი გარღვევისას დაშავდა და მოედნიდან გაიყვანეს.

დარჩენილ დროში ბადრი კვარაცხელიას შეგირდებმა პრესტიჟის გოლის გასატანად უწინდელზე მეტად მოინდომეს, რაც მათმა ახალწვეულმა ლაშა ჯაკობიამ ერთ-ერთი შეტევისას მოახერხა კიდეც. საბოლოოდ 1:3 - ბევრი გოლი და მწირი სანახაობა, ასეთი ვითარება იყო გუშინ "ქართლის" არენაზე.

06. 04. გორი ქართლი 300 მაყურებელი

სპარტაკი - დინამო 1 : 3

0:1. კოშკაძე (15), 0:2. ტატანაშვილი (28. კოშკაძის პასით), 0:3. კოშკაძე (33. კახელიშვილის პასით)

სპარტაკი დინამო

4-5-1 4-5-1

გრიშიკაშვილი ლორია

მანჩხავა ღონღაძე

ბოიომო კაკუბავა

ტეტუნაშვილი ჰომოლა

სეფიაშვილი ხმალაძე

კლოვისი ჰაჯიბულიჩი

ჭაფოძე არზიანი

ჯაკობია კოშკაძე

ბარაბაძე რობერტინიო

დეკანოიძე კახელიშვილი

მეტრეველი ტატანაშვილი

სპარტაკი

46. ბარაბაძე - კილასონია

46. კლოვისი - უგრეხელიძე

სათადარიგოები: დაუშვილი, ალავიძე, ხაჭვანი, ჯიშკარიანი, ზერეკიძე

დინამო

56. ღონღაძე - თომაშვილი

67. რობერტინიო - თექთურმანიძე

81. ჰაჯიბულიჩი - კვეკვესკირი

სათადარიოგოები: ზარქუა, ფირცხალავა, ჯუისი, კვარაცხელია

გაფრთხილება: მეტრეველი (27), ჭაფოძე (32), კახელიშვილი (36), მანჩხავა (70)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე