სატრანსფერო ამბავი

„ანდერლეხტის“ ყმაწვილკაც რომელუ ლიკაკუს შეძენა ბევრ გუნდს სურს, თუმცა, რამდენადაც „დეილი მეილისთვის“ გახდა ცნობილი, რიგში პირველი „ტოტენჰემ ჰოთსპურია“. ლიკაკუ 17 წლისაა, ის თავდამსხმელია. თამაშის სტილით მას დიდიე დროგბას ადარებენ — ათლეტურია და სწრაფი. ასაკის მიუხედავად ის უკვე ათამაშეს ბელგიის ნაკრებში. სულ ახლახან, იანვარში, „ანდერლეხტმა“ ლიკაკუს სოლიდური ფასი დაადო — 26,6 მილიონი ევრო, თუმცა, ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელის გუნდი ზაფხულში რეალურ მყიდველს ფასს სერიოზულად დაუკლებს. თუ რამე არ შეიცვალა, „ტოტენჰემს“ მასში 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ამბობენ, რომ „სფურზის“ თავკაცი ჰარი რედნაპი ყველაზე მეტად იმით არის უკმაყოფილო, რომ ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმა ვერ გააძლიერა. საფუძველიც აქვს — „დეზების“ გუნდში შეტევის ხაზი სხვა რგოლებთან შედარებით უსახურია. პიტერ კრაუჩმა, ჯერმაინ დეფომ და რომან პავლიუჩენკომ მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯობრებაში ერთად, 27 გოლი გაიტანეს, რომელთაგან პრემიერლიგაზე მხოლოდ 11 მოდის. რაც შეეხება ლიკაკუს, მართალია ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა პრობლემის გადაწყვეტა რომ მოსთხოვონ, მაგრამ გრძელვადიანი ინვესტიციისთვის შესაფერისი ფიგურაა. სავარაუდოდ, მისი აყვანა დღეს მოქმედ თავდამსხმელთაგან რომელიმეს გაშვებას გამოიწვევს. ეს კრაუჩს, ალბათ, არ შეეხება, მაგრამ პავლიუჩენკო, დეფო ან ქირით აყვანილი ირლანდიელი რობი კინი გუნდს აშკარად გამოეთხოვება. შეგახსენებთ, რომ კინი „ვესტ ჰემის“ საკუთრებაა.

191 სანტიმეტრი სიმაღლის, დაბადებით ანტვერპენელი ყმაწვილკაცი კარგა ხანია „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტების დაკვირვების ობიექტია. რასაკვირველია, მის პროგრესს სხვა ევროპული კლუბებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს, მაგრამ ბოლოხანს ვარსკვლავბიჭუნამ გოლების გატანას უკლო და მისი გადაბირების მსურველთა რიგში პირველი „ტოტენჰემი“ დარჩა. დაინტერესებულ კლუბთა შორის ასახელებენ „ვესტ ჰემსა“ და „ევერტონსაც“, მაგრამ ისინი „სფურზის“ შემდეგ მოდიან.

მიმდინარე სეზონში ლიკაკუმ „ანდერლეხტის“ მაისურით 12 გოლი გაიტანა, ბელგიის ნაკრებში კი ორჯერ გამოიჩინა თავი, თუმცა შობის შემდეგ მხოლოდ სამჯერ დაარტყა შედეგიანად.

თავდასხმის პრობლემის გადასაწყვეტად ჰარი რედნაპი „ლორიანის“ 23 წლის ფეხბურთელ კევინ გამეიროს ყიდვასაც აპირებს. გამეირომ მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა