ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრებმა ავსტრია 78:64 დაამარცხა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა ავსტრია 78:64 დაამარცხა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა ავსტრია 78:64 დაამარცხა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში ავსტრია 78:64 დაამარცხა.

ავსტრიის კალათბურთელთა ნაკრები ევროგრანდი ნამდვილად არაა, ჯგუფში სერბეთმა 21 ქულით, გერმანიამ კი 41 ქულით დაამარცხა, მაგრამ საკადრო პრობლემების გამო საქართველოს ნაკრები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა.

ავსტრიაში კალათბურთი ნაკლებად პოპულარულია და მატჩს განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუწვევია, დარბაზი სანახევროდ ცარიელი გახლდათ და სტუმრად თამაშის პრობლემაც არ იყო. მითუმეტეს, თამაშზე ქართველი გულშემატკივრებიც მრავლად იყვნენ.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: დიქსონი, ბოქოლიშვილი, ცქიტიშვილი, დვალიშვილი და ცინცაძე.

დებიუტშივე ცხადი შეიქნა, რომ ჩვენი მეტოქე ძალიან სუსტი გუნდია, რომელსაც საქართველოს ნაკრები ყველა კომპონენტში ჩაგრავდა, მოწინააღმდეგე პერიმეტრიდან არაზუსტად ისროდა, ფარიც მოვუგეთ და ეს ანგარიშშიც აისახა 31:40 - ასე დასრულდა პირველი ტაიმი, თუმცა პირველ მეოთხედში ავსტრიამ ოდენ 5 ქულა ჩააგდო, შემდეგ ეტყობა, კონცენტრაციის ნაკლებობამ იჩინა თავი, თორემ შესვენებაზე ჩვენი გუნდი უფრო დიდი უპირატესობით უნდა გასულიყო.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ცინცაძემ, მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა და ეს ჩვენი ნაკრების თამაშზე აისახა. მეტოქე ზუროსის შეგირდებს ნაანტრაქტევს სამქულიანში თავისუფლად აღარ უშვებდა, უფრო მჭიდროდ მეურვეობდა და მესამე პერიოდი მხოლოდ 6 ქულით მოვიგეთ.

დასკვნით მეოთხედში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გატეხა მოწინააღმდეგე და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ეგაა, ძალიან, ძალიან ბევრი წუნი ჰქონდა თამაშში...

ჩვენი გუნდიდან 23 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო კალათბურთელი მაიკლ დიქსონი იყო. ბითაძემ 12 ქულა ჩააგდო, ბერიშვილმა 10, ცქიტიშვილმა 9, დვალიშვილმა 8, ცინცაძემ 5, ფაცაციამ 5, ბოქოლიშვილმა 4, ბოისამ კი - 2.

ავსტრიელთაგან ყველაზე შედეგიანი 23 ქულით კლეპეიცი იყო.

25 თებერვალს საქართველოს ნაკრები სპორტის სასახლეში გერმანიას უმასპინძლებს.

Video

23.02.18. ავსტრია - საქართველო 64:78

• მამლუქო

სოროსელი ვარ, მაგრამ გეთანხმები. გაუგებარია მაიკლ დიქსონის კლუბიდან წამოსვლა არაა კრიმინალი და დანაშაული და ამ შენგელიას და შერმადინის წამოსვლას რატომ წყვეტს ვიღაცა, გუნდის კლერკი? არცერთ კონტრაქტში არ ეწერებათ მათ, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში გაშვებას ვიღაცა კრძალავდეს. თვითონ არ მოდიან ალბათ. თავს იფასებენ. არადა სულ არ მაინტერესებს მე ბასკონიას და რახონიას გუნდში რამდენს აგდებენ ჩვენი ქართველები. ჩამობრძანდით და ნაკრებს დაეხმარეთ ეხლა. სხვისი ნაშრომით და ტანჯვით ჯგუფიდან გასულ გუნდში კი მოგინდებათ მერე თამაში.

• Odala

დაამარცხა კი არა გაანადგურა უნდა დაგეწერათ. მეტი დრამატიზმი ცოტა. რაცხა ვერ Xართ ფორმაში.

• bondos!

რუსებს

• georgia

დვალიშვილი და ცქიტიშვილი უშეცდომოები იყვნენ და ძალიან კარგად ითამაშეს

• მამლუ

დაუძახეთ ფაჩულიას და თხოვეთ რომ შესარჩევში დაგვეხმაროს,თორემ შემდეგ გვიანი იქნება. რაც შეეხება შერმადინის და შენგელიას არ ჩამოსვლას კი,უნდა იღვიძებდე სამშობლოთი და უნდა კვდებოდე სამშობლოსთვის,აიღონ მაგალითი ხორვატებისაგან ,მე სულ არ მაინტერესებს კლუბში რა ქნეს მათ,არამედ პირველრიგში სამშობლოს ნაკრები და შემდეგ პირადი მე...არ მომწერონ არაკაცმა სოროსის ლეკვებმა,რადგან მათთვის სამშობლო არაფერს არ წარმოადგენს.

• მამლუ

დაუძახეთ ფაჩულიას და თხოვეთ რომ შესარჩევში დაგვეხმაროს,თორემ შემდეგ გვიანი იქნება. რაც შეეხება შერმადინის და შენგელიას არ ჩამოსვლას კი,უნდა იღვიძებდე სამშობლოთი და უნდა კვდებოდე სამშობლოსთვის,აიღონ მაგალითი ხორვატებისაგან ,მე სულ არ მაინტერესებს კლუბში რა ქნეს მათ,არამედ პირველრიგში სამშობლოს ნაკრები და შემდეგ პირადი მე...არ მომწერონ არაკაცმა სოროსის ლეკვებმა,რადგან მათთვის სამშობლო არაფერს არ წარმოადგენს.

• ზაზა

ხოდა კალათბურთი რო გვესმის და ვიცით რასაც ნიშნავს ესთამაში მიტო ვერ ჩავთვლით ჩვენ თამაშს წარმატებულად. შედეგს არ ვგულისხმობ მეტოქის დონიდან გამომდინარე თუარადა აგერ ჩვენ და აგერ გერმანია ჰე მოუგოთ ეხლა ათი ქულით ხო გვჭირდება.ყველამ უნდა გაიგოს როჩვენ მსოფლიოზე გუნდის წასვლაზე გვაქ პრეტენზია.ამაზეა აქ საუბარი თორე ჩასაფრებულიდა მოცლილი კიარარის ვინმე მე იმკატეგორიას არვეკუთნი გულშემატკივრების რომლებიც ჯერ აქებენდა ადიდებენ ნაკრებსდა წაგების შემდეგ უშვერი სიტყვებით წყალს ატანენ.მომდევნო ეტაპზე თუ ექვსი ქულით არ გადავედით არც ღირს იქ უკვე თამაში რადგან სტატისტის როლით მოგვიწევს დაკმაყოფილება.ასე რო გადამწყვეტი ის ორი თამაშია რომელიც სერბებთან და გერმანელებთან გვაქვს და არამცდა არამც ფარჩაკ ავსტრიასთან.ეჭვიც არ მეპარება რო გერმანიას ისიცკი აწყობს ცხრაქულაზე ნაკლებში გამოვიდეს წაგებული.

• მსქროლავი ტროლი

ჰო, აი მე ვერ ვერკვევი კალათბურთში და მგონია, რომ მიშა დიქსონი რომ არა, დაახლოებით 64 ქულით წავაგებდით წყალწაღებულ ავსტრიასთან....

• reali

წარმოგიდგენიათ ასეთი სტატია დაწერო ვციტირებ .." ჩვენ ვერაფრით დავიკვეხნიტ გადრა ანგარიშისა". ეს როგორ უნდა დაწერო თან კალათბურთის თამაშზეა საუბარი. მოვიგეთ გასვლა 14 ქულიანი ფორით. ანგარიში მიუთითებს თამაშის ხარისხს პირდაპირ კალთბურთში, მაგრამ თქვენ კალთბურთი ნამდვილად არ გესმით ან აზრზე არ ხართ სპორტის ამ სახეობაში .. როცა არ იცი ჯობია კომენტარისგან თავი შეიკავოთ

• ბონდო

საინტერესოა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ვის ბალეშიკობდა?????

• reali

ბიჭებს 10 ქულა ათიდან. მშვენიერი იყო. ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ახალი კალთბურთელების განვითარებას დანაკლისი ბევრია მაგრამ ახალი მომავალი იზრდება და ძალინ კარგიცაა. უბრალოდ მაინტერესებს ეს დიქსონი უკეთეს გუნდში რატო არაა. ან თუნდაც ნბა-აზე. მშვენივრად თამაშობს და ბევრს ჯობნის ნბააის ბევრ მოთამაშეს.

• 2015

ვინც კალათბურთში, საერთოდ სპორტში ერკვევა, ნამდვილად წარმატებულად ჩათვლის გუშინდელ თამაშს, განსაკუღთრებით კი შედეგს. გუნდი, რომელიც მთლიანად ახალი, შეუთამაშებელი კალათბურთელებით დაკომპლექტდა, გასვლაზე, თუნდაც ავსტრიასთან გამარჯვებით, საკმაოდ კარგ იმედებს იძლევა. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები და ასე რომ იქნებოდა, არც უნდა გვიკვირდეს. იყო დავალება და ეს დავალება მაქსიმალურად შეასრულეს. მოკლედ, შესარჩევის მთავარი მატჩი მოგებულია და შემდგომ ეტაპზე გასვლისათვის უზარმაზარი ნაბიჯია გადადგმული. ახლა მთავარია, მომავალ თამაშებში გამარჯვების მიღწევა. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეავსონ სპორტის სასახლე და ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზეც იარონ, მით უმეტეს, დასწრება უფასოა. შედეგს რომ ითხოვთ და მინიმალური გვერდში დგომაც არ გსურთ, უხერხულია. წარმატება ზუროსის ახალ ნაკრებს

• გიო

ბითაძე ძალიან პერსპექტიულია და ზაზა ფაჩულიას უკვე რამდენიმე კომპონენტში სჯობს. ეს არის სპეციალისტების შეფასება. ნაკრებში თამაში, თუნდაც სუსტ მეტოქესთან, დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთია. ასე რომ, თუ რაიმემ ხელი არ შეუშალა, ნამდვილად კარგი მომავალი აქვს.

• zaza

ალბათ ესეთი პერსპექტივა ექნება კალათბურთს ოთხი წლის შემდეგ სასწაულად სუსტი ავსტრია და მასზე არაფლით გამორჩეული საქართველო.წამყვანებმაც კივერ დამალეს თავის გაოცება თუ რამდენად სუსტად გამოიყურებოდა ავსტრიის ნაკრები რა გვიხარია ეს ვერ გავიგე ეგკიარა გაგვიმართლა სომხეთი როარ შეგვხვდა ჯგუფში ავსტრიის მაგივრად.თუ შენი ქვეყანა გიყვარს და კალათბურთი გესმის როგორ უნდა მოგეწონოს ის რაც კალათბურთში ხდება.

• მაიკლს რესპექტ, მხოლოდ!

ეს მაგარი ვიცით, თავის მართლება, "დრო არ გვქონდა, ზოგიერთი თამაშის წინ შემოგვიერთდა". და, რატომ არ გქონდათ დრო? რას აკეთებენ სხვა დროს, რატომ არ იკრიბებიან? ასე ჰარი ჰარალე მიდგომით კალათბურთის ხარისხი არ გაუმჯობესდება. ზუროსიც არ გააფუჭოთ.

• andro

ბითაძეს ნბაში თამაშის პერსპექტივა აქვსო იძახიან! რა ნბა? რის ნბა? ევროლიგის საშუალო გუნდის დონესაც ვერ გაქაჩავს. მის ასაკში ფაჩულია ნაკრების ლიდერი იყო!

• gizog

ყოჩაღთ ბიჭებო, მადლობა ქომაგთა გახარებისათვის. მოსამზადებელი ეტაპის გარეშე თამაშის ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია, ზოგიერთი გუნდს თამაშის წინ შეუერთდა. ახლა მთავარია მოგებები და ხარისხი სათანადო მომზადების და შეთამაშების შემდეგ მოვა. მაშ ასე გერმანიასთან ისევ თადადებული ბრძოლა ქომაგებთან ერთად და შემდეგ უკვე ძირითადებიც შეუერთდებიან გუნდს და მსოფლიოზე უნდა ვითამაშოდ. ევრობასკეტის ჩავარდნა უნდა მსოფლიოთი ამოვქაჩოთ. გამარჯვება ბიჭებო, გამარჯვება.

• Ot

ცუდი vs უარესი

• bajo

გერმანიასტან სჰევრცხვებიტ ასეტი ქუჰური კალატბურტიტ

• ქომაგი

კარგია! ყოჩაღ! მთავარია მოსაგები მოიგეს. წვრილმან წუნს თუ გამოვასწორებთ, გერმანიაც დაიდება ბეჭზე.

• გულშემატკივარი

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, თამაშის ხარისხზე კომენტარს არ გავაკეთებ. გერმანიასთან ძალიან გაგვიჭირდება. წარმატებები ბიჭებს

• georgia

დვალიშვილი ძალიან კარგი იყო

• ნოდო

დიქსონას ბოლო სამიანი არ უნდა ესროლა

• Georgian

ბრავო ბიჭებს! შესუსტებული შემადგენლობის კვალობაზე კარგად ითამაშეს. გერმანიასთან ერთად!

• ასეა ეეს!

გამთამაშებელ დიქსონს 9 მოხსნა აქვს და ამ სიმაღლე 3- მეტრიან კაცებს რამდენი აქვთ? გაკვიურვებული ვარ ჩვენების ასეთი უღიმღამო თამაშით. კი მოვიგეთ მაგრამ ეს ავსტრიას რომ არ წაუვიდა პირველ მეოთხედში საერთოდ თამაში იმის ხარჯზე იყო. ჩვენ ვერაფრით დავიკვეხნით, გარდა ანგარიშისა. ზედმეტი იყო ჩვენების მარიაჟობები, რადგან 20 ქულით წინ ვიყავით . თამაშის ხარისხი ძალიან დაბალი იყო.

• ვაი ვაი, ეს თუ კალათბურთია.

არ მეყურებინა ისე, რომ გამეგო ანგარიში უფრო გამიხარდებოდა. საცოდაობა იყო ეს თამაში.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

საქართველო VS ავსტრია - როცა უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს...

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიას პირველი ტაიმი 40:31 მოუგო

შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

საქართველოს ნაკრებმა ავსტრია გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

გიორგი შერმადინი: ბედნიერი ვარ, რომ სექტემბერში ისევ ვითამაშებთ