2018/19 წლების სეზონიდან, უეფა ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ჯგუფური ეტაპის თამაშებს განახლებული ფორმატით ჩაატარებს.

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 სეზონის ჯგუფური ეტაპის მონაწილეები

ჯგუფში ავტომატურად მოხვდება 26 გუნდი, მათ შორის - ჩემპიონთა და ევროპა ლიგის გამარჯვებული. 6 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გაირკვევა.

ლიგის კვალიფიკაციიდან გავარდნილი თითოეული გუნდი ევროპის ლიგაზე ითამაშებს. იქ პირდაპირ 17 გუნდი მოხვდება, ხოლო 10 საგზურს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან და III შესარჩევი ეტაპიდან გავარდნილები ავტომატურად მიიღებენ. დანარჩენი 21 ადგილი კვალიფიკაციაში გათამაშდება, რომელიც ჩემპიონთა გზად და ლიგების წარმომადგენლების გზად დაიყოფა.

შემოღებულია კვალიფიკაციის შესარჩევი რაუნდი - აქ მინი-ტურნირი გამოვარდნით ჩატარდება, ხოლო ევროპის ლიგაზე - ორმატჩიანი დაპირისპირებით.

2016/17 წლების სეზონში უეფას საკლუბო რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 26 გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდება:

ჩემპიონთა (1) და ევროპის ლიგების (1) გათამაშებების გამარჯვებულები. უეფას ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ოთხი ასოციაციის (ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია) 4-4 უძლიერესი გუნდი. რეიტინგში მე-5 და მე-6 ადგილებზე მყოფი საფრანგეთისა და რუსეთის 2-2 გუნდი. ასევე, 7-დან 10-ეადგილოსანი ქვეყნების ჩემპიონები (პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, თურქეთი).

თუ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით მიიღებს, გამოთავისუფლებულ ადგილს უეფას რეიტინგში მე-11-ადგილოსანი ჩეხეთი მიიღებს.

თუ ევროპის ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე თამაშის უფლებას ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით მიიღებს, გამოთავისუფლებულ ადგილს უეფას რეიტინგში მე-5-ეზე მყოფი საფრანგეთი მიიღებს.

არის შეზღუდვაც - ჯგუფურ ეტაპზე ერთ ასოციაციას მაქსიმუმ 5 კლუბის წარდგენა შეუძლია.

კვალიფიკაცია

ახლანდელივით, გუნდები ორ სხვადასხვა ბადეში იასპარეზებენ: ჩემპიონთა გზით და ლიგის წარმომადგენლის გზით. შესარჩევ რაუნდში გამოვლენ გუნდები, რომელთა სიაც 2016/17 წლების სეზონში უეფას საკლუბო რეიტინგის საფუძველზე შედგება.

ჩემპიონთა გზა (ჯგუფური ეტაპის 4 საგზური)

ამ გზით უეფას რეიტინგში მე-11 და უფრო დაბალ ადგილზე მყოფი ასოციაციების ჩემპიონები ითამაშებენ. კვალიფიკაცია წინასწარი რაუნდიდან დაიწყება, შემდეგ კი III საკვალიფიკაციო და პლეი-ოფების რაუნდები გაიმართება:

წინასწარი ტურნირი (იქნება მინი-ტურნირი გამოვარდნით): 4 გუნდი

I საკვალიფიკაციო რაუნდი: 33 გუნდი + წინასწარი ეტაპის გამარჯვებული

II საკვალიფიკაციო რაუნდი: 3 გუნდი + I საკვალიფიკაციო რაუნდის 17 გამარჯვებული

III საკვალიფიკაციო რაუნდი: 2 გუნდი + II საკვალიფიკაციო რაუნდის 10 გამარჯვებული

პლეი-ოფის რაუნდი: 2 გუნდი + III საკვალიფიკაციო რაუნდის 6 გამარჯვებული

ჩემპიონთა გზიდან გამოვარდნილი ყველა გუნდი - დაწყებული წინასწარი რაუნდით და დამთავრებული III საკვალიფიკაციო რაუნდით - მიიღებს შანსს, წარმატებას ევროპის ლიგაზე მიაღწიოს, სადაც ისინი ჩემპიონთა გზის შესარჩევი ეტაპიდან ჩაერთვებიან. პლეი-ოფის რაუნდიდან გამოვარდნილი გუნდები ავტომატურად ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან.

ლიგის წარმომადგენლების გზა (2 ადგილი ჯგუფურ ეტაპზე)

აქ უეფას რეიტინგში მე-5-მე-6 ადგილებზე მყოფი ქვეყნების ჩემპიონატების მესამეადგილოსნები ითამაშებენ; ასევე, მე-7-მე-15-ადგილოსანი ქვეყნების ვიცე-ჩემპიონები. სულ III საკვალიფიკაციო რაუნდი იქნება:

II საკვალიფიკაციო რაუნდი: 6 გუნდი

III შესარჩევი რაუნდი: 5 გუნდი + II საკვალიფიკაციო რაუნდის 3 გამარჯვებული

პლეი-ოფის რაუნდი: III შესარჩევი რაუნდის 4 გამარჯვებული

ლიგის წარმომადგენელთა გზის II საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებული გუნდები ევროსეზონს გააგრძელებენ ევროპალიგაზე - ლიგის წარმომადგენელთა III საკვალიფიკაციო რაუნდში. ლიგის წარმომადგენლების III საკვალიფიკაციო რაუნდში ან პლე-იფში გამოვარდნილი გუნდები კი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან.

ევროპის ლიგა 2018/19 სეზონის ჯგუფური ეტაპის მონაწილეები

უეფას 2016/17 წლების სეზონის ბოლოს შედგენილი საკლუბო რეიტინგის საფუძველზე, ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად 17 კლუბი მოხვდება.

2-2 გუნდი უმაღლესი რეიტინგის მქონე 5 ასოციაციიდან (ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი), ანუ 10 გუნდი.

თითო გუნდი უეფას რეიტინგში მე-6-მე-12-ზე მყოფი ასოციაციიდან (რუსეთი, პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია) - სულ 7 გუნდი.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნილი 10 გუნდი - III საკვალიფიკაციო რაუნდსა და პლეი-ოფში დამარცხებული 6 გუნდი, პლუს 4 გუნდი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგას "ჩემპიონთა გზის" ბადის პლეი-ოფიდან გამოეთიშება.

კვალიფიკაცია

2018/19 წლების სეზონში გუნდები ორ სხვადასხვა ბადეში იბრძოლებენ: ჩემპიონთა გზითა და ლიგის წარმომადგენელთა გზით. შესარჩევში იასპარეზებენ გუნდები, რომელთა სიაც უეფას კლუბის რეიტინგის საფუძველზე 2016/17 წლების სეზონის ბოლოს არსებული შედეგებით შედგება.

ჩემპიონთა გზა (ჯგუფური ეტაპის 8 საგზური)

აქ ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგის წინასწარი რაუნდიდან და ჩემპიონთა გზის III საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოვარდნილი გუნდები. ჩატარდება 3 საკვალიფიკაციო რაუნდი:

II საკვალიფიკაციო რაუნდი: 20 გუნდი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგიდან წინასწარი და პირველი საკვალიფიკაციო რაუნდების შემდეგ გამოვარდნენ.

III შესარჩევი რაუნდი: 10 გუნდი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგას II შესარჩევი რაუნდიდან დაემშვიდობნენ, ასევე, ევროპის ლიგის ჩემპიონთა გზის II შესარჩევი რაუნდის 10 გამარჯვებული.

პლეი-ოფის რაუნდი

ჩემპიონთა ლიგის მე-3 შესარჩევ რაუნდში წაგებულები და ევროპის ლიგის ჩემპიონთა გზის III საკვალიფიკაციო რაუნდის 10 გამარჯვებული.

ლიგის წარმომადგენელთა გზა (13 საგზური ჯგუფურ ეტაპზე)

აქ ითამაშებენ ევროპის ლიგის ყველა დანარჩენი მონაწილე 55 ეროვნული ასოციაციიდან; უეფას ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო რაუნდში ლიგის წარმომადგენელთა გზის ბადიდან გამოთიშულები.

წინასწარი ტური: 16 გუნდი

I საკვალიფიკაციო რაუნდი: 86 გუნდი + წინასწარი რაუნდის 8 გამარჯვებული

II საკვალიფიკაციო რაუნდი: 27 გუნდი + I შესარჩევი რაუნდის 47 გამარჯვებული

III შესარჩევი რაუნდი: 15 გუნდი (მათ შორის, 3 ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო რაუნდში ლიგის წარმომადგენელთა გზის ბადიდან გამოთიშული) + II საკვალიფიკაციო რაუნდის 37 გამარჯვებული

პლეი-ოფის რაუნდი: მესამე შესარჩევი რაუნდის 26 გამარჯვებული

ევროთასების ტურნირების კალენდარი

ჩემპიონთა ლიგა 2018/19

26 ივნისი: წინასწარი რაუნდის ნახევარფინალები

29 ივნისი: წინასწარი რაუნდის ფინალი

10/11 ივლისი: I საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები

17/18 ივლისი: I საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი

24/25 ივლისი: II საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები

31 ივლისი/1 აგვისტო: II საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი

7/8 აგვისტო: III საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები

14 აგვისტო: III საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩები

21/22 აგვისტო: პლეი-ოფის პირველი მატჩი

28/28 აგვისტო: პლეი-ოფის განმეორებითი მატჩები

18/19 სექტემბერი: ჯგუფური ეტაპის პირველი რაუნდი

2/3 ოქტომბერი: ჯგუფური ეტაპის მეორე ტური

23/24 ოქტომბერი: ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდი

6/7 ნოემბერი: ჯგუფური ეტაპის მეოთხე რაუნდი

27/28 ნოემბერი: ჯგუფური ეტაპის მეხუთე რაუნდი

11/12 დეკემბერი: ჯგუფური ეტაპის მეექვსე რაუნდი

12/13/19/20 თებერვალი: 1/8-ფინალის პირველი მატჩები

5/6/12/13 მარტი: 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩები

9/10 აპრილი: 1/4-ფინალის პირველი მატჩები

16/17 აპრილი: 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩები

30 აპრილი / მაისი 1: 1/2-ფინალის პირველი მატჩები

7/8 მაისი: 1/2-ფინალის განმეორებითი მატჩები

1 ივნისი: ფინალი - "მეტროპოლიტანო", მადრიდი

უეფას ევროპის ლიგა 2018/19

28 ივნისი: წინასწარი რაუნდის პირველი მატჩები

5 ივლისი: წინასწარი რაუნდის განმეორებითი მატჩები

12 ივლისი: I საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები

19 ივლისი: I საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩები

26 ივლისი: II საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები

2 აგვისტო: II შესარჩევი რაუნდის განმეორებითი მატჩები

9 აგვისტო: III შესარჩევი რაუნდის პირველი მატჩები

16 აგვისტო: III შესარჩევი რაუნდის განმეორებითი მატჩები

23 აგვისტო: პლეი-ოფის პირველი მატჩი

30 აგვისტო: პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი

20 სექტემბერი: ჯგუფური ეტაპის პირველი რაუნდი

4 ოქტომბერი: ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდი

25 ოქტომბერი: ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდი

8 ნოემბერი: ჯგუფური ეტაპის მეოთხე რაუნდი

29 ნოემბერი: ჯგუფური ეტაპის მეხუთე რაუნდი

13 დეკემბერი: ჯგუფური ეტაპის მეექვსე რაუნდი

14 თებერვალი: 1/16-ფინალის პირველი მატჩები

21 თებერვალი: 1/16-ფინალის განმეორებითი მატჩები

7 მარტი: 1/8-ფინალის პირველი მატჩები

14 მარტი: 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩები

11 აპრილი: 1/4-ფინალის პირველი მატჩები

18 აპრილი: 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩები

2 მაისი: 1/2-ფინალის პირველი მატჩები

9 მაისი: 1/2-ფინალის განმეორებითი მატჩები

29 მაისი: ფინალი - "ოლიმპიური სტადიონი", ბაქო

2018 წლის უეფას სუპერთასის მატჩი ტალინში 15 აგვისტოს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aiaksi
ვის რაში აინტერესებს თქვენი ფორმატები, ფეხბურთი გაფრჩაკდა. რროგორც უნდათ ისე დებენ შედეგებს
ალექსი
ჩეხეთი,უკრაინა,შვეიცარია ნახსენებია და ჰოლანდია მათზე დაბლაა უეფას რეიტინგში????
d
რაში გვაინტერესებს,ეს ჩვენთვის იგივეა ბეისბოლის გრაფიკი, რომ გამოგექეყვნებინათ....(((
ოსიმენის რეკორდი - ის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
[VIDEO] კურტუას გმირობები საკმარისი არ აღმოჩნდა - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით" - ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ
"ვილიარეალთან" თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია" - გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
უეფას პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის განხილვა გადადო
"სევილიასა" და "სიგმას" ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"სილქუნივერსალმა" და Silk-ის სპორტულმა არხებმა ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის მატჩების ექსკლუზიურად ტრანსლირება დაიწყო
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია - "კვარა" ცეკვის შემდეგ
ევროპა ლიგა: 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია
კიტეიშვილი "ლაციოსა" და "ფეიენოორდის" წინააღმდეგ - ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? - ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
გასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გახდა
მატჩზე დასწრება უნდოდა - "ბენფიკას" ფანს ქალაქები აერია
დღეს - კვარაცხელია დაბრუნებულ დემბელესთან ერთად, მიქაუტაძე "სიტის" დასამწუხრებლად
მიქაუტაძის 66 წუთი - "მანჩესტერ სიტიმ" "ვილიარეალი" უშანსოდ დაამარცხა