"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი 23:10 დაამარცხეს[VIDEO]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2018 წლის მესამე ტურში ესპანეთი 23:10 დაამარცხა.

მატჩი "ბორჯღალოსანთა" შტურმით და მრავალფაზიანი იერიშით დაიწყო, თითქოს ლელოც დადეს, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია და მე-10 წუთზე საჯარიმო დარტყმა მათიაშვილმა გამოიყენა - 3:0.

ამის შემდეგ სტუმრებმა წამოიწყეს შეტევა, ქართველი მორაგბეები მაგრად დაუხვდნენ და წარმოჩნდა, რომ რუმინეთი 22:10 შემთხვევით არ დაუმარცხებიათ. მე-20 წუთზე მოედნის ცენტრში საჯარიმო მოიპოვეს და ბურთი ძელს გაარტყეს.

25-ე წუთზე კი ესპანელები დაჯარიმდნენ, მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და 6:0. 31-ე წუთზე კი მეტოქემ საჯარიმო გამოიყენა - 6:3.

36-ე წუთზე მათიაშვილმა მორიგი ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 9:3 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში მათიაშვილმა საჯარიმო ვერ გამოიყენა, მერე კი მსაჯმა ტექნიკური ლელო დააფიქსირა - 16:3.

ამის შემდეგ სტუმრებმა ლელოს დადეს და გარდასახვაც გამოიყენეს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი გიორგი მელქიძემ ლელო გაიტანა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ასე და ამგვარად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა რთული თამაში 23:10 მოიგო, 10 მარტს შემდეგ მატჩში კრასნოდარში რუსეთს ხვდება, ხოლო რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, ტურნირის ფარისა და ანთიმოზ ივერიელის თასის დასაბრუნებლად რუმინეთს დინამო არენაზე 18 მარტს დაუხვდება.

zaza
ჰოდა ჩამოყარა სანტიაგომ მტელი საფრანგეთი და მაინც წააგო. ჩვენ კი ვაფართოებთ ნაკრების რესურსს, ვრდით რეზერვს -უმადურს რა დალევს საქართველოში
Musenbezi
ლობჟანიძე რატოა გუნდის ძირითადი 9 ნომერი, ძალიან სუსტია, ტიპი ვერ აზროვნებს, თამაში ვერ მიყავს, ჩაწევს და მიათრევს ამ ბურთს... მთელი თამაში შერკინების ყურება ძალიან უსიამოვნოა... მე პირადად ნაკრების თამაშების ყურებაზე გული ამიცრუვდა...
sport faza
დღეს ჩვენ უნდა მოგვეგო "ბევრით" 0...და ასე არ უნდა აგვებლატავებია ეს ესპანელები
რიგითი გულშემატკივარი
ხალხო მესმის თქვენი გულის წყრომა მაგრამ ცოტა სხვა კუთხიდანაც უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს.. ვინმეს გვახსოვს რაოდენობა და ამდენი მორაგბე რომელიც პოტენციურად ნაკრებში მოიაზრება?? ამდენი როტაცია? ასეთი ძლიერი და კარგი საყურებელი ჩვენი შიდა ჩემპიონატი რომელიც სავსეა ნაკრების კანდიდატებით.. ეს ჩვენ პროგრესს ნიშნავს. რაც შეეხება კონკრეტულ თამაშებს ეს ერთი დიდი მოჯადოებული წრეა სადაც კიდე უფრო განვითარების შანსი არც ისე მაღალია. ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ დრო , დროა ის ფაქტორი რომლის გასვლის შემდეგაც ალბათ დაირღვევა ეს დახურული და კომერციული ტურნირების ხანა ჩვენც მოგვეცემა ბობოლებთან უფრო მეტი სათამაშო დრო. აი ეს იქნება ნამდვილი განვითარების ხანა. მანამდე კი შევეცადოთ თუ დღეს პირობითად ხუთი კაცი თამაშობს რაგბს ხვალ ითამაშოს ექვსმა ზეგ შვიდმა და ასე შემდეგ. ჩვენ შეგნებაში და ჩვენს შინგნით განვავითაროდ რაგბი დანარჩენი დროის ამბავია. წარმატებები. რაგბი ჩვენი თამაშია
სიმართლე
ასეთი თამაშით იტალიასთან შევრცხვებით . ამდენი უპატიებელი შეცდომა??? დაბალი დონის ნაკრებსაც არ ეპატიება!!! . მადლობა მელიტონას, მაგრამ მემგონი დროა შეიცვალოს მწვრთნელი..
სოსო
ესპანეთი რომ არარაობა არ არის,ეს ცხრილიდან აშკარად ჩანს,გუნდს თითქმის განაღდებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და ამ თამაშმაც დაამტკიცა მათი სიძლიერე.ესპანელები ძალიან მოტივირებულები იყვნენ,ჩვენ კი მოდუნებულები დავხვდით,მეტოქემ ხომ წინა თამაშის პრაქტიკულად მთელი შემადგენლობა სახლში დატოვა და ჩვენებმა ჩათვალეს,რომ ესპანეთის მეორე შემადგენლობას,ადვილად დაამარცხებდნენ.ამან გამოიწვია ის უამრავი შეცდომა და და სათამაშო დისციპლინის დარღვევები,რომელმაც ჩვენ რამდენიმე ლელოს დადების შანსი წაგვართვა.რამდენჯერ ვიყავით ხუთმეტრიან ზონაში და ბურთი უსახელოდ დავკარგეთ,ესპანელებმა კი ერთხელ მოიტანეს ბურთი ჩვენ ხუთმეტრიანში და უდიდესი ძალისხმევით ლელოც დაგვიდეს,ჩვენებმა კი მხოლოდ ამის შემდეგ გამოაჩინეს მოტივაცია და საპასუხო ლელოც დადეს.ამ თამაშიდან ჩემთვის დადებითი მომენტი მხოლოდ ესპანელთა კარგი თამაში იყო,ეს ჩვენთვის ცივი შხაპი იქნება რუსებთან და რუმინეთთან შეხვედრის წინ და ვფიქრობ ასეთ იაღლიშებს აღარ დავუშვებთ.ისე საინტერესოა,ჩვენებმა და ინგლისელებმა ისეთი რა აკეთეს ერთობლივ ვარჯიშებზე,რომ ინგლისმა წააგო და ჩვენც ასე ძალიან გაგვიჭირდა?
123
ძალიან სუსტად ვითამაშეთ, როდემდე ეს აიღე და მიეძალე? დღეს ეგეც არ გამოგვდიოდა. ბურთის ხელდახელ თამაშზე ხო საერთოდ ლაპარაკსაც არ ვაპირებ,მხოლოდ მორკინალებით ვერ მოიგებ ძლიერ გუნდებთან.
ff
ამაზე უკმაყოფილო წაგებითაც არ ვიქნებოდი ალბათ, ვერაფერში ვერ ვივარგეთ შერკინებაშიც კი, ამდენი ხუთმეტრიანი შერკინებიდან ვერცერთხელ ვერ გავათამაშეთ ბურთი ნოემალურად ამხელა უპირატესობის ფონზე, წავაგეთ რამდენიმე შემტევი აუტი ვერცერთხელ ვერ/არ დავაყენეთ მოლი, მეორე მესამე ხაზმა ვერც რაქი ასუფთავა სწრაფას ვერც ღკეტვაში ივარგა და წაღებაშიც ვერ იყიჩაღეს მაინცდამაინც, ხაზიც საკმაოდ უფერული იყო გუნდურად ვერცერთი უპირატესიბა ხაზზე ინდივიდუალური გარღვევებზე არცერთი ახლოს მიმყოლი მოკლედ ესოანეთის მეორე გუნდმა შერკინების მიწოლის გარდა ყველაფერში გვაჯობა ფაქტობრივად ძალიან სუსტი მომეჩვენა დღეს ჩვენი გუნდი , ფიზიკურ კონტაქტწვშიც ვერ ვიყავით ყიჩაღად მოკლედ სულ ნეგატიური მომენტები მახსენდება იმდენად ბევრი იყო იმედია დროებითი ჩავარდნა იყო და გამოვასწორებთ ერთადერთი პოზიტივი ამ თამაშიდან არის ესპანეთის გაძლიერება და მეტი შესაძლებლობა ძლიერ გუნდთან შეხვედრის. სულ გვაქ სურვილი ძლუერ გუნდებთან შეხვედრის მეტად გვანახებსო შეცდომებს, რაც ამ თანაშში ხარვეზები გამოჩნდა კი გვეყოფა გასარჩევად კარგახანს
imereli
ხალხნო გამაგებინეთ ვინმემ როცა ჩვენ ვაწყობთ შტურმს რატომ უშვებთ ამდენ შეცდომებს, და რატომ ვაბარებთ მეტოქეს მარტივად ბურთს. ხოლო როცა ჩვენ თავს ვიცავთ თავს კრიტიკულ მომენტში, სულ რატომ ვჯარიმდებით, რითაც ვაძლევთ მეტოქეს იმის საშუალებას რომ გადააბას უამრავი ფაზა და მიგვაჯაჭვოს ჩვენს ჩათვლის ხაზს. დაგვწყევლა ვინმემ თუ რა ხდება. არ შეიძლება როცა კანადათან ამხელა უპირატესობა გვაქვს და უელსთან დიდებულ მატჩს ვატარებთ ესპანელების მსგავს არარაობებთან ასეთი რამ მოხდეს. წყევლაა აბა რა არის. PS. ძალიან არ მინდა ამ სიტყვებს რომ ვამბობ მაგრამ ასეთ თამაშებში მწრთვნელის კომპეტენციის საკითხი ძალაუნებურად იწევს წინა პლანზე.
123
ესპანეთზე ძლიერ კანადას 60 ქულამდე უდებ. ახალგაზრდული ნაკრები ამარცხებს არგენტინას და ნულებზე უგებს საფრანგეთს. უელსის დაცვას მიწასთან ვასწორებთ და ამასობაში ესპანეთს ეთამაშები. რა სირცხვილია რაგბისა. კლასს ვიფუჭებთ ასეთ დაბალ დონის გუნდებთან. 80 წუთი ესპანეთის ტანჯვას ვუყურე, გერმანიასთან უფრო დაძაბული თამაში იყო, გვიტევდნენ ერთი ტაიმი მაინც. სრული გუნდი რომ ჩამოეყვანათ 90 ქულით მოვუგებდით ალბათ, სულაც არ არის რუმინეთზე ძლიერი გუნდი. მაგრამ ჩვენთან შედარებით ცა და მიწაა ესპანეთი.
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის