"დინამო" საკუთარ მოედანზე "რუსთავთან" 1:2 დამარცხდა[VIDEO]
5 მარტს თბილისის "დინამო" ეროვნული ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "რუსთავთან" 1:2 დამარცხდა.

"დინამო" პირველ ტაიმში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ბევრს უტევდა და რამოდენიმე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ მეკარე რევიშვილი იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აღსანიშნავია 42-ე წუთზე შულაიას დრიბლინგის შემდეგ მის მიერ მოგერიებული ბურთი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შულაიას აუღებელი არ დაურტყამს და საერთოდ, მასპინძელთა იერიშებს სიმწვავე აკლდა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა შედარებით აგრესიულად შეუტია, ქარდავამ ბურთი თავურით ძელს გაარტყა, თუმცა იერიშები მალევე მინავლდა. 68-ე წუთზე კი კონტრიერიშისას მარცხენა ფლანგიდან კვირკვიამ გაბულოვს უპასა, ამ უკანასკნელმა საჰაერო ორთაბრძოლა თოთაძეს მოუგო და ანგარიში გახსნა. სტუმრებს 78-ე წუთზე შეეძლოთ მეორე გოლის გატანა, მაგრამ მიქელთაძის დარტმული ბურთი ბულისკერიამ მოიგერია.

84-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ზივზივაძე გეგეჭკორმა წააქცია და თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

ცოტა ხანში კი პენალტი უკვე "დინამოს" კარში დაინიშნა, როდესაც მსაჯმა მიიჩნია, რომ კობოურმა კვირკვიასთან თამაშის წესები დაარღვია და მიქელთაძემ თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

თბილისი. "დინამოს" სტადიონი

დინამო - რუსთავი 1:2

გოლები: 0:1 გეორგი გაბულოვი (68), 1:1 ბუდუ ზივზივაძე (81 პენ), 1:2 ბექა მიქელთაძე (86 პენ)

დინამო. 4-5-1: დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე, ბაქარ ქარდავა, ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია (გიორგი კუცია 81), გიორგი ივანიშვილი, ბუდუ ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

რუსთავი. 4-5-1: ნუკრი რევიშვილი, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე (კ), ალბერტ ცხოვრებოვი, ავთო ენდელაძე, ბექა მიქელთაძე, მათე კვირკვია, თემურ ჩოგაძე (მიხაილ გორელიშვილი 46), პაპუნა ფონიავა, გეორგი გაბულოვი, რევაზ ბარაბაძე (ირაკლი კლიმიაშვილი 58)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი

ქუხი
ვააა შვილიკოების ბრიგადა მსაჯობდა! ნეპოტიზმი ყვავის! იგულავეთ ბიჭებო თქვენი დროა მოსული.....
ნიკა
ეს თამაში საზიზღრობა იყო დინამო ამ თამაშით და შემადგენლობით სამეულშიც ვერ შევა
გურამი
სასტიკად არ გაუმართლა დინამოს. ამდენი მომენტის ვერ გამოყენება და ბოლოს მარცხი სამწუხაროა. არაუშავს. დაიქოქებიან და უკეთ ითამაშებენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა