ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დიდი ინტერვიუ: მეორე კვასხვაძე "ტორპედოში", სვირინგი და შარშანდელი დრამა

დიდი ინტერვიუ: მეორე კვასხვაძე "ტორპედოში", სვირინგი და შარშანდელი დრამა

ეროვნული ლიგის საიტმა (Eliga.ge) ქუთაისის "ტორპედოს" მეკარის, როინ კვასხვაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ.

- საუბარი, რა თქმა უნდა, პენალტით უნდა დავიწყოთ...

- როცა ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ გამარჯვებასა და ჩემპიონობას ხელიდან გავუშვებდით. უნდა ავიღო! - მტკიცედ ვუთხარი საკუთარ თავს.

შინაგანად მქონდა იმის რწმენა და განცდა, რომ ამას შევძლებდი. არ ველოდი, რომ ოთარ კიტეიშვილი ცენტრში დაარტყამდა. შეიძლება იგი ჩემმა მოძრაობამაც დააბნია. ჩემგან მარჯვენა კუთხე ავირჩიე, მაგრამ შევძელი და ბურთი ფეხით მოვიგერიე.

- თამაშის შემდეგ ოთარ კიტეიშვილს თუ ელაპარაკე?

- იმ დღეს მას, ალბათ, არავისთან საუბარი არ სურდა, მეორე დღეს კი მესიჯი მივწერე და გავამხნევე. ოთარი შესანიშნავი ფეხბურთელი და თბილი პიროვნებაა. იგი ყოველივე საუკეთესოს იმსახურებს და მთავარი წარმატებები წინ აქვს.

- ახლა, როცა იმ მატჩს უკვე ცივი გონებით იხსენებ, როგორი შეგრძნება გეუფლება?

- მე, უბრალოდ, ჩემი საქმე გავაკეთე, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ბევრი რამ განაპირობა – "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია, მე კი - ამ გუნდის კაპიტანი და გადამწყვეტი ეპიზოდის ავტორი. მოკლედ ასე ვიტყოდი - უსაზღვროდ ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი.

სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებასა და ამ კონკრეტულ მომენტამდე მისვლას კი ვერ მოვახერხებდი თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის გარეშე.

დიდი მადლობა ბიჭებს, მადლობა კახა ჩხეტიანსა და ჩვენს სხვა მწვრთნელებს, მადლობა კლუბის ხელმძღვანელობასა და რაღა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ ქომაგებს.

- "ტორპედოს" დუბლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ თასის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა...

- სამწუხაროდ, ფინალში საჩხერის "ჩიხურასთან" პენალტების სერიაში დავმარცხდით. ამან გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ "ჩიხურა" უდავოდ ღირსეული გამარჯვებულია.

ეს ტიტულიც ძალიან გვსურდა, მაგრამ საჩემპიონო ზეიმის შემდეგ, ალბათ, ცოტა მოტივაცია და კონცენტრაცია დაგვაკლდა. "ჩიხურა" კი, რომელსაც აქამდე ტიტული არ ჰქონდა მოგებული, ფინალს გამარჯვების წყურვილით შეხვდა და მიზანსაც მიაღწია, რასაც მთელი გულით ვულოცავ.

- "ტორპედოს" ერთმა ქომაგმა ორიგინალური სვირინგი წარმოგვიდგინა - როინ კვასხვაძე პენალტს იგერიებს...

- მადლობის მეტი რა მეთქმის. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს ამხელა სიხარული ვაჩუქე. ეს ისეთი ემოციური მომენტია, რომელსაც ვერავითარი მატერიალური სიკეთით ვერ გადასწონის.

ასეთ დროს ხვდები, რომ ტყუილად არ დაგიღვრია ამდენი ოფლი. ღვთის წყალობაა, რომ ხალხისთვის ამხელა სიხარულის მინიჭება შეგიძლია.

- თავადაც ხომ არ აპირებ მსგავსი სვირინგის გაკეთებას?

- სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ. უბრალოდ, მინდა, ცოტა სხვა სტილში გავაკეთო.

- რას ნიშნავს შენთვის "ტორპედოში" თამაში, მისი კაპიტნობა?

- უპირველესად, ეს უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვარ ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდის კაპიტანი, სადაც უამრავ სახელოვან ფეხბურთელს უთამაშია.

მაქვს საშუალება, სიხარული ვაჩუქო ჩემს თანაქალაქელებს - ეს სათქმელად არის იოლი, ამ სიტყვებს მიღმა კი ზღვა შრომა და ემოციებია.

- საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდი - "ზესტაფონში" ზედიზედ ორჯერ მოიპოვე ქართული ოქრო...

- ზესტაფონში გატარებულ პერიოდს დღემდე დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ვიხსენებ - მაღალი დონის გუნდი გვყავდა, რომელიც გეგმაზომიერად ვითარდებოდა და მომავალში ბევრად მეტის მიღწევაც შეეძლო...

გულშემატკივარმა სწორედ "ზესტაფონში" თამაშით გამიცნო. ორჯერ გავხდით ჩემპიონები, არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ ევროთასებზე.

მაშინდელ და ახლანდელ ჩემპიონობას კი ის განასხვავებს, რომ მაშინ მეტოქეებს საგრძნობლად ვჯობდით და ჩემპიონები დამაჯერებლად ვხდებოდით, გასულ სეზონში კი ჩემპიონის ვინაობა ასეთ დრამატულ ვითარებაში გაირკვა - ეს, თავისთავად, სულ სხვა განცდა და სიხარულია.

- წლებია, რეგულარულად გიწვევენ საქართველოს ნაკრებში...

- ამით უსაზღვროდ ამაყი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ გუნდში ბევრი მატჩი არ ჩამიტარებია, თავს ნაკრების სრულფასოვან წევრად მივიჩნევ და ყოველი გამოძახება ძალიან მახარებს.

სწორედ ნაკრებს უკავშირდება ჩემი კარიერის ერთი გამორჩეული ეპიზოდი - ესპანეთის დამარცხებას ვგულისხმობ. მაშინ ნუკრი რევიშვილი დაშავდა და შეცვლაზე შევედი. ჩვენს გამარჯვებაში ჩემი მცირე წვლილიც შევიტანე.

არ ვკარგავ იმედს, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე გავხდები. მგონი, "ტორპედოს" ჩემპიონობა ამის შანსებს ზრდის.

- ქართული ფეხბურთის წინსვლის აუცილებელ წინაპირობად რა მიგაჩნია?

- სწორი მენეჯმენტი და ფინანსები. საბედნიეროდ, ამ ორივე კუთხით სასიკეთო ძვრები შეინიშნება, რაც დროთა განმავლობაში აუცილებლად მოგვიტანს შედეგს.

ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყნის განვითარებაც აუცილებელია, სოციალური ფონი უნდა გაუმჯობესდეს. როცა ფეხბურთელის ირგვლივ ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ფინანსური პრობლემებია ოჯახსა და სამეგობროში, იგი ვერ მოახერხებს მთლიანად ფეხბურთზე კონცენტრირებას.

- შეიძლება ითქვას, რომ მეკარისთვის იდეალურ ასაკში ხარ. თუ შეცვალა ბოლო წლებმა რამე შენს თამაშში?

- გამოცდილება მეკარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა და ბოლო წლებმა სწორედ ეს მომიტანა. გავხდი უფრო მშვიდი, თავდაჯერებული, გაწონასწორებული, ნაკლებ შეცდომას ვუშვებ.

ვფიქრობ, დროს ფუჭად არ ვკარგავ. საქმეს ყოველთვის პროფესიონალურად ვუდგები და ფეხბურთზე მაღლა არაფერს ვაყენებ, რაც მიფასდება კიდეც.

- შენი უცხოური კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა. რა შეგძინა კვიპროსზე გატარებულმა პერიოდმა და თუ გაქვს სურვილი, კვლავ მოსინჯო ძალები საზღვარგარეთ?

- "ოთელოსი" უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი იყო და ვიმედოვნებდი, რომ ტრამპლინად გამომადგებოდა. ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია, სადებიუტო მატჩში ორი პენალტი მოვიგერიე და ჩემპიონატის სამ საუკეთესო მეკარეს შორის დამასახელეს.

თუმცა გუნდი გავარდა და ამან წინსვლაში ხელი შემიშალა. გაურკვეველ პერსპექტივას საქართველოში დაბრუნება ვამჯობინე.

- მომავალში გამორიცხავ ლეგიონერობას?

- არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებ კონკრეტულ ხელსაყრელ წინადადებას. თუ ასე არ მოხდა, მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც მაფასებენ და როგორც ფეხბურთელს, აბსოლუტურად ნორმალური პირობები მაქვს შექმნილი.

- ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

- სამწუხაროდ, ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდით აღარ არის - მამაჩემი, გია კვასხვაძე იყო ჩემი ყველაზე თავგადაკლული ქომაგი. ყოველთვის მომიწოდებდა, რომ ბევრი მეშრომა და ვყოფილიყავი თავმდაბალი ადამიანი.

ჩემი პირველი მწვრთნელიც ის იყო. მამაჩემი იყო ქუთაისური კლუბის, "მემორიალის" პრეზიდენტი და იქ ვთამაშობდით მე და ჩემი ძმა, ნიკა. თავიდან ნიკა იყო მეკარე, მე კი ნახევარდაცვაში ვთამაშობდი.

ნიკა უფრო ემოციური ბავშვი იყო და გოლს რომ გაუშვებდა, ვნერვიულობდი. ერთ მშვენიერ დღეს მე ჩავდექი კარში და მას მერე ვდგავარ (იცინის). დღეს ჩემი ყველაზე მხურვალე გულშემატკივრები მეუღლე, დედა და ძმა არიან, რა თქმა უნდა, "ტორპედოს" მრავალ ათას ერთგულ ქომაგთან ერთად.

- მეორე როინ კვასხვაძე ხარ, რომელიც "ტორპედოს" კარს იცავს...

- დიახ, მე როინ კვასხვაძის შვილიშვილი გახლავართ. გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუაჩემი უმაღლესი კლასის მეკარე იყო და ძალიან ვამაყობ, მის სახელს რომ არ ვარცხვენ. როინ კვასხვაძე იყო საოცრად წესიერი და ვაჟკაცი პიროვნება.

- როგორ განაწყობ ხოლმე საკუთარ თავს მატჩების წინ?

- მიმაჩნია, რომ ფეხბურთელმა მოახლოებულ თამაშზე უნდა იფიქროს ზომიერად და არა - გადამეტებულად, რამაც იგი შეიძლება ფსიქოლოგიურად გადაწვას.

პირადად მე, ვცდილობ, მოვიპოვო ინფორმაცია მეტოქეზე. თუ საშუალებაა, ინტერნეტში ვნახო გუნდის თამაშის ეპიზოდები...

- ეს უკვე მწვრთნელის თვისებაცაა...

- ვნახოთ, როცა ფეხბურთელი აღარ ვიქნები, არც ამას გამოვრიცხავ.

- ფეხბურთისგან თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული?

- ყველაზე მეტად ოჯახთან ერთად ყოფნა მიყვარს. ვხატავ, ლექსებსაც ვწერ, ყოველივე ეს დიდ სიმშვიდეს მანიჭებს. მინდა, როგორც კი ამის დრო და საშუალება გამომიჩნდება, უმაღლესი განათლება მივიღო.

- როგორც ვიცით, 2017 წელი შენთვის მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობით არ ყოფილა გამორჩეული...

- დიახ, ღმერთმა ჩემპიონობასთან ერთად, შვილიც მაჩუქა - სწორედ 2017-ში დაიბადა კახი კვასხვაძე. ასე რომ, უთუოდ საუკეთესო წელი იყო ჩემს ცხოვრებაში.

ვისურვებდი, რომ 2018 წელიც ასეთი ამაღელვებელი მომენტებით იყოს დახუნძლული როგორც ჩემთვის, ასევე ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის.

ჩემი მთავარი ოცნებაა, საქართველო გამთლიანებული, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე კი ბედნიერი ვნახო. ვისურვებდი, რომ 2018 წელი წარმატებული ყოფილიყოს როგორც საქართველოსთვის, ასევე ქართული ფეხბურთისთვის.

• ქართველი

მაგარი კაცი !!!!

• Vasili

კაი კაცი ხარ , გაიხარე!!!!!

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა

როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული

"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი

როინ კვასხვაძე პასუხობს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის "დინამოში" გადასვლა

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

როინ კვასხვაძე "დინამოდან" მიდის? - მეკარე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს

"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს

"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა

დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია

კვასხვაძე, ხარაბაძე და სხვა - წიტაიშვილის დამატების შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა

"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა