10 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში სტუმრად რუსეთი ანგარიშით 29:9 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი წვიმისა და სეტყვის თანმხლებით მიმდინარეობდა. პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.

24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.

ამის შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" თამაში გაუარესდა და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. 29-ე წუთზე რუსებმა კვლავ ზუსტად დაგვირტყეს ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 6:7.

ტაიმის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 9:7.

48-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე ქართველებმა მოიპოვეს. სოსო მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 10:9.

65-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. ამჯერად ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები 17:9 დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი მიხელ გაჩეჩილაძემ დაამიწა ლელო, მათიაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა.

77-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეგორებული ბურთი ანზორ სიჭინავამ დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასრგებლოდ 29:9 გახდა. ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა მიპოვეს და სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა აქვთ.

"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.

სოსო
არ მესმის რატომა აქვს ორი დისლაიქი,მეკომ მართლა ვერ გაიტანა გარდასახვა,მიმოხილვებში კი სწერენ რომ გაიტანა.კაცმა უბრალოდ ფაქტი აღნიშნა.
Roini
Carmatebebi zmebo
goga
ასე ცუდად ჩვენებს არც არასოდეს უთამაშიათ, განსაკუთრებით რუსეთთან! მაგრამ მაინც მოიგეს, მითუმეტეს რუსეთი ჩვენთან მაქსიმუმს აკეთებს! ბრავო ბიჭებო, მიუხედავათ იმისა რომ არ თუ ვერ ითამაშეთ შედეგი მაინც დაიდო, გენაცვალეთ სუყველას, ქართველების საამაყო კაცები ხართ!!!!!!!
roma
ყველას ვეთანხმები ვინც იმ აზრზეა რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის უკვე მოძველდა და ამ ტურნირზე ყოველთვის მაღალ "ჟილკით" თამაში ძნელია რადგან თამაში დაწყებამდე მოგებული გვაქვს ყოველთვის, დარწმუნებული ვარ რუმინეთსაც წავლეკავთ და ამაში ეჭვი 0.1 % ტითაც არ მეპარება, მილტონ ჰეიგს ვულოცავ რომ ასეთი შემართებით ათამაში ბიჭები რაც ჩემი აზრით ძნელია, ეს ვარჯიშებია ჩემი აზრით და ახალგაზრდების შეჩვევა ნაკრებზე, მე ვთვლი რომ ბიჭებმა ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთეს და შეასრულეს ქართველი ხალხის სურვილი "სულ გამარჯვება ქართველებს" 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბიჭები ისე ითამაშებენ რომ ყველა კრიტიკოსს ენას ამოაგლეჯენ, წარმატებები ჩვენს ბორჯღალოსნებს და ნამდვილ გმირებს, წინ ბიჭებო გამარჯვებისკენ ღმერთი თქვენსკენ.
გულშემატკივარი
კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა ბოლოს.
jamie joseph
ეხება იმათ ვისაც პრეტენზიული ხედვა აქვს საქართველოს ნაკრებზე.. ხალხო რა გინდათ საერთოდ თუ რაგბის ცოდნა არ გაქვთ ნუ გაიძახით რო ასე თუ ვითამაშებთ 6 ერში რა გვინდა და ესეთბი. გუნდი იგებს უკმაყოფილო ხართ , გუნდი თუ აგებს კიდე უკმაყოფილო ხართ.. ასე არ ვარგა ისე არ ვარგა. რატო ტოვებთ აქ რაგბის არამცოდნეები და ინტრიგის მქონე ხალხი ასეთ აზრებს ... ვისაც რამე არ მოგწონთ შეგიძლიათ საერთოდ კომენტარი არ დაწეროთ.. ვულოცავ საქართველოს და ქართველ ერს კიდე ერთ დიდ გამარჯვებას.
vin aginebs
აგინებს ვინმე?????????
რეზო
ღერძი და ლიდერი არ ჩანს ჯერ, მაგრამ წინა წლების გამოცდილებით ეს კარგის მომასწავებელია, გარდამალ ასაკში ვართ
რიგითი გულშემატკივარი
ჰეიგი არის მწვრთნელი რომელიც მუშაობს ,ეძებს, შრომობს , ასწავლის და სწავლობს. უკმაყოფილო ხალხს კი დაფიქრებისკენ მოვიწოდებ . ეს ტურნირი ჩვენთვის სამუშაო პროცესია მხოლოდ და მეტი არაფერი. ჩვენ გვახსოვს საკალათბურთო ნაკრების საოცარი ამხანაგურები და ევრობასკეტზე კი სრული ფიასკო. და არამარტო კალათბურთი ნებისმიერ სპორტში გადამწყვეტ თამაშებზე და ტურნირზე გვიჭირს. აქ კი უნდა განისაღვროს რო არა რუსეთთან ვიყოთ ფორმის პიკში ,არამედ ზუსტად იქ და იმ დროს სადაც საჭიროა , ეს დრო კი მსოფლიო თასია. ასე შევეშვათ "ვარჯიშების" კრიტიკას და ვაღიაროთ რო ქართული რაგბი ვითარდება ხარისხობრივადაც რაოდენობრივადავ და შიდა თუ გარე ასპარეზზე. წარმატებები ქართულ რაგბს.
სოსო
ზაზა,ბეჭდვაში დასაწყისში ორი შეცდომა გაქვს დაშვებული და შენი ნათქვამი ხალხმა უკუღმა გაიგო,არადა მართლა გამოჩნდა მასეთი ხალხი,ვინც მაინც მოითხოვს მწვრთნელის გაშვებას. სიმართლე კი ისაა,რომ ერთი საათი ბიჭებმა ახალი სტილის ათვისებაზე ივარჯიშეს,ბოლო 20 წუთი კი ძველებურად და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა პრემიალური ქულისათვის.კი,გვანერვიულეს,მაგრამ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ.ეს ერთი საათი მომავალში გამოგვადგება.სხვათა შორის ესპანეთთანაც არ მივისწრაფოდით შერკინების ხარჯზე გამარჯვებას.
ზაზა
მოტივაცია ნული და აქედან გამომდინარე თამაშიც ძალიან ცუდი.რა შუაშია ჰეიგი ეგ კაცი ყველაზე ცოდვაა რადგან უმოტივაციო თამაშებში უწევს გამოსვლა და გუნდიც აქედან გამომდინარე მოიშალა აღარააქვთ მოტივაცია იმდენად ძლიერები არიან ამ გუნდებზე ეს დავწერე ესპანელებთან თამაშის შემდეგაც.და თუ ვინმეს გონია რო ჩვენი ბიჭები ესე ითამაშებენ იგივე ვთქვათ იტალიის წინააღმდეგ ის ან რაგბის გარტყმაში არაა ან საერთოდ არააქ ნანახი მისი გუნდის ნაღდი თამაში.
sport faza
8 ნომერზე უნდა დაიწყოს გაჩეჩილაძემ!!! ლომიძე ვერ თამაშობს 8 ზე....9 ნომერი ვასკა მაგარია დაცვაში და ბურთის ამოტანაში მარა სისწრაპე აკლია რაქიდან გამოტანაში....
გიორგი
ეს არა, უელსთან რომ იყო ის არის ;)
ზაზა გ.
ვინც მწვრთნელის შეცვლას ითხოვთ, მაინტერესებს ცხოვრებაში რამე თუ შეგიქმნიათ ღირებული ან ერთი მოსწავლე მაინც თუ აღგიზრდიათ? გუნდის შენებას, მითუმეტეს სათამაშო სტილის შეცვლას კოლოსალური შრომა უნდა. ჰეიგი ამას მინიმალური დანაკარგებით ახერხებს და მადლობის თქმის ნაცვლად აგინებთ. ირლანდიამ ან უელსმა დიდი გაჭირვებით რომ მოგვიგეს, ვინმეს მოუვიდა აზრად მწვრთნელის ან გუნდის შეცვლა? სად სწავლობთ ასეთ აზროვნებას თუ მოგზავნილები ხართ?
tngh
გილოცავთ!!! გაიხარეთ!!! იმედია, რუმინეტთანაც გაგვახარებთ!!!
zuu
გილოცავთ ყველას ბიჭებმა მაგრად ითამაშეს მეორე ტაიმი. ასეთ ამინდში და რაც მთავარია რუსეთი მიაფარჩაკეს . მადლობა ბიჭებს და ვულოცავ მთელ საქართველოს
tazo
არაფერს ვამტკიცებ,უბრალოდ ჩემი აზრია,ბიჭები უმოტივაციოდ თამაშობენ,ესპანეთთანაც ასე იყო,უბრალოდ გავიჭედეთ,ამ გუნდებს როგორც უნდათ და როცა უნდათ,უპრობლემოდ მოუგებენ,და რა ამით,ზევით არ გვიშვებენ,მსოფლიოზე გასული ვართ,ყველაფერი დიდი ხნის გადაწყვეტილია,ვარჯიშის დონეზეა თამაშები.ქართული ხასიათია,რაც გვაქვს არ გვაკაყოფილებს,ეს კარგია,თუმცა თამაში არაფრისთვის გამოგვდის.
დათო
ძალიან არეულად თამაშობს ნაკრები არავითარი გუნდურობა , ესეთი თამაშით იტალიასთან ძალიან შევრცხვებით .... ჰეიგმა ამოწურა ნაკრებში თავისი შესაძლებლობები, ნაკრებს არაფერში არ ეტყობა წინსვლა .....
shota
კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ჩვენი გუნდის ამ ჩემპონატში თამაში საცოდაობაა. კი ბატონო, არ იყო დღეს კარგი თამაში, იყო შეცდომები. მაგრამ როცა შენზე სუსტებთან გიწევს თამაში, ძნელია ბოლომდე გაიხსნა. მე მირჩევნია, რომ ჩვენი ნაკრები ირლანდიასთან, ინგლისთან, უელსთან და სხვა ასეთი დონის ნაკრებებთან თამაშობდეს, თუნდაც თავიდან წარუმატებლად, ვიდრე ასეთ არაფრის მომცემ გუნდებთან. ძლერთან თანაშში გამოცდილებაც მოვა და მერე უკვე წარმატებებიც. თუნდაც უელსთან ტესტ მატჩი გაიხსენეთ.
სოსო
კარგი რააა,მილტონ.კაცი არა ხარ?რა ნერვები დაგვაწყვიტე.დალოცვილო,ჯერ ანგარიში დადე,და მერე ივარჯიშე რაა! ბიჭებს რა თქმა უნდა ვულოცავ დამაჯერებელ გამარჯვებას,ამისათვის 20 წუთი გვეყო,დანარჩენი 60 წუთი კი ვარჯიში ყოფილა.გამოჩნდა,რომ ჯერ ძალიან ნედლია ახალი სტილი და გუნდი ძალიან არეული თამაშობს,მაგრამ ეს არც საკვირველია,სამაგიეროდ ბოლო 20 წუთმა გვაჩვენა,რომ რუსებთან ძველებურად თამაში ინტერესსაც კი ჰკარგავს.ისე ინგლისის თამაშს თუ უყურეთ შოტლანდიასთან,მათაც ზუსტად იგივე დღე დაადგათ, შერკინებაში,პირწმინდად დაიჩაგრნენ.ახალი სისტემის ათვისებას და შესისხხორცებას,დრო და საკმაო რაოდენობის თამაშები სჭირდება.ჰეიგის ინტერვიუ ახლაღა წავიკითხე და გირჩევთ თქვენც ნახოთ.მასში ბევრი რამაა ახსნილი და ორივე ხელის აწევით ვეთანხმები ჰეიგს.
eldari
ტექსტში შეცდომაა, კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა ლელო
ზაზა
ყველაფერი მწვრთელის ბრალია, წვიმაც და სეტყვაც მოედანზე - მწვრთნელის ბრალია :)
Gulshematkivari
მს ფედერაციაში მუშაობ?

ძალიან ბევრი შეცდომებია. მეტოქის ლელოსთან 5 მეტრიან მონაკვეთში ამდენჯერ რომ დაკარგავ ბურთს ეს წვიმის და სველი ბურთის ბრალი აღარ არის. ძალიან დაბალი ხარისხია თამაშის და 6 ერი კი არა რუმინეთის დამარცხებაც უკვე საეჭვოა. იმედია მილტონამ იცის რასაც აკეთებს და 2019-ისთვის უკვე ჩამოყალიბდება ნაკრების ბირთვი. 2018 წლის მატჩებმა რაც დამანახა არის რომ ნაკრები ქაოტურად თამაშობს, პოტენციალი არის, მაგრამ თითქოს ის ღერძი არ ჩანს რის გარშემოც გაერთიანდება 15-ვე მოთამაშე.
Gulshematkivari
გილოცავთ ყველას, მაგრამ ეს ის დონეა რომლითაც 6 ერში გვინდა შესვლა?
MX
თქვენ ვინც საერთოდ აზრზე არ ხართ ჯობია საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელზე იფიქროთ. გამოსაცვლელი ეგაა. ფეხბურთს მაინც არაფერი შველის და სალაპარაკო გექნებათ, დიდად არაფერი არ დაზარალდება. ეს წარმატებული მწვრთნელია.
data
გილოცავთ ქართველებო ამ გამარჯვებას, მალე ამაზე დიდი გამარჯვებები გვქონოდეს სპორტსა თუ პოლიტიკაში. საქართველოს გამარჯვება, ქართველების გამარჯვება.
ზაზა
:)მაიც ითმება, რომ არა, არა და არა, მაინც არ ვარგა! მაინც გამოსაცვლელია მწვრთელი და სამწვრთნელო გუნდი, მოტამაშეტა მთელი შემადგენლონა :))))))))))
sport faza
ვულოცავ ბიცჰებს ამ გამარჯვებას!!!! რაც შეეხება თამაშს რუმინეტი ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებს....
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მზადება დაიწყო
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!