მილტონ ჰეიგმა სარუმინეთოდ შემადგენლობა არ შეცვალა
2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში ბორჯღალოსნები 18 მარტს 16 საათზე, "დინამო არენაზე" ტრადიციულ მეტოქეს, რუმინეთს დაუხვდებიან, მატჩში, რომელშიც შარშან დათმობილი ევროპის ჩემპიონის ტიტულის და ანთიმოზ ივერიელის თასის დასაბრუნებლად ერკინებიან.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია "დინამო არარენას" სალაროებში 11-იდან 19 საათამდე და ონლაინ ნებისმიერ დროს მისამართზე TKT.ge/Rugby

რევანშისა და თასების დასაბრუნებლად

ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხივე თამაში მოიგეს, სამი ბონუსით და სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობენ. რუმინელები ესპანეთთან დამარცხდნენ და 14 ქულით მეორე ადგილზე არიან. ამრიგად, ერთი ბონუს ქულის აღების, ან ბონუსით არწაგების შემთხვევაშიც კი, რაგბი ევროპის ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ ამაზე ფიქრიც არ ღირს!

შარშან "სტეჟარმა" (რუმინეთის თიკუნი) ბუქარესტში სტატისტიკა გაგვიფუჭა, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 8:7 გამარჯვებით რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტულთან ერთად, საზიარო "ანთიმოზ ივერიელის" თასიც დაიტოვა. ბორჯღალოსნებს, სამწვრთნელო შტაბს და ქომაგებს, რევანში და ორივე თასის შინ დაბრუნება სწყურიათ "დინამო არენაზეც" მხოლოდ ლამაზი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ!

გასულ შაბათს რუმინელებმა ბელგიას უმასპინძლეს და 62:12 დაამარცხეს, ხოლო ბორჯღალოსნები კრასნოდარში რუსეთს ეწვივნენ და სტუმრად სარეკორდო სხვაობით, 29:9 სძლიეს.

უცვლელი 29

საბედნიეროდ, კრასნოდარული მატჩის შემდეგ, რომლის მსვლელობისას სეტყვაც წამოვიდა, არცერთი ბორჯღალოსანი არ დაშავებულა და მწვრთნელების გადაწყვეტილებით მომავალი შეხვედრისთვის ისევ ის 29 მოთამაშე მოემზადება, რომლებმაც მთელი ერთი კვირა ერთად ივარჯიშეს.

რადგან რუმინელებთან “ფინალი” კვირასაა ჩანიშნული, კრასნოდარიდან შინ დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა კვირა-ორშაბათი დასვენებას და აღდგენას დაუთმეს და მზადებას დღეიდან შეუდგნენ.

რუმინელებს 1998 წლიდან ვეთამაშებით და თავდაპირველად უპირატესობა მათ მხარეს იყო, თუმცა სიტუაცია 2007 წლის შემდეგ შეიცვალა. "სტეჟართან" ჯამში ჩატარებული 21 შეხვედრიდან 11 ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, 9-ჯერ მეტოქემ იმარჯვა და ერთი ჯახი ფრედ დასრულდა. 2007 წლის შემდეგ რუმინელებს 12-ჯერ შევერკინეთ, 9-ჯერ დავამარცხეთ და ერთხელ ფრეს დავყაბულდით.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"