საქართველოს კაცნაკლული 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდში პოლონეთს დაუზავდა
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში მასპინძელ პოლონეთთან 2:2 ითამაშა.

გიორგი ნემსაძის გუნდი ორჯერ დაწინაურდა მატჩის მიმდინარეობისას - ზურიკო დავითაშვილმა ორივე პენალტი ზუსტად შეასრულა. პოლონელებმა წესები ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაარღვიეს, მერე კი გიორგი გულიაშვილი წააქცია მეკარემ.

მეორე ტაიმში წნეხი იმანაც გაზარდა, რომ ივა გელაშვილმა მეორე ყვითელი მიიღო და გააძევეს.

საბოლოოდ 2:2 და ჩვენი გუნდი ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს მაკედონიას 3:0 აჯობა.

პოლონეთთან შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, მექვაბიშვილი, აზაროვი (კალანდაძე 5), ჩოთალიშვილი (ჭინჭარაული 55), ტალახაძე, მესიაჩენკო, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი (ჯანგველაძე 79)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ირაკლი
რა კარგად არის სტატია დასათაურებული, გულწრფელად გამიხარდა; "დაუზავდა." ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო საკუთარ თავზე ფეხბურთის ქართველ კომენტატორებს და ბუნებრივია აქ არ ჩამოვთვლი მათ სახელებს. ისე საშინლად მიყავთ თითქმის ყველა რეპორტაჟი, რომ მრჩება შთაბეჭდილება ისინი არ სცემენ პატივს მაყურებელს. საშუალო განათლების მქონე მაყურებელიც კი აუცილებლად გაღიზიანდება მათი მეტყველებით და სიტყვათა მწირი მარაგით.
ლევანი
ლაივი იყო და ჩანაწერი არ დევს .
ლევან
კვარაცხელია საუკეთესო იყო და თამაშს თუ ნახავთ თქვენც დარწმუნდებით .ანგარიშზე რომ ასახულიყო მისი გადაცემები ნამდვილად მოვიგებდით .სამწუხაროა რომ ვერ იყენებენ და ვერ გააქვთ გოლი .
badris
ნუ დაიბოხმები რომ კვარაცხელია საუკეტესოა.არავის ცუდად არ უხსენებია სხვა
badri
კვარაცხელიაა მაგარ და დავიტაშვილი აზრზე არ არის ვაი თქვენს პატრონს მეგრელი რო არ არის ალბათ
roma
აშკარააა რომ საქართველოში ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე ბევრია სამუშაო, როცა ბავშვობიდან შეეჩვევა ორგანიზმი ფიზიკურ დატვირთვას შემდეგ აღარ გაუჭირდება განვითარება და ტრამვებიც აღარ შეაწუხებთ ისე ხშირად როგორც ახლა, აშკარაა რომ ყველა წარმატებას ნიჭის და იმ ტალანტით ვაღწევთ რომლებიც თუნდაც ამ ბავშვებს აქვთ, წარმატებები ბიჭებს და ვუსურვებ ყველა თამაშში წარმატებას, ყველა მეტოქეს ეთამაშეთ ისე ბიჭებო როგორც ლომები ტურების ხროვას, თქვენ საუკეთესოები ხართ და საქართველოს სახელს თქვენ იცავთ. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
remi
უყურე თამაშს თავიდან ბოლომდე და შემდეგი შთაბეჭდილება დამრჩა ძალიან ვიჩაგრებით სისწრაფეში განსაკუთრებით გუნდურ სისწრაფეში გამძლეობაშიც სუსტები ვართ ბურთის ამოტანა გვიჭირს ,შეტევაში ძალიან ნელა გადავდივართ იყო მომენტები ბურთი ვერ ამოგვქონდა და მოშორებაზე ვთამაშობდით ერთადერთი ინდივიდუალურად რამოდენიმე კაი ბიჭი გვყავს რის ხარჯზეც რაღაც შედეგი დაიდო პოლონეთი საშუალოზე დაბალი დონის ევროპული ნაკრებია ძლიერი მეტოქე ამ თამაშით დაგვახევს ბურთს თავზე 7-1 მოსაგონი იქნება წარმატებები ბიჭებს
სოსო
ირაკლი, იქნებ დაწერო,სად უყურე?კიდევ ორი თამაშია და ბევრს აინტერესებს.წინასწარ გიხდი მადლობას.
irakli-s
სრულიად გეტანხმები ბევრი კარგი ფეხბურტელია ამ ნაკრებსი მაგრამ კვარაცხელია საუკეტესოა
qomagi
polonelebs rom shexedavdi martlaz fizikur agnagobas gamoarchevdit chven bichebtan shedarebit, ikneb rodesme vistavlot bavshvobis asakidan fizikuri kondiziebshi rogor ganvitardet, torem araferi ar gveshveleba, pirvel shexvedrashi rogorz vakvirdebbi mainz normalurad gamovikurebit, aba vnaxot ramdenad gvekofa zala meore da mesame shexvedrebshi??
gia
ტუ ვინმემ იციტ დაწერეტ სად ტამასობს ზარქუა?
irakli
მე ვუყურე გუშინ თამაშს და მინდა გიტხრათ კვარაცხელია ყველაზე ნიჭიერია ამ ნაკრებში....ვულოცავ ბიჭებს ზაან მაგრა იტამაშეს.

ბურდა- მასიაჩენკოს მამაზე დიდი პატრონი ყავს ყველამ იცის ეს ამბავი - გამარჯვება ბიჭებს
tngh
მასპინძელთან, თანაც პოლონეთთან 1 ქულის აღება კარგი შედეგია. ვულოცავ გუნდს წარმატებას უკვე გამარჯვებას ვუსურვებ. იმედი მაქვს!!!
kaxa
რამდენი უაზრო კომენტარია და მთელი თამაშის ყურება ჩანაწერის არსად შეიძლება? ან თქვენ მოიძიეთ და დადევით რომ ვუყუროთ.ეს ხომ ჩვეულებრივი თამაში არ იყო და გულშემატკივრისთვისაა პრესაც და ტელევიზიაც და გვაინტერესებს გულშემატკივრებს და გთხოვთ დადოთ ჩანაწერები მაინც. ჩათვალეთ-გთხოვთ ათასობით კაცის სახელით.
roma
პოლიტიკის შტერებმა და ფეხბურთის უცოდინრებმა ამ საიტზე რომ არ შემოხვიდეთ არ შეიძლება? ვულოცავ ბიჭებს წარმატებულ თამაშს და სამომავლოდ უკეთეს შედეგს მიაღწევენ უეჭველი ასეთი მონდომებით, თქვენ მოინდომეთ ბიჭებო და იღბალიც აუცილებლად მოვა. ღმერთი თქვენსკენ, ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს.
ოღონდ მეტი "ბაჩო" არა რა!
მეტი "ბაჩო" ა(ღა)რ გვინდა! სულ ცოტა, უხერხულია...
სოსო
გაიხარე მეგობარო,ზუსტად ჩემი სათქმელი თქვი.ვინმემ ხომ არ უყურა თამაშს?მე პოლონურ სპორტ ტვზეც კი შევედი,მაგრამ ვიდეო ვერსად ვიპოვე,მხოლოდ მიმდინარე დროს,გაძევება გაფრთხილებებს,შეცვლებს და შემადგენლობას ვიგებდი,ანგარიშთან ერთად.
ასევე
ბაჩუ მიიღე რასაც ეძებდი? კვარაცხელია მართლაც ნიჭიერიაა
შაკო
რატოა რატოო ასე ცოტა მეგრელიო? მინიმუმ სემდესიატ-ვოსემდესიატ პროცენტოვ ხომ უნდა იყოს წმინდა სისხლის ხალხი ნაკრებში და აქ მხოლოდ ერთია?
Byrda
au rogorc ityvian shen magari .....pirovneba chanxar.shen ginda tkva ro nemsadze mamikoobit ayenebs sastavs ?19nomeri mesiachenkoc mamikoobit daakena gushin sastavshi?naxe jer vinvinaa da gaecani zustad mere dacere.bichebma gushin ybelaperi chades rac sheedzlot.imismagier miuloco kai tamashi reebs cer
ლევან-ს
ლევან კარგად წაიკითხე რა დაწერა ბაჩომ. კვარაცხელიას კი არ აგინებს, პირიქით, სხვა მეტი მეგრელი რატომ არ არისო ნაკრებშიო.
გაიოზ გოშაძე
ბაჩო ძამიკო, კვარაცხელიების გვარი დიდი გვარია, უფალმა ამრავლოს კიდევ უფრო. მათი გამოჩენა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ფეხბურთში სულაც არ უნდა ხდებოდეს უკეთური ეჭვების მიზეზი. საერთოდ, თუ გაქვს რაიმე ფაქტი და ვაჟკაცი ხარ დაწერე, თუ არადა ასე ჰაერზე ტალახის სროლა, რბილად რომ ვთქვა უღირს საქციელად მიმაჩნია. გიორგი ნემსაძეს არაფერი უნდა სჭირდეს საიმისო რასაც თქვენ აკადრებთ თქვენი კომენტარით. ადამიანი ფიქრისთვისაა გაჩენილიო და იფიქრეთ ბატონო ბაჩო თქვენც, და იქნებ შეაფასოდ თქვენივე კომენტარი რაღა თქმა უნდა დამშვიდებულ და დაწყნარებულ მდგომარეობაში როცა იქნებით. უფალმა მაპატიოს კადნიერება.
gizog
პატარა ბიჭებმა, მასპინძლებთან კარგად ითამაშეს და ფრედ დაამთავრეს თამაში, რითაც გასვლის შანსი შეინარჩუნეს, მილოცვის მაგივრად რეებს წერთ, რა დაგემართად, რა გჭირთ ასეთი მოურჩენელი მტრის გასახარი. გაიზარდონ კარგი ბიჭები, კარგი ფეხბურთელები და გვარს და კუთხეს რა მნიშვნელობა აქვს? რა ლოგიკაა, თუ ფულზე და მამიკოებზეა ლაპარაკი, რა კვარაცხელიების მეტს ფულიანი მამიკოები არ ჰყავთ თუ. რამ გაგაბოროტათ ხალხო დაფიქრდით გაივსო ეს პატარა საქართველო უარყოფითი ენერგიით. ბიჭებს და მთელ საქართველოს ვულოცავ ელიტრაუნდში იმედიან დასაწყის და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.
მეგრული გვარი
ვერ გავიგე რისი თქმა გსურთ.
niko
ბაჩო ბიძიკო, ნახევარ სამეგრელო აფხაზებად ჩაეწერნენ და რუსეთს უძვრებიან მეოთხედი რუსეთს გადაიხვეწა და დანარჩნი ბაზარში დგას ან კიდევ პოლიტიკაში შეძვრა. ხო და ბურთისთვის ვიღას სცალია? შენ ზარქუაზე გტკივა გული გატყობ შორიდან.
ლევან
იცოდე მაინც რას წერ... ერთხელ მაინც გაქვს კვარაცხელიას თამაში ნანახი? როგორც ჩანს გარტყმაში არ ხარ და არც იცი, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და უნიჭიერესი ბიჭია. არც მისი ნათესავი ვარ და არც ნაცნობი, უბრალოდ შენგან განსხვავებით თამაშებს ვუყურებ.
ბაჩო
კვარაცხელიას მეტი მეგრული გვარი არ იძებნება თბილისში თუ დაიწყო ისევ ნაცნობობანა და მაყუთა მამიკოობანა? აი ასე ვერ გახვალთ ელიტრაუნდში,თამაშს ნიჭერები იგებენ და არა მამიკოები............
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
[VIDEO] U17. საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო