"კაკტუსმა" "რუსთავი" დაამარცხა და თასის ფინალში გავიდა
საქართველოს თასის გათამაშების მეორე ფინალისტიც ცნობილია. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” რუსთავში ადგილობრივი გუნდი 114:91 დაამარცხა და სატიტულო მატჩში “ქუთაისს” შეხვდება. თავის მხრივ, იმერულმა კლუბმა გუშინ “დინამო თბილისს” 20 ქულის სხვაობით სძლია და პირველი ფინალისტი გახდა.

როგორც ხედავთ, ორივე ნახევარფინალში მინიმუმ 20-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ქუთაისელთა დარად, კაკტუსელებმაც დამაჯერებელი სხვაობით აჯობეს მეტოქეს. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილ “რუსთავს” ტრავმის გამო პოლ კუპერი აკლდა და ფაქტობრივად, ცენტრის გარეშე უწევდა თამაში. სანამ პერიმეტრზე მოასპარეზე უკანახაზელებს მიზანი უჭრიდათ და ნომინალური ფორვარდი ტაირელ ნელსონი სამწამიანში აქტიურობდა, რუსთაველებს არაფერი უჭირდათ, მაგრამ ამგვარმა თამაშმა დიდ ხანს ვერ გასტანა. პირველი პერიოდის 21:24 მოგების შემდეგ, კაკტუსელთა უკანა ხაზიც ამოქმედდა, ხოლო ფარქვეშ გიორგი ტურძილაძემ და ჯონ მიტჩელმა გაიდგეს ფეხი, რომლებსაც ხელს ტერიკ ბრიჯმენიც აშველებდა. ამის ლოგიკური შედეგი იყო, რომ მეორე პერიოდში “კაკტუსმა” თამაშზე კონტროლი დაამყარა და ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა.

მეორე მეოთხედი სტუმრებმა 32:20 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. ამის შემდეგ თამაში ბრძოლაში კი გაგრძელდა, მაგრამ ბრძოლა მასპინძლებს ჩამორჩენის შესამცირებლად უწევდათ, რაც არ გამოუვიდათ. 8-12-ქულიანი სხვაობა ბოლო პერიოდამდე შენარჩუნდა, დასკვნით წუთებზე კი “კაკტუსის” უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და რუსთაველებმაც ბრძოლა შეწყვიტეს. სტუმართა გამარჯვების მიზეზი მათი სტაბილურობა იყო.

“კაკტუსში” 30 ქულით საუკეთესო გახლდათ დეანდრე პარკსი. 18 ქულა მოაგროვა დავით ლომიძემ, 17 – კრიტიან ჯონსონმა, ხოლო 14 – ტერიკ ბრიჯმენმა. “რუსთავში” 26 ქულით და 9 მოხსნით ტაირელ ნელსონი გამოირჩა, ხოლო რევაზ ჩაჩანიძის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა. ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 12 პასი ლევან ცეკვავას ანგარიშზეა.

ფინალური მატჩი თბილისში ჩატარდება და მისი გამართვის თარიღი მოგვიანებით დადგინდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

არჩილ ჟღენტი – “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი:

“პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს ბიჭებს ფინალში გასვლას. მათ ეს დაიმსახურეს. სეზონის წინ რომ ვინმეს ეთქვა, თასის ფინალში ითამაშებთო, არასერიოზულად ჩავთვლიდით. ასე რომ ეს ყველაფერი ბიჭების დამსახურებაა, მათ იბრძოლეს და მოიპოვეს თასის ფინალში თამაშის უფლება. შევეცდებით ამ მატჩისგან სიამოვნება მივიღოთ და შედეგსაც მივაღწიოთ”.

რამაზ გოგობერიშვილი – “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:

“ტრავმების გამო ძალიან შესუსტებული შემადგენლობით ვიყავით. რა თქმა უნდა, ვეცადეთ გამარჯვების მოპოვება, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. ბოლოს შევეცადე, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შანსი მიმეცა, რაც მათთვის კარგი გამოცდილება იყო. სეზონი გრძელდება, წინ სუპერლიგის მატჩებია და იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდებიან ტრავმირებულები და ჩვენი ქომაგის გასახარ თამაშს ვაჩვენებთ”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

neo777
თამაშს დავესწარი. სუპერ გეიმ იყო. რამდენი ქულა წამოვიდა, სნაიპერები არიან. რუსთავს ვგულშემატკივრობ. მინდა ევრო თასებზე მიიღოს მონაწილეობა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა