ვლადიმერ ვაისი რუს ჟურნალისტს არ ეთანხმება, რომ ქართული ფეხბურთი მკვდარია
bombardir.ru-ს ჟურნალისტმა სერგეი ბესედინმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვლადიმერ ვაისს. გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც ჩვენს ეროვნულ გუნდთან მის მუშაობას და დამოკიდებულებას ეხება.

- მუნდიალის შესარჩევი ტურნირის შუაში ჩაიბარეთ საქართველოს ნაკრები, როდესაც გუნდს მეორე ადგილზე გასვლის შანსიც კი არ ჰქონდა. რატომ?

- მომწონს ახალი გუნდების შექმნა. ასე იყო სლოვაკეთში "არტმედიაში". ნულიდან დავიწყე "სატურნში". როდესაც "კაირატში" მივედი, იქ ახალი ეპოქა იწყებოდა. თავი უფრო მშენებებლად მიმაჩნია, ვიდრე მწვრთნელად. მშენებლობას ყველგან ნულიდან ვიწყებ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საფეხბურთო სამყაროში ცნობილი პიროვნება ლევან კობიაშვილი ჩაუდგა სათავეში. ის "შალკესა" და "ჰერტაში" თამაშობდა, ქართულ ფეხბურთში ახალი იდეებით მოვიდა და უნდა თავის ქვეყანაში ფეხბურთი უკეთესი გახადოს. მე მაინტერესებს ამ ახალ პროექტში მუშაობა და საქართველოს ახალი ნაკრების აშენება. ლევანის დიდად მადლიერი ვარ, რომ ახალი გამოცდილების მიღების საშუალება მომცა.

- ქართული ფეხბურთი ამჟამად უფრო მკვდარია, ვიდრე ცოცხალი. ნაკრებიც ძალიან სუსტია. არ გეშინიათ, რომ რეპუტაციას გაიფუჭებთ?

- ჩემთვის დიდი პატივია სხვა ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელობა. ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ძლიერები იყვნენ და მაღალი დონისად ითვლებოდნენ. საბჭოთა პერიოდისას თბილისმა ევროტურნირი მოიგო. აბა, გაიხსენე, სსრკ-ს დაშლის შემდეგ რამდენი ქართველი თამაშობდა ევროპაში: კალაძე, არველაძე, კობიაშვილი, დემეტრაძე. ვერ დაგეთანხმები, რომ ქართული ფეხბურთი სუსტია. საქართველოში ყოველთვის ბევრი ტალანტი იყო, მათ შესანიშნავი საფეხბურთო ისტორია აქვთ, რომელსაც პატივი უნდა სცე.

- ისტორია კარგია, მაგრამ ყველას ესმის: ეს წარსულია. მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლში არც ერთი მატჩი არ მოგიგიათ.

- ახლა თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, გუნდი ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიულია. მხოლოდ ორი ვეტერანი მყავს - დვალიშვილი და კანკავა. დანარჩენები 20-22 წლისა არიან. ბევრი ევროპულ კლუბში თამაშობს. ზოგიერთი ესპანეთსა და იტალიაში. ლა ლიგასა და სერია A-ში არა, თუმცა სეგუნდა და სერია B-ც კარგია. ასეთ გუნდში მუშაობა საინტერესოა და შედეგის მიღწევა შესაძლებელია.

- რა შედეგს უნდა მიაღწიო იმ ფეხბურთელებით, რომლებმაც 2 მატჩში თვით მოლდოვა ვერ დაამარცხეს?

- ყველაფერს თავისი დრო აქვს. ორი კარგი გასვლითი შეხვედრა ჩავატარეთ უელსთან და ავსტრიასთან, ეს მატჩები ფრედ დასრულდა. სახლში ირლანდიასთან არ დავმარცხდით. მოლდოვა პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე უნდა დაგვემარცხებინა, 1:0- ვიგებდით, მაგრამ გაცკანმა თამაშის ბოლოს რაღაც სასწაული გოლი გაგვიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

მეორე, გასვლით მატჩზე გუნდს უკვე მე ვუდექი სათავეში. თამაში ცუდად დავიწყეთ, 0:2-ს ვაგებდით. მერე ანგარიში გავათანაბრეთ. უნდა მოგვეგო, მაგრამ ბურთი ხარიხას გავარტყით, მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოვიყენეთ. ვიმუშავებთ, ტაქტიკაში მოვუმატებთ და შემდეგ შესარჩევ ციკლში შედეგი გაუმჯობესდება.

- 90-იან წლებთან შედარებით ქართულმა ფეხბურთმა რატომ განიცადა ასეთი დეგრადაცია?

- მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურაა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ შეუძლიათ ასეთ პირობებში ზრდა და განვითარება. უნდა აშენდეს ახალი ბაზები, სტადიონები, თანამედროვე საფეხბურთო ცენტრები. სანამ სხვები ამას აკეთებდნენ, საქართველოში ამისათვის არ ეცალათ. ქვეყანამ მძიმე პერიოდი გაიარა. ახლა ყველაფერი ლაგდება. შენდება ახალი აკადემიები, მოედნები, საფეხბურთო სკოლები ვითარდება. ქართველ ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი და დარწმუნებული ვარ: ყველაფერი გამოვა.

niko
რა ბაზები და ინფრასტრუქტურა იყო ადრე? ერთი დინამოს ჰქონდა ბაზა და დანარჩენი საქართველო ან ეზოს ფეხბურთს თამაშობდა ან სოფელში შარაგზის ან კიდევ ფეხშიშველა სადმე მინდორზე. ეხლა რომ აქვთ იმდენი როდის იყო? მაგრამ მიჯაჭვულია ბავსვები ტელევიზორს, კომპუტერს, ვიდეო თამაშებს და ფეხებზე ჰკიდიათ ვარჯიში და სირბილი. ერთი კედები დაფხრეწვამდე მეცვა და სანამ მეორეს მიყიდდნენ თუ რამე სხვა ფეხსაცმელი მქონდა ყველა ფეხბურთისგან გაცვეთილი იყო. მერე კიდევ სკოლაში სკამებს ვაძრობდით პლასტმასს და იმით ვთამაშობდით კორიდორებში, სანამ რომელიმე მასწავლებელი ან ქეჩოსი გვჭვდებოდა ან კიდევ თავში წამოგვითაქებდა. ნახეთ აფრიკელები სად თამაშობენ და სწავლობენ და შეხედეთ ყველა დიდ ლიგას რამდენი აფრიკელი ჰყავთ. დინამოს სტადიონზე და მანამ ის გარემონტდებოდა ლოკომოტივზე თამაშზე წასვლა მამაჩემთან ერთად ხომ ყველაფერს სჯობდა. თან სად იყო გასაქანი მაშინ დღეს რომ საშუალება აქვთ. მონდომება არ არის თორემ ბურთი მანახეთ დღესაც და მოედანს ყცბად მოგიძებნით.
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან