პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიას ვერ უგებს
საქართველოსა და დანიის ახალგაზრდული ნაკრებების ევროშესარჩევი ტურნირის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ცეცაძემ წინა შეხვედრაში ფარერებთან გუნდი 5 მცველით ათამაშა, რაც მისი სიფრთხილით იყო გამოწვეული, რომ გოლი არ გაეშვათ და თავის სადებიუტო მატჩში, საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულიყვნენ. ჩვენმა ნაკრებმა ეს შეხვედრა ძლივს მოიგო 1:0 და არადამაჯერებელი თამაშით უკმაყოფილო დატოვა გულშემატკივარი. ამდენად, საინტერესო იყო, ჯგუფის ლიდერთან შეხვედრაში როგორ სტრატეგიას და ტაქტიკას აირჩევდა ცეცაძე. შეგახსენებთ, დანიამ თბილისში ჩამოსვლამდე სტუმრად ავსტრია გაანადგურა - 5:0.

ჩვენი გუნდის თავკაცს შემადგენლობა არ შეუცვლია. სტუმრების ტაქტიკა 3-4-2-1 გახლდათ, თუმცა შემტევი ფეხბურთი არ უჩვენებიათ. ორივე გუნდმა მატჩი ურთიერთდაზვერვით დაიწყო და ზედმეტად ფრთხილი, არათვალსასეირო ბურთაობაში გაილია პირველი 30 წუთი. შემდეგ ხარაიშვილის შორიდან დარტყმული ბურთი რიკოშეტით ჯონის კარში გავიდა, ხოლო ტაიმის დასასრულს სტუმრებმა ასევე რიკოშეტით გაათანაბრეს ანგარიში.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".

საქართველო - დანია

გოლები: 1:1 ხარაიშვილი (30), 1:1 სკოვი (42)

საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ცეცხლაძე, ქანთარია, გიორგაძე, ზარანდია, შულაია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, არაბიძე

მთ. მწვრთნელი: ცეცაძე

დანია: ჯონი, ანდერსონი, ნელსონი, რასმუსენი, ნილსენი, ლარსონი, კრისტენსენი, პედერსენი, სკოვი, დუელუნდი, ინგვარტსენი

მთ. მწვრთნელი: ფრედერიკსენი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
საქართველოსა და დანიის 21-წლამდელების მატჩი ლოგიკური ფრით დასრულდა