პრემიერლიგის მორიგი ტურის მთავარი მატჩი ლონდონური დერბია. "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსი" "ტოტენჰემს" დაუხვდება. რა თქმა უნდა, ძველი მეტოქეების ჯახს ინტრიგა არც ისე აკლია და მას კიდევ უფრო ამძაფრებს სატურნირო მდგომარეობა.

ამ კუთხით საქმე უფრო ცუდად ანტონიო კონტეს დამოძღვრილ "არისტოკრატებს" აქვთ. ისინი ცხრილში მე-5 ადგილზე არიან და 5 ქულით ჩამორჩებიან "ტოტენჰემს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მეოთხე ადგილზეა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სამკვდროსასიცოცხლო მნიშვნელობის თამაშია ორივე გუნდისთვის და დანდობაც არ იქნება. ცუდი ის არის, რომ დერბის ტრავმის გამო დააკლდება "დეზების" უპირველესი ვარსკვლავი ჰარი კეინი. რთულია, მაგრამ რას ვიზამთ მაურისიო პოჩეტინოს მიერ გაწვრთნილი გუნდი კეინის გარეშე თამაშს უნდა მიეჩვიოს.

საინტერესო გასვლითი შეხვედრა ელის "მანჩესტერ სიტის". ენა როგორ მოგვიბრუნდება, პეპ გვარდიოლას გუნდი რომელიმე პრემიერლიგელთან ფავორიტად არ შევრაცხოთ, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის ჩემპიონს "ევერტონთან" ბოლო შეხვედრებში ძალიან უჭირს. "ეტიჰადზე" პირველი წრის მატჩი 1:1 რომ დასრულდა, სწორედ ზემოთქმულის დასტურია.

ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გავარდნის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" საშინაო ასპარეზზე აქვს დასაცავი პრესტიჟი. "სუონსი", ერთი შეხედვით, გადაულახავი ბარიერი ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ "წითელი ეშმაკები" არასტაბილურად თამაშობენ. ასე რომ, გამორიცხული არაფერია.

ბოლოს და ბოლოს, უნდა მოიგოს "არსენალმა". არსენ ვენგერის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი, ფაქტობრივად, აღარ აქვს, მაგრამ სახეს შენარჩუნება სჭირდება. ვენგერი უფრო და უფრო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი და თუ ინგლისურ მედიას დავუჯერებთ, ზაფხულში მისი წასვლის შანსი ძალიან დიდია.

დასახელდა კანდიდატურაც: ლონდონურ კლუბში ჩინეთიდან აბარგებულ ფაბიო კაპელოს ელიან, ვინც "არსენალში" განვითარების თვისობრივად ახალი ერა უნდა დაიწყოს. ლონდონელებს ტრადიციულად არ ეყოლებათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, თუმცა ისინი საკადრო პრობლემებს დიდი ხანია, შეეჩვივნენ.

ფაქტები

"კრისტალ პალასისა" და "ლივერპულის" ბოლო 2 შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა.

"ნიუკასლისა" და "ჰადერსფილდის" ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში 2,5ზე მეტი გოლი გავიდა.

"ბორნმუთმა" "უოტფორდი" ბოლოს 2015 წელს დაამარცხა.

"ვესტ ჰემისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო 3 შეხვედრიდან თითოეულში 2,5ზე მეტი გოლი გავიდა.

ბოლო 3 მატჩია, "მანჩესტერ სიტი" ვერ ახერხებს "ევერტონის" დამარცხებას.

"არსენალისა" და "სტოკის" ბოლო მატჩი "სტოკის" გამარჯვებით დასრულდა.

"ჩელსისა" და "ტოტენჰემის" ბოლო 5 მატჩიდან 4-ში 2,5ზე მეტი გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. XXXII ტური

შაბათი, 31 მარტი

კრ. პალასი-ლივერპული 15:30

ბრაიტონი-ლესტერი 18:00

მანჩესტერ იუნ-სუონსი 18:00

ნიუკასლი-ჰადერსფილდი 18:00

უოტფორდი-ბორნმუთი 18:00

ვესტ ბრომვიჩი-ბარნლი 18:00

ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი 18:00

ევერტონი-მანჩესტერ სიტი 20:30

კვირა, 1 აპრილი

არსენალი-სტოკი 16:30

ჩელსი-ტოტენჰემი 19:00

ბომბარდირები: 28 მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 24 ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს