ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტი" ნოკაუტში გაგზავნა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ლივერპულმა" სენსაციური გამარჯვება მოიპოვა "მანჩესტერ სიტისთან" 3:0.
შეხვედრის დაწყების წინ "ლივერპულის" ფანები "მანჩესტერ სიტის" ავტობუსს დაესხნენ თავს, რის გამოც მასპინძელთა კლუბმა სტუმართა გუნდს ბოდიში მოუხადა.
▶ "ლივერპულის" ფანები "მანჩესტერ სიტის" ავტობუსს თავს დაესხნენ [VIDEO]
ამ მატჩის წინ "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ვიზავის პეპ გვარდიოლას გუნდები მისსაზე ყოველთვის უკეთესები იყვნენ, მაგრამ ახლა სხვაობა კლასში მინიმალურია.
ჰოდა, ამ მინიმალურსხვაობიანმა გუნდმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანა. თავი სალაჰმა, ოქსლეიდ-ჩემბერლენმა და მანემ გამოიჩინეს.
შესვენების შემდეგ ტრავმა მიიღო სალაჰმა, რომელმაც წელს 16 მატჩში 15 გოლი გაიტანა, შეცვალეს და ექიმის თანხლებით პირდაპირ გასახდელში გავიდა. კლოპის გუნდმა არც შესვენების შემდეგ დაუთმო არაფერი ამ სეზონში ბრწყინვალედ მოასპარეზე ქალაქელებს" და ძნელად წარმოსადგენია შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს. ვნახოთ, ვნახოთ.
ხაზგასასმელია, რომ "სიტის" კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყამს და ეს უკანასკნელად 2016 წლის 26 ოქტომბერს მოხდა "მანჩესტერთან" ლიგის თასის შეხვედრაში.
კლოპი ერთადერთი მწვრთნელია, რომლის გუნდმაც გვარდიოლას გუნდი 6-ჯერ დაამარცხა (პენალტების სერიაში მოგებული მატჩი არ ითვლება) და მასთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი შედეგი აქვს - 6:5.
04.04.18. ლივერპული - მანჩესტერ სიტი 3;0
მატჩის შემდგომი კომენტარები:
▶ იურგენ კლოპი: ეს მხოლოდ პირველი ტაიმი იყო
▶ პეპ გვარდიოლა: ახლა ჩვენი 1/2 ფინალში გასვლა არავის არ სჯერა
ლივერპული. "ენფილდი". 50 685 მაყურებელი
ლივერპული - მანჩესტერ სიტი 3:0
გოლები: 1:0 სალაჰი (12), 2:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (20), 3:0 მანე (31)
ლივერპული: კარიუსი, რობერტსონი, ვან დეიკი, ლოვრენი, ალექსანდერ-არნოლდი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, მილნერი, ჰენდესონი, მანე, ფირმინო (სოლანკე 71), სალაჰი (ვაინალდუმი 53)
მანჩესტერ სიტი: ედერსონი, კომპანი, ოტამენდი, უოლკერი, ლაპორტე, დავიდ სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (სტერლინგი 57), დე ბრიუნე, სანე, გაბრიელ ჟეზუში
korben dallas
საბა არა, იასონ კვირკველია ჯობია. კარში ვერ დაარტყეს წუხელ DDDD
N
შეიძინონ და ნახავენ!!!
M
კვერკველია რას უშველიდა
N
სითიმ სასწრაფოდ უნდა შეიძინოს საბა კვერკველია!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო