საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა მომავალი გულშემატკივართათვის სენსიტიურია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა მომავალი გულშემატკივრებისთვის ყოველთვის სენსიტიური თემაა. ამიტომ მათ კარიერულ გადაწყვეტილებას ყოველთვის მოჰყვება ბევრი სჯა-ბაასი.

რომელ კლუბში უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, როგორ წარიმართება მათი მომავალი? გთავაზობთ მოსალოდნელ პერსპექტივებს.

განხილულია ის ფეხბურთელები, რომლებსაც უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ყოფნის დიდი შანსები აქვთ.

მეკარეები

გიორგი ლორია - საქართველოს ნაკრების მეკარის კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც გულშემატკივრებს და თავად ფეხბურთელს სურდათ. ფაქტია, რომ გიორგი ლორიას დიდი საკლუბო პერსპექტივები აღარ დარჩა და მისი საკლუბო მომავალი წამყვან გუნდს ნაკლებად შეიძლება დაუკავშირდეს.

ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში "ანჟის" კარი 11-ჯერ დაიცვა და 16 გოლი მიიღო, ერთი მატჩი ჩაატარა უგოლოდ. დატოვებს თუ არა ზაფხულში კლუბს, ეს მახაჭყალელთა გუნდის მომავალზე იქნება დამოკიდებული, რადგან რუსული კლუბი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა.

ლორიას მომავლის რუსეთში გაგრძელება ნაკლებად სავარაუდოა, მასზე ინტერესს ყაზახეთშიც გამოხატავენ.

გიორგი მაკარიძე - საქართველოს ნაკრების მეკარეებს შორის გიორგი მაკარიძე ჯერჯერობით ყველაზე პერსპექტიულია, რომელიც პორტუგალიური "რიო ავეს" მეკარეა, თუმცა ახალ გუნდში თამაში ჯერ არ ჩაუტარებია. 28 წლის "კიპერის" გუნდი ევროპა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის და თუ მაკარიძე ძირითად მეკარეობას მოიპოვებს, მას თავის გამოჩენის შანსი გაუჩნდება და შესაძლოა, უკეთეს გუნდშიც მოხვდეს.

მცველები

საბა კვირკველია - საბას ზაფხულში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - დარჩეს რუსეთში და ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე თუ წავიდეს ინგლისში, სადაც პრემიერლიგის საშუალო დონის გუნდებმა მისით დაინტერესება არაერთხელ გამოხატეს. ფაქტია, ამ ზაფხულს კვირკველიას გამო ბევრი მოლაპარაკება გაიმართება და ფეხბურთელის გადაწყვეტილება კარიერაში გარდამტეხი იქნება.

გურამ კაშია - კაშიამ "ვიტესთან" 2020 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი და ამ გადაწყვეტილებით მან არჩევანი კლუბის ერთგულებაზე გააკეთა, რამაც მას შესაძლოა კლუბის ლეგენდის სტატუსი მოუტანოს. ნაკლებად მოიძებნება ქართველი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის ერთგულია და კლუბში ასეთი პატივისცემა ჰქონდეს. შესაბამისად, არნემელთა ქართველი კაპიტანი ალბათ არ გადათქვამს და მის სხვა კლუბში გადასვლას არ უნდა ველოდოთ. კაშია "ვიტესში" 2010 წელს გადავიდა, როცა 22 წლის იყო. ის ახლა 30 წლისაა.

დავით ხოჭოლავა - ცენტრალურ მცველებს შორის ხოჭოლავას მომავალი ყველაზე გაურკვეველია, ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ "შახტარში" მისი ბედი. ზამთარში უკრაინული მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი განათხოვრების შესახებ, თუმცა კლუბმა ის დაიტოვა, რადგან მცველის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელებს ტრავმები ჰქონდათ.

ქართველის კონკურენტები უკრაინელი მცველები: იაროსლავ რაკიცკი, იაროსლავ ორდეცი და სერგეი კრივსტოვია. თუ კლუბი არჩევანს ქართველზე არ გააკეთებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მომავალი საშუალო დონის უკრაინულ კლუბში განათხოვრებით გაგრძელდება.

ოთარ კაკაბაძე - კაკაბაძის პროგრესი რომ ვერ დაინახო, ალბათ, ბრმა უნდა იყო. მის კარგ თამაშზე ესპანური პრესა ხშირად წერს. მისი სატრანსფერო ზაფხულიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. თუ "ხიმნასტიკიდან" წავა, შეიძლება ეს ნაჩქარევი გამოდგეს და გიორგი აბურჯანიას ბედი გაიზიაროს, ხოლო არც ტარაგონულ კლუბში ელის დიდი პერსპექტივა, რადგან გუნდს ლა ლიგაში შანსი არა აქვს.

გიორგი ნავალოვსკი - უკვე 31 წლისაა და ფეხბურთელი ისეთი აქტიური ვეღარ არის, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო. მისი და კლუბის მომავალიც ბურუსითაა მოცული. დიდი ალბათობით, "სკა ხაბაროვსკი" რუსეთის პრემიერლიგაში პოზიციას ვერ შეინარჩუნებს. გიორგი კლუბს ან პირველ ლიგაში უნდა გადაჰყვეს, ან საქართველოში დაბრუნდეს, ან ყაზახეთშიც შეიძლება მოსინჯოს ძალები.

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა - ჩვენი კაპიტნის უახლოესი მომავალი ყაზახეთთან იქნება დაკავშირებული, რადგან მან წლეულს არჩევანი "ტობოლზე" შეაჩერა. ნახევარწლიანი უთამაშებლობის შემდეგ იმასაც ამბობდნენ, რომ 32 წლის ნახევარმცველი კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა. ყაზახეთში, როგორც საქართველოში, ხანგრძლივვადიანი კონტრაქტები არ იდება. შესაბამისად, მომავალ წლამდე ის იქ დარჩება, ხოლო შემდეგ ყველაფერი მის სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული.

ნიკა კვეკვესკირი - "ტობოლის" მეორე ქართველი ნახევარმცველი ბოლო პერიოდში სკამზე აღმოჩნდა. ყაზახეთის ჩემპიონატი კი ნამდვილად არ არის ტრამპლინი და მის პერსპექტივებზე რთულია საუბარი. თუ ის გუნდში თავს ვერ დაიმკვიდრებს, ჯობია, საქართველოს ჩემპიონატში დროულად დაბრუნდეს, რადგან წლები გარბის და ნიჭი ასე უბრალოდ არ უნდა იკარგებოდეს.

ვაკო გვილია - "ლუცერნი" კი პირიქით, კარგი ტრამპლინი იქნება ევროპის წამყვან გუნდში მოსახვედრად. ვაკო გვილიას შვეიცარიული გუნდის სახით კარგი პერსპექტივა გამოუჩნდა და მთავარია, ახლა ხელი ტრავმებმა არ შეუშალოს, თორემ 23 წლის ნახევარმცველს შრომა ნამდვილად არ ეზარება. "ლუცერნი", დიდი ალბათობით, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე მოხვედრის შანსებიც აქვთ.

გიორგი აბურჯანია - "სევილიას" მეორე გუნდი აბურჯანიას კარიერაში ჯერჯერობით ცუდი ისტორიაა, რომელსაც ამ ზამთარშიც კი ვერ დააღწია თავი. "ხიმნასტიკის" ვარსკვლავობიდან, "სევილიას" მეორე გუნდში ადგილის ვერდამკვიდრება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. აბურჯანიას ზაფხულში ალბათ ისევ "ხიმნასტიკში" ვიხილავთ, რადგან ტარაგონელები მისდამი ინტერესს კვლავ გამოხატავენ.

ჯანო ანანიძე - ძნელია, უკეთეს კლუბზე იფიქრო, როცა საქართველოს ნაკრების ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი მოედანზე მეტ დროს საავადმყოფოში ატარებს. ყველას უნდა, რომ ჯანომ უკეთეს გუნდში ითამაშოს, მაგრამ მოედანზე უფრო მეტი გატარებული დრო სჭირდება. არსებობს მოსაზრება, ჯანო რუსეთს მიღმა,რომ თამაშობდეს, ამდენი ტრავმა არ ექნებოდა, მაგრამ ეს სათამაშო ადგილზე მეტად ფეხბურთელზეა დამოკიდებული, ლევან ყენიაცა და ლევან მჭედლიძეც ტოპ-ჩემპიონატებში თამაშობდნენ, მაგრამ ტრავმასთან ბრძოლაში ისინიც ხშირად მარცხდებოდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი - იგივე პრობლემაა ამ შემთხვევაშიც, ოქრიაშვილსაც ბოლო პერიოდში ტრავმიდან ტრავმამდე უწევს ცხოვრება. "კრასნოდარი" მისთვის ამ დროისთვის ალბათ ოპტიმალური გუნდია და თანაც, შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში ითამაშოს. უკეთესი გუნდის პერსპექტივა ზაფხულში ოქრიაშვილს, სამწუხაროდ, არ ექნება.

ვაკო ყაზაიშვილი - ამერიკაში ბევრი მიდის, მაგრამ იქიდან თითქმის არავინ ბრუნდება. ვაკოს ევროპული კარიერა თუ გაგრძელდება, ამას დრო გვიჩვენებს. ყაზაიშვილი მლს-ში ძალიან მოსწონთ და არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში შტატების ჩემპიონატის ფავორიტ გუნდში აღმოჩნდეს. მანამდე კი უნდა დაამტკიცოს, რომ "სან ხოსეზე" მეტს იმსახურებს.

გიორგი ჩაკვეტაძე - ახალგაზრდა ტალანტზე ინტერესი კვლავ დიდია და ნაკლებად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "გენტი" მსუყე ბონუსების გარეშე შეელიოს მას. ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ ისე არ ფასობს, როგორსაც მოელოდნენ. ეს მცირე სათამაშო დროით არის განპირობებული. არ არის გამორიცხული, ზაფხულში ის ბელგიაში დარჩეს.

ფორვარდები

გიორგი ქვილითაია - ვენაში სეზონის პირველ ნახევარში მშრალი სერია დიდხანს გაუგრძელდა, თუმცა 2018 წელს 7 გოლი გაიტანა და "რაპიდში" აღარ ფიქრობენ მის გაშვებაზე. ავსტრიიდან წასვლა არ იქნება მოსალოდნელი ამ ზაფხულს. სავარაუდოდ, კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთობა მინიმუმ კიდე ერთ წელს გაგრძელდება.

ნიკა კაჭარავა - ქართველ ფორვარდს ამ სეზონში 9 გოლი აქვს ჯამში გატანილი. "კორონაში" მას ენდობიან და მისი თამაში მოსწონთ, მაგრამ საერთო პოლონურ დონეზე ჯერ კიდევ უფრო მეტს ველით მისგან. ალბათ, ნიკასგანაც ამ ზაფხულს ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია და ის კლუბში დარჩება.

ლევან მჭედლიძე - მჭედლიძისა და "ემპოლის" ურთიერთობა იმდენად ჰარმონიულია, რომ წელსაც მათი დაშორება ნაკლებად წარმოსადგენია. ეს ყველაფერი კი ლევანის დაბრუნების შემდეგ გადაწყდება. თუ ის ისეთივე კარგი იქნება, როგორც წინა წელს ტრავმამდე, არ მგონია "ემპოლი" შეელიოს. არც მაინდამაინც მჭედლიძის ინტერესშია კლუბის დატოვება, რადგან უკეთეს გუნდში გადასვლის შანსი ამ გადმოსახედიდან შეუძლებელია.

ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ქართველების ესპანური მომავალი - გიორგი პაპუნაშვილი ლა ლიგის გზაზე
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ერთ დღეს ზაზა და კლეი დაძმობილდნენ...
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი გადაიდო - "უდინეზე" "ლაციოსთან" დამარცხდა
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს