შაბათს „მანჩესტერ სიტის“ სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი მატჩი ელის — ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხვდება

შაბათს „მანჩესტერ სიტის“ სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი მატჩი ელის — ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხვდება, მაგრამ, ბედი არ გინდა, მაინც და მაინც ახლა დაუშავდა კარლოს ტევესი. მოგეხსენებათ, ორშაბათს, პრემიერლიგის 32-ე ტური „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულისა“ და „სიტის“ შეხვედრით დასრულდა. ეს გახლდათ მატჩი, რომელშიც ისტლენდელებს ძალიან არ გაუმართლათ. ამას ანგარიში 3:0-იც ადასტურებს. მერსისაიდელთაგან სამიდან ორი გოლი ახალშეძენილმა ენდი ქეროლმა შეაგდო, სტუმრების მწვრთნელ რობერტო მანჩინის კი წაგებაზე მეტად, ალბათ, ტევესის დაშავება ეწყინა. არგენტინელი მე-16 წუთზევე შესაცვლელი გახდა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მანჩინიმ განაცხადა, რომ ტევესის თამაში არათუ შაბათს, არამედ კიდევ ორი კვირის განმავლობაში გამორიცხულია. მანჩესტერული დერბის შემდეგ „სიტის“ „ბლექბერნსა“ და „ვესტ ჰემთან“ აქვს სათამაშო.

„კარლოსს ორთავა კუნთი ეტკინა, რაც შაბათისთვის მდგომარეობას ძალიან გვირთულებს. ახლა მის გარეშე მოსამზადებლად მხოლოდ და მხოლოდ ხუთი დღე გვრჩება. ძალიან ვეცდებით ტევესი შემდგომი ორი თამაშისთვის მაინც გამოვაჯანმრთელოთ, მაგრამ ეს ძნელი იქნება. ალბათ, მოვლენებს არ დავაჩქარებთ, რადგან მაისში სხვა თამაშებიც გვაქვს და ჯობს თავდამსხმელმა იქ გამოიჩინოს თავი“.

ქეროლის გარდა „მანჩესტერ სიტის“ კარში ჰოლანდიელმა დირკ კუიტმაც შეაგდო, თუმცა სტუმართა მეკარე ჯო ჰარტი რომ არა, მერსისაიდელები, ალბათ, კიდევ უფრო მეტ გოლს გაიტანდნენ. მანჩინიმ უხარისხო თამაშის გამო პასუხისმგებლობა მთლიანად იკისრა და განაცხადა, რომ ოქტომბრის მერე ყველაზე დიდ ფიასკოში ფეხბურთელები უდანაშაულონი არიან.

„მე შევცდი — ვაჟკაცურად თქვა ისტლენდელთა თავკაცმა — თამაში ჩამს გამო წავაგეთ. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ შეცდომას დროულად მივხვდი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არასწორად ვხელმძღვანელობდი გუნდს. ფეხბურთელები არაფერ შუაში არიან. გარდა ამისა, „ლივერპულმა“ პირველი 20 წუთის განმავლობაში დიდებულად ითამაშა. ჩვენ მათ სივრცეები დავუტოვეთ და მათაც ამ უპირატესობით ისარგებლეს. ისინი ძალიან აგრესიულები იყვნენ. ამ დღეს გუნდს სამი დასვენებული ფეხბურთელი მივაშველე, მაგრამ ყურადღების კონცენტრაცია გვაკლდა. თუმცა, არ ვნერვიულობ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილსაც მოვიპოვებთ და ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალშიც გავალთ“.

ორი გოლის გატანისთვის დიდი ქება დაიმსახურა ენდი ქეროლმა. რა არ დაწერეს გაზეთებმა: „დენდი ენდი“ თუ „ფერნანდო... ვინ?“ — აქაოდა, მასთან შედარებით ტორესი ვინღა არისო. თავად ფეხბურთელმა თქვა:

„დიდებული დღე იყო. „ლივერპულში“ ჩემი პირველი გოლი გავიტანე და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ასე მოხდებოდა“.

„წითლების“ მწვრთნელმა კენი დალგლიშმა, რომელმაც ამ დღეს 18 წლის დებიუტანტი ჯონ ფლენაგანი ათამაშა თქვა, რომ ეს, იანვრის ანუ მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შემდეგ მისი საუკეთესო თამაში იყო.

„ფლენაგანმა კი ინგლისის ნაკრების წევრ ჯეიმს მილნერის წინააღმდეგ ითამაშა და წარბიც არ შეუხრია“.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის