სუპერლიგა: "კაკტუსი" - "რუსთავი" 90:88
სამეულში შესასვლელად უშუალო კონკურენტები არიან “კაკტუსი” და “რუსთავი”. სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ სუპერლიგის მორიგ მატჩში, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა. ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო, ვინ მოიგებდა და საფინალო სირენა რომ გაისმა, ანგარიშში ორქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 90:88. გაიმარჯვა “კაკტუსმა”, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატის სამეულში დასრულების გზაზე სოლიდური ნაბიჯი გადადგა.

მატჩის უმეტეს დროს რუსთაველები იგებდნენ, რომელთა რიგებშიც დებიუტი ჰქონდა ჰოლანდიელ ცენტრ ქრეიგ ოსაიქიუოუენსს. ტანმაღალმა მოთამაშემ რუსთაველებს ფარქვეშ პოზიცია გაუმყარა, თუმცა ამ შეხვედრაშიც ქვემოქართლელთა მთავარი დამრტყმელი ძალა უკანა ხაზი იყო. სანამ რეზო ჩაჩანიძე, ბრაიან ბერნარდი, ლევან ცეკვავა და ადამ ბლეიზეკი პერიმეტრიდან შედეგიანად უტევდნენ, რუსთაველებს არ უჭირდათ.

პირველი პერიოდი ქვემოქართლელებმა 14:18 წააგეს, თუმცა მეორეში გაილაღეს და ათწუთეულის 34:21 მოგებით დიდ შესვენებაზე ათქულიანი ლიდერობით გავიდნენ. კაკტუსელებმა ჩამორჩენის გაბათილება იწყეს, რაშიც შეუდარებელი იყო დეანდრე პარკსი. ამერიკელი უკანახაზელი სწრაფი გარღვევებით ქულას ქულაზე იხვეჭდა, მას ბოლო პერიოდში ხელი დავით ლომიძემ და გიორგი ტურძილაძემ შეაშველეს. პირველი სამქულიანებით, ხოლო ტურძილაძე შედეგიანი ფარქვეშა სროლებით დიდად დაეხმარნენ თავის გუნდს ბოლო წუთზე გალიდერებულიყო – 89:88. ტაქტიკური ჯარიმებით რუსთაველებმა მოახერხეს, რომ 2 ქულით (88:90) ჩამორჩენილებმა ბოლო შეტევა მოიპოვეს, თუმცა ბურთი უხეიროდ გამოიტანეს და ის 3 წამი გაფლანგეს, რომელიც მატჩის გადასარჩენად ჰქონდათ.

“კაკტუსში” 33 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი. 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა გიორგი ტურძილაძემ, ხოლო დავით ლომიძემ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. “რუსთავში” 23 ქულით საუკეთესო იყო ლევან ცეკვავა. 16 ქულა ბრაიან ბერნარდიმ მოიპოვა, ხოლო ტაირელ ნელსონის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:

„გვაკლდა ორი წამყვანი მოთამაშე, ერთი დღეს დაგვიბრუნდა, მაგრამ ჯერ არ არის სათანადო ფორმაში. ამის მიუხედავად, ზედიზედ მეხუთე თამაში მოვიგეთ. წინ თასის ფინალი და პლეი-ოფი გვაქვს, ამიტომ გუნდის სულისკვეთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება. მადლობა ჩემს მოთამაშეებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად.“

რამაზ გოგობერიშვილი – „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

„უამრავი შეცდომა იყო, როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. გუნდი ბოლო წუთებზე უპასუხისმგებლოდ მოეკიდა თამაშს და ამ ყველაფერმა განაპირობა ეს შედეგი.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება