უმცროსი "ბორჯღალოსნები" "ჯუნიორ ბოქსს" ხვალ გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდებიან
სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფმა უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მასპინძელთა 20-წლამდელთა ნაკრებთან გასამართი მეორე ტესტ-მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის 8 მოთამაშე შეცვალა.

ჩვენი 20-წლამდელები საფრანგეთში გასამართი (30 მაისი-17 ივნისი) 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან და კეიპტაუნში 9 აპრილს გაემგზავრნენ. მწვრთნელებს სურდათ, რომ მაღალ ტემპში მობურთალ უმაღლესი დონის მოწინააღმდეგესთან თამაშით, ბიჭებს გამოცდილება მიეღოთ:

„ორი რთული შეხვედრა გველის ძლიერ მეტოქესთან, რომელიც მსოფლიო თასზე ითამაშებს. ბიჭები შეიძენენ უდიდეს გამოცდილებას ისეთ მეტოქესთან, რომელიც მაღალ ტემპში თამაშობს. ჩემი მიზანია, პირველიდან მეორე თამაშამდე მოვუმატოთ და პროგრესი გვქონდეს. ისევე, როგორც საფრანგეთში, ბალანსს აქაც დავიცავთ და სათამაშო დრო ყველას ექნება“ - გამგზავრებამდე ამბობდა მთავარი მწვრთნლი ილია მაისურაძე.

ორი ლელო პირველ მატჩში

აფრიკელ თანატოლებს უმცროსი ბორჯღალოსნები პირველად 13 აპრილს ეთამაშნენ. გუნდს, რომელიც საფრანგეთში ჩემპიონობისთვის ბრძოლას გეგმავს ორი ლელო გაუტანეს, თუმცა გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 55:14.

„ეს უმნიშვნელოვანესი ტესტი იყო, რომელმაც დაგვანახა რას უნდა მიექცეს ყურადღება, როდესაც მაღალ ტემპში მოთამაშე გუნდს ვეთამაშებით. მეორე თამაშის წინ ბევრს ვერაფერს შევცვლით. უნდა ვეცადოთ, რომ რასაც ვაკეთებთ ის უკეთ შევასრულოთ და მეტოქეს ბურთი შევუნელოთ“ - განაცხადა ნამატჩევს მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

სასტარტოში 8 შეიცვალა

ერთი კვირის წინანდელ მატჩთან შედარებით, ხვალინდელი შეხვედრისთვის მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობის 8 მოთამაშე შეცვალეს.

უკანა ხაზში, ფრთაზე ოთარ ძაგნიძის ნაცვლად თამაშს დემურ თაფლაძე იწყებს, რომელიც 13 აპრილს განაცხადში არ იყო, ხოლო 9 ნომერი თენგის პერანიძის ნაცვლად ლუკა დვალიშვილი იქნება. ხვალ ძაგნიძე მარქაფაში იქნება, პერანიძე ისვენებს და თამაშში მიხეილ ალანია ჩაერთვება, რომელსაც ერთი კვირის წინ არ უთამაშია.

სრულად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი. სასტარტო 15-ში გურამ გოგიჩაშვილი, ლევან პაპიძე და ლუკა ჯაფარიძე არიან. ისინი პირველ მატჩში შეცვლაზე შევიდნენ. მარქაფაში გადაინაცვლეს თენგიზ ზამთარაძემ და გიორგი ნუცუბიძემ, ხოლო ლუკა აზარიაშვილი 20-წლამდელთა მაისურით პირველად ითამაშებს.

მეორე ხაზში ბექა საღინაძეს ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, რომელმაც პირველი შეხვედრა გამოტოვა. ერთი კვირის წინ განაცხადში არ იყო და ახლა სასტარტოშია თორნიკე ჯალაღონია. მესამ ხაზში მარქაფიდან დაწინაურდა სანდრო მამამთავრიშვილი. თადარიგში გადაინაცვლა თენგიზ გიგოლაშვილმა, ხოლო არჩილ აბესაძემ და ლაშა ლომიძემ 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნეს.

სერიის მეორე მატჩი საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება

სასტარტო: 15. ბექა მამუკაშვილი (ლელო), 14. დემურ თაფლაძე (ლელო), 13. სანდრო სვანიძე (არმაზი), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. თედო აბჟანდაძე (ტერენორ კოლეჯი, ირლანდია), 9. ლუკა დვალიშვილი (არმაზი); 1. გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), 2. ლევან პაპიძე (ლელო), 3. ლუკა ჯაფარიძე (ლელო), 4. ბექა საღინაძე (ლელო, კაპ.), 5. ლაშა ჯაიანი (ექსეთერი, ინგლისი), 6. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), 7. თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), 8. არსენ მაჩალაძე (აია).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (ლელო), 17. გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), 18. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 19. არჩილ აბესაძე (ლელო), 20. თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), 21. მიხეილ ალანია (ჯიქი), 22. ლაშა ლომიძე (აია), 23. ოთარ ძაგნიძე (აია).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა