ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

პრემიერლიგა. XXXV ტური: ფეხზე ავდგეთ!.. [VIDEO]

პრემიერლიგა. XXXV ტური: ფეხზე ავდგეთ!.. [VIDEO]

..."ემირეითსი" ფეხზე წამოუდგა კაცს, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი კრიტიკა და ლანძღვა მოისმინა - ალბათ, ხშირ შემთხვევაში, დამსახურებულიც, რადგან მისი "არსენალი" გულს სტკენდა ერთგულ ქომაგს.

აგერ, ზედიზედ მეორე სეზონია, ვერ ხვდება ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ კაცი, რომელსაც ფეხზე წამოუდგნენ, ფრიად პატივცემულია არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ მსოფლიო ფეხბურთშიც და ეს ჩვენი სიტყვები არ არის. არსენ ვენგერმა შეცვალა პრემიერლიგა - ამას მისი "მტრებიც" აღიარებენ...

68 წლის ფრანგ სპეციალისტს "ემირეითსის" წინ ფანები ამჯერად სხვა შინაარსის ბანერებით დახვდნენ. ინგლისში იციან კრიტიკაც და დაფასებაც. ვენგერი პირველად გამოჩნდა ხალხის წინაშე მას მერე, რაც გაირკვა, რომ ბოლო მატჩებს ატარებს "არსენალის" მწვრთნელის რანგში.

"არსენალმაც" მოინდომა და დიდი ანგარიშით მოიგო ლონდონური დერბი. განსაკუთრებით ლამაზი იყო მატჩის ბოლო ნაწილი, ისეთი, როგორიც ვენგერს ეკადრებოდა...

Video

22.04.18. არსენალი - ვესტ ჰემი 4:1

პრემიერლიგის შეკვეცილი ტური "ვესტ ბრომვიჩი"-"ლივერპულის" მატჩით დაიწყო. "წითლებს" სადაცაა "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი უწევთ და რაკი შინაურ ფრონტზე სატურნირო ვალი, ფაქტობრივად, მოხდილი აქვთ (უდიდესი ალბათობით, ოთხეულში მოხვდებიან), ნათელი იყო, რომ წყალწაღებულ "ვესტ ბრომვიჩს" არ შეაკვდებოდნენ...

იურგენ კლოპმა სასტარტოში არ დააყენა რობერტო ფირმინო და მთლიანობაშიც დამრტყმელ ტრიოს ცოტათი ამოსუნთქვის საშუალება მისცა. 72-ე წუთისთვის "ლივერპული" კომფორტული ანგარიშით (2:0) იგებდა და, თითქოს, ფინიშამდე მშვიდად უნდა მისულიყო, მაგრამ... თითქმის უმოტივაციო "ვესტ ბრომვიჩმა", რომელსაც ახლა სასწაული თუ იხსნის, ორივე გოლი გაქვითა და საპატიო ფრეს გამორჩა.

ისე, რა უცნაურია - დროებითი მწვრთნელის, დარენ მურის ხელმძღვანელობით, "ვესტ ბრომვიჩმა" მესამე მატჩი ჩაატარა და ესეც - წაუგებლად, ბოლო ორ მატჩში კი სულაც 4 ქულა აართვა თვით "მანჩესტერ იუნაიტედსა" (თან "ოლდ ტრაფორდზე") და "ლივერპულს".

შესაძლოა, კლუბის ბოსები ახლა ნანობენ კიდეც - ცოტა ადრე რომ გაეშვათ ალან პარდიუ, ეგებ, გუნდს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონოდა...

Video

21.04.18 ვესტ ბრომვიჩი - ლივერპული 2:2

"უოტფორდი"-"კრისტალ პალასის" მატჩში ფრე სტუმარს ნაკლებად აძლევდა ხელს, რადგან როი ჰოჯსონის გუნდი ჯერაც ახლოსაა გასავარდნ ზონასთან. 64-ე წუთზე სტუმრები 11-მეტრიანს ითხოვდნენ ვილფრიდ ზაჰას წაქცევის გამო. სხვათა შორის, მოგვიანებით BBC-ის ზოგიერთმა ექსპერტმა თქვა, რომ 11-მეტრიანი დასანიშნი იყო, თუმცა... არბიტრმა არც პენალტი დადო და ზაჰაც იქით დასაჯა "სიმულაციის" გამო.

"მანჩესტერ სიტიმ" პირველად ითამაშა ჩემპიონის რანგში "ეტიჰადის" პუბლიკის წინაშე და ჩემპიონურადაც მოიგო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ფანებმა მოედანი გაავსეს და ასე აღნიშნეს პირველი ტიტული 2014 წლის შემდეგ. გაზონზე იმდენი ხალხი იყო, პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო, თუმცა, რა თქმა უნდა, ექსცესები არ ყოფილა...

Video

22.04.18. მანჩესტერ სიტი - სუონსი 5:0

ფაქტები

2015 წლის თებერვლის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩმა" პირველად შეძლო ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება.

მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ მე-5 ფეხბურთელია, ვინც ერთ ცალკე აღებულ სეზონში 40 (და მეტ) გოლში მიიღო მონაწილეობა - 31 გაიტანა, 9 გაატანინა. პირველ ოთხეულში არიან: ალან შირერი (47, 1994/95), ენდი კოული (47, 1993/94), ტიერი ანრი (44, 2002/03) და ლუის სუარესი (43, 2013/14).

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მიმდინარე სეზონის 10 გოლში (3+7) მონაწილეობდა, რაც მისი პერსონალური რეკორდია.

ჯეკი ლივერმორმა "ვესტ ბრომვიჩის" მაისურით ჩატარებულ 50 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) პირველი გოლი გაიტანა.

კრის ბრენტმა "ვესტ ბრომვიჩის" შემადგენლობაში 50 საგოლე პასი მიითვალა, ანუ 26-ით მეტი, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფმა ჯეიმს მორისონმა. ბრენტი არის პირველი ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში ასეთი შედეგი აჩვენა.

"კრისტალ პალასმა" პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში 8 ქულას (2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი) მოუყარა თავი, მაშინ, როცა წინა 7 თამაშში მხოლოდ 2 ქულა აიღო.

პრემიერლიგა. XXXV ტური

ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 2:2

გოლები: 0:1 ინგსი (4), 0:2 სალაჰი (72), 1:2 ლივერმორი (79), 2:2 რონდონი(88)

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, ვან დაიკი, კლავანი, მორენო - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი - სალაჰი (84. ლოვრენი), მანე (66. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ინგსი (66. ფირმინო).

უოტფორდი-კრ. პალასი 0:0

არსენალი-ვესტ ჰემი 4:1

გოლები: 1:0 მონრეალი (51), 1:1 არნაუტოვიჩი (64), 2:1 რემზი (82), 3:1 ლაკაზეტი (85), 4:1 ლაკაზეტი (89)

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - ელნენი (45. მეიტლანდ-ნაილსი), ჯაკა - ივობი (70. ობამეიანგი), რემზი, უელბეკი (88. ჩემბერსი) - ლაკაზეტი.

სტოკი-ბარნლი 1:1

გოლები: 1:0 ნდიაიე (11), 1:1 ბარნსი (62)

მანჩესტერ სიტი-სუონსი 5:0

გოლები: 1:0 დავიდ სილვა (12), 2:0 სტერლინგი (16), 3:0 დე ბრუინი (54), 4:0 ბერნარდო სილვა (64), 5:0 გაბრიელ ჟეზუში (88)

სიტი (4-3-3): ედერსონი - დანილო, კომპანი, ლაპორტი, დელფი (75. მენდი) - დე ბრუინი (65. ტურე), გუინდოგანი, დავიდ სილვა - ბერნარდო სილვა, სტერლინგი (71. ფოდენი), გაბრიელ ჟეზუში.

გამოუყენებელი პენალტი: გაბრიელ ჟეზუში (64. სიტი)

ორშაბათი, 23 აპრილი

ევერტონი-ნიუკასლი 23:00

ბომბარდირები: 31 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 26 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რაჰიმ სტერლინგი (სიტი); 17 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 16 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერი); 15 - რობერტო ფირმინო (ლივერპული).

მომდევნო ტური

28 აპრილი: ლივერპული-სტოკი, ბარნლი-ბრაიტონი, კრ. პალასი-ლესტერი, ჰადერსფილდი-ევერტონი, ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი, საუთჰემპტონი-ბორნმუთი, სუონსი-ჩელსი

29 აპრილი: ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნ-არსენალი

30 აპრილი: ტოტენჰემი-უოტფორდი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა

"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა

"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?

"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა

"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა

პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია

100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე

"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს

"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს

"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი

"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა

[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა

"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა

ცნობილია, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "ლივერპული" სლოტს

"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?

"მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს - "ლივერპული" სხვა მეკარის დამატებას აპირებს?" - ინგლისური მედია

"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა