ინგლისური გაზეთები წერენ, რომ „ჩელსის“ მილიარდერი მეპატრონე რომან აბრამოვიჩი „ლურჯების“ მწვრთნელის თანამდებობაზე ჰოლანდიელი გუს ჰიდინკის დაბრუნებას ეცდება

ინგლისური გაზეთები წერენ, რომ „ჩელსის“ მილიარდერი მეპატრონე რომან აბრამოვიჩი „ლურჯების“ მწვრთნელის თანამდებობაზე ჰოლანდიელი გუს ჰიდინკის დაბრუნებას ეცდება — კარლო ანჩელოტიმ მას უკვე თავი მოაბეზრა. რასაკვირველია, კლუბის წარმომადგენლები ოფიციალურად ჯერ არაფერს ამბობენ და ანჩელოტიმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხების შემდეგ, კობჰემის ბაზაზე, ჩვეულებრივ ჩაატარა ვარჯიში, მაგრამ ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რომ საკმარისია ჰიდინკს თანხმობა წამოცდეს, რომ საქმე დამთავრებულია. აბრამოვიჩს ანჩელოტის დიდ მწვრთნელობაში სერიოზულად შეპარვია ეჭვი. გამოვიდა ხმები, რომ რუსი ოლიგარქი იტალიელს აღარ მიიჩნევს იმ სპეციალისტად, რომელსაც „ჩელსის“ მომავალს ანდობს.

მოგეხსენებათ, ჰიდინკი „ჩელსის“ სულ სამი თვით ედგა სათავეში და აბრამოვიჩზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ამბავი 2009 წელს მოხდა, როდესაც „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონა“ კინაღამ დაამარცხა. ამ სამ თვეში ჰიდინკის ხელმძღვანელობით „ლურჯებმა“ 22 თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგეს. თუ გახსოვთ, მაშინ ჰოლანდიელი რუსეთის ნაკრებსაც წვრთნიდა — ხელფასს იქაც აბრამოვიჩი უხდიდა. დღეს ჰოლანდიელი თურქეთის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობს და ამბობს, რომ კონრაქტის დარღვევა არ სჩვევია. კიდევ, ჰიდინკი აცხადებს, რომ 64 წლის ასაკში ნაკრების მწვრთნელად მუშაობა ურჩევნია, მაგრამ აბრამოვიჩი იოლად არ დანებდება. გეხსომებათ, მან ჰიდინკს ჯერ „ჩელსის“ სპორტული დირექტორის, ფრენკ არნესენის თანამდებობა შესთავაზა, ახლა კი, როგორც ჩანს, ანჩელოტის შემცვლელობაც შეაპარა. საინტერესოა, რომ ამ კვირის დასაწყისში ჰიდინკზე ჰოლანდიური პრესაც წერდა. მისთვის მწვრთნელობა „აიაქსსაც“ შეუთავაზებია, მაგრამ მან ამსტერდამელები უარით გაისტუმრა. თუმცა, აბრამოვიჩი სხვაა, მისთვის უარის თქმა ძნელი საქმე გახლავთ. „ჩელსის“ კლუბში მომუშავე ერთმა ინკოგნიტო წყარომ განაცხადა, რომ ჰიდინკის დასავლეთ ლონდონში დაბრუნების ამბავი 80 პროცენტით გადაწყვეტილი საქმეა.

მწვრთნელის შეცვლის გარდა რუსი მილიარდერი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობასაც აპირებს. მისი მთავარი მიზანი ბრაზილიელი ვარსკვლავბიჭუნა ნეიმარია.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა