ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში "ქუთაისი 2010″"-მა 85:79 დაამარცხა "რუსთავი" და ფინალში გავიდა
ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში "ქუთაისი 2010″"-მა 85:79 დაამარცხა "რუსთავი" და ფინალში გავიდა. ასე და ამგვარად, წელსაც ის გუნდები გაითამაშებენ ტიტულს, რომლებიც ბოლო 3 წელია, ფინალში არიან: "დინამო თბილისი" "ქუთაისის" წინააღმდეგ.

სერიაში განვითარებული დრამატული მოვლენების შემდეგ საქმე მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, რომელსაც იმერეთის მთავარმა ქალაქმა უმასპინძლა. ქუთაისელებმა სერიაში 1:2 ჩამორჩენის შემდეგ მოახერხეს გათანაბრება და შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, საკუთარ გულშემატკივართა თვალწინ და მათი დახმარებით, ფინალის საგზური მოეპოვებინათ. ასეც მოხდა, კოტე ტუღუშის გაწვრთნილი "ქუთაისი" მთელი თამაშის მანძილზე იგებდა და გამარჯვება საბოლოოდ დაიმსახურა კიდეც.

რუსთაველებმა ბოლომდე იბრძოლეს. მთლი მატჩის განმავლობაში მეტოქეს კუდში მისდევდნენ და მაშინაც კი, როცა ბოლო პერიოდის შუაწელში მასპინძელთა ლიდერობამ 15 ქულას უწია, არ გატყდნენ. სწორედ მაშინ, 65:79 რომ აგებდნენ, ქვემოქართლელებმა გაქცევა მოაწყვეს. 3-წუთიანი მონაკვეთი რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა 12:0 მოიგეს და "ქუთაისს" 2 ქულამდე მიუახლოვდნენ – 77:79.

მასპინძლებმა წუთშესვენება აიღეს და ავანსი გიორგი ბარბაქაძეზე გასცეს, რომელმაც საპასუხისმგებლო მისიას თავი კარგად გაართვა: ჯერ სამქულიანი ჩააგდო, ხოლო როცა რუსთაველებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, კვლავ შორი ტყორცნა განიზრახა, რომელიც სტუმართა კაპიტანმა გიორგი ცეკვავამ ჯარიმით აღკვეთა. ეს მოხდა მატჩის ბოლო წუთზე. ბარბაქაძემ სამივე საჯარიმო ჩააგდო, ქუთაისელები 85:79 დააწინაურა და მატჩის ბედიც გადაწყდა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 18 ქულა და 9 პასი დეჟუან რაიტის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. "რუსთავში" 21 ქულითა და 11 მოხსნით ტაირელ ნელსონი გამოირჩა. 16 ქულა მიითვალა ცეკვავამ. ადამ ბლეიზეკმა კი აქტივში 13 ქულა, 9 პასი და 5 მოხსნა ჩაიწერა. ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა კრეიგ ოსაიქიუოუენს.

ნახევარფინალურ სერიებში დამარცხებული "რუსთავი" და "მგზავრები" ბრინჯაოს მედალს 1-მატჩიან სერიაში გაითამაშებენ, ხოლო "დინამოსა" და "ქუთაისის" ფინალური სერია 23 მაისს დაიწყება და 3 მოგებამდე გაგრძელდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

დდდ
მსაჯებმა მაინც თავისი ქნეს! მაკამ ხო არ გაგვახარა რაა :-დ
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"დინამო" (თბ) - "სოჭი" [LIVE)
კონფერენს ლიგაზე "დინამო თბილისისა" და "ტორპედოს" მეტოქეები გაირკვა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს