ერთი ოქრო და უამრავი აღიარება - ეს ის სიტყვებია, რომლითაც საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია შეგვიძლია გასულ სეზონში დავახასიათოთ.

26 წლის ფეხბურთელმა რუსეთში საქართველოს დროშაც შემოიხვია და მთელი რუსული საფეხბურთო სამყაროც მის ქება-დიდებაში მოიყვანა.

ჩვენი მეზობლის წამყვანი სპორტული გამოცემები საბას შესახებ აქტიურად წერენ და მისით აღფრთოვანებულნი არიან.

განსაკუთრებული მნიშვნელობა კი იური სიომინისა და მის ურთიერთობას ენიჭება. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ გამოცდილი სპეციალისტის ინიციატივით გადავიდა კვირკველია "ლოკომოტივში".

ქართველმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ პატივცემულმა იურიმ მას ფეხბურთში მეორე სიცოცხლე აჩუქა.

ყველაფერი კი ყაზანის "რუბინიდან" დაიწყო. ესპანელი სპეციალისტი ხავი გრასია ჩვენებურს არ ათამაშებდა. "ჯვაროსნების" უკანახაზელმა მას ამის გამო ჯამბაზიც კი უწოდა და ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ მას თავისი ხალხი ჰყავდა, რომელსაც სათამაშო დროს უთმობდა.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა სიომინი. აღსანიშნავია, რომ დღემდე რუსული პრესაც აქტიურად აჟღერებს აზრს იმის შესახებ, რომ მათთვისაც გაუგებარი იყო, თუ რაში სჭირდებოდა იურის საბა.

გამოცდილი მწვრთნელი ქართველს ენდო და მან ეს ნდობა დააფასა. კვირკველიამ რუსეთის ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში ითამაშა, ერთის გარდა და ის მატჩიც იმიტომ გამოტოვა, რომ ყვითელი ბარათების ლიმიტი ჰქონდა ამოწურული.

ჯერ კიდევ ზამთარში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ კვირკველიას შეძენა პრემიერლიგის კლუბებს სურდათ. დასახელდა "ლესტერისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ვარიანტიც.

თავად საბა ამბობდა, რომ დაინტერესება იყო, თუმცა ოფიციალურ დონეზე წინადადება არ გაკეთებულა, თუმცა ის მზადყოფნას გამოთქვამს, შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ინგლისს, ანდაც სხვა წამყვან ჩემპიონატს მიაშუროს.

რისთვის არის მზად კვირკველია? ფეხბურთელს, რომელსაც რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულში ასახელებენ, შეუძლია თუ არა წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში იასპარეზოს?

რა თქმა უნდა, შეუძლია. თავის დროზე, ყველას გაგახსენდებათ ნემანია ვიდიჩის მომენტიც, რომელმაც მოსკოვის "სპარტაკიდან" "მანჩესტერს" მიაშურა და ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა.

არავინ ამბობს, რომ საბა "წითელ ეშმაკებში", ანდაც რომელიმე სხვა გრანდში შესაძლოა გადავიდეს, თუმცა მას პრემიერლიგის დონესთან გამკლავებაც რომ შეუძლია, ფაქტია.

ამის დამამტკიცებელ ფაქტორებსაც მოგიყვანთ. რუსეთში თითქმის ყველაფერს ითვლიან. მათ შორისაა მოგებული ორთაბრძოლები, სადაც ქართველი ერთ-ერთი ლიდერია.

კვირკველია ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ორთაბრძოლების უმეტესობას იგებს. პრემიერლიგაში კი ასეთ ფეხბურთელს, რასაკვირველია, უპირატესობა ენიჭება.

არის ერთი ფაქტორიც: "ლოკომოტივი" მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, რომელიც შესაძლოა ქართველისთვის დამატებითი მოტივაცია და რუსეთში დარჩენის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს.

ფაქტი ერთია, დღეს რუსეთის საფეხბურთო სამყარო კვირკველიას გვარს აქტიურად და თანაც, რაც მთავარია, აღმატებით ხარისხში მოიხსენიებს.

ჩვენ კი ქართველის კიდევ უფრო ძლიერ გუნდში გადასვლასა და უფრო დიდ წარმატებებს ველით.

▶ წლის საუკეთესო! - საბა კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებშია

▶ Bobsoccer.ru-მ საბა კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის 5 საუკეთესო ფეხბურთელში შეიყვანა

▶ "ლოკომოტივის" პრეზიდენტი: კვირკველიას სანაცვლოდ დიდ თანხას მოვითხოვთ

sporti
უკვე გადაწყდა?
gia
წარმატებები სულ კვირკველიას..მალე კიდევ ერტი ქარტველი დაემატება მოდკოვის ლოკომოტივს⚽️⚽️
დათო
თუ რაიმეს დამტკიცება და მეტის მიღწევა სურს, უნდა წავიდეს აუცილებლად, თუნდაც საშუალო დონის გუნდში რომელიმე ტოპ ჩემპიონატში. ლოკომოტივის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის იმედად დარჩენა უსაფუძვლო არგუმენტია. კარგად ვნახეთ ლოკომოტივი და მისი სახე ატლეტიკოსთან, და ატლეტიკოსთან თამაშებით კვირკველიას ნამდვილად ვერავინ დაიმახსოვრებდა და მის შეძენაზე იფიქრებდა. მოკლედ, წარმატებებს და ჯანმრთელობას ვუსურვებ, და იმედია სწორ, თავისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"იმსახურებდა თუ არა "ოქროს ბურთის" სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?" - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის "გასახარებლად"?
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა