ჩვენი მშვილდოსნები ანთალიაში მიმდინარე ევროპის "დიდი პრიზის" გუნდურ გათამაშებას პირველივე შეხვედრიდან გამოეთიშნენ

ჩვენი მშვილდოსნები ანთალიაში მიმდინარე ევროპის "დიდი პრიზის" გუნდურ გათამაშებას პირველივე შეხვედრიდან გამოეთიშნენ.

მოგეხსენებათ, თურქეთში ჩვენგან მხოლოდ ქალთა ნაკრები გამოდიოდა, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო შედეგი - 3795 ქულა აჩვენა. ისინი პლეი ოფის პირველ წრეში ისვენებდნენ, მეორეში კი ბელარუსთა მძლეველ პოლონელებს შეხვდნენ. პოლონელთა გუნდი ევროპაში ერთ-ერთი სოლიდურია, მაგრამ ანთალიაში მათ მხოლოდ მერვე შედეგი ჰქონდათ... თუმცა პლეი ოფი ხომ ნერვების გამოცდაა და ნაღდი ბრძოლებიც აქედან იწყება - ჩვენებმა 210:213 დათმეს.

ამ ორთაბრძოლისთვის ნაკრების ხელმძღვანელობამ საკადრო ცვლილებასაც კი მიმართა - შედარებით გამოუცდელ ლანა ვერულიძეს ისევ ძველი შემადგენლობის წევრი ასმათ დიასამიძე არჩიეს. პირად პირველობაში 19-ზე გასულმა ვერულიძემ ბევრად აჯობა 49-ადგილოსან დიასამიძეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ამას გუნდურში ბრძოლის შეუდარებლად მეტი გამოცდილება აქვს. თან დიასამიძე გუნდურში ყოველთვის კარგად გამოდის. ეტყობა, მწვრთნელთა არჩევანიც ამან განაპირობა, თუმცა ვერც ამით იხეირეს.

ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ნაკრების გამოსვლაზე რა აზრისაა კორეელი მწვრთნელი ან იონ სეუნი, მაგრამ ჩანს, ნაკრებს მართლაც აუცილებელად სჭირდება ფსიქოლოგი. ადრე ამ დარგის სპეციალისტის მოწვევაზე ინტენსიურად ლაპარაკობდნენ, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტეს, ისევ კორეელის მეთოდებს მინდობოდნენ და ამ ეტაპზე მოვლენათა განვითარებას დაელოდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - კორეელის აზრი ჯერ არ ვიცით, მაგრამ საინტერესოა, რომ მაშინ პოლონელი ფსიქოლოგის მოწვევას აპირებდნენ.

პოლონეთის ნაკრებმა არც ჩვენების დამარცხების შემდეგ დაყარა ფარ-ხმალი და გერმანიასაც მოუგო - 212:206. შედეგად დღეს ფინალში რუსებს შეხვდებიან, ბრინჯაო კი გერმანიამ ირგუნა, რომელმაც საამისოდ ბრიტანეთის ნაკრებს 210:205 აჯობა.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე