ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკასთან ბოლომდე იბრძოლეს და ბონუს-ქულა მოიპოვეს [VIDEO]
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკასთან ბოლომდე იბრძოლეს და ბონუს-ქულა მოიპოვეს [VIDEO]
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკასთან ბოლომდე იბრძოლეს და ბონუს-ქულა მოიპოვეს [VIDEO]
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, მრისხანე სამხრეთ აფრიკას 3 ლელო გაუტანა და ჯამში 27 ქულა მოაგროვა, თუმცა ეს სენსაციური გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 27:33.
მიუხედავად ამისა, უკვე ხვალ მსოფლიო კიდევ ერთხელ ალაპარაკდება ქართულ სარაგბო გენზე, რადგან ასეთ შედეგს ქართველი 20-წლამდელებისგან თითქმის არავინ ელოდა. თუმცა მათ დაამტკიცეს, რომ ქართული რაგბი აღმავლობის გზაზე დგას და ბორჯღალოსნებს ღირსეული ცვლა ეზრდებათ.
წმინდა სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აიღეს ბონუს ქულა და ის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ბევრი რამის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
საწყისი წუთების მღელვარების გამო, დაახლოებით 10 წუთი ბურთზე კონტროლის დამყარება გაგვიჭირდა, თითქმის მთელი დრო დაცვაში გავატარეთ და აფრიკელებმა ლელოთი ანგარიში გახსნეს. უმცროსი ბორჯღალოსნების პასუხმა არ დააგვიანა და ლაშა ლომიძემ საკუთარი დაწყებული იერიში ლელოთი დაასრულა. მან მეტოქე ცრუმოძრაობაზე დაიჭირა, ცენტრალურ ხაზთან უპირატესობა შექმნა და ბურთი სანდრო სვანიძეს გაატანა, რომელმაც თითქმის 40 მეტრი ირბინა. 5-მეტრიან წყვეტილთან საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ, მერე თედო აბჟანდაძემ ბურთი ფეხით ლელოში შეაცურა და მას ლომიძე მიყვა.
გელა აფრასიძემ გარდასახვით დაგვაწინაურა, მე-17 წუთზე ჩვენმა შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და აფრასიძემ 40 მეტრიდან გაიტანა - 10:5. გარკვეული დროით მეტოქე წნეხში მოვაქციეთ, თუმცა აფრიკა მალევე გამოერკვა და 13-წუთიანი ჩამორჩენის შემდეგ უპირატესობა დაიბრუნა. უმცროსი ბორჯღალოსნები ლელოდან 5 მეტრში მოლში არ შევიდნენ და მეტოქემ ამით ისარგებლა.
და მაინც, ტაიმის მიწურულს აგრესიული დაცვით სამხრეთ აფრიკა მისსავე ნახევარზე შევავიწროვეთ, დემე თაფლაძემ გადაცემა ჩაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო აფრასიძემ ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 17:12 საქართველოს სასარგებლოდ!
მეორე ტაიმში სამხრეთ აფრიკა უმაღლეს სიჩქარეებზე ათამაშდა და ჩვენი შეცდომებით ორჯერ ისარგებლა. პირველ ჯერზე ბექა მამუკაშვილს ლელოს ხაზთან ფეხით თამაშისას დაუფარეს; მერე ოთარ ძაგნიძე აფრიკელ ფლანკერს ბურთში ჩაუჯდა და არ დაამიწებინა, თუმცა 5-მეტრიან შერკინებას ლელო მოყვა, ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და მეტოქის უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა.
უმცროსი ბორჯღალოსნები არ გატყდნენ, საპასუხოდ თანმიმდევრულად შეუტიეს, ჯარიმა გამოიმუშავეს და არცთუ იოლი პოზიციიდან აფრასიძემ თამაშში დაგვაბრუნა. სამწუხაროდ, შეტევებში შეცდომები მოგვდიოდა, რითაც მეტოქე სარგებლობდა და ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში მორიგი ლელო მივიღეთ. ამის შემდეგაც უმეტესად დაცვაში გვიწევდა თამაში და შანსს ველოდებოდით. ეს შანსი 69-ე წუთზე გაჩნდა. მამუკაშვილმა ტაიმის დასაწყისში დაშვებული შეცდომა გამოასწორა, ცრუმოძრაობით პირველი მბოჭავი ჩამოიცილა, დაახლოებით 15 მეტრი ირბინა და ბურთს ფეხი დაკრა. უბურთოზე თამაშისთვის აფრიკელთა ბურჯი სინბინით დაისაჯა, საქართველომ კი კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია.
22-თან აგორებული მოლის შემდეგ მორკინალებმა რამდენჯერმე დაარტყეს, ფაზები ერთმანეთს მიება და აბჟანდაძემ კარის წინ სივრცე მონახა, ის ზედ ლელოსთან შეაჩერეს, ლუკა დვალიშვილი არ დაიბნა და სამხრეთ აფრიკას მესამე ლელო გაუტანა, ხოლო აბჟანდაძემ ზუსტი გარდასახვით სხვაობა კვლავ ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში დააბრუნა.
უკვე გმირებს უფრო დიდი გმირობისთვის 8 წუთი რჩებოდა, თუმცა სამხრეთ აფრიკამ შეძლო თამაშის ჩვენს ნახევარზე გადმოტანა, დროის გაყვანა და ბურთის აუტში დარტყმით 33:27 გამარჯვება. ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გუნდმა 20-წლამდელთა ჩემპიონატის შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორთან ბონუს-ქულა აიღეს და 3 ივნისს მასპინძელ საფრანგეთს ბეზიეში შეერკინება.
30.05.18. U20. სამხრეთ აფრიკა - საქართველო 33:27
2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
30 მაისი - 17 ივნისი | საფრანგეთი | ბეზიე, პერპინიანი, ნარბონი
ჯგუფური ეტაპი. პირველი ტური
30 ივნისი. პერპინიანი.
სამხრეთ აფრიკა - საქართველო 33:27
ბექები: 15. ბექა მამუკაშვილი, 14. დემე თაფლაძე, 13. სანდრო სვანიძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;
შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ბექა საღინაძე (კაპ.), 5. ლაშა ჯაიანი, 6. თორნიკე ჯალაღონია, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ლუკა გელაშვილი, 20. არჩილ აბესაძე, 21. ლუკა დვალიშვილი, 22. თემურ ჭიჭინაძე, 23. მიხეილ ალანია.
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ზურაბ ამონაშვილი, ლადო კილასონია
3 ლელო: ლომიძე, თაფლაძე, დვალიშვილი
3 გარდასახვა: აფრასიძე (2), აბჟანდაძე
2 ჯარიმა: აფრასიძე
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
• rrr
სვანიძე როგორ არის? მძიმე ტრამვა ხომ არ მიიღო?
• bs
სიჩქარე, მაღალ სიჩქარეზე თამაში და სწრაფი დახმარება რაკში! ეს გვინდა და მერე ყველა გვიფრთხიდეს!
• სოსო
ახალმა თაობებმა ჩვენი სისუსტე უკანა ხაზში თითქმის მთლიანად გამოასწორეს,მაგრამ ბურთიან კაცზე მიყოლა,კვლავ ჩვენი აქილევსის ქუსლად რჩება.ბურთიან კაცზე მიყოლის და რაქის გადაყრის სისწრაფეში უპირატესობით დაგვამარცხეს აფრიკელებმა.ის უმარტივესი ლელოები კი ვფიქრობ,ისევ მაღალ სიჩქარეებზე თამაშის გამოცდილების ნაკლებობის ბრალია,ჩვენი ბიჭები მომენტებში მაინც საქართველოს ჩემპიონატის სიჩქარეებით ფიქრობდნენ და ის ტაქტიკური შეცდომებიც რეაქციის დაგვიანების შედეგი იყო.ეს პირველი თამაში იყო და ბუნებრივია ხარვეზებიც ბევრი გვქონდა,მაგრამ დაუნახავი უნდა იყოს კაცი,რომ ვერ დაინახოს ნაკრების პროგრესი.ეს ნაკრები კიდევ უკეთესია,ვიდრე შარშანდელი.ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები უგებს საფრანგეთის მეორე ნაკრებს,პირველ ნაკრებს,არგენტინის მაკრებს,კიმაღამ უგებს ინგლისის საგრაფოების ნაკრებს,ბონუს ქულას უღებს და ტაიმს უგებს სამხრეთ აფრიკის ნაკრებს.ეს უკვე ნიშნავს,რომ მსოფლიოს დიდი ათეული ერთი ხელის გაწვდენაზეა და ამ წელში თუ არა,მომავალ წელს მაინც,უკვე მათ დონეზე გავალთ.მთავარია წინსვლა ასეთივე ტემპით გავაგრძელოთ და შევქმნათ რეზერვის სიღრმეები.ამ ჩემპიონატზე კი რატომღაც იმედი მაქვს,რომ რომელიმე ბობოლა ნაკრების დამარცხებას შევძლებთ და იქნებ ეს ჯგუფშიც გამოგვივიდეს.რატომაც არა? გუშინ კარგი თამაში იყო,კიდევ უკეთესი თამაში და წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
• 1234
ვერა ვხვდები რატომ უწოდებენ სასწაულს თუნდაც რომ მოეგო საქართველოს სამხრეთ აფრიკისთვის? საქართველო უმაღლესი კლასის სარაგბო ქვეყანაა, იმის მიუხედავად რომ რუსები ამოთხრას ცდილობენ როგორც ფეხბურთი ამოთხარეს სტადიონების ნგრევით. სასწაული იქნება მოიგონ ზელანდიასთან.
• მიტრო
წინა მსოფლიოზე პირველი ვიყავი ვინც გააკრიტიკა ნაკრები და მწვრთნელები იმ პირველი თამაშების გამო რაც ნაკრებმა ჩაატარა. ახლა პირიქით მადლობა ბიჭებო ამ ემოციებისთვის მადლობა იმ სტაფს ვინც ამხელა სიამოვნება მიიღეს ამ გამარჯვებით... მადლობა კიდევ ერთხელ ერთი ლამაზი საღამასთვის...
• badri
მაგარი თაობა მოდის! უმაგრესი, თუ მოვახერხეთ და აი ის ზღვარი გადავლახეთ, რომ იმ დონეზე ავთამაშდეთ, რასაც ტოპ გუნდები თამაშობენ, არც მსოფლიოს მედლები მოსჩანს ძალიან შორს. უბრალოდ ყველა პოზიციაზე ძლიერი შემსრულებელი უნდა გყავდეს, თითქოს მაქსალურად გუნდური თამაშია რაგბი, მაგრამ ყველაფერს ინდივიდუალური ოსტატობა წყვეტს. ხოდა მოდიან აგერ ოსტატები და ამიტომაც არაა შორს ოცნება!
• Irakli apkhaidze
შეცდომა ყველას მოსდის. ეგრე მეორე ლელო აფრიკელების პრიმიტიული შეცდომის საფუძველზე დავდეთ. პროგრესი არის და ეს გუნდი არაგტით არ იქნება ერთი და იგივე საფეხურზე. გადახედე რა ანგარიშები გვაქვს წაგებული წინა წლებშიდა სად ვართ ახლა
• temo
მიდით ბიჭებო მიაწექით მე თქვენი მჯერა
• გიოგრგი
სულ ამას ვწერ იქნებ ვინმემ მიიღოს ყურად მაისურზე ორიგინალი დროშები გაახატეთ თეეთრი ჯვრებით არ არის ჩენი დროშა შეფერილი ! ჯერ ერტი არ შეილძლება კანონით!
• BESO
კარგი თამაში იყო. თუმცა უკვე დროა ასეთი პრიმიტული შეცდომები არ დავუშვათ, რაც მერე თამაშის წაგებად გვიჯდება. საკმარისი დრო გავიდა ცოდნის მისაღებად ბიჭებო რო თამაში გამოასწოროთ. ერთი და იგივე შეცდომებით, სულ ერთი და იგივე პოზიციაზე იქნებით რეიტინგშიც.
• soxumeli veterani
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
• WTF
უფრო მეტი ფინანსები და დახმარებაა საჭირო როგორც სახელმწიფოს ისე კერძო სექტორის მხრიდან და შედეგებიც არ დააყოვნებს. ამ ბიჭებს დიდი მადლობა, რომ ესეთი ღირსეული სახელით ამკვიდრებენ საქართველოს მთელს მსოფლიოში.
• აქანე-იქანე
წარმატებები ბიჭებს. აფსუს რა დასანანი შეცდომები დაუშვეს, თორემ ვინ იცის იქნებ არც წაგვეგო
• გიორგი.
გული არ გაიტეხოთ, ყოჩაღ ბიჭებო. ქვეშაფსია ფეხბურთელებს არ დაემზგავსოთ. აი რას ნიშნავს გული, მანდომება და ხელმძღვანელობა. იგივე ქართველები არ ვართ ფეხბურთში. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთს, თუ უკეთესად არა, არანაკლებად ვითამაშებთ, მაგრამ რას ვიზამთ, ვუყუროოთ ფეხბურთის უნიათო "მამებს".
• Goorgi
დიდებული თამაში
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან