პირველ ივნისს, საღამოს 21:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ავსტრიაში ამხანაგურ შეხვედრაში მალტას დაუპირისპირდება
პირველ ივნისს, საღამოს 21:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ავსტრიაში ამხანაგურ შეხვედრაში მალტას დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გაიმართება.

მეტოქეთა შერჩევა

ნაკრების თითოეულ შეხვედრას ყველა დიდი მოლოდინით ველოდებით, მაგრამ ერთი ჭეშმარიტება უნდა ითქვას. მაგალითად, რაგბიში გვსურს, რომ ძლიერ მეტოქეს შევხვდეთ, რათა მათთან თამაში ვისწავლოთ და არსებული შეცდომები აღმოვფხვრათ.

რთულია, ისაუბრო, თუ რამდენად ნაყოფიერია: მალტასთან, ლუქსემბურგთან, სენტ-კიტსთან და მსგავს გუნდებთან შეხვედრა.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი დონის გუნდებთან თამაში, მაგრამ იმდენად დავკარგეთ საფეხბურთო პოზიციები, რომ ამ გუნდებთან ვცდით საკუთარ შესაძლებლობებს. წესით, ორივე შეხვედრაში რამდენიმებურთიანი უპირატესობით უნდა მოვიგოთ, მაგრამ რაში წაგვადგება ეს?

თუ პრობლემურ პოზიციებზეა საუბარი, ეს ძლიერ გუნდთან უნდა გამოიცადოს და დავაკვირდეთ იმ ფეხბურთელებს, ვის მიმართაც ინტერესი გვაქვს; თუ არა და, ამ შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთი იდეალური აღმოჩნდეს კონკრეტულ მომენტში, თუმცა მეორე შემთხვევაში ვერაფერი გააკეთოს.

ალბათ, ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად იდეალური იქნებოდა, დაგვენახა ჩვენი შესაძლებლობები, თუნდაც: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, მაკედონიასთან. იმიტომ, რომ ეს გუნდები თავიანთ ჯგუფებში ფავორიტები არიან და გამოჩნდებოდა ყველა ის ხარვეზი, რაზეც სამუშაო გვაქვს.

თუნდაც ბელორუსთან ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა ავიღოთ, რომელიც ფრედ, 2:2 დავასრულეთ. აქ ხომ უფრო გამოჩნდა შეცდომები თანაბარი დანის გუნდთან? ვიდრე ისეთ მეტოქესთან, რომელთანაც უპირობო ფავორიტი ვართ.

რა ძალას წარმოადგენს მალტის ნაკრები?

მალტა ფიფას რეიტინგში 185-ე ადგილზეა, ერთა ლიგაზე კი კოსოვოსთან, აზერბაიჯანთან და ფარერების კუნძულთან არის ჯგუფში. ჯგუფში, დიდი ალბათობით, მესამე ადგილს დაიკავებსს.

გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი 33 წლის ფორვარდი ალფრედ ეფიონგია, რომელიც ადგილობრივი კლუბის, "ბალზან-იუზის" ღირსებას იცავს. ტალანტად 19 წლის მაილს ბირმენი ითვლება, რომელიც "რეინჯერსის" 20-წლამდელთა გუნდშია. სხვა ფეხბურთლები, ძირითადად, ადგილობრივ კლუბებში არიან გადანაწილებულნი.

საქართველოს ნაკრები მალტას რვაჯერ შეხვდა, 5 მოიგო, 2 ფრედ დასრულდა და ერთში დამარცხდა. ბოლოს 2015 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში მეტოქეს კანკავასა და ყაზაიშვილის გოლებით 2:0 ვძლიეთ.

ერთადერთი მარცხი (0:2) 2009 წელს განვიცადეთ. იმ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: დღევანდელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გურამ კაშია, ვლადიმერ დვალიშვილი, ლევან ყენია, გიორგი მერებაშვილი და ა.შ.

ტაქტიკური მონახაზი

ვლადიმირ ვაისი ამ შეხვედრების განმავლობაში, ალბათ, ყველა ფეხბურთელს გამოცდის. დიდი ალბათობით, სლოვაკი სპეციალისტი სტილს არ უღალატებს და ისევ 4-2-3-1 - ტაქტიკური მონახაზით იასპარეზებს.

ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ საქართველოს ნაკრების დებიუტანტ მეკარეს, ზაურ მახარაძეს, რომელიც გამოძახებულ შემადგენლობაში ყველაზე კარგ ფორმაშია.

ამ შეკრებაზე მარჯვენა მცველის პოზიციაზე უკონკურენტოდ იქნება ლევან გეგეჭკორი. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, არ გამოვრიცხოთ, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ ლევან ხარაბაძე. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩინა თავი ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვარჯიშებზე.

რაც შეეხება ცენტრალურ დაცვას, მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში სტაბილურობას მიმართოს ვაისმა და კაშია-კვირკველიას წყვილი დააყენოს. ხოლო ხოჭოლავა შეიძლება მეორე ტაიმში ვიხილოთ.

ნახევარდაცვაში მოსალოდნელია ვაისის ჩვეული ტრიო: გვილია-კანკავა-კვეკვესკირი. კვეკვესკირი, დიდი ალბათობით, ანანიძის საქმეს იტვირთავს და შეტევების მომზადება დაევალება.

ვაისი აგრეთვე კმაყოფილი დარჩა გიორგი ჩაკვეტაძით, რომელიც ბოლოს ამხანაგურ შეხვედრაში გამოსცადა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. ამიტომ შესაძლოა, ჩაკვეტაძე მალტასთან ვერ ვიხილოთ. ძირითადში შეიძლება ვიხილოთ საბა ლობჟანიძე ან ვახტანგ ჭანტურიშვილი.

შეტევაში ზედმეტ ექსპერიმენტებს თავიდანვე მოერიდება და ნიკა კაჭარავას მისცემს მორიგ შანსს საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად. თუმცა თამაშის მეორე ნაწილში ბაჩანა არაბულსაც და ბუდუ ზივზივაძესაც უნდა ველოდოთ.

რას ველოდოთ?

ნაკრების ფეხბურთელების ნახევარზე მეტი ტრავმირებულია, მეორე ნაწილმა ვერ მოახერხა ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.

ფაქტია, რომ ამ მატჩში ვაისი უფრო იმ ფეხბურთელებს აღმოაჩენს, ვინც შეიძლება მომავალში სათადარიგოდან დაეხმაროს.

ამიტომ იმ ბიჭებისთვის, რომლებსაც ნაკრებში შანსი დღეს მიეცათ, ეს გუნდში დამკვიდრების საშუალება იქნება, რადგან გამოძახებული სიიდან დიდი ნაწილი ოფიციალური თამაშების დროს განაცხადში ვერ მოხვდება.

ველოდოთ ბევრ გოლს, კარგ თამაშს, რეიტინგში წინსვლასა და ნაკრების დამაიმედებელ მომავალს.

ჰაჰა
ვასო საქართველოს ნაკრებში ფსიქოლოგიური პრობლემების გარდა სხვა რამეს ვერ ხედავ?
N
სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ნათქვამია. რა იცით, რას აკეთებს ვაისი?! იქნებ ყველაზე დიდი პრობლემა მან გუნდის ფსიქოლოგიურ მომზადებაში დაინახა და უნდა, რომ, შედარებით სუსტი გუნდების დამარცხებით, გამარჯვებულის ფსიქოლოგია განამტკიცოს გუნდში?! ვნახოთ. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან!
vaso
აქ კიკას ვეთანხმები. და ერთი მალტასთან სულ მთლიანად ახალწვეულებს დავაყენებდი, შეიძლება 2-3 კაცი დამეტოვებინა, მაგალითად კაშია და გვილია. ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე, ვაჩჰიბერაძე და ბედიძე ერთად იქნება საინტერესო და გამოჩნდება, ვის რა შეუძლია. ასევე დაცვასაც ახალს დავაყენებდი., ცენტრში დვალი ხოჭოლავა, კრაები გეგეჭკორი და ის მეორე ახალი, წინ ვინც გინდა და ესაა , მინიმუმ 2-3 ძირითადის კაცი მაინც გამოვლინდება მეკარის გარდა. ეს უკვე წარმატებაა. აბა სხვას მალტასთან რას უნდა ელოდო არ ვიცი. თუ ისევ ძველი გვარდია დააყენა, მაშინ რა აზრი ჰქონდა მალტასთან თამაშს. მხოლოდ იმ შემთხვევაშიაქ მასთან თამაშს გამარტლება, თუ შემადგენლობა იქნება უკიდურესად ექსპერიმენტალური, სხვა შემთხვევაში არაა
giga
Goga, შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გაიმართება. სტატია არ წაგიკითხავს? პარდონ!! არ ვიცოდი.
მერაბი
ამ სპარინგებს ერთადერთი გამართლება ექნება, თუ რამდენიმებურთიანი სხვაობით მოვიგებთ!
Goga
რომელი არხი გადმოცემს ვერსად ვერ ვნახე პროგრამაში, იცით ვინმემ?
არა
ლუქსემბურგს რომ იწუნებ სხვათაშორის უნგრეთსაც მოუგო და თუ არ ვცდები 83 პოზიციაზეა ფიფას რეიტინგში))
დათო
ნაკრები მოგებას უნდა მიეჩვიოს!!! არა შეცდომა მალტასთან სპარინგი
ტოშინოჩინი
კარგი სტატიაა, მე პირადად კვეკვესკირს არათუ ძირითადს არამედ განაცხადს არ გავაკარებდი
gode
კოსოვომ ალბანეთს 3-0 მოუგო
kaxa
კოსოვო D დივიზიონში ჩვენთან და მაკედონიასთან ერთად არის მთავარი ფავორიტი.მალტას და ფარერებს არც უნდა შეადარო!
kika
მე როცა ვთქვი ეს ამხანაგური მატჩები ამ მაჩანჩალა გუნდებთან არაფის მთქმელიაო დამესივნენ და მითხრეს არასწორად აზროვნებო. ჩვენ უნდა შეგვერჩია სასპარინგოდ უნგრეთის,ბულგარეთის,ისრაელის,ალბანეთის დონის გუნდები და გავიგებდით რა ძალის ნაკრები ვართ. აქ გამოჩნდებოდა სად გვაქვს მინუსები! მალტა თავის ჯგუფშიც კი განწირული ბოლო ადგილისთვის. კოსოვო მალტას ცალი ფეხით მოუგებს!
zurab
კოლმეურნეთა შეხვედრა!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ინგლისმა იტალიას მოუგო და ევრო 2024-ზე გავიდა - სპალეტის გუნდი ჯგუფში ჩარჩება?
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
მალტის ნაკრების მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამის სახურავს თავი აარტყა და...
იტალიამ მალტა გაანადგურა და 17 ოქტომბერს ინგლისს შეხვდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
7:1 - "ჯვაროსნების" მეტოქემ მალტა გაანადგურა
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ