ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან დამარცხდნენ

"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან დამარცხდნენ

"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან დამარცხდნენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩი, ბეზიეში საფრანგეთთან 12:24 წააგეს.

თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მე-3 წუთზე საჯარიმოთი 3:0 დაწინაურდნენ, თუმცა მე-13 წუთზე თორნიკე ჯალოღონიამ შეტევა ლელოთი დააგვირგვინა, გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 3:7 გახდა.

შემდეგ ფრანგებმა ლელო გაიტანეს, გარდასახვაც გამოიყენეს და ისევ წინ გაიჭრნენ 10:7. მერე მსაჯმა სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა და ტაიმის დასასრულს ფრანგებმა ლელოც დადეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმი 10 ქულით წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფრანგების უპირატესობა კიდევ უფრო თვალნათელი შეიქნა, ანგარიში 17 ქულამდე გაზარდეს, შემდეგ გაწვიმდა, თამაში "აიჭრა" და ჩვენმა გუნდმა მომავალი შეხვედრებისათვის ძალების დაზოგვის მიზნით რამოდენიმე წამყვანი მოთამაშე შეცვალა.

69-ე წუთზე ოთარ ძაგნიძემ ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და მატჩი 24:12 დასრულდა.

მოკლედ, ჩვენს 20-წლამდელებს ძლიერ მოწინააღმდეგესთან ურიგოდ არ უთამაშიათ, ორი ლელო გაიტანეს, სამი მიიღეს და მასპინძლებს მოგების ბონუსი არ ააღებინეს.

• სოსო

შარშანაც მერაბ,შარშანაც.

• MERABI

შეცდომებიც იყო, შეიძლება ბევრიც, არ უნდა მოვდუნდეთ გულშემატკივრები, უნდა მეტი მოვითხოვოთ, მეტს უნდა ველოდეთ და ასე შემდეგ, კითხვაზე შედეგი კარგი იყო თუ ცუდი? პასუხი არის მარტივი წაგება ყოველთვის ცუდია, მაგრამ მთავარი რაც ამ ბოლო პერიოდში ახალგაზრდულ ნაკრებში ხდება და რასაც გთხოვთ ყველამ მიაქციეთ ყურადღება, ჩვენი ბიჭები უკვე თითქმის, თითქმის ტოლ-სწორად ეთამაშებიან გრანდებს, სამხრეთ აფრიკას, საფრანგეთს, არგენტინას, ირლანდიას, და უკვე სინანულის გრძნობა გვაქვს, რომ ვერ მოვუგეთ სამხრეთ აფრიკას, ბონუსი ვერ ავიღეთ საფრანგეთთან და ასე შემდეგ. ეს ის საფრანგეთია 2 -3 წლის წინ "სუხოის" რომ გვიგებდა ევროპის ფინალებში, ხოდა ეიფორიის გარეშე, მაგრამ ცოტა ქე გავიხაროთ ამ ამბით:)))

• სოსო

ფრანგებმა ჩვენი მთავარი კოზირები,შერკინება და მოლი გაგვიჭრეს,მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ქება დიდება მათ ამისათვის.არა და ფრანგებს ძალიან სჭირდებოდათ ბონუს ქულა,თუმცა ვერ აიღეს.ჩემთვის ყველაზე ცუდი მოულოდნელობა შერკინებაში დაჩაგვრა გახდა.შარშანაც ვერ იყო ჩვენი შერკინება მთლად დომონანტური,აქ კი ფრანგებმა სულაც გვაჯობეს.გასაგებია რომ აქცენტი უფრო მობილურ შერკინების ბიჭებზეა აღებული,მაგრამ მაინც საწყენია.მეორე დიდი პრობლემა,ალბათ ბურთის ფლობაა.ასე უბურთოდ მთელი თამაში,თან მეტოქის ასეთ სისწრაფეებზე თამაშისას,შეუძლებელია შეცდომა არ დაუშვა და ვუშვებდით კიდეც,თუმცა აქ მეტოქის კარგი თამაშიც არ უნდა დავივიწყოთ.აფრიკამ ირლანდიას მოუგო,თუმცა ირლანდიას უკეთესი ბურთების სხვაობა აქვს და ჩვენებს გამარჯვება სჭირდებათ.ჩვენები ბოლომდე დაიხარჯებიან თუ მომდევნო თამაშებისათვის შეინახავენ თავს,მწვრთნელთა საბჭო გადაწყვეტს და ალბათ თამაშის მიმდინარეობასაც შეხედავენ.არ ვიცი რა როგორ იქნება,მაგრამ ერთი ცხადია,ეს ნაკრები კიდევ უკეთესია,ვიდრე შარშანდელი და თუ ასე გავაგრძელეთ ზრდა,ძალიან მალე ბობოლების კოჰორტას შევუერთდებით,ასაკობრივებში მაინც.კიდევ უფრო სასიხარულო ის არის,რომ ამ ბიჭების ლომის წილი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და ჩემპიონატსაც აშკარად შეეტყო უკეთესობა,გუნდებს უკვე აქვთ სტილური განსხვავებები და თამაშებიც უკვე საყურებლად ძალიან სასიამოვნო გახდა,სისწრაფეებზე და კლასზე ხომ სალაპარაკოც აღარაფერია,ძალიან სწრაფად იზრდება.ლევანის მოსაზრების საწინააღმდეგოდ ვიტყვი,რომ ნაკრების მწვრთნელები თვითონაც საკმაოდ ახალგაზრდები არიან და ყოველ ჩემპიონატზე იზრდებიან,ისინი ხუთი თითივით იცნობენ ყოველ ახალგაზრდა მოთამაშეს,მათ მოდევნო თაობის ბიჭებს,მათ ეხმარება მწვრთნელთა შტაბი და კოორდინაციას ამ ყველაფერს რამდენადაც ვიცი,მილტონ ჰეიგი უწევს.ასე რომ საშიში აქ არაფერია და ძალიან მალე, ამ მწვრთნელების სახით, გვეყოლება ძალიან მაღალი კლასის ეროვნული კადრები,თუ უკვე არ არიან.

• გაგი

რას ამბობ? ძლიერი კი არა, ძალიან ძლიერი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელეს. ერთადერთი შერკინებაში, ჩემდა გასაოცრად მაგრად დავიჩაგრეთ, დანარჩენში მშვენივრად ვითამაშეთ, შესაძლებლობების ფარგლებში. პროგრესი აშკარაა და ამის დაუნახავობა რას მივაწერო არ ვიცი. შტაბი შესაცვლელი კი არა, წასახალისებელია. მადლობა ბიჭებს

• ლევანი

ახალგაზრდული ნაკრებისთვის სასწრაფოდაა მოსაყვანი უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელები, ქართველი მწვრთნელები კი იყვნენ თანაშემწეებად, რომ სამომავლოდ იმათმაც აიმაღლონ კვალიფიკაცია.

• GIO

თამაშს თუ უყურე მაგას არ დაწერდი რომ "ძლიერ მოწინააღმდეგესთან კარგად ითამაშეს"! არც საფრანგეთი იყო დღეს ძლიერი და ვერც საქართველომ ითამაშა კარგად, ახალი არაფერი აიღე და მიაწექი, სამწვრთნელო შტაბი შესაცვლელი იყო, ამათმა თავიანთი შესაძლებლობები 2წლის წინ ამოწურეს!!

• გიორგი

დღეს შედარებით გადახალისებული შემადგენლობიტ ვიყავით. დასაწყისი 20 წუთი და ბოლო 15 წუთი მაგარი იყო. ცოტა შერკინებამ შემაშინა პრაქტიკულად დაგვჩაგრეს ფრანგებმა. მიუცედავაფ ამისა ყოჩაღ. ორივე ლელო მაგარი იყო

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს