lequipe: საქართველოსთან სარგებელი ვერ ვნახეთ - ფრანგები "უმცროს ბორჯღალოსნებს" აღიარებენ და ბონუსს მისტირიან
ფრანგულმა "ეკიპმა" სტატია მიუძღვნა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან მათი გუნდის თამაშს. ისინი "უმცროსი ბორჯღალოსნების" ფიზიკურ სიძლიერეს აღიარებენ და დაგეგმილი ბონუსის გარეშე დარჩენას მისტირიან.

საქართველოსთან მატჩში სარგებელი ვერ ვნახეთ - განახლებული გუნდით ფრანგები ქართველებთან დომინირებდნენ

სწრაფი, რიტმიანი თამაში - ეს იყო დევიზი საქართველოსთან შეხვედრის წინ. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ დასვენებული 12 მორაგბის გამოყვანა გადაწყვიტა. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ფიზიკურად ძლიერ მეტოქესთან ხაფანგში არ მოვხვედრილიყავით, რაც ირლანდიასთან კინაღამ ძვირად დაგვიჯდა (26:24 მოიგეს -რედ).

ისევე როგორც ირლანდიასთან, დებიუტში დავწინაურდით, ამჯერად ახალწვეული ჟილბერტ კარბონელის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი, მაგრამ კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს და ჯალაღონიამ ლელო დაგვიდო, გარდასახვაც გამოიყენეს და მე-12 წუთზე ანგარიში 3:7 გახდა.

ჩვენი სათამაშო დონე გამოსასწორებელია

შემდეგ თამაში რამდენადმე გამოვასწორეთ, უფრო ბალანსირებულად, კონტაქტურად ვუტევდით, ლავაუმ და ვინსენმა ლელოები გაიტანეს, კარბონელი კი გარდასახვებში უნაკლო იყო და ტაიმი 17:7 მოვიგეთ.

55-ე წუთზე ეჩევერის და კარბონელის ძალისხმევით 24:7 დავწინაურდით, მაგრამ ძვირფასი ბონუსი ისევ შორს იყო. იერიშებში წვიმამაც ხელი შეგვიშალა და აქეთ მივიღეთ ლელო.

მოკლედ, ბონუსი დაიკარგა და როგორც ჩვენი გუნდის კაპიტანმა ანტონინ ბერუემ თქვა, სამხრეთ აფრიკასთან უკეთ თამაში გვმართებს და თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ, უნდა გავიმარჯვოთ.

ბერუემ ნამატჩევს განაცხადა, რომ რთული თამაში იყო, ისევე როგორც ირლანდიასთან, ბევრი ბრძოლა მოგვიწია, თუმცა ამჯერად მოედანზე მეტი თავისუფლება გვქონდა და დაცვაში უკეთ თამაშის ხარჯზე მოვიგეთ.

ფრანგების მეორე მორაგბემ გიიომ მარშანმა აღნიშნა, რომ ფიზიკურად ძალიან გაუჭირდათ აგრესიულ მეტოქესთან ბრძოლა.

qar
ვეცდებით პოზიტიური დავინახოთ, მაგრამ ღირსეულად ვიბრძოლეთ და წავაგეთ, მოწინააღმდეგეს ბონუსი ავართვით და ა.შ. არაა სწორი კომენტარი, მარცხი მარცხია და კაცურად უნდა მივიღოთ. რაც შეეხება თამაშს ვიტყვი, რომ შერკინებაში წავაგეთ, აუტებშიც გაგვიჭირდა, ფანტაზიამ მხოლოდ რამდენჯერმე გამოანათა და შედეგაც დავმარცხდით 12ქლიანი სხვაობით. მეტი მუშაობა, მეტი ფიქრი ჭირდებათ ბიჭებს და შედეგებიც მოვა, მთავარია საკუთარი თავის იწამონ. ორივე თამაშის მოგება შეეძლოთ რაც უკვე ძალიან მაგარია.
fani
კარგად წაგების ფსიქოლოგიას ნუ დანერგავთ რაგბიში თორე დაემსგავსება ესეც ქართულ ფეხბურთს!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
20 წ. | გახურებას საფრანგეთთან "ავჭალაზე" ვიწყებთ
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან 22:27 დამარცხდნენ
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიო გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ფრანგი თანატოლები მშრალი ანგარიშით დაამარცხეს
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
ფრანგები "უმცროს ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ჩამოვიდნენ