საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა ლუქსემბურგთან სტუმრად ჩაატარა
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა ლუქსემბურგთან სტუმრად ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის ექსპერიმენტებმა ამ შემთხვევაში არასასურველი სახე მიიღო, რამაც საბოლოოდ ეს შედეგი მოიტანა.

გიორგი მაკარიძე 6.5 - გოლის მომენტში, მაკარიძის გარდა, ალბათ, ყველა იყო დამნაშავე, მარჯვენა ფლანგიდან დაწყებული, ცენტრალური მცველებით დასრულებული, ხოლო უშუალოდ მაკარიძის ბრალი არ ყოფილა. გიორგი რამდენიმე მომენტში კარგად გაისარჯა, არ შეუშინდა ბურთზე წასვლას, იმის მიუხედავად, რომ ორ მომენტში კინაღამ ტრავმით დაასრულა.

P.S ზაურ მახარაძის არყოფნა განპირობებული იყო იმით, რომ მას არ ჰქონდა ამ შეხვედრებში თამაშის უფლება.

ჯაბა ჯიღაური 5.5 - რატომ ამხელა შეფასება? ყველაზე ნაკლებად არის ჯაბა ჯიღაურის ბრალი, რომ მან მარჯვენა მცველად ვერ ითამაშა. ძნელია, მოსთხოვო შემტევს მცველობა, ვაისის ამ ექსპერიმენტმა კი კოლაფსი განიცადა, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ, რომელიც თითქმის ყველა შეტევას ამ ფლანგზე იწყებდა და საბოლოოდ გოლითაც დაასრულა. სხვა შემთხვევაში პირველი ტაიმის განმავლობაში ჯიღაური შეტევებში ერთვებოდა და ამწვავებდა თამაშს.

გურამ კაშია 5.5 - ნაკრების მცველი ისეთი კარგი არ ყოფილა, როგორც წინა შეხვედრაში და მისი როლი გაცილებით განსხვავებული იყო. გოლის მომენტშიც დაიგვიანა მოქმედება და ბოლომდე სტაბილურიც არ ყოფილა.

დავით ხოჭოლავა 5.0 - რთულია, ფეხბურთელს დააბრალო, რომ სხვა პოზიციაზე კარგად ვერ ითამაშა. როცა ხოჭოლავა ცენტრალური მცველი იყო, რამდენჯერმე განმუხტა სიტუაცია და საკმაოდ "უხეში" იყო მეტოქეთა შემტევებთან თამაშის დროს, ხოლო პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საყრდენ ზონაში თამაში არ არის მისი საქმე.

გიორგი ნავალოვსკი 6.0 - დღეს მარცხენა ფლანგზე ექსპერიმენტი არ გვინახავს და დააყენა ის ფეხბურთელი, რომელიც დიდი ალბათობით, ერთა ლიგაზე ყაზახეთთან ამ პოზიციაზე დაიწყებს. ნავალოვსკის ცუდი მატჩი არ ჩაუტარებია. ის, რომ მისი ფლანგიდან შეტევები ვერ იქმნებოდა, ეს უფრო მისი პარტნიორის დამსახურება იყო, რომელიც თამაშს ვერ ამწვავებდა.

ჯაბა კანკავა 6.0 - ნაკრების კაპიტანი თავის საქმეს ასრულებდა, ნახევარდაცვაში კეტავდა ზონებს და მეტოქის შემტევებსაც არ აძლევდა იდეების განხორციელების საშუალებას. თუმცა მაინც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას რაღაცა აკლდა და რიგ შემთხვევებში უფრო მეტად აგრესიულობა სჭირდებოდა.

გიორგი აბურჯანია 5.0 - აბურჯანიას სასწრაფოდ კლუბის გამოცვლა და სათამაშო დრო სჭირდება, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია. რთულია, შეადარო ეს იმ ფეხბურთელს, რომელსაც მისი სახით ადრე ვიცნობდით და მოედანზე ვხედავდით. ფაქტია, ის ამ პოზიციაზე ფორმაში მყოფ ვერც გვილიას და ვერც კვეკვესკირს ვერ გაუწევს კონკურენციას.

ვახტანგ ჭანტურიშვილი 4.0 - უნდა ითქვას, ამ ორი შეხვედრიდან გამოჩნდა, რომ ჭანტურიშვილი ამ ეტაპზე ნაკრებში სათამაშოდ მზად არ არის. მისი ფლანგი ორივე მატჩში "მკვდარი" იყო და ის მოედანზე თითქმის არ ჩანდა. გოლის მომენტშიც გარკვეული წვლილი მიუძღვის. როდესაც მასპინძლებმა საჯარიმოში ბურთი ჩააწოდეს, მან მეტოქესთან ორთაბრძოლა წააგო, რასაც გოლი მოჰყვა. საკითხავია ისიც, თუ რატომ დაეთმო ამდენი დრო - სრული 180 წუთი ორ შეხვედრაში?

გიორგი ხარაიშვილი 5.0 - არც ხარაიშვილი არ არის ნაკრებისთვის მზად. ეს შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, რომ ახალ კლუბში განვითარებას ახლა იწყებს და მომავალი გვაჩვენებს, თუ რა სიმაღლეს მიაღწევს. სხვა შემთხვევაში, მოედანზე მისი მოქმედებები არც ისე ეფექტური იყო.

გიორგი ბერიძე 4.0 - ამ ორ შეხვედრაში ვერც ბერიძემ მოწყვიტა ციდან ვარსკვლავები, მას მეტი მუშაობა მართებს საკუთარ თავთან. ამ ეტაპზე არც მისი თამაში არ არის სანაკრებო დონის. "გენტში" დაბრუნებული თუ მოიპოვებს სათამაშო დროს და მოუმატებს, მისთვის ნაკრებში კარები ღია იქნება.

ნიკა კაჭარავა 6.0 - ვერც იმას იტყვი, რომ კაჭარავას მეტი მართებდა. უკანა ხაზი ნაკლებად ამარაგებდა მას პასებით, რის გამოც ნიკას უკან დახევა უწევდა, ბურთზე ბრძოლა და შეტევების თვითონ წამოწყება. იყო მომენტები, როცა ეფექტური ფინტებიც შემოგვთავაზა, თუმცა იყო შემთხვევებიც, რომ პასის გაცემა მართებდა.

ცვლილებები

საბა ლობჟანიძე 5.0 - ნაკრებში ეს ის საბა არ იყო, რომელიც "რანდერსში" ფრინავს. ამ ეტაპზე, ალბათ, ვერც საბამ ვერ დააკმაყოფილა ვაისისა და გულშემატკივრის მოთხოვნები. ფაქტია, მისგან მეტი მოლოდინები გვქონდა. სამწუხაროდ, არც ძირითადში და არც შეცვლაზე დასამახსოვრებელი მომენტების შექმნა ვერ შეძლო.

ლაშა დვალი 5.0 - დვალმა თავის პოზიციაზე ითამაშა, თუმცა იმ მომენტში ჩაერთო, როცა ნაკრებს ყველაზე მეტად გაუჭირდა და გოლი გაუშვა. გოლის მომენტში დაგვიანებული იყო მისი მოქმედებები და არც აღარაფრის შეცვლა შეეძლო.

ოთარ კიტეიშვილი 6.0 - ოთარი შეხვედრაში გვიან ჩაერთო. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ვაისმა ნახა მისი შესაძლებლობები და სურდა, სხვა ფეხბურთელებიც გამოეცადა. კიტეიშვილმა რამდენჯერმე სცადა შეტევების გამწვავება, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ბუდუ ზივზივაძე 4.0 - ბუდუ იმ მომენტში შემოვიდა მოედანზე, როცა ნაკრებს რაღაცა სახის გარდატეხა სჭირდებოდა, თუმცა მან ეს არათუ ვერ შეძლო, არამედ ის საერთოდ არ ჩანდა რიგ მომენტებში.

ლაშა შერგელაშვილი - მან ბოლო 10 წუთი ითამაშა და რთულია, მისი თამაში შეაფასო, რადგან არც განსაკუთრებული მომენტები ჰქონია და არც დრო ამისათვის.

ლევან გეგეჭკორი - იმის მიუხედავად, რომ "რუსთავის" მცველმა წინა შეხვედრაში ვერ ითამაშა, ლუქსემბურგთან დაპირისპირებაში მისი მატჩში ჩართვა, საჭიროებიდან გამომდინარე, დაგვიანებული გამოდგა.

ვლადიმირ ვაისი 5.0 - დღევანდელ ლუქსემბურგთან ნაკრების მეორე გუნდით წაგება კატასტროფა არ არის, მაგრამ შეიძლება ასე არ მომხდარიყო, სლოვაკს უფრო ეფექტურად რომ ემოქმედა. პირველ რიგში, პირველი ტაიმის შემდეგ სასწრაფოდ იყო დაცვიდან მოსახსნელი ჯაბა ჯიღაური, თუმცა მან ეს არ გააკეთა და საბოლოოდ ამ ფლანგიდან გოლი მივიღეთ.

დავით ხოჭოლავას საყრდენ ზონაში ასვლას თავიდანვე დაეტყო, შეცდომა რომ იყო. ჯობდა, გურამ კაშიას ეთამაშა - მას ამ პოზიციაზე გარკვეული სახის გამოცდილება აქვს.

ჭანტურიშვილისთვის ორი 90 წუთი ნამდვილად ზედმეტია, როცა არცერთ შეხვედრაში ერთი ტაიმიც კი არ ჩაუტარებია კარგად, მეორე ტაიმში მისი მოედანზე დარჩენის სურვილი რომ გაგჩენოდა.

ასევე, კაჭარავას ჩანაცვლება არ ჩანდა მართებული გადაწყვეტილება, რომელიც არცთუ კარგ, მაგრამ გარკვეული სახის მომენტებს ქმნიდა. ხოლო მარცხენა ფლანგზე რეალურად მხოლოდ ერთ მცველს მიეცა შანსი - გიორგი ნავალოვსკის, რომლის შესაძლებლობებიც აქამდეც ვიცოდით. შეიძლებოდა ამ პოზიციაზე ლაშა შერგელაშვილის ან გიორგი ხარაბაძის დატვირთვა.

მენტორი
დაცვაში ათამაშა შემტევი ნახევარმცველი და რა ექნა?! ყველა გიჟი რა ჩვენ ჩამოგვყავს მწვრთნელად!
Gura
უჩა ლობჟანიძე ყოველთვის უნდა იყოს განაცხადში (კაკაბაძეს რამე რომ დაემართოს).
კ ო მ ბ ლ ე
რა გჭირთ ხალხო? ეს ხომ ამხანაგური თამაში იყო და რის ამხანაგები ხართ, თუ ვერ გავუგეთ ერთმანეთს. ბურთი კი მრგვალია. კვადრატნი რომ ყოფილიყო, უეჭველი მოვიგებდით.
vafShee
თანდათან ვრწმუნდები, რომ ფედერაცია იძახებს სასტავს. იძულებული იყვნენ ახალი ხალხი მოეყვანათ და ვინც არ უნდათ ჩაჯდნენ სასტავში სხვა პოზიციაზე ათამაშებენ რადგან არ წარმოჩინდნენ. საბას რა უნდოდა მარჯვნივ, ტან პირველად თამაშობდა. ცენტრში კიდე ხო. ვინ არჩევს მასე პოზიციას? ვაჩიას უთამაშებლობას რატომ არ ახსენებ ავტორ? მახარას თამაშის უფლება თუ არ ქონდა მე გამოვეძახებინე. სხირტლაძე არ ჯობდა ბუდუს? ავთო კიდე ჯიღაურს? ფუ, რავა წავედი ოცნებებში. ყველა გაგებიტ?
ედუარდ ზარანდია
მე ვერ გავიგე ეს ექსპერიმენტი რას ემსახურება ......ბუდუ თუ გამოცადე მაშინ კაპანაძეც გამოგეცადა...ან ქიმაძე ან ტაბატაძე....და კიდევ მრავალი...მარტო დინამო და ფიფია გეყოფათ ნაცარი...ყველამ ვიცით რომ ეროვნული ლიგა დაბალი დონეა და არავინ ამ ეტაპზე არ არის მზად...მაგრამ ფიფიას ბიჭები ხო უნდა გამოჩნდეს....ეს არის მიკერძოებული მიდგომა და ამიტომ არ დებს ფეხბურთის განვითარების საქმეში ფულს
ბართა
ნახირი
Dave
საბა ლობჟანიძე არის მარცხენა შემტევი, სამწუხაროდ ორივე თამაში მოუწია მარჯვნიდან, რაც მისი ამპლუა არაა და ამიტომაც ვერ წარმოაჩინა თავი კარგად, თუმცა ვაისისასც გასაგებია მანდ რომ მოსინჯა, რადგან მარცხენა ფრთაზე ფორმაში ყოფნის შემთხევაში ყაზაიშვილი და ოქრიაშვილს მიენიჭება უპირატესობა.
status quo
ამათ 2 ქულაზე მეტი არავის უნდა დაუწერო,ეს უსისხლოები..
zaza
არ იყო გუნდი შეთამაშებული და ექსპერიმენტები ჩაატარა ვაისმა, იმედია დაინახა ვაისმა ვის უნდა დაეყრდნოს შესარჩევ ეტაპზე, ვინც ამინდს ქმნის შეტევაში ისინი ფაქტიურად მოედანზე არ იყვნენ! ნაკრების წინა ხაზი: ჯანო, ოქრი, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი ამათ გარეშე გამოჩნდა რომ იმპროვიზაცია და სათამაშო კლასი აკლდა შეტევას! ერთი კაი ცენტრფორვარდი გვინდააა!!!!!!!!!!
ალეკო
ეს ორი შეხვედრა საშინლად ითამაშეს, წინა თამაშში მარტო გვილია მომეწონა პირველ ტაიმში
araaa
აღარაა ფეხბურთი არა შეგვეშვით
megre
რაიყო პორტალ მაგ ნახირზე კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება რომ ბლოკავ??
Ucha
Chem azrit chanturishvili-beridze,saertod ar unda gamoedzaxa.magat nacvlad,sxirtladze,beglarishvilis vnaxavdi.kai pormashi arian orive,da zivzivadzec am etapze zedmeri iyo.
Kakha
ეს გალაქტიონია თუ ვაჟა ფშაველა აშკარად ვერ ერკვევა ფეხბურთში და ნუ გააკეთებს არაკომპეტემტური კაცი შეფასებებს ესე პორტალს და მკითხველს დაკარგავთ . რა დონეც ჟურნსლისტიკაა ის დონეა ფეხბურათიც
jorkaifi
გალაქტიონ ყველაფერში ასე თუ ისე გეთანხმები , ჟურნალისტი ხარ და ძაან რადიკალურიც ვერ იქნები , მაგრამ ვაისისთვის 5.0 შეფასება ბევრი არ არის ?? ობიექტური იქნებოდა 3.5 მაქსიმუმ 4.0
სოსო
ვფიქრობ ერთი მატჩისათვის ამდენი ექსპერიმენტი ნამეტანი აღმოჩნდა.ნაკრების ბირთვმა შეიძლება ორი,გაჭირვებით სამი ახალი კაცი აიტანოს,მაგრამ ერთმანეთთან პრაქტიკულად უთამაშებელი ამდენი ხალხი თამაშს რომ ვერ დაალაგებდა,ეს სავარაუდოდ ძნელი არ იყო.თანაც რამდენიმე კაცს კიდევ სხვა,უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაში.გასაგებია, რომ ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული,მაგრამ ამ პირობებში,.ფეხბურთელების ობიექტურად შეფასება საკმაოდ გაუძნელდება ვაისს.სექტემბრამდე კიდევ ერთი თამაში მაინც, აუცილებელი მეჩვენება ნაკრებისათვის,ნებისმიერ მეტოქესთან,ოღონდ ერთად ნათამაშევი დრო დაუგროვდეთ ბიჭებს.
პაატა
ახლებიდან მხოლოდ კიტეიშვილი და გეგეჭკორზე კიდევ შეიძლება ფიქრი..სხვებს ვეთანხმები ავტორს მოსამატებელი აქვთ.ლობჟანიძეს რა მოუვიდა არ მესმის ვერ დარბოდა კაცი.ბატივით დაბნეული ჩანდა.კაჭარავას სეცვლაც შეცდომა იყო და საერთოდ ამდენი ექსპერიმენტი რა ამბავია..ვაისიც უბერავს თავისებურად.
avto
აბურჯანიას და ხარაიშვილის შეფასებაში არ გეთანხმებით კარგი მატჩი ქონდა ერთსაც და მეორესაც საუკეთესოები მინდორზე ისინი იყვნენ სხვები არ ვარგოდნენ კაპიკად
giga
მემგონი ჯიღაური ახალ დვალიშვილად გვევლინება. მესმის რომ არაბიძე შახტარის 21 წლამდელებშია და ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი მაგრამ ჯიღაურთან შედარებით, მეტად ამწვავებს შეტევებს და ბევრად პროდუქტიულია. 15 წუთს აღარ იმსახურებდა?????
megre
შეეშვით მაგ საცოდავებს თავისი გაჭირვება ეყოფათ, უბრალოდ ეგენიც იქ არიან სადაც მთელი ქვეყანა- ფსკერზე!!!
კაკა
ბალები კი არა კიდევ ის დაუწერეთ!
MMM
3% მეთანხმებით რომ არ მიყურებია? :)))))) 100% დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესიც ვქენი. სადაც არ უნდა იყოს, ჯგუფში 1 ადგილზე როდესაც პრეტენზია აქვს გუნდს, ასეთ შეხვედრას არ უნდა აგებდეს. დარწმუნებული ვარ, ბევრი დამეთანხმება
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
შარიანი - ვინ არის რორდიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
შარიანი - ვინ არის როდრიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
სანიოლის კაპიტულაცია
ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით