მათიაშვილი - ტონგა 16:15. საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ივნისის ტესტების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის თასზე ფიჯიში ტონგა 16:15 დაამარცხა.

შეხვედრა მეტოქის შეტევით დაიწყო, ფიფიტასთან ბოჭვაში გიორგი კვესელაძემ ტრავმა მიიღო და ის ლაშა მალაღურაძემ შეცვალა. მწვავე იერიში კი სოსო მათიაშვილმა ჩაშალა, მთელი მოედანი გაირბინა, ლელო დადო, გარდასახვა თავადვე გამოიყენა და 7:0.

შემდეგ დავჯარიმდით და ტაკულუამ საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მათიაშვილმა სამიდან ორი საჯარიმო გამოიყენა, მერე ვიზავიმ ერთი და პირველი ტაიმი 13:3 დასრულდა. თანაც, ეს იმის ფონზე, რომ ბურთს უმეტესად ტონგოელები ფლობდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში განმეორებითი ჯარიმის გამო მსაჯმა მიხეილ გაჩეჩილაძე გააძევა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და ჩვენი კარგი დაცვა მოჰყვა. შემდეგ მათიაშვილმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და ანგარიში გავზარდეთ - 16:3.

მერე ტონგამ ლელო გაიტანა, გარდასახვა გააცუდა და 16:8. ბოლოსკენ ტონგოელებმა იძალეს, კიდევ ერთი ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს და კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" (მსაჯმა ჯაბა ბრეგვაძე გაასინბინა) მეტად დაძაბულ მატჩი მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

16 ივნისს "ბორჯღალოსნები" ფიჯის შეხვდებიან.

ზაზა
ნამდვლად:)
fraternity
ჯალაღონიამ ისეთი ბურთები აიღო ჰაერში ირლანდიასთან, რამდენჯერმე პირი დამრჩა ღია. ჰაერში ხელებაწეულმა, უკან გადახრილმა თითებით ძლივს რომ მიწვდა მაინც შეიმაგრა. ამის ნახევარს მაინც რომ აკეთებდეს ჰაერში ვინმე დიდებიდან, ძალიან წაგვადგებოდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი კომპონენტია და დიდებში სრული კატასტროფა გვაქვს ამ მხრივ.
alexandre
ტონგა იგივეა რაგბში, რაც, დაახლოებით, ურუგვაი და სერბეთი ფეხბურთში, ხოლო პაპუა გვინეა, რაც საქართველო ფეხბურთში.
ლევანი
ბოდიში, მარა ისეთ კომენტარს წერ, რომ გეტყობა რაგბის ბაიბურში არ ხარ! მეგობრული რჩევა იქნება დაწერო იმ სპორტის სახეობაზე რაშიც ოდნავ მაინც ხარ ჩახედული.
დათო
gio - ამდენ წერას, მატივად გეთქვა, რომ ყველაფერი ჰეიგის ბრალია, ამას არ ცდილობ დიდი ხანია?
gio
ბიჭებს მადლობა ყველა ვარიანტში. კი ბატონო მოთამაშეები გვაკლდა, ვინც ჩამოთვალეთ, თუმცა მიქაუტაძემ ითამაშა და სანამ კომენტარს გააკეთებთ ჯობია თამაშს უყუროთ და მერე შეაფასოთ. ან ტემპერატურა მაინც გადაამოწმოთ. ფიჯიზე ეხლა 29 გრადუსია და მთლად ყველაფერს სიცხეს ნუ დავაბრალებთ.
პაატა
მხოლოდ ადაპტაციას ვერ დავაბრალებ ამ სუსტ თამაშს, თბილისშიც იგივე მოხდა ზუსტად. ბოლო ორი თამაში რომ წაგვეგო ნეტა რას დავწერდით?! აშკარაა რომ ჩვენს თამაშში რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს, ბოლო 20 წუთში შერკინებაშიც კი დაგვჩაგრა ტონგამ... დავიჯერო გუნდს მხოლოდ ამხელა წნეხის ქვეშ თამაშში ავარჯიშებს?! მთელი თამაში დაცვაში გავატარეთ, რატომ მეტი არ შეგვიძლია? ჩემი აზრით შეგვიძლია! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
Tonga
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სიცხე რაც იქ იყო და რა თქმა უნდა მგონი გვაკლდა მოთამაშეებიც, შარიქძე, ნარიაშვილი,მიქაუტაძე,კოლელიშვილი
Gio
ყველანი რუსთაველზე, მელიტონა უნდა გადადგეს!
gio
ბევრი წერს რომ თითქმის ყველა თამაშში მეორე ტაიმი გვიჭირს. ამას დაღლილობას ვერ დავაბრალებთ ნამდვილად, იმიტომ, რომ ჩვენი ბიჭები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული, ყოველ შემთხვევაში ისეთი სხვაობა არ არის სხვა გუნდებთან, რომ ასე გადაგვიარონ ხოლმე მეორე ტაიმში და მხოლოდ მოწინააღმდეგის თითქმის ცენტრიდან გაცუდებული ჯარიმების და გარდასახვების ხარჯზე მოვიგოთ. აქ მთავარი პრობლემა მწვრთნელია. აშკარაა რომ არ ყოფნის არც ცოდნა და არც გამოცდილება რომ სწორი დასკვნები გააკეთოს და სწორი მითითებები მიცეს გუნდს შესვენებაზე. რასაც მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები წარმატებით ახერხებენ და შედეგიც ჩანს. ისედაც დიდი ხანია გუნდს არანაირი ტაქტიკა არ გააჩნია. ბიჭების პირადი გამოცდილების ხარჯზე გადადის ყველაფერი. ამიტომ გამოსაცვლელია საწრაფოდ და ის აზრი , რომ ცოტა დრო რჩება მსოფლიომდე არ მიმაჩნია სწორად. ოკეანეთის ტურნეს შემდეგ კიდევ 10 თამაში უწევს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატამდე და კარგი მწვრთნელისთვის საკმარისი იქნება გუნდის მოსამზადებლად
gio
მელიტონას დავალება არ გაიშვა. მწვრთნელის სერიოზული პრობლემა გვაქვს. ბიჭები თავისით თამაშობენ, ყოველგვარი ტაქტიკის გარეშე. გამოსაცვლელია.
გიო
რომელი სიცხის? სუვაში ეხლა არის 29 გრადუსი
ჯავახელი
ლომებო გილოცავთ! მეგობრებო ესესთი შეუთამაშებელი და უდისციპლინო თამაში ჩესმის აზრით აკლიმატიზაციის ბრალი იყო და ბიჭებს ნუ დავაბრალებთ ნურაფერს! შემდეგი თამაში დარწმუნებული ვარ უფრო ნაყოფიერი იქნება თუნდა წაგებისას! მოდით დასკვნები ტურნეს მერე გამოვიტანოთ იმიტომ რომ მერე ჩვენს თავთან არ გვქონდეს საბოდიშო ეს რა ცუდი კომენტარი დამაწერინაო!!!
ანდრი
ცოფიანი მგლებივით გვიტევდნენ, რომ არ წავაგეთ ნამდვილად დადებითი შედეგია.
TanoLife
რატომღაც, ასე დაგვჩემდა: მეორე ტაიმი მთლიანად უნდა ჩავაგდოთ. ეს არ არის პირველი ასეთი ჩავარდნილი მეორე ტაიმი. აშშ-ს ნაკრებს აქ,რომ ვეთამაშეთ (კენესო, შტატი ჯორჯია), ყველას კარგად გვახსოვს რა დაგვემართა მეორე ტაიმის მიწურულს. მე ამერიკელებს არ ვაკნინებ (მე თვითონ ამერიკელი ვარ) მაგრამ, კლასით უფრო მაღალი გუნდი იმ ბოლო წუთებზე მოგვიგებდა. ასევე გამოიხატა ეს ტენდენცია ახალგაზრდულ ნაკრებშიც ირლანდიის წინააღმდეგ. თითქოს ძალა არ გვყოფნის, თუ რას დავაბრალო არ ვიცი. არ მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები ფიზიკურად სუსტია. ეს ვარიანტი გამორიცხულია ( ისინი უბრალოს ორფეხა ლომები არიან, სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით). აი რაც შეეხება კონცეტრაციას, ოო, აი აქ დიდი პრობლები გვაქვს, რაც სასწრაფოდ გამოსასწორებელია. მე არ მინახავს ჯერ საქართველოს ნაკრების ასეთი თამაში უბურთოდ. მე ამაყი ვარ, რომ ტონგა დავაგდეთ ბეჭებზე ზედიზედ მესამედ და ასევე ამაყი ვიქნები, თუ გამოვასწორებთ კოორდინაციის და კონცეტრაციის ელემენტებს. გილოცავთ ყველა ქართველ ვაჯკაცს ამ გამარჯვებას. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ შემდეგ თამაშს.
status quo
ხალხო ქართული ისწავლეთ-- რა მჯერავს და რაა ჯერავს....
ლევანი
მეც ასე ვფიქრობ
გაგი
იმიტომ , რომ თეთრაშვილის და მირცხულავას ადგილი ნაკრებში არაა, განსაკუთრებით პირველის, რამდენჯერ უნდა "გამოცადოს"? ეგეთი დაჩაგრული ქართველი ბურჯი მე არ მინახავს მეტი. სირცხვილია! ვიფუჭებთ სახელს
გაგი
სტად ფრანსი კი არა, ოიონაშია და ოიონა გავარდა, მაგრამ პირველი ნომერი კიდევ უარესია
ამაყი ფანი
საღოლ ტონგას მოუგეთ, პაპუა გვინეას რომ შეხვდებით არ გამომაპაროთ, ეგ ნამდვილი დიდგორი იქნება!
პაატა
მე მაინც ადაპტაციას დავაბრალებდი და ვფიქრობ მეორე თამაში გაცილებით კარგად წაგვივა.კლასის ხარჯზე მაინც გავიმარჯვეთ.ვულოცავ ბიჭებს
Musenbezi
თამაშს ვუყურე და სასიამოვნოა რო გავიმრჯვეთ... მაგრამ აშკარაა ჩვენმა ნაკრებმა ბოლო დროს ძალიან მოუკლო... ლობჟანიძე გამთამაშებლად აშკარად სუსტია, ამ ბიჭს არ აქვს არც კლასი და არც გამოცდილება... ასეთი თამაშით ფიჯიც და იაპონიაც საკმაოდ მწარედ შემოგვილაწუნებენ
irakli81
გილოცავთ გამარჯვებას. რაც შეეხება თამაშს მოლოდინი ვერ გაამართლა. ფიჯისთან და იაპონიასთან ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენი ოცწლამდელები ბევრად უფრო გამართულ და სანახაობრივ რაგბს თამაშობენ. დიდებს რაც შეეხება, მრჩება შთაბეჭდილება რომ ნაკრები ვერ პროგრესირებს.
მსქროლავი ტროლი
ვგონებ, ეს ის შემთხვევაა, როცა გამარჯვებულებსაც ასამართლებენ - გასაგებია, რომ ტონგელები ჩვენზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ ყველა თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი ბიჭების ამდენი არაიძულებითი შეცდომა, მე პირადად, არ მახსენდება, - მაშინაც კი, ინგლისელებმა რომ 12 ლელო დაგვიდეს... რეალურად მივიღეთ მატჩი, რომლის პირველიდან ბოლო წუთამდე რანგით ჩვენზე დაბლა მდგომი გუნდი ცდილობდა რაგბი ეთამაშა და ჩვენ მხოლოდ ხელს ვუშლიდით... ძალიან მინდა, ფიჯისთან ვიხილო ნაკრები, რომელიც ეროვნულ ჰიმნს ისე შეასრულებს, როგორც ეს 20 წლამდელებმა გააკეთეს ირლანდიელ თანატოლებთან....
euhh
ვულოცავ ბიჭებს და თქვენც გილოცავთ გამარჯვებას.უგულოდ თამაშობდნენთქვა ენა როგორ მომიბრუნდება ეგრომ ვთქვა,მაგრამ ამდონის მორაგბეები ბურთს ვერიჭერენ და მთავარი,ე ს პირველი თამაში არაა როდესაც საკმაოდ წინ წასულები უკანასნელ წუთებში ვმარცხდებით..ბარბაროსებთანაც იგივე იყო,ის თამაში ჩვენ არმოგვიგია,იმათმა წააგეს ბოლო ჯარიმის ვერგატანით...იმედია ამას ჩვენზე უკეთ მელიტონა ხედავს და ყველაფერი გამოსწორდება.წარმატებები,ეგ ერთი და სხვა მრავალი....
გგგ
გეთანხმები ნამდვილად. შერკინებაშიც გვაჯობეს ბოლოს. დისციპლინა სასწრაფოდ გამოსასწორებელია. 9 და 10 ნომრები ძალიან ცუდად თამაშობდნენ.მოკლედ ბლომად შეცდომა გვქონდა და საკმაო საფიქრალი გვაქვს
NIGHT
იაპონია ჩვენზე მაღალი დონის რაგბს თამაშობს ანუ მუდმივად ცდილობს შეტევას ბოლომდე იხარჯებიან პლიუს სტაბილურად მაღალი დონის რაგბს აჩვენებს მართალია ჩვენ იაპონიას მოვუგებთ შეიძლება იტალიაც გავისტუმროთ მაგრამ ავიღებთ თუ არა ქულებს იმ წუთში დაცვაში ვდგებით რაგბს ვთამაშობთ საჭიროების მიხედვით საყურებლად ცუდია საკმაოდ მარა შედეგი გვაქ ჯერ ჯერობით. მაგრამ ასეთი რაგბით ჩვენ ვერ მოვუგებთ ბობოლებს მათთან სათამაშოდ რომ გავდივართ პირველ რიგში ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები სხვაობით წავაგოთ რაც ძალიან ცუდია მთელი მეორე ტაიმი 1 ლელოც კი ვერ დაუდეთ ტონგას სამაგიეროდ 2 დაგვიდეს და კიდევ კაი გარდასხვა ვერ გამოიყენეს ბარბაროსებთანაც გაგვიმართლა.20წლამდელებს შეეძლოთ ბონუსით მოგება საკმაოდ დიდი ფორითაც ვუგებდით მაგრამ ისევ და ისევ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და მუდამ ყველაფერში ყველა სპორტშია ასე.
ზურა
ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას. იმედია სიცხის ბრალი იყო ამდენი შეცდომა.
zvio
ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე ზელანდიასაც რო მოუგოთ იქაც რაღაცას მოვძებნით მარა ეს ტურნეა და აქ მთლიანად მწვრთნელის ამბავია და მჯერავს რომ მელიტონას დავალება იყო ყველაფერი თუ ვინმეს არ ჯერავს თქვენ ითამაშეთ ტურნე ერთი ტემპით და ერთი ტაქტიკით.
რამაზ
ტონგას ამ თამაშში თავისი საუკეთესო შემადგენლობა ყავდა. ოკეანეთში თამაში ჰავიდან გამომდინარე, ყველა ჩასული გუნდისთვის რთულია. პროგნოზებში ბუკმეკერები 52/48 უპირატესობას ტონგას ანიჭებდნენ, მით უფრო რომ მსოფლიოზე და მერე შარშანწინ ჩვენთან წაგების მერე ბუნებრივია რომ მაქსიმალურად მოტივირებულები იქნებოდნენ - მატჩის დაწყებამდე კარგად შეეტყოთ ბოლომდე საბრძოლველად განწყობილნი გამოვიდნენ. და ბოლომდე გვებრძოლენ კიდეც. და ჩვენებმაც ბოლომდე ითამაშეს და უმძიმესი თამაში მოვიგეთ. შეცდომები გვქონდა, გაანალიზებენ და შემდგომ თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ. სოსომ დაგლიჯა - დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას, მთელ გუნდს და მწვრთნელებს. ცვლაც გვეზრდება - უკვე შემოდგომის ტესტებზე 20 წლიანებიდანაც შემოგვემატებიან და სულ გამარჯვებებით გვევლოს!
Kutaisski
შერკინებით გამოვირჩეოდით ყოველთვის მაგრამ ის სამი ნომერი მოაშორეთ ნაკრებს სირცხვილია, რადგან სტად დე ფრანსის ღრმა სათადარიგოა არ ნიშნავს რომ მაგარია
status quo
ჯარიმები ბევრი იყო შეცდომების გამო,ბოლოს დაიღალნენ...
ირაკლი
რაც არ უნდა იყოს ვულოცავ ბიჭებს და ყველას გამარჯვებას. სხვა თამაშს მიგვაჩვიეს და გასაგებია აქ გამითქმული აღშფოთებები. მე მაინც მგონია და იმედი მაქვს, რომ აკლიმატიზაციის ბრალია, სხვა ახსნა ამდენ შეცდომას და ბოლოსკენ ასე დაღლას არ ააქვს. მოკლედ თუ ასეა შემდეგ თამაშში გამოჩნდება.
სოსო
გავიმარჯვეთ და რა თქმა უნდა გილოცავთ,მაგრამ ტელეგადაცემის და თამაშის ხარისხი,ერთი ერთმანეთზე უარესი იყო.ბოლო ორი თამაშია წაგებას თვალებში ჩავხედეთ და შერკინებაშიც დავიჩაგრეთ.სათამაშო დისციპლინა კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა.იმედი დავიტოვოთ,რომ ასე ჩვენს ბიჭებს ტენიან ჰავასთან შეგუება გაუჭირდათ და იმიტომ გადაგვიარეს ბოლო წუთებზე,თორემ სხვა შემთხვევაში,სიტუაცია საგანგაშო იქნება.
ალეკო
რა თქმა უნდა ვულოცავ ჩვენებს გამაჯვებას, ერთი ფაქტია დასაფიქრებელი, პირველ ნახევარში ბრძოლით მოპოვებულ ქულებს მეორე ტაიმში ვანიავებთდა რთულ სიტუაციაში ვიგდებთ თავს
b-52
მოგებას ვინ დაუკარგავს ბიჭებს მაგრამ არ იყო ეს კარგი თამაში, თუ საერთოდაც ცუდი არ ეთქმის. განსაკუთრებით ღერძმა მთლიანად ჩააგდო თამაში, ასევე სათადარიგო შერკინებამაც.
მერაბი
რაშიც მაგრები ვიყავით, მხედველობაში შერკინება მაქვს, იმაშიც გვჩაგრავენ. დავაკვირდეთ, ბოლო თამაშებში ბეწვზე გადავრჩით, დღეს ტონგასთან, ადრე - საფრანგეთთან. სანამ თამაში არ დამთავრდება, უნდა იბრძოლო. ვეშვებით, ამიტომაც არის 12 ქულიანი სხვაობა თითქმის ამოქაჩეს ტონგელებმა. ხელით პასსე არაფერს ვამბობ. გუნდი ბუქსაობს. რეალობას შევხედოთ თვალებში.
ზიზუ
მოგება კარგია მაგრამ ვაი ამ მოგებას, ასეთი შეცდომებით თამაში არ შეიძლება ამ თამაშში შერკინება რომ არ გვყოლოდა ძლიერი უბრალოდ გადაგვივლიდნენ
a
წაგებას მოგება სჯობს ყოველთვის მაგრამ ეს თამაში არ იყო, ასეთი ბავშვური შეცდომები მე სხვა გუნდების არ მინახავს ჩვენები რომ უშვებენ და არა მარტო დღეს.ისე 2 წუთიც რომ გაგრძელებულიყო ნაღდად წააგებდნენ.
ლელო
თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, გასაგებია რომ ძალიან ცუდი კლიმატია, მაგრამ ორი პასის გაკეთება ნებისმიერ ამინდში და ტენიანობის პირობებში უნდა შევძლოთ. დაცვა როგორც ყოველთვის კარგი იყო, მარა ბოლოს შერკინებაშიც მაგრად დაგვჩაგრეს. ნუ მოკლედ სამუშაო ბევრია მსოფლიო თასამდე!
გიზოგ
მადლობა ბიჭებს გამარჯვებისთვის, მადლობა ადმინს გამარჯვების ოპერატიულად მოწოდებისთვის.
დდდ
20 წლამდელების და დიდების თამაშები თითქოს ცადა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისაგანეს ბურთის ხელში ვერდაჭერა რა უბედურებაა,სულ ფეხით თამაში და მეტოქის შეცდომაზე დალოდება,ასე შორს ვერ წავალთ,რომელ იტალიაზეა ლაპარაკი..ხელდახელ თამაში თუ არ გამოსწორდა ძალიან ცუდად დავამთავრებთ ამ ტესტებსაც და იტალიასთანაც,თქვენი არვიცი მაგრამ მე ნამდვილად არ მომეწონა ჩვენი ნაკრების თამაში,იმედია გამოასწორებენ და ეს მხოლოდ ადაპტაციის ბრალი იყო.
ანდროიდი
გამარჯვებას გილოცავთ. გაუჭირდათ, მაგრამ მოგება ხუმრობა არ არის
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
მსოფლიოს თასი. C ჯგუფში: არგენტინამ ტონგას საქმე პირველივე ტაიმში მოუთავა
მილტონ ჰეიგი: იტალიის დამარცხებაც შეგვეძლო
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
მერაბ შარიქაძე: ჰაერში თამაში გამოვასწორეთ
"ბორჯღალოსნები" | ტონგა ვაკეში 6 წლის შემდეგ ბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | საღინაძე ბრუნდება, შველიძე დებიუტს ელის
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
საქართველოს ნაკრებმა ტონგას 22:7 მოუგო [VIDEO]
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება