ხვალ, 12 ივნისს, უეფას ევროპა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის წილისყრაა
მალე უეფას ევროპა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვევა.

საქართველოს ღირსებას ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში დაიცავენ: თბილისის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია".

თბილისელები განთესილები იქნებიან, რაც პირველ ეტაპზე რთულ მეტოქესთან შეხვედრას ააცილებს. მათი პოტენციური მეტოქეების სია ასე გამოიყურება:

"სკუპი" (მაკედონია), "კუპსი", "ლვესი", "ლაჰთი" (ყველა ფინეთი), "შამროკ როვერსი", "დერრი სითი" (ირლანდია), "რიგა" (ლატვია), "ნარვა ტრანსი" (ესტონეთი), "შტუმბრასი" (ლიეტუვა), "განძასარი", "ბანანჩი" (სომხეთი), "ბალზანი" (მალტა), "რასინგი", "პროგრესი" (ლუქსემბურგი), "კოლერაინე", "გლენოვანი" (ჩრდილოეთი ირლანდია), "ნომადსი" (უელსი), "რუნავიკი" (ფარერის კუნძულები), "ვადუცი" (ლიხტენშტეინი), "ლევადია" (ესტონეთი), "მილსამი" (მოლდოვა), "სტიარნანი" (ისლანდია), "ფერენცვაროსი" (უნგრეთი), "კლიფტონვილი" (ჩრდილოეთი ირლანდია) "დუნიასკა სტრედა" (სლოვაკეთი), "პოდგორიცა" (მონტენეგრო), "შიროკი" (ბოსნია და ჰერცეგოვინა), "პიუნიკი" (სომხეთი), "პარტიზანი" (ალბანეთი), "პეტროცუბი", "ზარია" (ორივე მოლდოვა), "ტრაკაი" (ლიეტუვა), "ლუფტელარი", "ლაცი" (ორივე ალბანეთი) იბვ (ისლანდია) "უჟპესტი" (უნგრეთი) "ლიეპაია" (ლატვია), "ევროპა" (გიბრალტარი), "ტორშავენი" (ფარერის კუნძულები)

მაგრამ რაზე ფიქრობს დღევანდელი "დინამო"? პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას? ეს არის მიზანი? თუ ევროპა ლიგაზე მოხვედრაზე?

ვფიქრობ, ევროპა ლიგაში მოხვედრაზე უნდა ფიქრობდნენ. თუ სხვა გუნდებს საქართველოში არა აქვთ ამის რესურსი, "დინამო" მათთან შედარებით უკეთესად გამოიყურება.

ჯერჯერობით არც პერსპექტივაში და არც საქმეში არ ჩანს, რომ თბილისელები გაძლიერებას აპირებენ. განა გაძლიერება როგორ უნდა დავარქვათ ესპანეთის მესამე და მეოთხელიგელი ფეხბურთელების სინჯებზე აყვანას?

გაძლიერება იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ კლუბი ახალ ჩისკო მუნიოსს ან მიკელ ალვაროს მოიყვანდა.

რეალურად რომ ავიღოთ, ვინ არის დღევანდელ "დინამოში" ევროპა ლიგის დონის ფეხბურთელი?

პირველ რიგში, თბილისელთა კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც არათუ კლუბში, არამედ ნაკრებშიც დაამტკიცა თავისი სიძლიერე, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კიტეიშვილი მალე ლეგიონერი გახდება და ბოლო პერიოდის კლუბის სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, წასვლაში ხელს არ შეუშლიან.

აკაკი შულაია - საკმაოდ სწრაფი და ნიჭიერი ახალგაზრდაა, ბოლო შეხვედრები ახალგაზრდულ ნაკრებში კარგად ჩაატარა. შეუძლია შეტევების გამწვავება, მომენტების შექმნა და მეტოქეთა მცველებისთვის "თავის ატკივება".

ლევან ხარაბაძე - ახალგაზრდა მცველმა დაამტკიცა, რომ მისი სახით დედაქალაქურ გუნდს კარგი მარცხენა მცველი ეზრდება. მისი თამაში განსაკუთრებით გამოსარჩევია შეტევებში ჩართვის დროს, რითიც გუნდს წინსვლის საშუალებას აძლევს.

ლუკა ლოჩოშვილი - ლუკა ნელ-ნელა ფორმაში შევიდა და ცოტა ხანში კარგ კონდიციებში შეეგებება ევროთასებს. "დინამოში" დაბრუნების შემდეგ მისი თამაშით ნელ-ნელა მოიპოვა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და ამის გამო სათადარიგოდ გადანაცვლება მოუწია წინა სეზონის გამორჩეულ ფეხბურთელს, ლაშა თოთაძეს.

რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, მას ნამდვილად ძალუძს, ისეთივე დონეზე ითამაშოს, როგორიც "სამტრედიაში" იყო და მთავარია, ის პრობლემები, რაც დანიიდან წამოჰყვა, დროულად ჩამოიშოროს.

გუნდის მთავარი იმედი კი ისევ მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავაა, რომელსაც არაფერი არ დაეწუნება. უბრალოდ, მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მის მიერ აღმოჩენილი და გამორჩეული ფეხბურთელები უგზო-უკვლოდ მიჰყავთ და "დინამოს" ხელცარიელს ტოვებენ.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას? სასწრაფოდ მოსაყვანია სამი ლეგიონერი მაინც, რომელიც სხვადასხვა პოზიციას ძირეულად გააძლიერებს. მათ შორის ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს მეკარე. ამავდროულად, შესაძლებელია, კლუბმა გარკვეული შევსება მოახდინოს იმ ქართველი ფეხბურთელებისგან, რომლებიც ახალ კლუბს ეძებენ და გუნდს გამოადგებიან: მათე ვაწაძე, დავით სხირტლაძე, გიორგი ნავალოვსკი, მურთაზ დაუშვილი და ა.შ.

სხვა შემთხვევაში კი "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე თავისით არ მოხვდება და მოგვიწევს კვლავ წლიდან წლამდე ლოდინი, იმის იმედით, რომ რაღაც შეიცვლება. ამ დროს კი აზერბაიჯანული, ყაზახური, მალე სომხური კლუბებიც კი ჩვენზე წინ იქნებიან და ჩვენ კი მხოლოდ მოსაგონარი დაგვრჩება, ერთ დროს თუ როგორი კარგი გუნდი იყო თბილისის "დინამო".

barba
ფაქტია, რომ დინამო არის უვიცებისა და დილეტანტების ხელში. დინამოს "განვითარების პოლიტიკა" და სატრანსფერო ბაზარზე "მუშაობა" უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. პრობლემაა ისაა, რომ დინამო ჩვენია და ამიტომაც ეს ყველაფერი სატირალია და მეტი არაფერი. ეს მარაზმი კი უკვე წლებია გრძელდება. ნეტა, არასდროს დასრულდება?
kaxa
მოშორდეს ფიფია დინამოს....
ალეკო
რამდენი წელია უკვე, რაც დინამოს წინსვლა არა აქვს, გვესმის მარტო ფიფიას დაპირებები, ჩავარდნილი ევროტურნირების შემდეგ
rezi
ფიფიამ რაო?მარტო ფული მინდაო?
haha
მე მგონი ჭორის დონეზე განიგია, ფიფიას უბრალოდ ფული აღარ აქვს. ამიტომაც აქვს გუნდს პრობლემები. ამას ჯობია გაყიდოს. ოღონდ სტადიონი ქალაქს დაუბრუნის, თორე მანდ ახალ კვარტალს წამოჭიმავენ.
ქინქლაძე
მარტო დინამოს კიარა ყველა ევრო თასებზე მონაწილეს ჭირდება გაძლიერება.რაც შეეხება დინამოს ლეგიონერები აუცილებლად ჭირდება თანაც ისეთები რომლებიც კლუბს ნამდვილად გამოადგებიან დინამოს უნდა ჰქონდეს იმის ამბიცია რომ ჯგუფში მოსახვედრად იბრძოლოს.
Fani
Fifias xelshi arafris ar mwams
alexandre
ვაი მე... ეა რა შედეგია - 100%! ანუ მარტო მე მივეცი ხმა, თუ? ათმა მაინც თუ უპასუხა და ყველამ მეორე წრეში გამოვარდებითო? ნუთუ მართლა არაფრის იმედი არ გვაქვს? თუ ასეა, ალბათ პირველივე წრეში დავხურავთ ევროსეზონს. ძალზე სამწუხაროთ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა