გიორგი გაბედავა ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და გორის "დილას" ლეანდრო რიბეიროსთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

საჩხერის "ჩიხურას" 28 წლის შემტევი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ ფაქტს, რომ იმერლები ევროსაგზურისთვის იბრძვიან...

ეროვნული ლიგის ვებგვერდი გიორგი გაბედავას დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

- ჩემპიონატის დაწყებამდე "ჩიხურა" არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. ამის გათვალისწინებით, მოულოდნელია თქვენი ლიდერთა შორის ყოფნა...

- სეზონის დაწყებამდე "ჩიხურადან" ბევრი მოთამაშე წავიდა, გუნდი ახალგაზრდებით შეივსო, თუმცა კვლავ ლიდერთა შორისაა...

პრაქტიკულად, ახალი გუნდი გაკეთდა. ვარაუდობდნენ, რომ ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებდით, მაგრამ როგორც ხედავთ, მოწინავე პოზიციებზე ვართ.

სეზონის წინ კონკრეტული მიზანი არ დაუსახავთ. ახლად შექმნილ გუნდს ძნელია, ევროსაგზურისთვის ბრძოლა მოსთხოვო, მაგრამ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯებით და შედეგიც სახეზეა.

- რვა გოლით რიბეიროსთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი ხარ...

- ეს, პირველ რიგში, ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, თუმცა კიდევ მეტის გატანა შემეძლო, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენე. მთავარი კლუბის წარმატებაა, მაგრამ ბუნებრივია, ნებისმიერ ფეხბურთელს უხარია გოლის გატანა და გამონაკლისი არც მე ვარ.

- "ჩიხურამ" მიმდინარე სეზონში არაერთი რთული მატჩი მოიგო, მაგრამ სტაბილური ფორმის შენარჩუნება გუნდს მაინც უჭირს, თუნდაც ბოლოს თბილისის "ლოკომოტივთან" საშინაო მარცხი...

- ესეც იმ პროცესის ნაწილია, რაზეც ვისაუბრეთ - სოსო ფრუიძეს, პრაქტიკულად, ჩემპიონატის მსვლელობისას მოუწია გუნდის შექმნა. ჯერჯერობით ჩვენი თამაშის ძიებაში ვართ და ამის გათვალისწინებით, არასტაბილურობაც ლოგიკურია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი თამაშია და უფრო შევთამაშდებით.

- 2014 წელს "ჩიხურამ" ევროპის ლიგაზე ორი ეტაპი გაიარა, მათ შორის, გადალახა საკმაოდ ძლიერი თურქული "ბურსასფორის" ბარიერი. წელს რას უნდა ველოდოთ თქვენგან ევროსარბიელზე?

- სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქართული გუნდები ევროტურნირებზე ცუდად ვთამაშობთ. დღევანდელი ფორმაციის "ჩიხურაც" ვერ არის ისეთი ძლიერი, როგორიც "ბურსასფორთან" შეხვედრისას იყო.

უკეთესი იქნებოდა, შესაბამისი ტრანსფერები განხორციელებულიყო და გავძლიერებულიყავით, მაგრამ ამ კონტინგენტითაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბევრი რამ წილისყრაზეც იქნება დამოკიდებული.

- უახლოესი მატჩი "დინამოსთან" გიწევთ. რას ფიქრობ ამ მატჩზე?

- "დინამოსთან" საქართველოში ყველა განსაკუთრებულად თამაშობს. ეს ბუნებრივიცაა - ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და "დინამო არენაზე" თამაში განსაკუთრებულ მოტივაციას აჩენს. ვეცდებით, თავი კარგად წარმოვაჩინოთ.

- რომ არა ტრავმები, როგორ ფიქრობ, სხვანაირად წარიმართებოდა შენი კარიერა?

- პირველ რიგში, ჩემს თავში ვეძებ მიზეზს, სად რა დავაკელი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტრავმებმა ბევრი დრო დამაკარგვინა... ფეხბურთელის საუკეთესო ასაკში, 23-24 წლისას ძალიან ბევრი გამიცდა და ბუნებრივია, ამან შემაფერხა.

არ იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც კარიერის დასაწყისშივე უკრაინაში წავედი. იმ ასაკში სხვა არჩევანი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ და მჯერა, კიდევ მოვუმატებ.

- დაბოლოს, რას ფიქრობ ეროვნულ ლიგაზე?

- ეროვნული ლიგა პროგრესირებს, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და დაფინანსების ახალი სისტემით გუნდებს ის პრობლემები აღარ აქვთ, რაც წლების წინ ჰქონდათ, მაგრამ ყველამ ხომ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს წინსვლა. ბევრი გვაქვს დაკარგული და ამის აღმოფხვრას ახლაღა ვცდილობთ...

meko studia
ბალეტზე მოდიხარ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"საბურთალო" გიორგი გაბედავას აზერბაიჯანულ გუნდში შესაძლო გადასვლას უარყოფს
გაბედავას კონტრაქტი დაუსრულდა და "საბურთალო" დატოვა
გიორგი გაბედავა თბილისის "დინამოში" გადავიდა
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
გაბედავა: გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია
თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა