ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გუნდი ღირსება - ქართველი სპარტანელები, ანუ ჩაიჩოჩეთ გრანდებო

გუნდი ღირსება - ქართველი სპარტანელები, ანუ ჩაიჩოჩეთ გრანდებო

გუნდი ღირსება - ქართველი სპარტანელები ანუ ჩაიჩოჩეთ, გრანდებო [VIDEO]
© ლევან ვერძეული / თი ბი სი

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ისე ასრულებენ საქართველოს ჰიმნს, რომ კაცს ემოციისგან საგულედან გული ამოგივარდება. ეს ძალიან ამაღელვებელია, ამაში სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულია. მათ თამაშს შეუძლებელია გულგრილად უყურო, თუნდაც რაგბის დიდი მოყვარული რომ არ იყო. ეს ისაა, რასაც ხშირ შემთხვევაში სიტყვებით ვერ გადმოსცემ.

ჩვენ მსოფლიო რაგბის ელიტაში ყველა დიდი სიხარულით როდი გველის. ამას წინათ ერთმა უცხოელმა სპეციალისტმა თქვა, მსოფლიოს რეიტინგის პირველი ათეულის და მის მიღმა მყოფ გუნდებს შორის სათამაშო კლასში დიდი უფსკრულიაო.

სხვაობა გრანდებსა და ათეულს მიღმა მყოფებს შორის მართლაც არსებობს, მაგრამ ამ სხვაობას ქართული რაგბი ნელ-ნელა ამცირებს, ამცირებს რუდუნებითი შრომით, მოთმინებით, მიზანსწრაფულად და სულ მალე ამ ათეულშიც შევაბიჯებთ.

უბრალოდ, კონსერვატიულ ძალებს მიზეზთა გამო არ უნდათ, დაირღვეს არსებული სისტემა (ექვსი ერის გათამაშება), მაგრამ ის მაინც დაირღვევა. აუცილებლად დაირღვევა. ეს ოდენ დროის საკითხია და ამისაკენ ქართული რაგბი არა მათემატიკური, არამედ გეომეტრიული პროგრესიით მიიწევს.

ქართული რაგბი სწორი განვითარების გზას ადგას. მორაგბეებს ბავშვთა სკოლებში სულ სხვანაირად ზრდიან. ახლობლების შვილები დადიან რაგბიზე და ვიცი, ყოველი ვარჯიშის წინ ბავშვებს ესაუბრებიან სამშობლოსა და თანაგუნდელების სიყვარულზე, მეტოქის პატივისცემაზე.

მათი აღზრდის მეთოდი რაღაცით სპარტანულია: ფიზიკური და სულიერი წრთობა, რათა სპორტსმენი იყოს ამტანი, ხასიათით მტკიცე და შეეძლოს ყველა სიძნელის გადალახვა.

სწორედ ეს ვიხილეთ ჩვენი გუნდის თამაშში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ირლანდიასთან და იაპონიასთან. ირლანდიელებმა აღიარეს, რომ "ლელოელებმა" (ასე მოიხსენიებენ ქართველ მორაგბეებს) დამსახურებულად გაიმარჯვეს. შარშან თბილისში 24:18 დაგვამარცხეს. იცოდნენ, რომ მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა დონე კიდევ უფრო აიმაღლა, ოსტატურად, შემოქმედებითად და საოცრად დინამიკურად თამაშობენ, ძალისმიერები და ძლიერები არიან.

ვერაფერს იტყვი, მართლაც სასიამოვნოა, როდესაც შენს გუნდს მეტოქე ესოდენ ობიექტურად აფასებს.

იაპონიასთან შეხვედრა თითქმის წაგებული იყო, როდესაც მეორე ტაიმში კაცნაკლულები 12 ქულას აგებდნენ, მაგრამ საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა გუნდმა მოახერხა მისი მოგება. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ უშეცდომოდ თამაში სად გაგებულა და მიაღწია კიდეც გუნდმა საწადელს. მართალი გითხრათ, ამ გუნდის თამაში პირველი ნაკრებისაზე უფრო ლაღად, ეფექტურად მოჩანს და რაღაც განსაკუთრებული ხიბლი გააჩნია.

ამ ბიჭების შემხედვარეს, ყველას იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რაგბის ხვალინდელი დღე კიდევ უფრო წარმატებული იქნება, ისინი ამ "უფსკრულს" გადალახავენ და კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ. გაგვახარებენ თავიანთი სწორუპოვრობითა და ბრძოლის ჟინით, სამშობლოსადმი თავდადებით და ქართული რაგბი მთელ მსოფლიოში ახალ ბრენდად ჩამოყალიბდება. აუცილებლად ჩამოყალიბდება.

იქამდე კი ტურნირზე "უმცროსი ბორჯღალოსნები" შოტლანდიას დაუპირისპირდებიან, კიდევ ერთხელ იმღერებენ საქართველოს ჰიმნს, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულნი კიდევ ერთხელ იბრძოლებენ ლომებივით და ეს "კიდევ ერთხელ" უსასრულოდ გაგრძელდება.

ჩაიჩოჩეთ, გრანდებო, "ლელოელები" მოდიან.

• გავაზელი

რატო მაინცადამაინც არითმეტიკული? გეომეტრიული პროგრესიაც არსებობს და ჩვენი ბიჭების პროცესს ეგ უფრო შეეფერება.

• ლადო

რატომ სპარტანელი და არა არაგველი?

• baton avtors

ტერმინი მათემატიკური პროგრესია არ არსებობს,მაგას არითმეტიკული ჰქვია

• dato

ამ კაცს ფეხბურთიც არ უყვარს

• ზურა

კიდევ ბევრს ჩააჩოჩებენ :)

• ბს

რატო არ აქვეყნებთ, აინტერესებს ადამიანს და ეტყობა რომ სხვებმაც არ იციან ეგ თემა, თქვენ კიდევ გაურკვეველი მიზეზით არ აქვეყნებთ უკვე მეორე დღეა კომენტარს! რა გჭიიირთ?????

• bs

მაგ თემაზე მეც დავწერე ადრე კომენტარი, მაგრამ როგორც გავარკვიე ვაზის ლერწიანი კვართის ტარების უფლება-პრივილეგია მხოლოდ ეროვნული ნაკრების წევრებს აქვთ, ასაკობრივი ნაკრების წევრებმა, მიუხედავად მათ მიმართ დიდი პატივისცემისა, ეს უფლება მომავალში შრომით უნდა დაიმსახურონ. ეს განმარტება მომეწონა და ზოგადად მომწონს რომ ჩვენ რაგბში ლამაზი ტრადიციები მკვიდრდება! თუმცა სასტიკად, რასაც ქვია ,,სასტიკად" არ ვეთანხმები იმას რომ ახალი, უდავოდ ლამაზი და ჩვენი ტრადიციული ფერის, კვართების შემოღების შემდეგ ლერწის გამოსახელება დაიმცრო და ოდნავღა შესამჩნევი გახდა. ხომ შეიძლება ისევე ნათლად ჩანდეს როგორც ბარბაროსების წინააღმდეგ თამაშის დროს არსებულ კლვართზე?! ეს რომ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ემოციური შტრიხია ყველას ესმის და მაშინ თხოვნა იქნება, რომ ნუღა დავამცრობთ მას!!! ----გამოაქვეყნეთ! 14 საათის წინ ავტვირთე, კარგი და ღამე გეძინათ, ახლა რაღა გჭირთ?------

• David

დაგისწრიათ, არ მქონდა წაკითხული თქვენი კომენტარი, თორემ იგივეს არ დავწერდი :)

• David

დიდი მადლობა ჩვენს ვაჟკაცებს პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმისა და ამ ლამაზი წამების ჩუქებისთვის! თქვენც დიდი მადლობა თბილი სტატიისთვის, მაგრამ ნუ მიწყენთ მცირე შენიშვნას: სპარტანელებს კი არა, სპარტელებს. სპარტანელი რუსული კალკია (спартанцы).

• vasil

ვაზის და ღვინის სიმბოლო მაისურის ფერში აისახა.

• ყური მიგდე

ბ-ნო ვაჟა, დიდი მადლობა ასეთი სტატიისთვის.. მაგრამ, მე როგორც ქართველი ძალიან გულდაწყვეტილი, არა, ძალიან გაბრაზებული ვარ რაგბის სპონსორებზე... ბიჭები ჰიმნს ასე იმიტომ მღერიან, რომ უყვართ სამშობლო, ის, სპონსორებს კი, ნამდვილად არ უყვართ- ბეჭებზე ვაზის რტოს გამოსახულება ლუდს შესწირეს?! ეს ხომ ის სიმბოლო იყო, რამაც ქართული ჯიშ-გენი გადაარჩინა- ომში მიმავალი ქართველები ჩოხაზე, ბეჭებზე ვაზის რტოს იმაგრებდნენ სიკვდილის მერე მათ საფლავზე ვაზი რომ ამოსულიყო.. და ამისთანა სიმბოლოს მოცილება ,,აისი,, გულისთვის? თვითონ ნამუსი არ აქვთ და იქნებ ჩვენ მაინც შევუძახოთ..

• Lomi

Gააუქმეთ ფეხბურთIი

• პელე

რასაა რომ ბჟუტურონ შენ ბიძია..?!! მე ფეხბურთით გავიზარდე და დღესაც ძაან მიყვარს, მაგრამ თუ მაინცდამაინც უნდა შევადაროთ, სწორედ რაგბიში ვლინდება უძველესი ქართული მებრძოლი სული, რომელიც გენებში გვაქვს გამჯდარი ჩვენ! და სწორედ რაგბიზე თუ ხრიდოლზე იაროს უნდა დღეს წესით ყველა ქართველმა ბიჭმა პირველ რიგში - ამ ყველანაირი უზნეობისა და არაკაცობის შემოტევის ეპოქაში!!!

• bs

მაგრად ვინერვიულეთ, მაგარი ემოციები გვაჩუქეს ბიჭებმა! ის ბოლოს მაინც აუტში რომ არ გადაიტანეს და შეუტიეს სულ გადავირიეთ ყველა, თან ვნერვიულობდით და თან გვეამაყებოდა რომ შეუტიეს გულიანად და კაცურად! გენაცვალეთ! მეტი რაღა გვეთქმის?! მაგრები ხართ ბიჭებო!

• alex

პირველ რიგში ვულოცავ მთელ საქართველოს ჩვენი გუნდის წარმატებას. რაც შეეხება სტატიის სათაურს, "სპარტანელი" შეცდომაა, სწორია "სპარტელი".

• ნიკოლოზ

არაპოპულარულს... სხვა რამეზე იფიქრე,არ გაწყენს

• პროვოკატორი

შენ,უკაცრავად და კარგად ხომ ხარ??? მე კი მაქვს ნიკად პროვოკატორი,მაგრამ შენთან რას მოვალ,პროვოკატორების იმპერატორი ყოფილხარ!!!

• ზიზუ

ფეხბურთი კარგია უფრო ესთეტიური და ლამაზი თამაშია, მაგრამ ამ ლომივით ბიჭების შემხეხვარე როგორ უნდა თქვა ფედერაცია გააუქმეთო, თუ არ იცი გეტყვი ფეხბურთის დაფინანსება არის 250 000 000 მილონი რაგბის დაფინანსება არის 16 000 000 მილიონი ეხლა შენ შეადარე თუ თავი გიმუშავებს რომელი ფედერაცია არის გასაუქმებელი

• მსქროლავი ტროლი

ჩვენი ბიჭების სამაგალითო თავგანწირვა, ვგონებ, ერთადერთი ნათელი წერტილია დღევანდელი საქართველოს პოლიტიზირების ფონზე, მაგრამ რატომ - "სპარტანელები?!"... განა, საქართველოს ისტორიაში არ მოგვეძევება მსგავსი მაგალითები?!... მით უმეტეს, რომ ემაგ სპარტანელებზე გენდერულად არცთუ გამართული მოსაზრებები არსებობს და ჩვენს გმირებს უნებლიედ შეურაცხყოფთ.... ნუ დაბლოკავთ, უბრალოდ მეტი წინდახედულება და არაფერი პირადული....

• zaza

უნიჭო ტროლია :) წარუმატებელი ვინმე იქნება საზოგადოებაში მის არსებობასაც რომ ვერავინ ამჩნევს, და აქ სისულელის დაპოსტვით ყურადღებას იქცევს, საკუთარ ეგოს იკმაყოფილებს :)

• რიგითი ქართველი

დიდება ამ ბიჭებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• გიორგი

დავუბრუნდეთ, კი ბატონო, მეც ეგ მინდა მაგრამ რა რაგბის ფედერაცია გვიშლის? რაგბის ფედერაცია ფეხბურთის ფედერაციასთან შედარებიტ კაპიკებს იღებს მაგრამ ამ ორი კაპიკითაც შედეგს აღწევს და წლიწითი-წლობით პროგრესი სახეზეა. ხალხის ფულიტ ხალხს ახარებენ. რა არ მოგწონს? ეგ კაპიკებიც ქარს გინდა გაატანო, და მაგას საღ აზრს არქმევ? რაგბი ნამდვილად ჩვენი თამაშია.

• ლევანი

კი, კაცო! მთელი ფული ფეხბურთში. ნული გინდა მილონზე გაამრავლე და გინდაც მილიარდზე... ქართველმა მწრთვნელმა თქვა კარგად. - ქართული ფეხბურთელის მოტივაცია მთავრდება მაშინ, როცა იყიდის ბე -ემ ვეს.. თუმცა რა დროს ამაზე კამათია! აგერ გვასახელეს ლომგულმა კაცებმა!!!

• ქართველი

ხიმ შეიძლება რაგბზე სტატია ისე დაიდოს რომ კომენტარებში ფეხბურთი არ მოიხსენიონ?გინდ დადებით და გინდ უარყოფით ფორმაში.გაეშვით ხალხნო ნუ გადაკიდეთ ერთმანეთს ეს ორი სპორტი,სირცხვილია კაცო,ისედაც ცოტანი ვართ და პატარა წარმატებაც უნდა გვიხაროდეს და გვტკიოდეს ერთად წარუმატებლობა და გამოსავალს ვეძებდეთ.ზოგს ტვინი და კლავიატურა უნდა გაუუქმო

• ბექა

კობიაშვილი გამოდი გიცანით.ამ სტატიაზე ეგ კომენტარი სულ მცირე შეურაცყოფაა.

• გია-11

"არაპოპულარული მაგრამ საჭირო აზრი"-ის პატრონი, მაზოხისტია?:)))

• კახა

ოჰოოო! ყოჩაღ სტატიის ავტორს!!!!!!

• არაპოპულარული მაგრამ საჭირო აზრი

ფეხბურთის პრესტიჟი და პოპულარობა მილიონჯერ აღემატება რაგბის. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა რაგბიში მსოფლიო ჩემპიონობას უდრის. ამიტომ უნდა გაუქმდეს რაგბის ფედერაცია და ის ფული რაც რაგბის ხმარდება ფეხბურთს დაემატოს და მისი დაფინანსება გაიზარდოს. ყველა ღონე, ენერგია და ფული ფეხბურთს უნდა მოხმარდეს რადგან ფეხბურთში მცირე წარმატება რაგბიში ათგზის მსოფლიო ჩემპიონობას უდრის. ფეხბურთი ჩვენი თამაშია, დავუბრუნდეთ ფეხბურთს!!!

საუკეთესო ბიჭები არიან. რაგბის სწორად განვითარებამ შედეგი გამოირო.რა მოხდება, ფეხბურთსა და კალათბურთშიც რომ გაიწმინდოს ის სიბინძურე, რაც წლებია მომავალ თაობას ამ ბიჭების დონის სპორტსმენებად გაზრდის არანაირ შანსს არ აძლევს.

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად

18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება

U20. კალათბურთი. პორტუგალია-საქართველო [LIVE]

"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან განადგურდნენ

U20. კალათბურთი. საქართველო-ესტონეთი [LIVE]

16-თვიანი პაუზიის შემდეგ - ქართველები არგენტინელების წინააღმდეგ!