"უმცროსი ბორჯღალოსნები" შოტლანდიას ცვლილებებით და გადაადგილებებით ხვდებიან
ხვალ ნაშუადღევს, საქართველოს დროით 15:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდიას, ბეზიეში ეთამაშებიან.

2016 წლიდან დღემდე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 14 თამაში გამართეს, თუმცა აქამდე შოტლანდიას არასდროს შეხვედრია.

სქოთებმა ბეზიეში წლევანდელ ტურნირზე ორჯერ ითამაშეს: ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში იტალიასთან უკანასკნელ წუთზე გაშვებული ლელოთი 26:27 დამარცხდა, ხოლო დასკვნით ტურში ინგლისთან 10:35 წააგო. ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთ შეხვედრაში მას არგენტინამ 29:13 მოუგო. 12 ივნისს, მე-9 ადგილის ნახევარფინალში შოტლანდიამ ირლანდია 45:29 დაამარცხა და გაისად 12-გუნდა ელიტაში თამაში დაიბევა.

საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას 24:20 მოუგო, მანამდე სამხრეთ აფრიკას მცირედით ჩამორჩა (27:33), ხოლო ბეზიეში ფინალისტს, მასპინძელ საფრანგეთს შეხვდა - 12:24. მე-9 ადგილის ნახევარფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები კერკეტ იაპონიას შეხვდნენ და მატჩის უმეტესი დრო მდევრის როლში გაატარეს, თუმცა დასკვნით 10 წუთში 2 ლელო გაიტანეს და 24:22 იმარჯვეს, რითაც ელიტურ 12-ში ზედიზედ მეოთხედ თამაშის უფლება დაიბევეს.

შოტლანდიამ 2008 წლიდან დღემდე 20-წლამდელთა ყველა ჩემპიონატი ითამაშა და საუკეთესო შედეგი შარშან, საქართველოში აჩვენა - მე-5 ადგილი. საქართველო განვლილ ორ ჩემპიონატში მე-4 თამაშებს იგებდა და ორივეჯერ მე-10 ადგილზე გავიდა. წელს პირველად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირზე ორი თამაში მოიგეს და მესამე გამარჯვების შემთხვევაში მათთვის უმაღლეს, მე-9 ადგილს შეწვდებიან.

ცვლილებებით და გადაადგილებებით

ილია მაისურაძემ, ლადო კილასონიამ და ზურა ამონაშვილმა, იაპონიასთან ნაომარ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელეს. პირველ ხაზში კვაჭმა ლევან პაპიძემ და მარჯვენა ბურჯმა ლუკა ჯაფარიძემ ადგილი შეინარჩუნეს, ხოლო მარცხენა ბურჯად გურამ გოგიჩაშვილის ნაცვლად თამაშს გიორგი ნუცუბიძე იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა.

წლევანდელ ტურნირზე შერკინების მეორე ხაზში მეორედ ითამაშებს არსენ მაჩალაძე, რომელიც იაპონიასთან შერკინების შემკვრელი იყო. მას ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, რომელმაც ძირითადში ადგილი შეინარჩუნა.

მეორე ხაზიდან ფლანკერად გადაინაცვლა გუნდის კაპიტანმა ბექა საღინაძემ, მეორე ფლანკერი თენგიზ გიგოლაშვილია, ხოლო თორნიკე ჯალაღონიამ შემკვრელად გადაინაცვლა. მან ამ პოზიციაზე საფრანგეთის და ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

კვლავ უცვლელია ღერძი - გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე. სამხრეთ აფრიკასთან მატჩის მსგავსად, ცენტრში ლაშა ლომიძე და სანდრო სვანიძე შეწყვილდებიან, ერთი ფრთა დემურ სვანიძე იქნება, რომელმაც ოთხივე განვლილ მატჩში ითამაშა, ხოლო კონსტანტინე მარჯანიშვილი ძირითადში პირველად გამოჩნდა. უცვლელია ფლანკერი - ბექა მამუკაშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
წარმატებაც იყო,კარგი თამაშიც და ისიც დაამტკიცეს,რომ მარტო მაგრები კი არ არიან,არამედ ძალიან მაგრებიც და უფრო მეტიც.გაიხარეთ ვაჟკაცებო,როგორც მე გამახარეთ.როგორც ჩვენ გაგვახარეთ.
ალეკო
თქვენ მაინც გაგვახარეთ, წარმატებას გისურვებთ
GIO
franceinfo-ზე მოძებნი
ნათია
აქ ძალიან ბევრი სტატიაა ასეთი. თავიდან მეც ვწერდი, რომ გაასწორეთთქო, მაგრამ კიდიათ.
სოსო
წარმატებები და კარგი თამაში ბიჭებო.თქვენ უკვე დაამტკიცეთ რომ მაგრები ხართ.ახლა დროა დაამტკიცოთ,რომ ძალიან მაგრები ხართ.ველი გამარჯვებას.
emigranti
სად ვუყუროთ, რაგბი ტვ-ზე იქნება? ან ლინკი დადეთ ძალიან გთხოვთ.
b-52
სტატიაში უზუსტობებია, გაასწორეთ.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა