დღეს, 14:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის და ხვალ 20 ივნისს, 15:00 საათზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.

უეფამ სავარაუდო მეტოქეების სია შეამცირა - ვინ შეიძლება შეხვდეთ ქართულ გუნდებს, იხილეთ სტატიაში.

აქვე გეტყვით, რომ განთესილთა შორის მხოლოდ თბილისის "დინამოა".

ქუთაისის "ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე არიან:

"აპოელი" - კვიპროსის ქალაქ ნიქოზიის გუნდია. ის ადგილობრივ პირველობაზე ჩემპიონი გახდა. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 20.79 მილიონ ევროს შეადგენს.

"ყარაბაღი" - ჩვენთვის ნაცნობი მეტოქე, აზერბაიჯანის ჩემპიონი და წინა წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეა. წინა სეზონში აზერბაიჯანულმა კლუბმა ორი ფრე ითამაშა მადრიდის "ატლეტიკოსთან". კლუბის სატრანსფერო ღირებულება 13.46 მილიონ ევროს შეადგენს.

"შერიფი" - მოლდოვის ქალაქ ტირასპოლის გუნდია. ის ადგილობრივ პირველობაზე ჩემპიონი გახდა. კლუბის სატრასფერო ღირებულება 9.36 მილიონ ევროს შეადგენს.

"ნიუ საინთსი" - ყველაზე სასურველი მეტოქეა, რომელიც უელსის ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია. ადგილობრივ ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა. კლუბის სატრანსფერი ღირებულება 1.35 მილიონ ევროს შეადგენს.

"ვიდეოტონი" - უნგრეთის ქალაქ სეკეშფეხერვარის გუნდია. ეს კლუბი წელს ოქროსმედალოსანი გახდა. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 11.30 მილიონ ევროს შეადგენს.

ქუთაისის "ტორპედოს" სატრანსფერო ღირებულება შეადგენს 4.41 მილიონ ევროს.

ევროპა ლიგაზე განთესილი თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები არიან:

"პროგრესი" - ლუქსემბურგის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 1.96 მილიონ ევროს შეადგენს.

"შიროკი" - ბოსნია და ჰერცოგოვინას მეოთხეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 6.35 მილიონ ევროს შეადგენს.

"შკუპი" - მაკედონიის მეოთხეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 3.04 მილიონ ევროს შეადგენს.

სასურველი მეტოქე - "შტუმბრასი" - ლიეტუვას მეხუთეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 1.53 მილიონ ევროს შეადგენს.

"დუნაისკა სტრედა" - სლოვაკეთის მესამეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 4.93 მილიონს შეადგენს.

თბილისის "დინამოს" სატრანსფერო ღირებულება 4.64 მილიონია.

"სამტრედიის" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შესაძლო მეტოქეები არიან:

"მარიბორი" - სლოვენიის მეორეადგილოსანი გუნდია. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველობა ბურთების სხვაობით დათმო. მეტოქეს მასთან შედარებით 4 ბურთი ჰქონდა პლუსში. კლუბი სატრანსფერო ღირებულება 11.16 მილიონია.

სასურველი მეტოქე - "ტრენჩინი" - სლოვაკეთის მეხუთეადგილოსანი გუნდია. წინა წელს ამ კლუბმა ევროთასებიდან ქუთაისის "ტორპედო" გამოთიშა. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 5.40 მილიონია.

"ვიტორული" - რუმინეთის მეოთხეადგილოსანი გუნდია. მისი სატრანსფერო ღირებულება 13.68 მილიონია.

"ნეფთჩი" - აზერბაიჯანის მესამეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 4.75 მილიონია.

"ტობოლი" - წინა სეზონის ყაზახეთის მეხუთეადგილოსანი გუნდია. კლუბის ღირსებას საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იცავენ. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 8.69 მილიონია.

"სამტრედიის" სატრანსფერო ღირებულება 2.54 მილიონს შეადგენს.

საჩხერის "ჩიხურას" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სავარაუდო მეტოქეები არიან:

"ლეხი" - პოლონეთის მესამეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 15.32 მილიონია.

"ბეითარი" - ისრაელის მეორეადგილოსანი გუნდია. მისი სატრანსფერო ღირებულება 11.05 მილიონია.

"რადნიკი" - სერბეთის მეოთხეადგილოსანი გუნდია. მისი სატრანსფერო ღირებულება 7.54 მილიონია.

"ლევსკი" - ბულგარეთის მესამეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 14.96 მილიონია.

სასურველი მეტოქე - "ირტიში" - წინა სეზონის ყაზახეთის მესამეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 5.94 მილიონია.

"ზელჯეჩინარი"- ბოსნია და ჰერცოგოვინას მეორეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 6.98 მილიონია.

"ჩიხურას" სატრანსფერო ღირებულება 2.66 მილიონია.

ფასები მოცემულია გერმანული გამოცემა "ტრანსფერმარკეტის" მიხედვით.

zzz
შერიფს ვხვდებით მოლდოვა
ჰაჰა
უარი ვთქვათ პროტესტის ნიშნად. სანამ წულუკიანს არ მოხსნიან-არ ვითამაშებთ. ასე ჯობია, არც ევროპაში და არც შიდაზე.
ვაიმე
ღმერთო რაიქნება ღმერთოოო
niks
ღმერთო შენ დაიფარე ჩვენი ყველა გუნდი დიდი სირცხვილისაგან.

კარგად დაწყობილი ტექსტია, გაიხარე!!! ;)))
ვაი
უფალო იესო ქრისტე, შენ აარიდე ქართულ კლუბებს კარში დარტმები და შეუწყვე ხელი რომ პენლებამდე მაინც მივიდნენ... იქ უკვე ბედის ამბავია
დავითი
მგონი ჩვენი ჩემპიონატი, მაისში დასრულდეს ჯობს,, ვინც მედალოსანი იქნება ცოტა ფორმაში მაინც იქნება.. თორე ვინც შემოდგომაზე მედლებს იღებს, ეხლა კი არიან ცრილის შუაში და აქ ვერაფერს აკეთებენ და საკვალიფიკაციოზე რას იზამენ...
მოქალაქე
რაში ხარჯავს სახელმწიფო ხალხის ფულს, ამათგან ხომ მაინც არაფერი გამოვა, ამათთვის გადახდილი ფულით ჯობია გზა დაააგოს ან სკოლა ააშენოს...
შაკო
სასურველი მეტოქე "ტრენჩინი" ღადაობთ, ხომ? შარშანდელი დაგავიწყდათ ხომ? ობიექტურად სამტრედიას არცერთთან შანსი არა აქვს. ტორპედოს მხოლოდ "ნიუ სეინთსთან" აქვს შანსი ჩიხურას და დინამოსი მეიმედება ჩიხურასი იმიტომ რომ ევროტურნირებზე ყოველთვის ღირსეულად გამოდის დინამოსი იმიტომ რომ სუსტი ბადე აქვს. წარმატებები ყველას.
roma
მგონი დაგვერხა? :D:D:D:D ღმერთო ამიხდინე ოცნება და ვცდებოდე, შენ დაგვიფარე უბედურებისგან და დიდი სირცხვილისგან. ამინ
კოტე
ლიეტუვა ამ ქვეყნის ოფიციალური დასახელებაა ქართულად (წინა თვეში შეიცვალა). ტყუილად საყვედურობთ ავტორს.
ბათუ
ღმერთმა დაიცვას ქათული გუნდები ევროტურნირებზე დიდი ანგარარიშით მარცხისაგან და თუ წაგება მაინც არ აცდებათ იყოს მინიმალური ანგარიშით,უფალმა ოურიოს მიზანი მათ მოწინააგმდეგეს! ამინ!!!
zigo
"ლიეტუვას" rom cer, avtor, eg ki kargia, ogond Suomim, Ősterreichma da Magyaroszagma ra dagishaves?
etds
ღმერთო შენ დაიფარე ქართული კლუბები ევროტურნირებზე დიდი ანგარიშებით წაგებისაგან,შენ აურიე გონება და მიზანი ქართული კლუბების კარში დამრტყმელ მოწინააღმდეგის ფებურთელებს!!! აამინ!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა