არგენტინის ნაკრებში განკითხვის დღეა - ლიონელ მესი და კომპანია უფსკრულის პირასაა და თან მხოლოდ საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული.

ბოლო ტურში არგენტინის ნაკრებმა, რომელშიც, მედიის მტკიცებით, ახლა საყოველთაო ქაოსია, კომფორტული ანგარიშით უნდა დაამარცხოს ნიგერია, რომ ისლანდია-ხორვატიის მატჩზე არ იყოს დამოკიდებული.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ წუთისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჯგუფში ბოლო ადგილზეა და მეტოქე ნიგერია გაცილებით უკეთეს პოზიციაშია, პლეი-ოფში გასასვლელად შესაძლოა, ფრეც ეყოს (ამ შემთხვევაში ისლანდიამ უმოტივაციო ხორვატიას ორი და მეტი გოლის სხვაობით არ უნდა მოუგოს).

არგენტინის მხარეს ისტორიაა - ჯერ ერთი, "ალბისელესტეს" 1958 წლის მუნდიალის შემდეგ ჯგუფი ბოლო ადგილზე არ დაუსრულებია. მეორეც, ნიგერია სულ 6-ჯერ თამაშობდა მუნდიალზე და 4-ჯერ ჯგუფში არგენტინას შეხვდა და ყველა ამ მატჩში დამარცხდა.

არგენტინის ნაკრებმა ბოლო 11 მუნდიალიდან 10-ში ჯგუფური ეტაპი გადალახა.

ისლანდიასთან მატჩში 19 წლის ფრანსის უზოჰო გახდა მუნდიალების ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, ვინც კარი მშრალად შეინახა. მაგრამ ახლა ყმაწვილ უზოჰოს დიდი გამოცდა ელის, გამძვინვარებული არგენტინა და ლეო მესი, რომელმაც აქამდე ვერაფერი შეძლო მუნდიალზე.

ორიოდე დღის წინათ ლეო 31 წლის გახდა. მან კარგად იცის, რომ ეს შესაძლოა, მისი ბოლო შანსია მუნდიალზე. 2014 წლის მუნდიალზე მესიმ ნიგერიის ნაკრების კარში დუბლი შეასრულა.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში დიდი რევოლუციაა მოსალოდნელი - ჩვენ შეტევაში დი მარია-იგუაინი-მესის ტრიო უნდა ვიხილოთ, შუახაზში კი მასკერანოს ისევ შეუწყვილდება ბანეგა; კარში არმანის ვიხილავთ.

ნაკრებში სიტუაციაზე ათასი ჭორ-მართალი დაიწერა. სამპაოლისთან კონფლიქტის გამო არ ითამაშებს სერხიო აგუერო. ძნელია სიმართლის დადგენა, მაგრამ "ალბისელესტეს" რიგებში ჯანსაღი სიტუაცია რომ არ არის, ფაქტია.

D ჯგუფი. სამშაბათი. 26 ივნისი. სანკტ-პეტერბურგი. კრესტოვსკი

ნიგერია-არგენტინა 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

ნიგერია (3-5-2): უზოჰო - ბალოგუნი, ტროოსტ-ეკონგი, ომერუო - მოზესი, ნდიდი, მიკელი, ეტობო, ებუეჰი - იჰეანაჩო, მუსა

არგენტინა (4-3-3): არმანი - სალვიო, მერკადო, ოტამენდი, ტალიაფიკო - ბანეგა, მასკერანო, პერესი - მესი, იგუაინი, დი მარია

არბიტრი: ჯ. ჩეკირი (თურქეთი)

ხორვატთა თავკაცმა დალიჩმა უკვე განაცხადა, რომ ბოლო ტურში ექსპერიმენტებს მიმართავს, ეს კი ისლანდიის შანსია. ხორვატებს ისედაც არ ეყოლებათ მარსელო ბროზოვიჩი (დისკვალიფიკაცია) და ნიკოლა კალინიჩი (დასჯილია).

სხვათა შორის, ისლანდია და ხორვატია ერთ საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდნენ და ისლანდიამ 22 ქულა მოაგროვა, ორით მეტი, ვიდრე ხორვატიამ. თუმცა ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორიაში ჩრდილოელებს საამაყო მხოლოდ ბოლო მატჩი აქვთ, რომელიც ისლანდიამ 90-ე წუთზე დრამატულ სიტუაციაში მოიგო.

ვის არ უნდა ველოდოთ ხორვატების შემადგენლობაში? პირველ რიგში - რაკიტიჩს, მანჯუკიჩსა და ვრსალკოს. ამ სამეულს ყვითელი ბარათები აქვს მიღებული და დისკვალიფიკაციის საშიშროება ელის.

ისლანდიის ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდება გუდმუნდსონი.

ფაქტები

ნიგერიის ნაკრებმა მუნდიალებზე სამხრეთამერიკულ გუნდებთან ყველა დაპირისპირება დათმო.

ნიგერიისა და არგენტინის ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5-ში ორივე გუნდმა შეძლო გოლების გატანა.

ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან არგენტინამ 3 მოიგო, ნიგერიამაც - 3.

ბოლოს ეს გუნდები 2017 წლის ნოემბერში შეხვდნენ ერთმანეთს, ნიგერიამ 4:2 იმარჯვა.

ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირებაში 3.5 გოლზე მეტი გავიდა.

ხორვატიისა და ისლანდიის ურთიერთშეხვედრებში ხორვატიას 4 მოგება აქვს, 1 ფრე და 1 წაგება.

ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირებიდან 3 წითელი ბარათი დაფიქსირდა.

ხორვატიის ნაკრები მეხუთე მუნდიალზეა და ჯერ ჯგუფური ეტაპი წაუგებლად არ დაუსრულებია.

ხორვატიის ნაკრების წაუგებელი სერია 6 მატჩი გრძელდება.

D ჯგუფი. სამშაბათი. 26 ივნისი. როსტოვი. როსტოვ არენა

ისლანდია-ხორვატია 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

ისლანდია (4-4-1-1): ჰალდორსონი - საევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, მაგნუსონი - გისლასონი, გუნარსონი, ჰალფრედსონი, ბიარნასონი - გ. სიგურდსონი - ფინბოგასონი

ხორვატია (4-2-3-1): ლ. კალინიჩი - იედვაი, ჩორლუკა, ვიდა, პივარიჩი - ბადელი, რებიჩი - პიაცა, კოვაჩიჩი, პერიშიჩი - კრამარიჩი

არბიტრი: მ. ლაოსი (ესპანეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვანო
რაკიტიჩი და მოდრიჩი არ თამაშობენ?
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ხორვატია ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
ოსიმენი აფრიკულ ოქროს ვერ შესწვდა - ჩემპიონი კოტ-დ’ივუარი გახდა [VIDEO]
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
ოსიმენის ჯანმრთელობის გამო ნიგერიელები ძალიან შეშინდნენ
სერიოზული პრობლემა - ტრავმირებულ და დაავადებულ ოსიმენს ნეაპოლში დაბრუნება უგვიანდება
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
9:0 რონალდოს გარეშე და 6 მოგებული მატჩი საერთო ანგარიშით 24:0 - პორტუგალია შეუჩერებელია
ოსიმენის მოპოვებული პენალტი და ისევ გაუქმებული გოლი - ნიგერია მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]
38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს
ოსიმენს ნეაპოლში სასწრაფოდ აბრუნებენ - "ნაპოლი" შეცვლილი შემადგენლობით და ტაქტიკით ითამაშებს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]
ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
ოსიმენი საკაცით გაიყვანეს - ცნობილია როდის დაუბრუნდება "ნაპოლის"