"ვეტერინართა" თავკაცი თანამდებობიდან "გაგრასთან" თასის პირველ ნახევარფინალში 0:3 მარცხის გამო გადადგა
"დღევანდელი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გადადგომა იქნება. "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას საკუთარი სურვილით ვტოვებ", - გვითხრა "გაგრასთან" მატჩის დასრულებისთანავე მერაბ კოჭლაშვილმა.

კითხვაზე, ამ ნაბიჯს მხოლოდ "გაგრასთან" წაგების გამო დგამდა თუ გადაწყვეტილებისთვის სხვა მიზეზებიც ჰქონდა, კოჭლაშვილმა გვიპასუხა, რომ "გაგრამდე" გადადგომაზე არ უფიქრია...

გუშინვე შევიტყვეთ, რომ "ვიტ ჯორჯიას" ხელმძღვანელობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა. კლუბის მესვეურებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვინ უხელმძღვანელებს "ვიტ ჯორჯიას" მომდევნო შეხვედრებში. კოჭლაშვილი კი, სავარაუდოდ, კლუბში მუშაობას გააგრძელებს.

კოჭლაშვილი "ვიტ ჯორჯიაში" 2000 წელს მივიდა და გარკვეული პერიოდი იქ მეორე მწვრთნელად იმუშავა, 2004 წელს კი მთავარი მწვრთნელის რანგში კლუბს საქართველოს ჩემპიონობა მოაპოვებინა. იმავე წელს მან "ვიტ ჯორჯია" დატოვა და იქ 2006 წელს დაბრუნდა. სამი წლის განმავლობაში ვეტერინართა მეორე გუნდში მუშაობდა, 2009 წელს კი რამაზ მუმლაძის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაუბრუნდა, თუმცა მალე "ვიტ ჯორჯიაში" გელა გომელაური მივიდა და გუნდის ფაქტობრივი თავკაცი გასული წლის ზაფხულამდე სწორედ იგი იყო. ამ სეზონში კი კოჭლაშვილი ვიტელთა "ნამდვილი" მესაჭე გახლდათ.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე