ქუთაისის "ტორპედო" ევროთასებისთვის ემზადება, კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა გაძლიერება სლოვაკი ლეგიონერით - მარეკ ჰლინკათი დაიწყო. შემდეგ გუნდში მოვიდნენ სხვა ლეგიონერებიც - არფანგ დაფე (სენეგალი), ოლექსანდრ აზაცკი (უკრაინა) და ლაზარ მარინი (ბულგარეთი).

სულ ახლახან კი გუნდს სამი ქართველი - მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე და ლევან გეგეჭკორი შეუერთდნენ. ევროთასების წინ ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი სლოვაკ ლეგიონერს - მარეკ ჰლინკას გაესაუბრა, რომელმაც სადებიუტო მატჩში ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ "ტორპედოს" მაისურით პირველი გოლი გაიტანა!

- ახალ გუნდში პირველივე მატჩში გოლი გაიტანე! ყოფილა ასეთი რამ შენ კარიერაში?

- კი, იყო, მაგრამ ეს არის ჩემი პირველი გოლი საქართველოს ჩემპიონატში და ძალიან მიხარია, რომ სადებიუტო მატჩში გავიტანე და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დავეხმარე.

- როგორ დაგხვდა კლუბი? გაიცანი ბიჭები?

- გავიცანი გუნდელები, კარგად მიმიღეს. გუნდში მეგობრული გარემოა და ამანაც იმოქმედა იმაზე, რომ პირველი მატჩი ასეთი გამომივიდა...

- ქალაქი როგორ მოგეწონა?

- სამწუხაროდ, არც ისე დიდი ხანია, რაც ქუთაისში ჩამოვედი და დათვალიერების დრო არ მქონია. როგორც კი თავისუფალი დრო მექნება, დიდი სურვილი მაქვს, რომ გავიდე ქალაქში.

- თეთრი ხიდიც უნდა ნახო!

- კი, უკვე მითხრეს, რომ აუცილებლად სანახავია!

- რას იტყვი მილან ბაროშზე? რა ისწავლე მისგან?

- ბაროში ჩეხური ფეხბურთის ლეგენდაა! ძალიან გამოცდილია, ჩემპიონთა ლიგაც კი აქვს მოგებული "ლივერპულთან" ერთად... ინგლისში მიღებულ გამოცდილებას ახალგაზრდა თანაგუნდელებს გვიზიარებდა. ძალიან კარგი პიროვნებაა.

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელი - ვლადიმირ ვაისი, შენი თანამემამულეა... მისი სლოვაკეთის ნაკრებში ყოფნის დროს შენ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდი. ხომ არ გქონია შეხება მასთან?

- ვლადიმირს კარგად ვიცნობ და დადებითის მეტს მასზე ვერაფერს ვიტყვი. მასთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვესაუბრე რომან შვანტნერს, რომელიც ნაკრებში ვაისის დამხმარეა. მან "ტორპედო" კარგად დაახასიათა და მითხრა, რომ მოხარულია ჩემი საქართველოში გადმოსვლით.

- ქალაქში "ტორპედო" ძალიან უყვართ და 10-ში, დიდი ალბათობით, სტადიონი გაივსება - რამდენად გეხმარება ხოლმე კარგი ატმოსფერო მინდორზე?

- სავსე სტადიონი ფეხბურთელს ყოველთვის დიდ მოტივაციას აძლევს. გამონაკლისი არც მე ვარ. იმედი მაქვს, მართლაც გაივსება სტადიონი, რადგან "შერიფთან" რთული მატჩი გველის და მხარდაჭერა აუცილებლად დაგვჭირდება.

- ჩემპიონთა ლიგაზე მოლდოვის ჩემპიონს ხვდებით - როგორია განწყობა?

- აქტიურად ვემზადებით მატჩისთვის და დიდი იმედი გვაქვს, ამ ბარიერს გადავლახავთ.

- დაბოლოს... გულშემატკივრებს ლეგიონერების ყოველთვის განსაკუთრებით ეიმედებათ - რას ეტყოდი მათ ევროთასების წინ?

- ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ამ კლუბისთვის თავს არ დავზოგავ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქუთაისის "ტორპედო" როგორც საქართველოში, ისე ევროტურნირებზე წარმატებული იყოს.

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს - უკრაინელი ახალწვეული ქუთაისში
"ტორპედო" ჰლინკას პასუხობს: მას თავისი პრობლემები აქვს, ვერ მიიღო ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ამაზე უარის თქმა რთული იყო - "ტორპედომ" სლოვაკი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
დაობებული კედლები, თაგვები და ცარიელი სტადიონები - "ტორპედოს" ყოფილი ლეგიონერი საქართველოში ყოფნის პერიოდს იხსენებს
მარეკ გლინკა: მჯერა, "ტორპედოს" წარმატების მიღწევაში დავეხმარები
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა