მუნდიალი 2018: მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილიაც დაემშვიდობა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის ნაკრებმა ბრაზილია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება.

მატჩი ბრაზიიელთა შტურმით დაიწყო, მათ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და ალოგიკურად ბელგია დაწინაურდა - ავტოგოლი ფერნანდინიომ მიითვალა და თვალსასეირო თამაში წავიდა. სელესაო უტევდა, ბელგია კი სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა და 31-ე წუთზე ლუკაკუს გარღვევის შემდეგ დე ბრიუნემ მეორედ დალაშქრა ალისონის კარი. ამის შემდეგ სამხრეთამერიკელებმა უშედეგოდ სცადეს ანგარიშის შემცირება და პირველი ტაიმი 0:2 წააგეს.

მოკლედ, ტიტეს გუნდი ისეთივე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორშიც იმყოფებოდა მისი მეტოქე მერვედფინალში იაპონიასთან. ბელგიას თავიდან გაუმართლა, მერე ბრაზილიამ დიდი ძალებით შეუტია, ზურგი მოუშიშვლდა, კონტრშეტევაზე ნახევარდაცვას მარტინესის გუნდი ადვილად და დიდი სისწრაფით გადიოდა და ამით ისარგებლა კიდეც.

შესვენების შემდეგ ტიტემ ვილიანის ნაცვლად შეცვლაზე ფირმინო შეუშვა და ისევ გადავიდა ბრაზილია შეტევაზე, მსაჯმა ჩათვალა, რომ 58-ე წუთზე კომპანიმ ჟესუსზე თამაშის წესები არ დაარღვია და პენალტი არ დანიშნა. მერე აზარმა ვერ გამოიყენა მომენტი, ჟესუსის ნაცვლად შეცვლაზე შესული დუგლას კოსტას ჩაწოდებული ბურთი კურტუამ მოიგერია, პაულინიომ კი დამატებაზე ვერ ივარგა. სამაგიეროდ ივარგა 76-ე წუთზე რენატო აუგუსტომ, რომელმაც კოუტინიოს გადაცებულ ბურთს კურტუას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ცოტა ხანში მანვე ანგარიშის გათანაბრების კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ნეიმარის სოლო-რეიდის შემდეგ ვერც კოუტინიომ მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა, ნეიმარის დარტყმული ბურთი კურტუამ სასწაულებრივ ნახტომში მოიგერია და ბელგიამ გაიმარჯვა.

Video

06.07.18 ბრაზილია - ბელგია 1:2

პარასკევი. 6 ივნისი. ყაზანი.

ბრაზილია - ბელგია 1:2

გოლები: 0:1 ფერნანდინიო (13), 0:2 დე ბრიუნე (31), 1:2 რენატო აუგუსტო (76)

ბრაზილია: ალისონი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო, ფაგნერი, კოუტინიო, პაულინიო (რენატო აუგუსტო 73), ფერნანდინიო, ვილიანი (ფირმინო 46), ნეიმარი, ჟესუსი (დუგლას კოსტა 58)

ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, მენე, ვიტსელი, ფელაინი, შადლი (ვერმაელენი 83), დე ბრიუნე, ე. აზარი, ლუკაკუ (ტილემანსი 87)

saba
ყველას ხომ?...საქართველოსთან რომ ეთამაშა ბრაზილიას არ მითხრათ რომ წააგებდა :))
დავით 67
გეთანხმები 100%. ამ ჩემპიონატმა უკვე აზრი დაკარგა. ნეხევარფინალი ბრაზილიის და არგენტინის გარეშე სუფთა მარაზმია!
დავით
საერთოდ ფეხბურთი თუ გესმის?
goga
მეგობრებო ბელგია არაფერი გუნდი არაა, უბრალოდ ბრაზილია ყველა დროში და ყველას აძლევს თამაშის საშუალებას, ესაა და ეს - ამ ემთხვევაში ბელგია გამოჩნდა. გაიხსენეთ იაპონიასთან ბელგიელების საცოდაობა და ფრანგებთანაც რა უსუურად გამოჩნდებიან მალე ვნახავთ
Lasha
სამხრეთამერიკული ლაღი ფეხბურთის ყურებას რა ჯობია. ვისაც ბელგის და მაგდაგვარების ცხენბურთი მოგწონთ ლამაზი ფეხბურთის არაფერი იცით. ერთი ორ წელიწადში ბელგიაც ჩვეულებრივი გუნდი იქნება რომელსაც ყურადღებას არავინ მიაქცევს.
გგგ
ბრაზილია დაჩაგრა იმან, რაც სულ ჩაგრავს. ბელგიამ ძალიან ჭკვიანულად გამოიყენა ბრაზილიის თავქუდმოგლეჯილი შეტევა, ბოლოს ბურთიც ჩაიგდო და დროც მშვიდად გაიყვანა
emigranti
ფორტუნას იღბალი არ ყოლებია,ქართულის მასწავლებელიც არ ყოლებია და ტიტეზე უკეთესი მწვრთნელიც უნდა ყოლებოდა. ისე კაზემიროც რომ ყოლებოდა მაინც მოუგებდა ბელგია, იმიტომ რომ ტრანვებისგან ფორტუნამ დაიცვა. გააფუჭა ფეხბურთი ამ ტრანვიანობამ და მსოფლიო ჩემპიონატიც უამრავმა ფეხბურთელმა ტრანვების გამო გამოტოვა. გავაუქმოთ ტრანვები!
nik
აქ უფრო მწვრთნელის სწორად შერჩეულმა ტაქტიკამ იმუშავა და ცოტა იღბალიც ბელგიელების სასარგებლოდ იყო! თორემ ბრძოლა და გამარჯვების ჟინი არცერთ გუნდს არ ეკლო....ჩემპიონი კი საფრანგეთი გახდება!!!
euhh
რამდენჯერმე დავწერე და კიდე ვიტყვი რომ ბელგიაა ჩემპიონი,იყოს თუნდაც ინგლისი და ხორვატია და ნუიქნება საფრანგეთი
toko
ბელგია არის უძლიერესი გუნდი წლებია უკვე ეს თაობა შეთამაშებულია და კაი შედეგებსაც აჩვენებენ. რაც შეეხება საფრანგეთი ბელგიას- ვფიქრობ რომ ბელგია გავა ისინი არ დაკმაყოფილდებიან ოთხეულში მოხვედრით, გრიზმანის გამოცვლის დროს დეშამის და გრიზმანის სახეების ნახვისას..... მოკლედ ბელგია ფინალშია
zas.
გაიმარჯვა ძლიერმა,მორჩა და გათავდა ზედმეტი ბაზარ-ვაგზალი.
1112
ბელგიის გამარჯვება ლოგიკურია. არ ყოფილა კონტექსტიდან ამოვარდნილი. ძლიერი და დაბალანსებული გუნდია. ეკუთვნის დიდი წარმატება. ბოლო ბოლო ახალი გუნდი გახდეს ჩემპიონი, თუნდაც ბელგია-ხორვატიადან და ეს დიდი სტიმული და მაგალითი იქნება ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
ბელგია
მოიგო შემადგენლობით უფრო დაბალანსებულმა და ტაქტიკურად უფრო განართულმა გუნდმა მიუხედავად იმის რომ ბრაზილიას მაგარი მომენტები ჰქონდა მეორე ტაიმში. ნეიმარი კი მარიაჟი და პიჟონია და ზედმეტად გაპიარებული. ფეხბურთი კაცების სპორტი უნდა იყოს. ძალიან გული დამწყდებოდა ამ თავში ავარდნილ პიჟონს რომ მოეგო ჩემპიონატი, რომელიც უთავმოყვარეოდ იკლაკნება ხოლმე მოედანზე როგორც კი შეეხებიან, თითქოს ფეხი მოაჭრესო და საშინელ მაგალითს აძლევს მომავალ ფეხბურთელებს.
ბრლგია
ამ თამაშმა ჩემთვის ის დაამტკიცა რომ შექმნაც მნიშვნელოვანია და ხელის შეშლაც, ორივე უნდა იციდე კარგად. მოიგო შემადგენლობით უფრო დაბალანსებულმა და ტაქტიკურად უფრო გამართულმა გუნდმა.
გიორგი
ნეიმარს მეტი ყურადღება უნდა დაეთმო თამაშისთვის და ნაკლები – სიმულანტობისთვის. იქნებ უკეთ გამოსულიყო საქმე.

ფორტუნა არაფერ შუაშია, როცა ერთი ავტოგოლი გადის, ერთსაც მოედნის ცენტრიდან წამოიღებენ, რამდენიმეს გასცდებიან და მახვილი კუთხიდან გაიტანენ (მითუმეტეს საკმაოდ შორიდან დარტყმულს) და როცა გუნდის წამყვანი მოთამაშე აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში მოედანზე წვება. ისე გამოდის, თითქოს ბრაზილია თამაშობდა და ბელგია იდგა.
ფორტუნა
არ ვყოფილვარ ბელგიის მხარეს და მე,რატომ მაბრალებთ,თუ ვიღაცამ კარში ვერ დარტყა?! მარტინესი დაბალი დონის სპეციალისტი არაა და ეს მან პრემიერლიგაშიც დაამტკიცა,თან არაერთხელ.აქამდე არ ყოლებია მაღალი დონი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი. მოურინიოსავით არ ახარჯებდნენ მილიარდებს და რა ექნა?! იაპონიასთან დაშვებული შეცდომები არ გაიმეორა და თავისი გადაწყვეტილება შეცვალა,ეს კიდევ ერთი ფაქტი,რომ ის მაღალი დონის სპეციალისტის. ტიტემ რა ჰქნა,რატომ ვერ აჯობა? ბრაზილიას არ ეკადრება ასეთი დონის სპეციალისტი. ათამაშო თავდასხმელი ჯიუტად და არ შეცვალო სქემა,ეს მაღალი დონის სპეციალისტობის ნიშანი არაა. როცა ძირითადი საყრდენი არ გყავს უნდა ეცადო და ცენტრი გაამაგრო. უპრიანი იქნებოდა ფერნადინიაოთან და პაულინიოსთან ერთად რენატო ავგუსტოც ყოფილიყო შემადგენლობაში და ყოლებოდა ცრუ ცხრიანი. ჟეზუზის გამოსვლა არ იყო კარგი და არ დაყენება ფირმინოსი ძირითადში იყო შეცდომა,ესეც არაერთხელ. ბელგიას ერთერთი საუკეთესო ცენტრალური ხაზი ყავს მსოფლიოში და როცა გინდა აჯობო,არ უნდა შეგეშინდეს პრაგმატული გადაწყვეტილებების. ის,რომ ბევრი მომენტი ქონდა ბრაზილიას მეორე ტაიმში ან კარგად რო შეუტია არ ნიშნავს,რომ ბელგია სუსტია და მაგიტომ. გოლის მერეც არ იგრძნობოდა პანიკა ბელგიის ნაკრებში და ეს მიუთითებს მარტინესზეც და მის გუნდზეც. კურტუა ძალიან კარგი მეკარეა,მაგრამ ყველა მეკარეს გასდის გოლი,მთავრია კარგად დარტყა. უკვე დიდი ხანია ბრაზილიას არ ყოლებია გუნდურად მოთამაშე ნაკრები და ის,რომ შესარჩევში კარგად გამოვიდნენ,არ ნიშნავს მათ სიძლიერეს,რადგან სამხრეთ ამერიკული გუნდები განსხვადებიან ევროპულისგან. მიზეზი მეორე: როცა გუნდის ორი ლიდერი ნეიმარი და კოუტინიო იცვლიან კლუბებს მსოფლიოს წინ არ არის კარგი. გადახვიდე პსჟში კარგია,მაგრამ ეს შცდომა იყო და მან ტრანვა გამოიწვია. ბარსაში არფრის მომცემ თამაში ფეხბურთელები არ იტრანვებიან,რადგან მათ არ ტვირთავენ,თან ლიგის თამაშს წინ. კოუტინიომ დატოვა შუა სეზონნში ლივერპული,ის კლუბი,რომელმაც ყველაფერი მისცა და გადავიდა მართალია ბარსელონაში,მაგრამ ლალიგა და პრემიერლიგა განსვხვავდებიან. ლივერპულში იყო ლიდერი და ბარსაში გახდა მესის დანამატი,თან არც უთამაშია ყველა თამაში. როცა კაკაც გინდა და ბაბაც არ გამოდის,ეს ამ ორ ფეხბურთელს ეხება. როცა რეალი გეჩალიჩება 3 წელი და შენ მაინც ჩელსიში რჩები,ეს აზარის მაღალ კლასზე მეტყველებს და კაცობაზე,ქვეყნის სიყვარულზე. ასე,რომ ჩემი(ფორტუნის) ბრალი არაა,რომ ვიღაცა ფულისტია და უმადური. იმედი მაქვს ბელგია საფრანგეთსაც გამოაგდებს და გახდება კიდეც მსოფლიო ჩემპიონი.
davit
და ბელგია რიტი უშლიდა ხელს თამაშში? დაცვაში არ ჩამჯდარა გუნდი,გახსნილი თამაში იყო ორმხრივი შეტევებით.
912
ბრაზილია გუნდი არაა ტრიპაჩების კრებულია და მიართვეს კიდეც საკადრისი
ნეიტრალი
ფორტუნა ძლიერებს წყალობს...

ბელგია კარგი გუნდია, მაგრამ დღეს ბრაზილია აშკარად დაჩაგრა ფორტუნამ :(. ასეთი მეორე ტაიმის შემდეგ თუ ბელგია გავიდოდა ნახევარფინალში არ მეგონა. გასაგებია რომ ტიტემ შეცდომა დაუშვა ფერნანდინიოს ბოლომდე დატოვებით (უამრავი შეცდომა ქონდა), რომ ნეიმარი ვერ ამართლებდა სრულად მოლოდინს, კოუტინიოც ვერ იტო შესაბამის დონეზე, მაგრამ ბელგიას აშკარად ჯობდნენ და თამაშით და უამრავი მომენტიც შექმნეს. ბრაზილიას არასდროს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ამ მეორე ტაიმის შემდეგ ბელგიის გასვლამ სამწუხარო ტენდენცია ბოლომდე გაამყარა - თამაშის ხელისშეშლა იმარჯვებს და არა შექმნა :(.
Musenbezi
მარტინესის მსგავსი დაბალი დონის სპეციალისტს ნამდვილად არ იმსახურებს ბელგიის ნაკრები... ბრავო ფორტუნას და კურტუას...
Lasha
დღეს ფორტუნა ბელგიის მხარეს იყო
emigranti
შენცა ნეიმარ&:)))
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
"თამაში საშინელ სტადიონებზე გვიწევს, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან" - ვინისიუსი
სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]
ლეგენდარული მარიო ზაგალო გარდაიცვალა
"სირცხვილია" - რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრები მიწასთან გაასწორა
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობას არ აპირებს
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
საფრანგეთმა ბელგიას კოლო მუანის რიკოშეტით გატანილი გოლით მოუგო [VIDEO]
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
"მბაპესი ძალიან, ძალიან მეშინია" - ვერტონგენმა საფრანგეთთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა
ვინისიუსის წინაპრები ტიკარის ტომის წარმომადგენლები ყოფილან
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
კაცნაკლულმა ურუგვაიმ ბრაზილიას სძლია და კოპას 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]