"სამტრედია" "ტობოლთან" კომპენსირებულ დროში დამარცხდა [VIDEO]
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, რომელიც ფრიად ულამაზო სანახავი გახლდათ, ფორს-მაჟორულ ვითარებაში მყოფი "სამტრედია" "ტობოლთან" ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გაშვებული გოლით დამარცხდა.

გადახალისებულმა "სამტრედიამ" თავიდანვე შეუზღუდა სამოქმედო არეალი მეტოქეს, გასაქანი არ მისცა და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა დებიუტში მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. პირველი დარტყმა კი სტუმრებმა 34-ე წუთზე განახორციელეს - კანკავას გოლის გატანა პოგორილიმ არ დაანება.

გაუსაძლის სიცხეში მიმდინარე მატჩში, რამაც თამაშს დაღი დაასვა, მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა თამაშის სურათი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "სამტრედიისგან" მეტის მოლოდინი არც არსებობდა. რაც შეეხება ყაზახურ გუნდს, მართალი გითხრათ, მისგან მეტს ველოდით, რადგან წინასასეზონო შეკრებაც გაიარა, ჩემპიონატის 17 ტურიც ჩაატარა, სტაბილური შემადგენლობით ასპარეზობს და "მიხეილ მესხზე" ერთობ უსახურად გამოიყურებოდა.

შესვენების შემდეგ "ტობოლი" უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე დაეუფლა ინიციატივას და 52-ე წუთზე ტურისბეკმა, რომელიც მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და ხელსაც არავინ უშლიდა, მოახერხა და ბურთი კარს ააცილა. მერე მისი უხეიროდ დარტყმული ბურთი გოლკიპერმა აიღო. ამის შემდეგ სტუმრებმა ორჯერ უშედეგოდ სცადეს შორიდან საჯარიმოდან პოგორილის კარის დალაშქვრა, ბოლოს "სამტრედიამ" შეუტია კიდეც და ბოლოს სრულიად ალოგიკური გოლი გაუშვა და წააგო.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

სამტრედია - ტობოლი 0:1

გოლი: ფედინი (90+4)

სამტრედია: პოგორილი, გურული, მამასახლისი, გი, მაქაცარაია, ბაჩიაშვილი, ფანცულაია (კუჭუხიძე 72), ჩაჩუა (კერძევაძე 85),

ფატიჩი, გოგიაშვილი, ენდელაძე (ახალაძე 76)

ტობოლი: ნეპოგოდოვი, კასაი, ზულპა, დმიტრიენკო, მიროშნიჩენკო, კანკავა, კვეკვესკირი, ფედინი, ნუსერბაიევი (ზარინბეტოვი 87), ტურისბეკი (მოლდაკარაევი 79), ნურგალიევი

dragonfly
რა შეფასებებს აკეთებთ აღარ გრცხვენიათ? გადმოგიგდიათ აქ ენები და გველებივით სისინებთ ბოღმით გაჟღენთილებო, იმის მაგიერ გაამხნეოთ გუნდები აღარ იცით რა შხამი გადმოანთხიოთ! რეალობიდან გამომდინარე ორივე გუნდმა შეძლებისდაგვარად ითამაშა სამტრედიამ დასანანდ წააგო ბოლო წუთზე, ქუთაისს ცოტა რომ გამართლებოდა მეტი სხვაობითაც შეეძლო მოგება. ჯიგრები ხართ ბიჭებო იბრძოლოეთ ბოლომდე როგორც შეგიძლიათ! დღეს ძალიან უჭირს ფეხბურთს ეს ყველამ ვიცით და უჭირს ქვეყანას და ნუ გვავიწყდება სად ვართ და რის ხარჯზე ითხოვთ უკეთეს შედეგს???
nini
გუნდი არ გყავთ და სიცხეს რას აბრალებთ? თუმცა მიზეზი ხომ საჭიროა რეალობა რომ გადაფაროს
krazana
კომპენსირებული დრო თუ არა მოიგებდნენ
41
გამოჩნდა რას წარმოადგენს დღეს ქართული ფეხბურთი, (შარშანაც ეგრე არ იყო?)
terenti
რას ელოდით? მოგებას ელოდით სამარცხვინო გუნდით? პირველი ეტაპიდან ყველანი სახლში
qqq
ნუ არ შეგიძლიათ თამაში და რომ შეეშვათ არა? რატო ირცხვენთ თავს??? ან საქართველოს რატო არცხვენთ?? რა სამტრედია რა ქუთაისის ტორპედო და რა დინამო???? საქართველოში ჯერ პატარები უნდა გაზარდონ , მწვრთნელები ჩამოიყვანონ ბავშებისთვის ტაქტიკა ასწავლონ და მერე ნელ ნელა დაიწყონ ფეხბურთი. ვიღაც უჯიშო ტობოლას მწვრთვნელი იძახის რომ დაძაბულ თამაშს არ ელოდა !!!! მეტი რითი უნდა შეგარცხვინონ??? რა ტობოლა რის ტობოლა????!!!! მაგასაც რომ ვერ მოუგებთ ფეხბურთს აღარც გავეკარებოდი !!!!
ვაი
მძიმედ დაჭრილი რომ ტანჯვის მერე კვდება და ისვენებს ისეა სამტრედიის საქმე
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
კანკავასა და კვეკვესკირის შემდეგ "ტობოლში" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს
ყაზახებმა საბერძნეთთან მატჩამდე თურქმენეთს სძლიეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
გოლისა და კარგი თამაშისთვის ლობჯანიძემ 12 წუთი იკამარა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა და კლუბის წარმატებული სერია გრძელდება [VIDEO]
ელგუჯა ლობჯანიძემ "ტობოლთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]