მას მერე, რაც ბადის ამ მხარეს რუსეთის ნაკრები გათამაშებას გამოეთიშა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მასპინძელი გუნდი მართლაც არ იყო ოთხეულის ღირსი და მას მუდმივად ვერ გაუმართლებდა.

ინგლისისა და ხორვატიის დაპირისპირებების ისტორია ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენელთა მხარესაა - 1996 წლიდან დაწყებული, უხვგოლიანი ბრძოლების ისტორია ინგლისელების უპირატესობით მიმდინარეობს - მათ 7-დან 4 მოიგეს, მათ შორის, უკანასკნელი 2009 წელს, მომდევნო მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

მაშინდელმა "სამმა ლომმა" "ვატრენი" 5:1 გაანადგურა. სტივენ ჯერარდმა დუბლი შეასრულა, ისევე, როგორც ფრენკ ლამპარდმა.

ეს ორი ბრწყინვალე ნახევარმცველი აღარ თამაშობს, ხოლო ახალმა, ნაკლებად ვარსკვლავურმა თაობამ უკვე უფრო მეტს მიაღწია. ერთი გოლიც უეინ რუნის ანგარიშზეა, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია, მაგრამ ნაკრებში (და უკვე პრემიერლიგაშიც) აღარ არის. ხორვატების ერთადერთი გოლი ედუარდოს ანგარიშზეა. ინგლისელთა შემადგენლობიდან ნაკრებში ახლა არავინაა, აი, ხორვატებს კი მაშინაც ჰყავდათ მარიო მანჯუკიჩი, ივან რაკიტიჩი და დანიელ სუბაშიჩი.

რუსეთის ნაკრებთან მატჩში, ბევრისთვის მოულოდნელად, სასტარტო შემადგენლობაში ანდრეი კრამარიჩი გამოჩნდა. მან გოლიც გაიტანა, თუმცა ინგლისთან სასტარტოში ისევ მარსელო ბროზოვიჩს უნდა ველოდოთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლეიმეიქერი ლუკა მოდრიჩი იქნება და ის წინ ითამაშებს, რაკიტიჩს კი საყრდენ ზონაში ბროზოვიჩი შეუამხანაგდება. შიმე ვრსალკოს თამაში ტრავმის გამო გამორიცხულია. მას ვედრან ჩორლუკა შეცვლის. ნიკოლა კალინიჩი რომ გუნდიდან მოკვეთილია, უკვე კარგა ხანია, ცნობილია.

კაილი უოლკერს, დელე ალისა და ეშლი იანგს მცირე ტრავმები ჰქონდათ, მაგრამ სამივე მათგანი მწყობრშია. შესაძლოა, გარეთ საუთგეიტმა ჯორდან ჰენდერსონი შეცვალოს (ან ერიკ დაიერით, ან ფაბიან დელფით), მაგრამ უფრო შემადგენლობას უცვლელს დატოვებს. ჰენდერსონს ბარძაყის ტრავმა აქვს, მაგრამ თამაში მასაც შეუძლია.

მოგეხსენებათ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა დომაგოი ვიდას საქციელს, რომელმაც გამარჯვება უკრაინას უძღვნა (ის კიევის "დინამოში" თამაშობდა). ეს პოლიტიკურ მესიჯად ჩათვალეს, თუმცა ვიდას დასჯა ფიფაში და ბოლომდე რუსების გუნდრუკის კმევა ვერ გაბედეს, ხორვატი უბრალოდ გააფრთხილეს. ხორვატიის დელეგაციის წევრი ოგნიენ ვუკოიევიჩი კი ფიფამ 15 ათასი შვეიცარიული ფრანკით დასაჯა. სხვათა შორის, ვუკოევიჩს 2009 წელს ინგლისთან იმ დაპირისპირებაში ნათამაშები აქვს.

მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია): "ზლატკო დალიჩი დიდ საქმეს აკეთებს. ის ძალიან სადაა ურთიერთობისას და ყოველთვის მშვიდია. მთელი მისი შტაბი საათივით აწყობილი მექანიზმია. ამიტომაც მივაღწიეთ ამდენს. ინგლისთან თამაშისთვის მზად ვართ. ყველა კარგად ხვდება, როგორ ვართ მომართულები ამ შეხვედრისთვის. მოდრიჩს წლებია ვიცნობ, ერთ კლუბში გვითამაშია.

ამ დონეზე ასასვლელად მან ბევრი იშრომა. ის ახლა გუნდის ნამდვილი ლიდერია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. ინგლისელებს კარგი მეკარე ჰყავთ, მაგრამ ხორვატები მას გავაკვირვებთ, მე ამის მჯერა".

ანდრეი კრამარიჩი (ხორვატია): "ჩემთვის ტურნირის დაწყებამდე ინგლისი მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. იქ ახალგაზრდა ბიჭები მოგებისთვის იბრძვიან, გუნდში აღარ ჰყავთ კინოვარსკვლავები. ჩვენთვის კი ოცნება ფინალში გასვლაა, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა მეტოქის მხარესაა".

ფაქტები

ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებების მატჩებში ჯამში 28 გოლი გავიდა, საშუალოდ 4 ერთ შეხვედრაში. ასე რომ, ახლაც უხვგოლიან თამაშს უნდა ველოდოთ.

ინგლისის ნაკრებმა ამ მუნდიალზე სტანდარტული მდგომარეობებიდან 5 გოლი გაიტანა, ხორვატიამ კი ორი გაუშვა.

ხორვატიის ნაკრები ბოლო 9 თამაშია, რაც დაუმარცხებელია.

ხორვატიის ნაკრების ბოლო 5 თამაშიდან 4-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

ურთიერთშეხვედრებში 7 მატჩიდან 4 ინგლისმა მოიგო, 2 - ხორვატიამ, ერთიც ფრედ დასრულდა.

ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის 2009 წელს გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპზე და ინგლისის 5:1 გამარჯვებით დასრულდა.

ინგლისის ნაკრებმა ბოლო 16 მატჩიდან 15-ში არ წააგო.

ხორვატიის ნაკრებმა ამ მუნდიალზე ორჯერ მოიგო პენალტების სერია, ინგლისმა - ერთხელ.

ოთხშაბათი. 11 ივლისი. მოსკოვი. ლუჟნიკი არენა

ხორვატია-ინგლისი

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - ჩორლუკა, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი - რაკიტიჩი, ბროზოვიჩი - რებიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი

ინგლისი (3-5-2): პიკფორდი - უოლკერი, სტოუნზი, მაგუაირი - ტრიპიერი, ალი, ჰენდერსონი, ლინგარდი, იანგი - კეინი, სტერლინგი

არბიტრი: ჯ. ჩექირი (თურქეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jorg
Sacodavi qveyana shennairebis xelshi
მარია
მანამდე სადამდეც მივიდა ისიც საკმარისი იყო რუსეთისთვის.უკეთესი გუნდებიც იყვნენ რომლებიც უფრო ადრე გამოეთიშნენ თამაშს
ბექა
სერგეი ლავროვ გამოდი გიცანით
დავი t
რუსულად უნდა დაგეწერა და უფრო დაგიჯერებდით!)))
ლაშა
მაგარი ხარ ისე შენ ფეხბურთის ამბებში. რუსეთის თამაში თუ მოგეწონა.
ksksk
რუსეთი დამსახურებულად გავიდა თავისი მოგებებით და იმსახურებდა ნახევარფინალში მოხვედრას და თქვენი ვითომ რუსეთის დამცირებებით წინ ვერწახვალთ ყველას ეგონა რუსეთი ვერითამაშებდა თუმცა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ყველა ნაკრებს და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ფინალშიც
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია
ხორვატია ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ