საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ფინეთთან დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემიონატის B დივიზიონში ჩატარებულ მესამე მატჩში ფინეთთან 56:71 დამარცხდა.

დებიუტში ფინელები 6:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ საქართველოს ნაკრები დაეუფლა ინიციატივას და პირველი მეოთხედი 2 ქულით მოიგო. მეორე პერიოდი ქულა-ქულაში მიდიოდა, ბოლოს ჩვენმა გუნდმა შეტევაში 2 შეცდომა დაუშვა და პირველი ტაიმი 3 ქულით წააგო.

შესვენების შემდეგ ფინელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ჩვენი გუნდიდან 13 ქულით ყველაზე შედეგიანი ვლადიმერ ფურცხვანიძე იყო (მის ანგარიშზე აგრეთვე 9 მოხსნაა), 11 ქულა ნიკა დარბაიძემ ჩააგდო (+9 მოხსნა), 9-9 ქულა კი რატი ანდრონიკაშვილმა და სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 8-ჯერ მოხსნა ბურთი.

საქართველოს ნაკრებმა 3 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და ხვალ პორტუგალიას ხვდება. თუმცა, ამ მატჩს უკვე არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენი გუნდი ჯგუფიდან პლეი-ოფში გამსვლელ საუკეთესო ორ ნაკრებს შორის ვეღარ მოხვდება.

გიორგი
გუშინ თამაშის მერე კომენტარი გავაკეთე და დაბლოკეს. ალბათ ამასაც დაბლოკავენ. არაფერი არ გვეშველება, სანამ მაამებელი კომენტარების გარდა, სხვა ყველას დაბლოკავთ. მე ჩვენი კალათბურთის გულშემატკივარი ვარ ეგ მალაპარაკებს მხოლოდ. სირცხვილია ესეთი ნაკრების ყოლა. მწვრთნელი არ ჰყავს ამ გუნდს. როგორ არ გიქმნით დისკომფორტს, ის, რომ 2-3 კომბინაციაც კი არ აქვთ დამუშავებული 20 წლის კალათბურთელებს
ზაზა
აქ დავწერე ზუსტად რო ბულაშვილის და ბითაძის გარეშე ამ გუნდს შანსი არააქთქო.და მიმაბლოკეს ეგრევე.ან მწვრთნელს და ფედერაციას არუნდა დაუსვა კითხვა რატო რახდება რატო არარის ნაკრების ორი ლიდერი გუნდში.თუ ა დივიზიონში გინდა გადასვლა განა აუცილებელი არაა რო ყველა ძლიერი გყავდეს ნაკრებში მოწვეული.პირად ინტერესებს რო აყენებენ ფედერაციაში ნაკრების ინტერესებზე წინ მიტოა ეს რო ხდება.არც ჟურნალისტებს აინტერესებტ ეტყობა რატო ხდება კალათბურთში ეგეთი მარაზმი.
გიგი
კომენტარებს ნუ ბლოკავთ. სასწრაფოდ გასაშვებია მწვრთნელები! ამ შემადგენლობით ჯგუფიდან უნდა გასულიყვნენ.
pipeni
ქოსოვოს ძლივს მოუგეს და ფინეთს დაამარცხებდნენ?
ffederiko
არ მინდა ნეგატიური კომენტარის დაწერა. იმედს ვიტოვებ პორტუგალიას მოუგებენ
სოსო
ბიჭები ცდილობენ,თითქოს იბრძვიან,მაგრამ გუნდური თამაშის ნატამალიც არ ჩანს მათ წვალებაში.ყოველი მათგანი, მხოლოდ იმპროვიზაციის იმედზეა და ჯარიმებს ისვრიან ნორმალურად.ისე არც ჯარიმის სროლას სჭირდება მწვრთნელი.მთლიანი თამაშის ყურება ვერ ერთხელ ვერ შევძელი,ნერვები არ მეყო.ამ ბიჭებს თუ ფულიანი მშობლები ჰყავთ და ისინი დააწყებინებენ სადმე მუშაობას,თორემ თუ კალათბურთის თამაში გააგრძელეს ამ მწვრთნელების ხელში,ორ წელიწადში ბენზოკალონკებზე თუ ვნახავთ შავ მუშად მომუშავეებს.ადრე იყო და მონიტორიდან მხოლოდ ამათი მწვრთნელის გინება ისმოდა,ახლაა და საერთოდ სად იყო,ვინ იყო და რას აკეთებდა არაფერი ჩანს.ცოდოები არიან ბიჭები.ნაკრების შერჩევაში რა ხდება,არ ვიცი,მაგრამ 4-5 კომბინაცია მაინც რომ ჰქონოდათ დამუშავებული,ეს ბიჭებიც კი,სამივე თამაშს მოიგებდნენ.
კახა
ვეთანხმები კომენტარებს დავიწყე ყურება და 2 წუთში გამოვრთე რა საშინელებაა ქაიტური თამაში გეგონება თამაშის წინ შეიკრიბნენ პირველად რა მწვრთნელი რის მწვრთნელი იყო კი საერთოდ იქ ან ყავს ამათ მწვრთნელი. სასწრაფოდ გაარკვიეთ რა ხდება ესენი ხომ პირდაპირ ეროვნულის გაგრძელებაა ვაი სირცხვილო.
a
ეს ნაკრები არაა. უბრალოდ კალათბურთის აზრზე არიან რა და ეგ არის, ბრბოს შთაბეჭდილებას ტოვებს
archili
ვუყურე ტამასჰ და სჰემრცხვა რომ ესენი ნაკრებსი სახელიტ ტამასჰობდნენ გუნდი კომბინაციას ვერ აკეტებდა ეს რა სამარცხვინო შედეგია, სასწრაფოთ მოხსენიტ ეს მწრთვნელები და დაამტავრეთ კარგი მამიკოს შვილების თამაში გუნდში
დათო რუსთავიდან
ნუ ბლოკავთ კომენტარებს ... ფედერაცია სამარცხვინოდ არჩეული , მწვრთნელებიც საშინლად უვიცები , კალათბურთელები ნაცნობ-ბიძაშვილობით გამოძახებულები ... თაობები იკარგება გეყოთ სირცხვილია !!!
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება