ქუთაისის "ტორპედო" ტირასპოლში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "შერიფთან" 0:3 დამარცხდა, გათამაშებას გამოეთიშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება, სადაც ერთ კვირაში "ვიკინგურს" დაუპირისპირდება.

ამ მატჩმა ქართული საკლუბო ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

ქუთაისში 1:2 დამარცხების შემდეგ მეტოქე გუნდის მწვრთნელმა გორან საბლიჩმა თქვა, რომ არ ეგონა თუ წააგებდნენ, ეს მათი დაცვის შეცდომები იყო, ამას აღარ დაუშვებდნენ და ქართული გუნდისთვის ბურთის ფლობის უფლება არ უნდა მიეცათ. არც მისცეს.

დებიუტი ისეთი გამოდგა, დნესტრისპირელები უკეთეს რომ ვერ ინატრებდნენ - ტირასპოლური გუნდის ბომბარდირმა ბაბადინგამ ბურთი მიიღო, მას მარინმა ხელი ვერ შეუშალა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგაც მასპინძლები ფლობდნენ ინიციატივას, თუმცა სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ. "ტორპედო" კი

იერიშების ორგანიზებას ვერაფრით ვერ ახერხებდა.

მაინც მიეცა ჩვენს ჩემპიონს შანსი - 30-ე წუთზე კუტალიამ კენდიშის პარტნიორისთვის გადაცემული ბურთი ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, მაგრამ იმავე კენდიშმა თითქოს მოცელა (ტელევიზიით ნაჩვენები რაკურსით ძნელი გასარჩევი იყო), მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. არადა, კუტალიამ დაახანა და ბურთის კარში დარტყმა მართებდა.

მე-40 წუთზე ბაბადინგამ ბურთი ზედ კარის წინ სრულიად უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ჯოალისონს უპასა და 2:0. მასპინძლებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ბაბადინგამ და კამარამ მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ მოახერხეს ბურთის კარში გადაგზავნა.

მოკლედ, კლასში ჩვენი მოწინააღმდეგის უპირატესობა გამოიკვეთა და შესვენების შემდეგ ჯოალისონმა საჯარიმოდან მესამედ დალაშქრა კვასხვაძის კარი, რითაც ყველაფერი დასრულდა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, "შერიფი" "ტორპედოზე" გაცილებით ძლიერი გუნდია და მისი გამარჯვება ლოგიკური გახლდათ.

ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა".

შერიფი - ტორპედო 3:0

გოლები: 1:0 ბაბადინგა (9), 2:0 ჯოალისონი (40), 3:0 ჯოალისონი (55)

შერიფი: მიკულიჩი, სუშიჩი, პოსმაკი, კულუშიჩი, კრისტიანო, კენდიში (ანტონი 75), კაპიჩი (როდრიგესი 73), პალიჩი, ჯოალისონი (კოვეჩევიჩი 89), კამარე, ბადიბანგა

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, აზაცკი, მარინი, ჰლინკა, ცინცაძე, კუხიანიძე (ტუღუში), გეგეჭკორი (დაფე 46), ქიმაძე, კუტალია (კაპანაძე 68)

დათო
ავტორჯან რა ქართულია სად დაამთავრეთ?, სად ისწავლეთ ასე აზრების გადმოცემა. ვინ გასწავლათ, რომ თურმე წინადადება -თი შეიძლება დაიწყო, როგორიც ჯურნალისტები (ხო,ხო ჯურნალისტები) და კომენტატორები გვყავს ზუსტად ისეთივეა ქართული ფეხბურთი.
ანრი
ფულისტი რომელია? კობი, იაშკა, მუჯირი თუ ვინ? ამ ბიჭებს ფეხბურთელობის დროსაც ეტყობოდათ ჯიგარი და სამშობლოს სიყვარული. უცხოეთშიდაც მიიღეს სამუშაო გამოცდილება და კარგ მენეჯერებად და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. მუშაობაშიც ეტყობათ: ინფრასტრუქტურა წესრიგდება თანდათან, ჩემპიონატის სისტემა დაიხვეწა, დაფინანსება მოვიდა, გრძელვადიანი გეგმა დაიწერა. ფედერაციას რაც შეუძლია მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ სხვა კიდევ ბევრი ფაქტორის გამო ისევ ინერციით მიდის უკან უკან ქართული ფეხბურთი.
სოსო
ესენი რა ხვითოებიც არიან,შენც კარგად ხედავ და პოსტზედაც გეტყობა,რომ იცი,მაგრამ ნაცებმა ქვეყანაში უკვე არსებული სტადიონები დაგვინგრიეს და კლუბებს მოედნის გარეშე თამაში აიძულეს,სხვა სტადიონებზე ხელოვნური საფარი დაუგეს და ფეხბურთელები ინვალიდებად გადააქციეს,სპორტის აკადემია რომ დახურეს და ქვეყანაში მწვრთნელების მომზადების სისტემა გაანადგურეს,როგორ გგონიათ,ეს შედეგს არ გამოიღებდა?შედეგი კი დღევანდელი მდგომარეობაა.ერთ კვირაში დანგრეული სტადიონების ხელმეორედ აშენებას კი წლები და უამრავი ფული უნდა და ესეც ამ ბედოვლათების თავში სახლელი გახდა,მაგრამ მათი ბრალი ამაში, ნამდვილად არ არის
სოსო
გიგო,ორშაბათს მოდიანო და ჯერ არ დამდგარა ის ორშაბათი,ხომ არ უთქვია იმ კაცს,ხვალეო ან ზეგო?
სოსო
"გილოცავ",ძალიან "ყოჩაღად" მოქცეულხარ.ასე განაგრძე ქართლოსიანთა საამაყო წარმომადგენელო.ფუი!თან რომ აღარც გრცხვენიათ?!
მეკარე
სირცხვილია ამათი ყურება
megre
ევროპულ საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთში უკვე აღარ არსებობს ნაკრები თუ კლუბი რომელიც ჩვენზე დაბალი დონის იყოს, თუნდაც ათიოდე წლის წინ როცა არც მაშინ ვწყვეტდით ვარსკვლავებს სპორტის ამ სახეობაში ის მაინც ვიცოდით რომ ლუქსემბურგის, მალტის, ანდორის, ფარერების... კლუბებს თუ ნაკრებებს მაინც დავამარცხებდით, ეხლა ამაზე საუბარიც ზედმეტია, ფაქტია რომ ევროპულ საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთში ჩვენი ადგილი აღარაა, ამიტომ ფედერაციას ვურჩევ დაიწყოს ევროპული საფეხბურთო კავშირიდან გამოსვლა და გავწევრიანდეთ წყნარი ოკეანის საფეხბურთო კავშირში, ვეთამაშოთ ფიჯის, სენტ კიტსის, ნუარუს... ნაკრებებს და გუნდებს, მაქ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი რომ გავქაჩავთ)))
მაიგიორგი
ტორპედო მეკარე გიყენია საერთოდ თუ ბურტს უყურებს უბრალოდ საით მიდის მაგარიააა
zviads
რაც ქუჩებში ხდება, მანქანის ტარება რომ არავინ იცის და ყველა რომ ყველაფერს არღვევს და მაინც რომ ყველას ყველაფერი კიდია, იგივეა ქართულ ფეხბურში ზუსტად...
გენო
ახლა გადავხედე ჯონენტარებს და რაც "გულშემატკივარი", ისიც გუნდები, ასე იყო თუ ისე ხომ მოვიგეთ წინაზე, ძლივს 20-მდე კომენტარი დაიწერა, წავაგეთ უკვე 53-ია, რისი ღირსიც ვართ იმას ვიღებთ, რასაც დასთეს, იმას მოიმკი
zviads
ამათაც მიტინგი უნდათ მგონი, სხვანაირად ამათ ტვინში არ შედის არაფერი...
გულშემატკივარი
ფედერაციამ აიძულა წაგება თუ რა ხდება?
gigo
მეშახტის საცოდავად დაქვითულ ფულს რომ ხელს მოკიდებ ის ხელი იმ დროს იწვის.
sdsadddd
ეს ცჰამორცჰენილი ფეხბურტელები რატომ ცჰამოყავტ?
kako
შენ დღეს ნახე რაც იქნება და მაშინ ვაი მართლა მაგათ პატრონს
დათო30
საწყალი ტორპედო, რა ქნას მეტი არ შეუძლია, ტორპედოსთვის შერიფიც რეალია, საწყალი უუნაროები
paolo
ტორპედოს წაგებაზე დავდევი ფსონი და გარკვეული თანხაც მოვიგე, მგონია დრესაც მოვიგებ
feola
ჯიბეში
ანესთეზეოლოგი
ყოჩაღ ბიჭებიიიიიიიი.... ჩვენ ვართ პატარა და მებრძოლი ერი:)) სირცხვილი ფეხბურთელებიან-მწვრთნელიან-მენეჯმენტიან-დირექტორატიანად! სანამ კლუბების მაქსიმუმი ის იქნება, რომ ოღონდ დინამოს შეაკვდეს, დააკარგვინოს ქულები, ოღონდაც გადაუსწროს და ჩემპიონი გახდეს, მანამდე არაფერი ეშველება ჩვენს საკლუბო ფეხბურთს. ესეთ კლუბებს ქვეყნის ჩემპიონის სახელით ევროტურნირზე გასვლის უფლება სერთოდ არ უნდა მისცე. რა მარაზმს თამაშობენ, რას აკეთებენ საერთოდ რა სახეობას თამაშობენ სპორტისას? კვასხვაძე თავს გაიგიჟებს, პენალს აიღებს გადამწყვეტი თამაშის ბოლო წუთზე და გუშინ უნარებში ჩაჭრილი ბავშვივით იდგა, საერთოდ აზრი თუ ქონდა მის დგომას. ესეც პოლონეთის ან ჩეხეთის გუნდი ხომ არ იყო, მოლდოველები იყვნენ მართლა ამის დედა ვატირე....
პაატა
ფედერაცია უვიცების და ფულისტების ხელშია და რას მოველით?! მარტივი ლოგიკა აქვთ: ურჩევნიათ დღეს მოიპარონ 1 ლარი ვიდრე ხვალ და ზეგ ევროპაში წარმატების მიღწევით იშოვინ 1000$! ვალები აქვთ ბიჭებს და რა ქნან?! ამოვიდა ყელში ეს ყველაფერი
gigo
ამაში ვიხდი გადასახადებს? რატომ უნდა ვარჩინო ეს თავისმომჭრელი ხალხი მე გვირაბგამყვანმა მეშახტემ? ჩაჩავა დაგვპირდა მაღალი კლასის ფეხბურთელებს და სად არიან ისინი?
ბრავო შერიფს!
ვულოცავ თბილისის დინამოსა და სამტრედიის ყველა გულშემატკივარს!
dadu
ასეთ სუსტ, ასეთ დაუბალანსებელ, ასეთ საზიზღარ გუნდთან რო ასე უშანსოდ წააგებ რაღაზე უნდა ისაუბრო? აი ამაზე უსუსტესი გუნდი ვინღა და სადღა უნდა შეგვხვდეს? არ გრცხვენიათ მაინც? შეწყდეს ფეხბურთის დაფინანსება ბიუჯეტიდან, შეწყდეს საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში (შეწყვეტილი არაა პრინციბში?), დაიშალოს ყველა კლუბი და ყველა ფეხბურთელი ყანაში იქნას გაშვებული სათოხარში. დავაფინანსოთ ახალი თაობები და გავზარდოთ უსუსტეს ევროპულ კლუბებთან ოდნავ მაინც მიახლოებული ფეხბურთელები (ნუ გასაგებია საშუალო ევროპულ კლუბებამდე ვერასოდეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივალთ) აი იმ დონის ფეხბურთელები ტირასპოლის შერიფის მაგვარ ბანდას რომ მოუგებენ.დავიღალეთ უკვე რა, როდემდე შეიძლება ეს მარაზმი გაგრძელდეს? აი გუშინდელ თამაშს თამაში ერქვა? მასე ხომ მეც ვითამაშებ (დაჟე ბევრ ვითომ ფეხბურთელზე უკეთესადაც). რაში იღებენ ხელფასებს (რასაც იღებენ, ერთ ლარსაც არავის გადავუხდიდი ასეთი თამაშის შემდეგ, აქეთ უნდა გადაგვიხადონ)
ზვიადი
არსებობს ფეხბურთი და ანტიფეხბურთი სხვადასხვა ვარიაციებით, ესენი რას თამაშობენ, კაცობრიობის გამოცანაა
გიორგი
ეროვნულ ჩემპიონატში 90 წუთიდან 30 წუთი მოედანზე კოტრიალში და მსაჯთან საუბარში გაყავთ! არც მსაჯი ნერვიულობს როცა ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაში არუნდათ, არც აჩქარებს რო თამაში განახლდეს.აი ესეთ ფეხბურთს მიეჩვივნენ და გონიათ ევროპაშიც ესე უნდა ითამაშონ.მერე გულშემატკივარი არ დადისო იძახიან, შე დალოცვილო ფეხბურთს თქვენ არ თამაშობთ და მინდორზე კოტრიალს,მსაჯთან საუბარს და წყლის დალევას ვუყურო?
gg
ნაცების დროს ხო გადახნეს ევროპის მინდვრები ჩვენმა გუნდებმა...
Niko
ქოცები დაეპატრონენ ფედერაციას და რეგრესიც სახეზეა. ქოცი = წარუნატებლობას
Mister
Eseni liga da uefaze ki ara samezobloshi ar arian satamashod gasashvebebi.
Guja
ასე განაგრძეს მე თქვენი ძალიან კმაყოფილი ვარ (ოლიმპიური სისტემააა):))))))))
Zura
Chachava chveulebrivi julikia,tanac melki..mapatiet jargonistvis magram am arsebas literaturuli sitkcebit ver daaxasiateb...chxetiani kide 9 atas lars gebulobs..sakartveloshi 10 ojaxs rom ekofa da bolomde mlikvnelobs..jansagi situacia sanam ar ikneba gundi cin ver cava..
Gela
15 celi araferi konda torpedos mogebuli,2015 movida patiosani bichi chakvetadzes vgulisxmob direktorad.,20 celia vadevneb kovel detals tval kurs,im bichma daxsna gundis ufrosi,mtavari mcvrtneli..xelfasebi rom ikribeboda bolo mougo,gaushves 9 fexburteli,gaxsnes skola,moikvanes patiosani mcvrtneli.,95 procenti vinc chempioni gaxda da manamde tasi aigo am bichis mokvanili da shenarchunebuli iko,tasis finalsac kargad upaspindzles,magat feisbooks vadevnebdi tval kurs,orjer sauketeso martvis menejmentistvis dajildovda gundi,ai ackobilma sistemam da im bichemba btavisi gaketa,exla imat resursi amocires,chxetianis mier adre ganxorcielebuli arcerti transferi normaluri ar iko,exla kide usistemod mokares uceb...anu menejmenti tavdakiraa da. Da chempionatshic da ligazec tavdakira midis kvelaferi.ar afaseben sakartveloshi patiosan nichier xalxs,mlikvnelebi da dzmabichebit rom ckdeba amitomaa kargad sakme....
მეზარბაზნე
შემოდგომა-გაზაფხულის დროს ხო გლიჯავდნენ ყველაფერს. მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს კლუბებში სასწრაფოდ
777
არასოდეს დაუგლეჯია ქართულ კლუბებს ევროპული სარბიელი მაგრამ რაც ბოლო 2 წელია ხდება საშინელებაა.შარშან ხომ საერთოდ,4-მა ქართულმა გუნდმა ითამაშა ევროსარბიელზე და 8 თამაშში მხოლოდ 1 ფრე(!)წელსაც მაგრა "ცხელა" ამ კუთხით.რაც იმას მაფიქრებინებს რომ ფორმატი უნდა შეიცვალოს და დაბრუნდეს შემოდგომა-გაზაფხულის სისტემა,აუცულებლად...თორემ კიდევ უფრო უკან წავალთ (თუმცა ამაზე უკან აღარაფერია)
qomagi
uari rom vtkvat ar sheizleba uefaze da ligaze monatileobaze, davigale ukve amati ginebit kovel tels!
გულშემატკივარი
ადმინ ჩასვი ჩემი კომენტარი ;)
შაკო
Xoo samwuxarod asea magis dedac
datooo
წაგება წაგებაა მარა ეს იყო სამარცხვინო წაგება, მესმის თავს ზემოთ ძალა არარის მაგრამ საშინელი საყურებელი იყო როგორ აფარჩაკებდნენ საქართველოს "ჩემპიონს", ეს დამცინავი პოლიტიკა ხო ვერ მოიშორეს 2 დღით ადრე "გაძლიერება" გუნდის დაგვცინიან ეს უნამუსოები..
gia
ქარტველებმა ფეხბურტის თამაში არ ვიცით უკვე კაი ხანია, მორჩა და გათავდა
ggg
ტორპედოს მწცრთნელი რომ ამბობდა იმედია მეორე თამაშამდე თავდამსხმელს დავიმატებთო, მოასწრეს დამატება?
ra mnishvneloba aqvs
arc ki unda ashuqebdet qartul "fexburts" arc saklubo da arc sanakrebo doneze! chven fexburtelebi ar gvyavs!!
lasha
გოუჭირდებოდათ
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
ქართულ ფეხბურთს გონება ჩლუნგები მართავენ.უაზროთ შეცვალეს გათამაშების სისტემა. უაზროთ დიდი ფული ჩაიდო "დიდ ფეხბურთში" ბავშვებს კი არაფერი გაუკეთეს. მწვრთნელთა განათლების სისტემაში მოიყვანეს"გენიოსი"ხალხი და კიდევ რამდენი რამის ჩამოთვლა შეიძლება.
valeri
გუნდი რო ლიგაზე უნდა გამოსულიყო იცოდნენ ნოემბრის მერე, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა, იმიტომ რომ ეს ქართულ სპორტში ნაცადი მეთოდია, საქართველოზე ფონს მაქსიმალურად იაფად უნდათ გასვლა და მერე ბოლოს უნდათ გაძლიერება რომ რაც შეიძლება ნაკლები დროით მოუწიოთ ხელფასების გადახდა ძლიერ მოთამაშეებზე. ეს მეთოდი რა შედეგითაც მთავრდება უკვე არაერთხელ ვიხილეთ, მაგრამ ამათ ეგ არც აინტერესებთ! და მეორე, ოთხი დღით ადრე იმიტომ ჩავიდნენ, რომ მაგარი საგულაო ადგილია ტირასპოლი, იაფი და თან ულამაზესი მდედრების ცვენაა! ხოდა კი მიხვდებით ახლა რაც იყო ამათი მისია!
ზურა
ფულის სტანოკია ამათთვის ამ უპატრონო ქვეყანაში ჩამა ხომ უნდათ.როცა ქვეყანას ეშველება სპორტსაც ეშველება.მედროვეები პოლიტიკას როცა მოშორდებიან,სპორტსაც მოშორდებიან!მაგრამ ეს საქართველოში არასოდეს მოხდება.....
გიგი
სირცხვილი და თავის მოჭრა! სულ უკან და უკან მივექანებით.. სად არის კობიაშვილი ბევრს რომ იქადნებოდა..თავმოყვაროება არ გაქვთ?!
რიგითი გულშემატკივარი
შე დალოცვილო ისე საყვედურობ ტორპედოს გეგონება თბილისის დინამო ვარსკვლავებს წყვეტდეს.. მთლიანად ქართული ფეხბურთია ჭაობში და ქუთაისელსაც თბილისელსაც ბათუმელსაც და ყოველ რიგით ქართველს ერთი და საერთო სატკივარი გვაქ.. შენ ალბათ ტორპედოს წარმატება არც გაგიხარდებოდა და ზუსტად ეგ ვღუპავს ერთ მუჭა ქართველებს.. იმედი მაქ რომელიმე ქართული გუნდის წარმატებას მოვესწრები.. ძალიან ოპტიმისტურად კი გამომივიდა მაგრამ მაინც...
დდდ
თქვე დალოცვილებო 3-4 დღით ადრე ჩახვედით.რა ვერ დაისვენეთ ესეთი რომ ერთი ნორმალური გაქცევა ვერ გააკეთეთ, პირველ ტაიმში იმ გოლს ყველა ნორმალური თავდამსხმელი გაიტანდა მაგრამ სანამ მიღოღდა ბურთამდე კი ააცალეს..იმედია რომელიმე ქართული გუნდი ერთ ეტაპს მაინც გადალახავს
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
ქართულ ფეხბურთში ზემოდან ქვემოთ ყველაფერი ძირფესვიანად შესაცვლელია. პირველ რიგში ფეხბურთის დიდი მცოდნე ხალხი უნდა მოვიდნენ სათავეში და რაც მთავარია ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიხედონ, რომ დიდ კლუბებში ტაქტიკურად განათლებოლი ტექნიკურად სრულყოფილი, ფიზიკურად კარგად გაწვრთნილი და პატრიოტი ფეხბურთელები მოვიდნენ.
irakli81
ეჰ მქონდა იმედი ტორპედო გაიბრძოლებდა, მაგრამ არ გამართლდა. ორი ვარიანტია ჩვენი საკლუბო ფეხბურთის დონის ასამაღლებლად ან ქვეყნის საერთო მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს და შესაბამისად ეს ფეხბურთზეც აისახება ან კიდე შერიფივით 11 ლეგიონერი უნდა მოიწვიონ ეს კი არა მგონია რამეში წაადგეს ქართულ ფეხბურთს. მანამდე კი ვიქონიოთ იმედი იქნებ ნაკრებმა მიაღწიოს წარმატებას.
ზურა
ეს საქართველოს ჩემპიონმა ითამაშა დღეს ? ხოო ....
გგგ
ლანძღვას აქვს რამე აზრი ? ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება. როდესაც ინტერესი არ არის წარმატების მიღწევის, არც იმედია და არც შედეგი.ყველაფერი ინერციითი მიდის წლიდან წლამდე და გულშემატკივარიც რატომღაც იჯერებს ცრუ დაპირებებს. ღმერთმა იმედი ნუ მოგიშალოთ, მაგრამ ასე მინიმალური წარმატების მიღწევის 1%-იც არ არსებობს.
rene
რთ უნდა ქვეყანას ფეხბურთი, როცა ფეხბურთის ნაცვლად ან თურქულ სერიალს და ან კიდევ პოლიტდებატებს ატრიალებენ? განახებენ კი არა არ გაგაგიჟონ მაღალი დონის თამაშით. ხვალ სამტრედიას და ბიძოს ჩიხურასაც ააყუდებენ
დათო
ვაი იმ სახემწიფოს 300 მილიონ რო ამ სამარცხინოებზე რო ხარჯავს
Goga
Uvicobis, sibrikvis mcvervali. Tevzi satavidan kars. Tanamdebobaze kofnit undat iscavlon kobiashvilma da misma sazmakacom sakme, chkua didi mat ar moekitxebat, tkuilad ikargeba xalxis fuli!
zaza
დინამოს გულშემატკივარს შე დალოცვილო მოგეგო სახლში ქუთაისისთვის და ითამაშებდი ლიგაზე ეს ერთი და მეორე ითამაშებდით თუარა დაბდღვნიდით ყველაფერს კარგად გვახსოვს დინამოს გაფარჩაკება აზერებთან და ყაზახებთან.არ გადაეკიდა ამ ტორპედოს
xx
რატომ არ გჯერათ რომ ტორპედო გუნდი არაა, მათ გლახაობას სვარკის ყურება მირჩევნია, საერთოდ ქართული ფეხბურთი არ არსებობს, ამას ნათლად ნახავთ ხვალვე როცა სამტრედიას გააგორებენ და მაგასდინამოსაც მიაყოლებენ. არ შემდგარ სახელმწიფოში როდის იყო ფეხბურთი მაღალ დონეზე? წავიდნენ ისინი (ოქროს ბიჭები) ახლებს კი ხედავთ რაც არიან. ვის ცალია თქვენს ფეხბურთზე? ქვეყანა თავზე გვემხობა და ფეხბურთი უჭირს ქეყანას?
დათო რუსთავიდან
ტორპედოს რომ არასერიოზული ბანდა მართავს ხო დარწმუნდით , არც ერთი საღად მოაზროვნე ზედ თამაშის წინ 6 ახლად ჩარიცხულ ფეხბურთელს ძირითადში არ ჩასვავს და საერთოდაც ჩხეტიანის სამწვრთნელო დონე თითქმის 0 ის ტოლია ....
rene
რაშუაშია კობიაშვილი, საერთოდ სახელმწიფო სისტემაა მოშლილი ვის ცალია თქვენს ფეხბურთზე და შედეგმაც არ დააყოვნა. ჭამა ყველას უნდა
reno
ქართული მოდაა, დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე და მართო სპორტში კი არა, სპორტმა, კერძოდ ფეხბურთმა დაამტკიცა რას წარმოადგენს ქართული ფეხბურთი...ფიასკო ქართული ფეხბურთის
გიორგი
დინამო ხო ფრინავს... სამარცხვინო ზოგადად ქართული ფეხბურთია...
დათო30
კობიაშვილმა სეზონი იმიტომ შეცვალა რომ გუნდები ევროთასებზე ფორმაში შეხვდებოდნენ.ძველი სისტემით მაისში მთავრდებოდა ჩემპიონატი და ევრო თასები იწყებოდა ივნისის ბოლო, ახალი სისტემით კი ჩემპიონატი მთავრდება დეკემბერში და ივნისამდე 6 თვეში ხშირ შემთხვევაში ქართული გუნდეი წამყვანი ფეხურთელებისგან იცლება.სამტრედია ევრო თასებზე მოხვდა და ახლა ბოლო ადგილზეა, ქუთაისის ტორპედოზე იგივეს ვერ ვიტყვი. მოკლედ სეზონის ცვლილება არაფერ შუაშია და ძველ სისტემაზე უნდა დააბრუნოს კობიმ და აღიაროს რომ ფანტაზიაში პრობლემები აქვს. სირცხვილი მაცანჩალა უუნარო ტორპედოს.
სიმართლე
ეგეც თქვენი ნაქები ჩემპიონი . ქუთაისელებო ტორპედოში მატყუარა მფლობელი გყავთ, ერთი კვირაში მოინდომა გუნდის განახლება დაგცინით . აი მწვრთნელი კი საერთოდ ცალკე თემაა ტრენჩინთან შარშანდელი გაფარჩაკების მერე როგორღა აჩერებთ კლუბში ??? არ დაბლოკოთ ...
Bajo
4 dgit adre haiyvana gundi daisvenen ishopingen da fulebic motexen sastumroebshi da ymayofilebi modian.vin amixsnis aba 4 dgit adre rato havidne masin roca sul ragac 2 saatis safrenia da klimatic hvennairi.mara fuli baba fulii
ave
კაი წაგებიტ ვის არ წაუგია მარა სინტერესო იციტ რა იყო? რატო ეწერა ნახევარ გუნდს მაისურზე გვარები და ნახევარს არა, ეს რა ახალი ნოვაციაა? ამიტ მგონი ყველაპერი ნატქვამია

ჟურნალისტებო ხვალ არც ჩიხურას აჩვენებენ და არც დინამოს?
გიორგი
ტორპედო ესეთი თამაშით შორს ვერ წავა! ტრენჩინისგან როცა 8 ბურთი გაუშვეს ისევ ვერ ისწავლეს ჭკუა, მეორე არის ის რომ არასერიოზული დამოკიდებულებაა ჩვენს გუნდებში, 1 კვირით ადრე მოგყავს ფეხბურთელი გუნდში და გინდა შესარჩევში ითამაშო კარგად? ხალხი წლობით ემზადება ამისთვის! ნამდვილად გამოჩნდა რომ ტორპედომ აქ შემთხვევით მოიგო
ohoho
ოჰ ეს კაი იცით შექმნით ზე ოპტიმისტურ განწყობას და ტყუილად და მერე უცებ წერთ სრული ფიასკოოო! ჩხეტიანის ტაქტიკის იმედზე იყავით დილით!!
ლევან
სამარცხვინოები ხართ. მაგალითი იმისა თუ როგორ შეგიძლია შეარცხვინო კლუბისა და ქვეყნის სახელი. 0 ჟინი, 0 ბრძოლა, 0 მოგების სურვილი. გავიგებდი რომ მოგენდომათ და თავი დაგედოთ სტადიონზე, მაგრამ ფეხების კანკალით ითამაშეთ. ვწუხვარ, რომ თქვენ იყავით ჩემპიონთა ლიგაზე და არა დინამო.
ზურა
ვაი თქვენს პატრონს!!!
dato
უთავმოყვარეოთა შაიკა! აკეთეთ ახლა ეკონომია და გაუშვით უხელფასოდ ლეგიონერები
ნოდო
საქართველოს მორიგი სირცხვილი ჩემპიონი მედავეთ ახლა იმერლებმა სანამ ჯგუფურ ეტაპზე არ მოხვდება რომელიმე კლუბი ყველა ჩემთვის იქნება ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი
GEO
უსაშველო ჭირს ქართულ კლუბებს
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
შარშანწინ "საბურთალოსთან" წავაგეთ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ და...- ინტერვიუ "შერიფის" ქართველ ლეგენდასთან
გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
კიუიტის ამაზრზენი განცხადება - დირკი "კონკიას" წარმატებამ გააღიზიანა