ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვისაც 1981 წლის "დინამოს" წარმატება არ გაგვიზიარებია, რა ვქნათ?!

ვისაც 1981 წლის "დინამოს" წარმატება არ გაგვიზიარებია, რა ვქნათ?!

თბილისის "დინამომ" კიდევ ერთი სეზონი ჩააგდო და "განვითარებას" იმავე ტემპში აგრძელებს. ამჯერად კლუბმა "დუნაისკა სტრედას" ბარიერი ვერ გადალახა და ისედაც დაცემული მისი სათამაშო თამასა საერთაშორისო დონეზე უფრო დაეცა.

24 წლის ვარ და ჩემთვის უცხოა ის წარმატება, რასაც "დინამომ" 1981 წელს მიაღწია. ჩემთვის უცხოა დავით ყიფიანის, ალექსანდრე ჩივაძის, მიხეილ მესხის, ვიტალი დარასელიას, რამაზ შენგელიას და სხვების თამაში. მე მხოლოდ ინტერნეტში ვიდეოებზე მიმიწვდება ხელი, რომელიც ჩემში იმ ემოციას ვერ აღძრავს, რაც იმ ათასობით ადამიანში, ვინც მათ შეხვედრებს რეალურად უყურებდა.

მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც მაშინდელი თბილისის "დინამოს" ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ მე დღევანდელ თბილისის "დინამოს" ვხედავ და იმას, რაც რეალურად ხდება. ზოგადად, ჩემს თაობას ქართული ფეხბურთის წარმატება არ უნახავს. ერთადერთ წარმატებად ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ასპარეზობას მივიჩნევ, ხოლო მეორე წარმატებად - ქართველი ფეხბურთელის, კახი კალაძის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

"დინამოს" ყველაფერი აქვს, რათა საშუალო დონის ევროპული კლუბი იყოს, რომელიც სტაბილურად იასპარეზებს ევროთასებზე: სტადიონი, ბაზა, აკადემია, მრავალრიცხოვანი ქალაქი, სადაც მცირე წარმატებაა საჭირო, რომ ხალხი სტადიონზე მოიყვანო.

კლუბში რომან ფიფიას მოსვლას დიდი იმედით შეხვდნენ. მან გარკვეული ძვრები მოახდინა გუნდში, თუმცა კლუბი, საფეხბურთო თვალსაზრისით, აღორძინების ნაცვლად დაბლა წავიდა. იყო ესპანური პროექტი, რაც, ვთვლი, რომ საუკეთესო იყო და ბოლომდე ამ ტემპში უნდა გაეგრძელებინა კლუბს, რადგან მაშინ თბილისელებმა სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს და პლეი ოფში აეკ-ის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. კლუბს რომ ჩისკო მუნიოსის დონის ლეგიონერების ჩამოყვანა გაეგრძელებინა და ნიჭიერი ქართველებით შეევსო, ნამდვილად არ იქნებოდა მათთვის უცხო ევროთასები.

ჩაიარა ამ ყველაფერმა და გუნდი ახალ სისტემაზე გადაერთო. ეს იყო გაახალგაზრდავების და აკადემიის ბავშვებით გუნდის შევსება. ერთი შეხედვით, ეს გადაწყვეტილებაც არ იყო ურიგო, კლუბი რომ ბოლომდე მიჰყოლოდა აღებულ ტემპს, თუმცა დღემდე, როგორც კი რომელიმე ფეხბურთელი კარგად თამაშს დაიწყებს, "დინამო" საშუალოზე ნაკლები დონის ევროპულ კლუბს უთმობს. მიზეზად ხშირად ფეხბურთელის სურვილი სახელდება, თუმცა აქ გაურკვეველი სახის ფინანსური ინტერესიც დგას, რადგან ნებისმიერ კლუბს ძალუძს ნორმალური კონტრაქტით ფეხბურთელის კლუბში დატოვება.

წარმოიდგინეთ, თუ როგორი იქნებოდა თბილისის "დინამო" ევროთასებზე, კლუბს რომ არ გაეშვა ამ ფეხბურთელთა ნაწილი მაინც: ოთარ კაკაბაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, მათე ცინცაძე, გიორგი პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ბაჩანა არაბული და ა.შ.

ჩემი პირადი აზრია, რომ კლუბი მინიმუმ ევროპა ლიგაზე მოხვედრას მაინც შეძლებდა და გაცილებით ძვირად გაყიდდა ამ ფეხბურთელებს.

რა ვნახეთ ჩვენ?

"დუნაისკა სტრედასთან" წარუმატებლობა ყველაზე ნაკლებად ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა დააბრალო, რადგან მათი გამოცდილება მინიმალურია, თუ ეროვნულ ლიგაში მთელი სეზონის განმავლობაში მათ შეცდომებს მეტოქე ალღოს ვერ უღებდა და ამის მიუხედავად, გამარჯვებას აღწევდნენ. ამ შეცდომების აღმოსაჩენად ზუსტად რამდენიმე წუთი დასჭირდა ახალგაზრდა 21 წლის ბაიოს, რომლის ორმა თავურმა დაამტკიცა, თუ რამდენად ჩამოვრჩებით სლოვაკეთსა და მსგავს ქვეყნებს ჩემპიონატში არსებული სათამაშო დონით.

თუ წარუმატებლობაზე ვსაუბრობთ, მაშინ გვერდს ვერ ავუვლით კლუბისა და გუნდის მესაჭეებს. კახა კაჭარავა არ საუბრობს პრობლემებზე და "დინამოს" ხელძღვანელობის ყველა გადაწყვეტილებას ამართლებს. ის გვეუბნება, რომ შეცდომები რომ არ დაეშვათ, შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ.

ბატონო კახა, თქვენ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეცდომა რომ არ დაუშვას, გვერდით კვალიფიციური ფეხბურთელი უნდა ედგას, რომლისგანაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში ელემენტარული გადაწყვეტილების მიღებას ისწავლის.

ფეხბურთელის მეირ დაშვებული შეცდომა მწვრთნელის ისეთივე ბრალია, როგორიც მოთამაშის, რადგან ეს შეხვედრა თქვენ "დუნაისკა სტრედასთან" წააგეთ და არა აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან", რომელსაც ნამდვილად უკეთესი გუნდი ჰყავს.

რაც შეეხება რომან ფიფიას, არ მჯერა იმის, რომ ის ფეხბურთში ვერ ერკვევა და მენეჯერები "სიცრუეში" აცხოვრებენ, მაგრამ მის მიერ გუნდის განვითარებისთვის ნაბიჯები არ იდგმება. გუნდის სათამაშო დონე წლიდან წლამდე ეცემა; მიდიან ფეხბურთელები და ყოველდღიურად მცირდება იმ ასეული გულშემატკივრის რაოდენობა, რომელიც "დინამო არენაზე" დადის. მაგრამ რა უნდა თქვა, ეს ყველაფერი ოფიციალურად კერძოა და ბიზნესსაკუთრებას წარმოადგენს. "დინამო" წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი, ამას კაბინეტებში წყვეტენ და არა მოედანზე.

• Vakhtang Lobzhanidze

ეს ინტრიგანი საიდან გამოძვერი??

• vax-vax

სათაურის პასუხად: რა პრეტენზია გაქვთ, რომ გვიან დაიბადეთ

• vax-vax

რა პრეტენზიები გაქვთ

• დინამოელი

რომანა ფიფია "დინამოს" მკვლელობის პროცესი შენით რომ არ დაწყებულა ფაქტია, მაგრამ საკონტროლლო გასროლას კი მაგრა მომგებიამად აკეთებ. "დინამოს" ყველა თაობის გულშემატკიბრისგან შენ და შენი ხროვა ერთ დროს ვითომ ფეხბურთელი კაჭარავას ჩათვლით (ვერც წარმოიდგენდა ვინმე, რომ იმ დონის ფეხბურთელზე უარესი "მწვრთნელი"შეიძლებოდა დამდგარიყო) რისი ღირსებიც ხართ აქ ვერ დავწერ ცენზურის გამო. თუმცა ნამეტანი ჭკვიანი კაი ჩანხარ და მჯერა, მიხვდები და იგრძნობ კიდეც

• ზასტაველი

ფიფუაი ფულს აკეთებს!დინამოს და ფეხბურთს რაი?რაიდა ფაფუაი!

• Status quo

დაელოდეთ....

• თემო

საპრიზო ფონდი არსებობს და მას გამარჯვება სჭირდება. დამარცხებულიც კი მოგებულია გააჩნია რა ეტაპზე ეთიშები ევროპულ ასპარეზობას. სამწუხარო ის არის, რომ ამისთვის არ ვიბრძვით, არ ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროპულ საფეხბუღტო სამყაროს თავი დავანახოთ. დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს. დღეს გაყიდიან ფეხბურთელს 100.000 ევროდ რომელიც პოტენციურად მილიონი ღირს. დიახ ფიფიამ ბევრი გააკეთა, მაგრამ შუა გზაზე გაჩერება არ შეიძლება. რამოდენიმე წლის წინ თქვა, რომ დიდი დროა საჭირო ევროთასებზე მოსახვედრადო, გავიდა ეს დრო მაგრამ წინ სვლის მაგივრად უკან და უკან მივდივართ, როცა ყველა ისეთ პატარა ქვეყანას როგორიც ჩვენ ვართ 1-2 საიმედო გუნდი ყავს. "ეს რა ჭირი გვჭირს"

• ვაჟა

თბილისის დინამო დიდი სახელია რა კლასის ფეხბურთსაც თამაშობდა თითზე ჩამოსათვლელია ეგეთი გუნდები და ამას ევროპაც აღიარებს შეეკითხეთ ნევისმიერ ასაკოვან ევროპელს!!!..დინამოს სტადიონი მაყურებელთა დასწრებით ოთხეულში შედიოდა ევროპაში კამპ ნოუსა და ბერნაბეუსთან ერთად და ბოლოს ამ ქვეყანას დინამომ ბევრი რამ მისცა მათ შორის ეროვნული მუხტი მაგრამ საპირისპიროდ ვერაფერი მიიღო

• tngh

ზოგიერთი კომენტარი ადასტურებს ჩემს გონივრულ ეჭვს... საქართველოს ფეხბურთს მტრები ჰყავს... ახალგაზრდას, რომ დაუმსახურებლად გალანძღავ, აბა ამას სხვა რა შეიძლება უწოდო???

• fifa

დინამო თბილისის შედეგები 1981 წელი, მაინც იცოდეთ ვინც არ იცის Dinamo Tb 2-0 Kastoria Dinamo Tb 4-0 Waterford United Dinamo Tb 4-1 West Ham United Dinamo Tb 3-0 Feyenoord Dinamo Tb 2-1 Carl Zeiss - ფინალი

• o.k

გასაკვირი რაა, მაშინ თბილისის დინამი საქართველოს ნაკრები იყო, ჩემპიონატს ერთად თამაშობდნენ, შეთამაშებულები იყვნენ.. ახლაც რომ შეკრიბო ნაკრების მოთამაშეები და ერთ კლუბში ათამაში ცუდ შედეგს არ დადებენ.. ყველაფერს წყვიტავს ფინანსები

• levan

იმდროინდელი თბილისის დინამო იყო საქართველოს ნაკრები, ეხლა კი ნიჭიერი მოთამაშე უკლებლივ ყველა უცხოეთში თამაშობს და საქართველოში დარჩენილები კი გადანაწილებებულები არიან უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდებში....ესაა და ეს. აქედან გამომდინარე დინამოს შედეგებიც სახეზეა.

• დათიკო48

დღეს სამწუხაროდ არ ხდება მომავალი თაობისთვის იმ კლასკური ფეხბურთის თამაშისთვის მომზადების და წვრთნის ახსნა,რა არის თავდასხმა ან დაცვა ან ნახევარდაცვა ამას უნდა გონებრივად ახსნა,ან ვინ არის მარცხენა და მარჯვენა თავდამსხმელი,გაიხსენეთ 50-60-70-80-ნი წლების ქართველ ფეხბურთელთა ნიჭიერება!!!

• gio

ფიფიამ რაც გააკეთა მადლობა ეკუთვნის!...უბრალოდ საპრიზო ფონდი არ არსებობს რომ ევროთასებზე გასული გუნდი გაძლიერდეს და ფეხბურთელები დაიმატოს

• ცოფიანი სპილო

რა არ წერია მართალი? ფიფიას არ გააჩნია კლუბის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, კი ბატონო, კლუბის მეპატრონეა, მაგრამ დინამო ხალხისაც არი, მარტო ფული არ შველის საქმეს, მიდგომებია მთავარი, შე დალოცვილო, იცი, რომ გუნდი ევროთასებზე გამოდის, გააკეთე ისე, რომ ერთი-ორი ძლიერი ლეგიონერი მოიყვანო, და არა ბოლო კვირაში, ერთი თვით ადრე მაინც, შეათამაეო დანარჩენებთან, თან ისე, რომ ევროთასების შემდეგ არ გაუშვა ორ კვირაში სხვა კლუბში. აკ კიდე ახალი მოთამაშეები მოყავთ, როცა ევროთასებიდან უკვე გამოვარდება გუნდი. და მერე, იმ ძლიერ ფეხნურთელებს ნუ ყიდიან რაღაც უსახელო და უხეირო გუნდებში, სადაც კლასს კი არ იმაღლებენ, პირიქით, აქვეითებენ, მერე არ მისდით საქმე მთელი კარიერის მანძილზე აღარსად...

• David

კარგი ადამიანობა აქ არაფერ შუაშია გადაწყვეტილებებზე და ტაქტიკურ შეცდომებზეა საუბარი, ეჭვიც არ მეპარება რომ კარგი ადამიანია.

• თემო

ძალიან საინტერესო ანალიზია. პრაქტიკულად ყველაფერში ვეთანხმები სტატიის ავტორს. მადლობა

• luka

ფეხბურთელს ევროპაში რომ ეპატიჟებიან როგორ გინდა არ გაუშვა? გეკითხა ერთი ფეხბურთელისთვის მაინც რატომ წავიდნენ და მერე დაწერე

• tngh

გეთანხმები!!!

• el Cano

მე ვთვლი რომ ბიჭებმა და კაჭომ ყველაფერი ქნეს და ძაან კარგათ ,ერთი წაგებით არაფერი არ განისაზღვრება პირიქით ეხა უნდა გავამხნევოთ დინამო რომ შემდეგ ტურნირებზე წაადგეთ,რაც შეეხება რომან ფიფიას მისი მოსვლის შემდეგ დინამოს დონემ ძაან მაღლა აიწია.

• გურამი

ებიჭო რამდენი ჩასაფრებული ჰყავს ამ დინამოს. სტატიის ავტორს ბევრი ლოგიკური უწერია, მარა ეს კომენტარები. თითქოს სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ. რაღაცეები არასწორი გააკეთე შეილება ფიფიამ, მაგრამ ისეთებიც გააკეთა აქამდე რომ არავის აუშენებია. წავიდესო რომ გაჰყვირით, თქვენ მოხვალთ ალბათ და დაახარჯავთ ქონებას დინამოს.

• mamulo

აქ მინდა ზოგიერთ გაღუნული ცნობიერების მქონეს გამოვეხმაურო.დინამო არის ერთი ჩვეულებრივი გუნდი, კი მას წარსულში ჰქონდა დიდი წარმატებები,მაგრამ რატომ გავიწყდებათ რომ მაშინ დინამო-საქართველოს ნაკრები იყო ფაქტიურად (ნუ დაიწყებთ ახლა ამის უარყოფას)ოღონდ დინამო ერქვა და ამ სახელით აღწევდა წაემატებას მაშინდელი საქართველოს ნაკრები.ამ ნაკრებს მაშინ ტორპედო რომ რQმეოდა,თასების თასს ,ტორბედო აიღებდა,მაგრამ ეხლა ეს არაა მთავარი.მთავარია რა წარმატებას მიაღწია დინამომ,მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრებობობას თავი დაანება საერთაშორისო სარბიელზე? არაფერს! ჯგუფურ ტურნირშიც ვერ ხვდება.ამიტომ არიდ დინამო ერთი ჩვეულებრივი ქაეთული გუნდი,რომელიც ინერციით სხვა ქართულ გუნდებს იმით ჯობია რომ ისინი ამაზე უფრო მკვდრებიარიან და დინამო უფრო მეტჟერ აღწევს წარმატებას შიგა ჩემპიონატებში ან გლახებს შორის ნაკლები გლახაა.ქართული ფეხბურთის სახე კი ერვნული ნაკრებია და არა დინამო..

• ნუ მკრეხელობთ

სტატიის ავტორო ზიარება წმინდა საიდუმლოა და რას ქვია ვერ გაგიზიარებია?! მართლმადიდებელი არ ხარ? სიწმინდეებს ნუ ეხებით, ისე ილაპარაკეთ ფეხბურთზე!

• tngh

სატბური შენს ნაკვეთზე გააკეთე, შენს სოფელში... ბევრად აჯობებს!!!

• mamulo

tngh= რა წაიღე ტვინი სტადიონზე მოსვლის მოწოდებოთ.სტადიონზე ხალხი სანახაობისა და ფეხბურთის სანახავად დადის და როცა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები ფეხბურთს არ თამაშობენ (მხოლოს დასეირნობენ) და არც კლასი ყოფნით რომ სანახაობა შექმნან,მაშინ მაყურებელი რასთვის მოვიდეს სტადიონზე?და თუ ამ მძინარე ,უჟილკო მკვდრების ნახვა არ სურთ ეს არ ნინავს რომ თავიანთი აზრი და გულისტკივილი აქაც არ დაწერონ.ფიფიას ფულის კეთება ურჩევნია გუნდის გაკეთებას და ჩვენ ვართ დამნაშავე სტადიონზე რომ არ დავდივართ? დაუკვირდი რაებს წერ.!

• ara

შენ არ იცნობ კახა კაჭარავას და როცა არ იცნობ ადამიანს არც არაფერი არ უნდა თქვა მასზე !!!!როგორც მწვრთნელი გეტყვი თავის საქმის პროფესიონალია გინდ ფეხბურთელებთან ურთიერთობა აიღე გინდ საფეხბურთო განათლება! ცოტა თუ მოიძებნება ასეთი მწვრთნელი(ადამიანი) რომელიც ფეხბურთელის პრობლემებს გაგიგებს და გვერდში დაგიდგება ბოლომდე ! შეგიძლია გაიკითხო როგორი ადამიანია და შემდეგ ილაპარაკო მასზე

• გიორგი

თანამშრომელი მყავს ყოფილი ფეხბურთელი, ქართულ ლიგაში თამაშობდა. ვკითხე მწვრთნელებზე, მათ შორის ამ კაჭარავაზე. მე ასე წარმომიდგენია მწვრთნელი რომ განსაზღვრავს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების შესაძლებლობას, აძლევს მითითებას რომ აი ამ ფლანგზე სუსტები არიან, ან შორიდან დაარტყვით, ან ჩაკიდეთ და ა.შ. ამის მაგივრად ისეთი მომიყვა, ყბა ჩამომივარდა - მწვრთნელი გვეუბნებაო, მეტოქის საჯარიმო არის მტრის ბანაკიო, ბურთი - ბომბაო, ხოდა უნდა დაბომბოთო მტრის ბანაკიო. რაის ფეხბურთელების ანალიზი, ვინ რაშია ძლიერი და სუსტი. მეორე, ფეხბურთელები ფულს უმაზავენ მწვრთნელს რომ ათამაშოსო. ჩემი თანამშრომლისთვის უთქვია მწვრთნელს, კარგად თამაშობო მარა ამათ გადახდილი აქვთო და თბილისის შეხვედრებში ვერ დაგაყენებ, მაგათი მამებიც ესწრებიანო თამაშებსო და გასვლებზე დაგაყენებო ძირითადში. ხოდა ამ მოცემულობაში რა ფეხბურთი უნდა განვითარდეს?

• გიორგი

მესმის ფეხბურთელების, რომელიც თუნდაც დინამოს ტოვებს, თუნდაც იმავე ანაზღაურებისთვის რომ სხვაგან მიდის. წარმომიდგენია ფეხბურთელები, რომლებიც ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშობენ. თან საქართველოს ლიგაში სულ ალბათ 2-3 გუნდს თუ ექნება ნორმალური სათამაშო სტადიონი, გასახდელი თუ პირობები, ვერ გაიგებ სტადიონზე თამაშობ თუ ნახირისთვის განკუთვნილ საბალო მოედანზე. როგორც მსახიობს არ აქვს სურვილი ცარიელ თეატრში გამოვიდეს და ითამაშოს, ისეა ფეხბურთელიც. ეს ხომ ჭადრაკი არ არის, შენთვის დაჯდე სიწყნარეში და ითამაშო. უნდა გესმოდეს ტრიბუნების შეძახილი, განწყობა და უნდა გიხაროდეს თამაში. ამიტომ არ ვამტყუნებ ფეხბურთელებს, ვინც მალევე ტოვებს აქაურ ლიგას. მგონი უმჯობესი იქნება დინამომ რომელიც ცოტა ნორმალური ქვეყნის ლიგაში ითამაშოს (მაგ. უკრაინაში), ან აზერბაიჯანთან რომ გაკეთდეს ლიგა და რამდენიმე ქართულმა კლუბმა ითამაშოს, ვისაც აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იქ უკვე სხვა ინტერესი ექნება მაყურებლებსაც რომ "უბალეშიკონ" ქართულ გუნდებს

• mamulo.

კიტეიშვილსაც ყიდის ფიფია.ესაა გაძლიერება? გუნდის კი არა ფულის გასაკეთებლადაა მოსული ფიფია.გაიღვიძეთ გულშემატკივრებო! თორემ კი დარჩებით ნახევრად მძინარე მეოცნების პოზაში.

• DEVI

რომან ფიფია არის ბიზნესმენი, რა მიზანიც უნდა ამოძრავებდეს ყოველთვის გადაიხრება ფინანსური მოგების მხარეს.ის ცდილობს არც შამფური დაწვას და არც მწვადი, მაგრამ ამ ეტაპზე არ გააჩნია ამის რესურსი. ამიტომ აჯობებდა, ჯერ ისევ დინამოს ინტერესებზე გააკეთოს აქცენტი და მოვა ის დროც როდესაც ბიზნეს ინტერესების განხორციელებისათვისაც მიეცემა საშუალება. რა უნდა გააკეთოს ამისათვის მან ბევრზე უკეთ იცის.

• ქომაგი

მე ამ მწვრთნელის არასდროს მჯეროდა ესენი უფრო მოგულავე შოუმენები არიან ვიდრე კვალიფიციური მწვრთნელები, მათ რიცხვშია ასევე ცერცაძეც. ამათზე ერთი თავით მაინც მაღლა დგას ფრუიძე. მაგრამ ეტყობა სვეცკობაში მოიკოჭლებს და მისაღები არაა. რაც შეეხება ფიფიას ჯობია დინამოს დააწეროს შპს არაშენდა. მაგას მგონი ფეხბურთი სამიკიტნო გონია.

• ანესთეზეოლოგი

და რა სცადა ფიფიამ? გავიხსენოთ ის, რომ მის მოსვლამდე დინამო ევროტურნირებზე მინიმუმ 2 ეტაპს მაინც გადიოდა. როდესაც ფიფია მოვიდა თან მოიტანა "ესპანური პროექტი". იმავე წელს უეფას თასზე დინამო პლეიოფიდან გამოვარდა გაკოტრებულ აეკ-თან. მაგრამ გულშემატკივარი იმედიანად იყო განწყობილი იმის გამო, რომ დაინახა მოვიდა კაცი, ვისაც ჰქონდა კონკრეტული პროექტი საშუალო ევროპული დონის გუნდის ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? გუნდს ყოველწლიურად ტოვებდა 2-3 წამყვანი მოთამაშე. უფროდაუფრო სამარცხვინო გახდა დინამოს შედეგები... სრულიად ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრს, რომ დინამოში სიამოვნებით მოვა ბევრი ისეთი უცხოელი ფეხბურთელი რომელიც საქართველოს ჩემპიონატის დონეს საგრძნობლად გაზრდის. ჩისკო მუნიოსისა და კოტოს მაგალითიც კი კმარა. მე ვერ ვხვდები სად ჩანს, რომ რამე სცადა ფიფამ. არსებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ გუნდიდან არათუ არ შეიძლებოდა ამდენი ფეხბურთელის გაშვება, არამედ პირიქით, ლეგიონერებითაც გასაძლიერებელი იყო. თუ კი ფიქრად იყო რამე წარმატების მიღწევა საერთაშორისო სარბიელზე. ადამიანი რაღაცას რომ ცდის და არ გამოუვა, ვერ მივა იქამდე, მეორე ცდაზე ისე უნდა მოიქცეს, რომ ის პრობლემა მოგვარებული ჰქონდეს რამაც წინა ცდაზე შეუშალა ხელი და არა პირიქით. ამას ქვია რომ ადამიანი ცდილობს რაღაცის გაკეთებას და მიღწევას.

• david

რაგბიც მალე გაფუჭდება თუ არ გაკონტროლდა. სადაც დიდი ფული გაერია ყველგან კორუფციამ და ნეპოტიზმმა იჩინა თავი. რაგბშიც არის მაგის ბევრი მაგალითი. ტიპებს ფორმების ფული არ ქონდათ და უცებ ფული რომ გაჩნდა ე ბიჭო ეგარისო და წავიდა შავბნელი საქმეების კეთება. ბევრი ითბობს ხელს იქ სადაც ბევრი ფული ტრიალებს

• ვეტერანი

სანამ არ იქნება ლიგა, რომელსაც ექნება მოთხოვნილება მაღალი დონის შემსრულებლებზე, აქედან წასვლა კი არა აქეთ ჩამოსვლა არ გახდება პრესტიჟული, არაფერი ეშველება ქართულ ფუტბოლს. წავა ჯაჭვური რეაქცია და განვითარდება ბავშვთა ფუტბოლი და მოგვარდება ამ თამაშთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც. "მოთხოვნილება ბადებს წინადადებას" ეს ბიზნესის კანონია და ამის გარეშე დრო და ფული იკარგება. კონცეფცია უნაყოფოა და დროზეა გადასამუშავებელი.

• georgia

აზერებს ყავთ ყარაბაღი,ბელარუსებს ბატე,ყაზახებს ასტანა,(უკრაინაზე და რუსეთზე აღარაფერს ვამბობ)რომლებიც სისტემატიურად თამაშობენ ევროპის ჯგუფურ ეტაპზე.ნუთუ ჩვენ არ ვიმსახურებთ ერთ ასეთ გუნდს!

• david

უეფაზე რომ გავედით მაშინ კარგი შემადგენლობა ჰყავდა დინამოს. განა რას უხდიან ამდენს ყაზახეთში მოთამაშე ქართველებს? კანკავა რამდენ ხანს იყო უკლუბოდ, გაურკვეველი წარმოშობის ფეხბურთელების ჩამოყვანას არ ჯობია გამოცდილი ქართველი ფეხბურთელების თამაში? რითი ვერ ახერხებს დინამო კარგი შემადგენლობის შეკრებას? მაგრამ ბირთვს არავინ ინარჩუნებს მოდიან და მიდიან

• tngh

მეგობრებო!!! ვისაც მართლაც გნებავთ საქართველოს ფეხბურთის წარმატება, იკადრეთ და მობრძანდით სტადიონზე ეროვნული ლიგის თამაშებზე. მერწმუნეთ, ნებისმიერი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის, ყველაზე დიდი სტიმული და მხარდაჭერა, გულშემატკივარით სავსე სტადიონია!!! თანაც, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს...

• saiga

მე მაინც მგონია რომ ჯობია სათბური გაკეთდეს დინამოზე

• Fz

საქართველოს უნდა ჰყავდეს 2-3 გუნდი რომელიც ქვეყანას ღირსეულად წარადგენს ევროსარბიელზე !..

• Haha

Erti gundi gazafxuls ar moikvans. Kvela unds gazlierdes, mashin agar gakidian muqtad bichebs.

• დ.ვ

საკითხავია დინამოს ფანკლუბს რა პოზიცია აქვს ფიფიას მიმართ

• Giorga

პრობლემა გუნდის ხელმძღვანელობაშია, დინამოს მართლა აქვს იმის რესურსი რომ 15 კაგი მოთამაშე გაზარდოს, მოიძიოს ნიჭიერი ბავშვები, მაგრამ საქმე იმაშია რომ ფიფიას ეგრევე ფული უნდა და გუნდი სულ ფეხებზე კიდია, ამიტომ ყიდის ეგრევე ნიჭიერ ფეხბურთელს და 2 წელიც ვერ ძლებს გუნდი ერთი შემადგენლობით. შეცვალოს პოლიტიკა, ჩადოს კონტრაქტში რომ სანამ 22 ან 23 წლის არ გახდება ფეხბურთელი 3 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის და წარმატებაც თავისით მოვა. ამერის მაგალითს შეგხსნებთ გუნდმა 2 წელი ყველა ფეხბურთელი შეინარუნა და დიდ წარმატებასაც მიაღწია ჩემპიონატში, ასევე ეგეთ სანახაობრივ ფეხბურთსაც ვერცერთი გუნდი თამაშობდა და თამაშობს...

• tngh

ისე, ძალიან დიდმა "სპეციალისტებმა", ეროვნული ლიგის თამაშებზე მოსვლაც, რომ იკადროტ, ცუდი არ იქნება. კრიტიკა და ლანძღვა-გინება სოციალურ ქსელში ადვილია... გულშემატკივრობა, უფრო ძნელი... და საჭირო!!!

• გუჯა კახაძე

ბ-ნო გალაქტიონ! ათასობით არა, ათიათასობით გულშემატკივარი ვესწრებოდით სტადიონზე და ასიათასობით ტელეეკრანს იყო მიჯაჭვული. ის სიხარული ახლაც გვახსოვს, მაგრამ იმედი არ გვაქვს, რომ კიდევ მოვესწრებით. დღევანდელი ქართველი მწვრთნელების კვალიფიკაცია ამის საშუალებას კიდევ დიდხანს არ მოგვცემს.

• ალექს

ფიფი ნამუსი და სირცზვილის გრძნობა რომ ქონდეს ..გაყიდიდა მაგ გუნდს .... ფიფია თავზე ლაფს გვასვხავს ხალხოო...

• თბილისელი გულშემატკივარი

სრულიას ვეთანხმები სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებსა და გულისწუხილს, რაც სამწუხარო რეალობაა.ძალიან დამწყვიტა გული დინამოს წარუმატებელმა გამოსვლამ."დინამოს" შემადგენლობაში იმ ფეხბურთელთა ნაწილს რომ ეთამაშა,რომლებიც ფულზე დახარბებით იქნენ ევროპის საკლუბო გუნდებში გაშვებული,ნამდვილად სხვა შედეგი გვექნებოდა სახეზე...ჩვენ კი ბოლომდე იმედით შევცქეროდით დინამოს" 11 ახალგაზრდა ცოცხალი მიცვალებულის ფაფხურს მოედანზე, რომელთაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანი გუნდის სახელი, ქვეყნის ღირსება და გულშემატკივარიც ფეხებზე ეკიდათ...

• გააჩუმეთ

რა ჯანდაბად გინდად ამ წარუმატებელი სპორტის გაზიარება და წარუმატებლობაზე წუწუნი მერამდენე სტატიას წწერთ უკვე წერეთ წარმატებულ სპორტის სახეობებზე და ინტერვიუები იღებთ შენგელიიას და ლიპარტელიანი ს ნაირი სპორცნენებისგან და არა რუსეთის და ყირგიზეთის ლიგის ფეხბურთელებსგან. იმედია ისევ არ დაბლოკავთ კომენტარს

• ზურა

ბოლოს როდის ნახეთ ქართველ ფეხბურთელს წაგებაზე ეტიროს? ამათ გინდა მენეჯმენტი შეუცვალე და გინდა საფეხბურთო მსოფლმხედველობა სულ ერთია,მთავარია BMw-X5 და სათვალე რომ გოგოებში "გაეძრნენ".....ხორვატებს იმიტომ გულშემატკივრობს ხალხი რომ ჯიგარს დებენ თამაშში თორემ დიდი მოსაწონი ფეხბურთი ეგ არაა.ეს ფიფიაც ალბათ დაიღალა თორემ რაც მენეჯერს ევალება ყველაფერი გააკეთა და სცადა....ისე ეს 300 მილიონი რაც ქართულ ფეხბურთზე "ვითომ" იხარჯება რაგბისკენ რომ მიმართონ ურიგო არ იქნება,თუნდაც კალათბურთისკენ

• tbiliseli

ეს კაჭარავა და მაგის თაობა იყო : დიდი დინამო რომ შეცვალეს და იმის მერე ვეღარ გასწორდა ქართული ფეხბურთი წელში! რა ფეხბურთელებიც იყვნენ კაჭარავა და მაგის თაობა, მწრთვნელობაშიც ეგეთი ბედოვლათები არიან!!!!!

• georgia

თამაში წააგო გამოუცდელმა დაცვის ხაზმა,ისინი მომენტებში ძალიან ბავშურ შეცდომებს უშვებდნენ.ხომ იცოდა ბატონმა ფიფიამ რომ თოთაძე 3 მატჩით იყო დისკვსლიფიცირებული ამიტომ მინიმუმ ერთი გამოცდილი ცენტრალური მცველი უნდა დაემატებინა, თუნდაც ჩვენი ჩემპიონატიდან, მაგრამ ეს არ გააკეთა.დინამოს მსგავსი შემტევი ფეხბურთი არცერთ ქართულ კლუბს არ უთამაშია წელს ევროთასევზე, უბრალოდ დაცვის ახალგაზდულმა შეცდომებმა დაგვაღალატა!

• tngh

ერთი სამწუხარო რამ შევამჩნიე "დინამოს" წაგების შემდეგ. ვკითხულობდი კომენტარებს, და შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს საქართველოში ფეხბურთს უფრო მეტი მტერი ჰყავს, ვინემ გულშემატკივარი. ახალგაზრდა "დინამოელებს" ცუდად არ უთამაშიათ. არის ზედმეტი კრიტიკა, ლანძღვა, გინება, ირონია და, მინიმალური მხარდაჭერა და გამხნევება... ნეტავ ვცდებოდე!!!

• ara

ნეტავ თუ წაიკითხვს ამ სტატიას ის "კაბინეტის ხალხი" სრულიად ვეთანხმები ავტორს!! გამორჩეულად მიყვარს ეს გუნდი მაგრამ ევროტურნირებზე ნებისმიერი ქართული გუნდს ვგულშემატკივრობ! ხომ შეიძლება ერთხელ გაერთიანდეთ ყველა ფეხბურთელებიდან დაწყებული კლუბის მესვეურებით დამთავრებული და ერთად გავაღწიოთ ევროპალიგაზე მაინც... როგორც ეს აზერბაიჯანმა მოახერხა! რომან შენც კარგად იცი ჯგუფში მოხვედრის შემდეგ თუ როგორ ფინანსურ სარგებელს ნახავ ვიდრე ფეხბურთელების გაყიდვით!!!

• ანესთეზეოლოგი

პირველ რიგში დიდი მადლობა სტატიის ავტორს. დაწერილია უბრალოდ, გასაგებად და მწვავედ - პირდაპირ მიზანში. თბილისის დინამო ქართული ფეხბურთის სახეა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჯერჯერობით სხვა კლუბებმა მხარი ვერ აუბეს ამ კუთხით. დინამოც იმ მდიდარი წარსულის მეშვეობით ინარჩუნებს ამ პოზიციას. მე პირადად მიმაჩნია, რომ თბილისის დინამო ეროვნული საკუთრებაა და ჩვენ, გულშემატკივრებს გვაქვს იმის უფლება, რომ მესაკუთრეს გარკვეული ვალდებულება დავაკისროთ (მორალური კუთხით მაინც). კლუბს, რომელმაც ქართული ფეხბურთის სახე და სახელი დღევანდელ დღემდე მოიტანა და წლების განმავლობაში იყო ეროვნული გამოხატულება, ისე არ უნდა ექცეოდნენ როგორც თოჯინების ფაბრიკას. პირველ რიგში ჩვენ, გულშემატკივრებმა არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. ფიფიას მოქმედებებს ძირითადად კომენტარებით ვაკრიტიკებთ ხოლმე გულშემატკივარი, თორემ გინდ სპორტულ გადაცემებში და გინდაც ბეჭდურ მედიაში ასეთ დამოკიდებულებას ვერ შეხვდები. დაიწერება, რომ აი კიდევ ერთი სეზონი ჩააგდო დინამომ, დამარცხდა სუსტთან, გამოუცდელი გუნდია.... შემდეგ მწვრთნელის კომენტარი და მორჩა... ყოველ წელს ერთი და იგივე. ხოლო ის, თუ რატომ არის გუნდი ისევ გამოუცდელი, რატომ არიან ისევ მხოლოდ პატარა ბიჭებით დაკომპლექტებულები, რატომ გამოვარდნენ ისევ ვიღაც სუსტთან, რატომ არ არის ძვრები სასიკეთო თუნდაც მომავალი სეზონისათვის, ამაზე აღარავინ ლაპარაკობს. რადგანაც ამ "რატომს" უკვე გუნდის ხელმძღვანელობამ უნდა უპასუხოს. რომელთაც ელემენტარული ბოდიშიც კი არ მოუხდია იმისათვის, რომ დინამო ქვიათ და აგერ უკვე მერამდენე სეზონია გვაყურებინებენ თუ როგორ გვახევს ბურთს თავზე ნებისმიერი მეტოქე. ძლიან კარგი სტატიაა, რამდენი ასეთი "ცხელი შამფური" წავა ვერხუშკებისკენ მით უკეთესი...

• roma

სააღოლ ავტორ როგორ იქნა რომ ამოიღე ხმა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.

• თედო

ჩვენი სათქმელი თქვი, გაიხარე რომ პირადაპირ წერ ესეთ რაღაცეებს და დინამოს ხელმძღვანელობას არ უძვრები

• kobaa

კარგი სტატიაა. რომან ფიფია ძალიან კარგია რომ ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელებს ზრდი თუმცა დინამო არის გუნდი რომელიც საქართველოს პრესტიჟს უნდა იცავდეს მაშინ გაყიდე გუნდი და იყიდე რამე სხვა კლუბი გაუკეთე აკადემია და გაზარდე ბიჭები ისეთ გუნდში სადაც არავინ მოგთხოვს განსაკუთრებულ წარმატებას და იქ ათამაშე თორე აგე ზაგრების დინამო თუ ბიჭებს ზრდის და ყიდის ძმაო ეგენი ლიგაზე თამაშობენ ჯგუფფში და ჩვენ 1 ეტაპი ვერ გადაგვილახავს თუ ეგეთ რამეს მიზდევ 3 წელი მაინც უნდა შეინარჩუნო ფეხბურთელები შენ კიდე 6 თვე ვერ გაგიჩერებია წადიწადი და მოვა ვიღაც უცხოელი ინვესტორი რადგან დინამოს ისეთი პირობები აქვს ახლა მხოლოდ ფეხბურთელები სჭირდება და ჩადებს ფულს და იყიდის კარგ ფეხბურთელებს თუ გორის დილას მოყავს ლეანდრო რიბეიროს და ალვინ ფორტესის ნაირი ლეგიონერები შენ რატო ვერ მოგყავს??? არმოდისო როიძახით გორში მივიდა და თქვენთან არმოვა ეგეთ პირობებში და + ევროტურნირებზე?

• oto

ძალიან კარგი სტატია...ვეტანხმები 100% პროცენტით...

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა

"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...