დღეს, 26 ივლისს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ქუთაისის "ტორპედომ" გოტას "ვიკინგური" 3:0 დაამარცხა.

მატჩი "ტორპედოს" აქტიური შეტევებით დაიწყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ მომენტების შედეგიანად დაგვირგვინებას. "ვიკინგურის" ფეხბურთელები კი მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და ცდილობდნენ თავდამსხმელებამდე ბურთი არ მისულიყო.

მიუხედავად ამისა, ქუთაისელებმა შეხვედრის 27-ე წუთზე მაინც შეძლეს ანგარიშის გახსნა, მათე ცინცაძემ ბურთი კუთხურიდან ჩამოაწოდა და თორნიკე კაპანაძემ კარების მიმართულებით ბურთი ზუსტად გადაგზავნა.

შეხვედრის პირველ ნახევარში აქტიური იყო დაფე, რომელმაც რამდენიმე მომენტი შექმნა. მე-40 წუთზე მას სხვაობის გაზრდა ორამდე შეეძლო, მის მიერ წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი "ტორპედოს" აქტიური შეტევებით განახლდა, კახა ჩხეტიანმა მოედანზე ლაზარ მარინის ნაცვლად მილოს ლაჩნი შემოიყვანა და შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო გაზარდა. სლოვაკ ფორვარდს რამდენიმე შანსიც მიეცა.

მეორე გოლის გატანა ქუთაისელებმა 73-ე წუთზე შეძლეს, მათ აქტიურ შეტევებს თორნიკე კაპანაძის მშვენიერი პასი და გიორგი ქიმაძის გოლი მოჰყვა.

მე-80 წუთზე ანგარიშის შემცირება ადეშინა ლავალს შეეძლო, თუმცა როინ კვასხვაძემ შესანიშნავად იმოქმედა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

"ტორპედო" უპირატესობის მიუხედავად არ შეჩერებულა და 85-ე წუთზე, გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებულ ბურთს ლევან კუტალიამ თავი კაგრად დაახვედრა და ანგარიში 3:0 გახადა.

დარჩენილ დროშიც მიეცათ ქუთაისელებს რამდენიმე შანსი, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და 3:0 დამთავრდა.

შემადგენლობები

ქუთაისის "ტორპედო": კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი (ლაცნი 45'), გლინკა (კუხიანიძე 70'), ცინცაძე, დაფე (დოლიძე 59'), კუტალია, ქიმაძე, კაპანაძე.

"ვიკინგური": რასმუსენი, იაკობსენი, გრეგსენი, ლერვიგი, ნიბლასი, ლოკინი, იანსენი (ლერვიგი 59'), ჯორჯევიჩი, ს.ვატნჰამარი, გ.ვატნჰამარი, ლავალი

1234
შენ თუ გგონია, ჩხეტიანის ჯინაზე ვწერ ამ კომენტარს, ძალიან ცდები. ჩხეტიანს შენზე კარგად მე ვიცნობ და არაფერი მაქვს მისი საწინააღმდეგო. წავა თუ არა, არც ტორპედოს და არც ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. ვერ გაიგე რაზე ვწერ? უეფას წყალობით რომ ხარ ევრო ტურნირზე შემორჩენილი და ფარერების დამარცხება გიხარია, რა საფუძველი გაქვს? ანდორა–გიბრალტარი–ფარერების გარდა, ნებისმიერი ქვეყნის გუნდთან რომ თავიდანვე განწირული ხარ,ეს გიხარია?
Irakli apkhaidze
1234 ძმაო (თუ დაო) თავს კი არ ვიბრმავებ, ახლა მწვრთნელი წასვლაზე აპელირება სისულელეათქო მაგად ვამბობ. რეგლსმენტი შეცბალა თუ სრ შეცვალა, მიხარია რო აგვისტოში 2 გუნდი გვყავს ევროპაზე... ვ
sormona
ხალხო, ამ გუნდს ფინურმა ჰიკმა რომელიც თავისი ჩემპიონატის ლიდერია და გახურებული სეზონია შეთამაშებაზე რო არაფერი ვთქვა მოუგო ორი მატჩი 3:1 და 2:1. ანუ, ვერც ერთი ვერ მოუგო დიდი ანგარიშით და ორივე მატჩში გოლი გაუშვა. ამასთან თუ მოვიყვანთ შედარებას მაინც ცუდია ტორპედოს3:0 მოგება??? არ მითხრათ ახლა რაა ფინეთის ჩემპიონატი და მისი ლიდერიო :):))
roma
იმ ხალხის კომენტარები,რომლებიც ტორპედოს გუშინდელ მატჩს იწონებს,მე პირადად არ მიკვირს,რადგან საქართველოში არც ქართველებმა და არც უცხოელმა ჯეილებმა მატჩის ანალიზი არ იციან,ალბად იმედია ხვდებით რასაც ვამბობ და არც არავის გაუკეთებია სწორი ანალიზი დამოუკიდებლობის პერიოდში,სხვათაშორის არც 30-თი წლის წინათაც აკეთებდნენ ამას წარმატებულად,თუ არ ჩავთვლით ცხონებულ ნოდარ ახალკაცს.გაიხსენეთ ძველებმა დინამოში თითქმის სულ რუსი სპეციალისტები იყვნენ მთავარი მწვრთნელები და არა მარტო დინამოში,ე.ი მაშინაც არსებობდა ანალოგიური პრობლემა,არა ასეთი დოზით,მაგრამ არსებობდა.მოგება ვის არ გაუხარდა,მაგრამ საკითხავია ვის მოუგეთ და როგორი ხარისხის თამაში ვაჩვენეთ,არ დაგვავიწყდეს,რომ წინ განმეორებითი მატჩი გველის,ის რომც დავძლიოთ შემდეგ ეტაპზე რა გველის,მე მოგება მინდა უსურვო ტორპედოს,მაგრამ მოდით რალობას ჩავხედოთ თვალებში, წინსვლას და გამარჟვებას ვუსურვებ ტორპედოს,ღმერთმა ქნას ლიგის ჯგუფში მოხვდეს,მაგრამ ამ რესურსით და ბაგაჟით ეს თქვენც ხომ იცით,რომ სამწუხაროდ შეუძლებელია.
tazo
სათაური აქვს,ტანში დამბურძგლა:)):)):)):)):)))
1234
რომელ ორ გუნდზე წერ? უეფას რეგლამენტი არ შეეცვალა და იქნებოდი საჩხერის ამარა. ისე წერთ,თითქოს ტორპედომ პირველი ეტაპი გადალახა. ძალით იბრმავებთ თავს,თუ მართლა ხედავთ რამენაირ პროგრესს? მერე 10 დღის შეკრებილი რომაა გუნდი,ვისი ბრალია? 6 თვის წინ არ იცოდნენ,ევროტურნირზე რომ ექნებოდათ სათამაშო?
kako
რა მოგიტანათ სარეიტინგო ქულებმა? 300 000 კი როგორც ყოველთვის წავა სხვის ჯიბეში. შემდეგი ეტაპის მერე ილაპარაკეთ თუ გექნათ ლაპარაკის აკი
999
ვიკინგური ფარერების სოფლის (სადაც 500-მდე კომლი ცხოვრობს) გუნდია და თუ 3-0 მოუგე ამით ორდენებითა და მედლებით დაგაჯილდოვოთ? ვაიკომენტატორებს კი ბავშვებივით უხაროდათ საქართველოს ჩემპინმა დიდი ანგარიშით დაამარცხაო ვიკინგური ( არც იციან სად და რა არის საჭმელი თუ სასმელი ფარერები) მოუგო კი არა ბარსელონა დაამარცხა?
qutaisi
ღადაობთ ხალხოო? აზრზე ხართ საერთოდ ვის ეთამაშენ? მაგათ ჩემპიონატიც კი არა აქვთ, სოფელში მოკრებენ ხალხს და მოჰყავთ, ზოგი მანქანის ხელოსანია, ზოგი მიწის მუშა, ზოგი ვინ და ზოგი ვინ, ჩიხურას ფრე ბევრად საამაყო და მისასალმებელია, გუნდს მაინც ეთამაშნენ.
სოსო
ჩემს წუხანდელ კომენტარებს რას ერჩით? მამულო,ერთი კვირის შეკრებილი გუნდისაგან, რა მწვრთნელის ხელს ითხოვ?ხალხმა შეიძლება ჯერ ერთმანეთის სახელები კი არა,სახეებითაც ვერ სცნობენ ერთმანეთს.ჩხეტიანი არ იყო მწვრთნელი, შარშან მესამე წრიდან გუნდმა ქულა რომ აღარ დაკარგა და ჩემპიონი გახდა?ღმერთმა ქნას,მოასწრონ ქუთაისელებმა მომდევნო წრეში თამაშებამდე,რაღაც ელემენტალური დალაგება, შეთამაშება,თორემ საქართველოს პირველობაზე,ეს უკვე ძალიან სერიოზული ძალა გახდება და ჩემპიონობისათვის ბრძოლაშიც ალბათ შეძლებს ჩართვას.ქუთაისელებს ვულოცავ გამარჯვებას და რა თქმა უნდა მჯერა მათი გასვლა მომდევნო წრეში,ჩიხურამ კი მართლაც შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაც შეეძლო,მაგრამ სიზუსტე და ძალა აღარ ეყო.თუ მარიბორში შესძლეს და ბურთი დაიჭირეს,მათ მომდევნო წრეში გასვლის საკმაოდ კარგი შანსი ექნებათ,ყოველ შემთხვევაში მარიბორი საკმაოდ ხშირად ცდებოდა დაცვაში და ამის გამოყენება რა თქმა უნდა შეიძლება,პირველი თამაშისას დასაწყისში გამოვლენილი ნევროზულობაც ალბათ გაქრება,გუნდი კიდევ უფრო კომპაქტურად ითამაშებს და არც ფიზიკურად გაუჭირდებათ ისე,როგორც თბილისში,როცა ბოლო 20 წუთში ფეხბურთელებს წარამარა კუნთები ეჭიმებოდათ.ასე თუ ისე,ქვეყნის რეიტინგს კიდევ მიემატა ქულები და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია,შარშანდელი კატასტროფის შემდეგ.დარწმუნებული ვარ ტორპედო კიდევ შემატებს ქულებს კოეფიციენტს,ხოლო ჩიხურასი,დიდი იმედი მაქვს.წარმატებებს ვუსურვებ ორივე გუნდს ერთი კვირის შემდეგ.
ნიკა
არაუშავდა თამაშს ტორბედო კი არა გრანდებს უჭირთ ისეთ თაMაშებში მთელი გუნდი რო თავს იცავს როგორ გინდა შეხვიდე საჯარიმოში და გაიტანო. მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება რომ ჩხეტიანმა შჰეცვლები რომ გააკეთა ტამასჰი ისეთი მწვავე აღარ იკო. და ეს ორი თამაშია ვისაც არუნდა გაგიკვირდეთ კუტალიას გააქვს გოლები მაგრამ არუნდა ათამაშონ ვერ თამაშობს. მითუმეტეს კაპანაძის და ლეგიონერის ფონზე
Irakli Apkhaidze
3:0 ძალიან კარგი ანგარიშია და მეცხვარეებს მოუგე თუ გეოლოგებს, ფაქტია სარეიტინგო ქულებიც მოგვემატა ქვეყანას და დიდი ალბათობით შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის დამატებით 300,000 დოლარიც. ახლა მწვრთნელის წასვლაზე საუბარი სისულელეა. აი მართლა რომ წავიდეს ვინც მოვა (ვინც არ უნდა მოვიდეს) უკეთეს შედეგს დადებს?.. უკეთ ,,მოხოდავს" გუნდს თუ რა აზრი იმალება ახლა მწვრთნელის მიმართ პროტესტში ვერ ვხვდები?... გასაგებია რომ უფრო სწრაფი და ზუსტი თამაში გვირჩევნია, მარა დინამიკაში თუ შევხედავთ მოვლენებს, ორი გუნდი ამ ეტაპზე ბოლოს როდის გვყავდა თუ გახსოვთ, ივლისში უკვე ვამთავრებდით ევროტურნირებზე გამოსვლას. ფიზიკურად ყველა გუნდს, უჭირს და სისწრაფეშიც აშკარად მოვიკოჭლებთ (მოლდავეთში კარგად გამოჩნდა), მარა ახლა მწვრთნელის და გუნდის ლანძღვა რა უბედურებაა?... ეს არ არის კრიტიკა...
1234
რაც ქართულ ფეხბურთს ჭირს, თქვენი ბრალია-ვითომ გულშემატკივრებო!მეცხვარეებს მოუგეს-ბრავო! შეხვდებიან ტრენჩინისნაირ სოფლის გუნდს და გაიყუსებით ყველა.
roma
გილოცავთ ყველა ქართველს ამ გამარჯვებას, ნამდვილად დროული იყო ეს მოგება და ყოჩაღ ჩხეტიანს ასეთი ლეგიონერების შერჩევისთვის, ნამდვილად ამართლებენ მოლოდინს და არც შერიფთან შეურცხვენიან თავი თუნდაც 3:0-ის გამო რადგან ბოლომდე იბრძოდნე რაც ძალიან სასიხარულოა, ახლა ჩხეტიანის წასვლას რაც შეეხება ვიტყვი რომ ძალიან კარგი მწვრთნელია საქართველოს ჩემპიონატისთვის და ევროპისთვის ვერა რადგან გუნდი აშკარად მოიკოჭლებდა დისციპლინაში რასაც ძლიერი გუნდები არ გვაპატიებენ ეს უნდა გამოასწოროს ჩხეტიანმა აუცილებლად, მაინც ვფიქრობ რომ უნდა დარჩეს და ახლა მისი წასვლა არ იქნება უპრიანი არც ტორპედოსთვის და არც ქართული ფეხბურთისთვის. ახლა რომ მაურინიო ჩამოიყვანო ან თუნდაც გვარდიოლა ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს რასაც ჩხეტიანი გააკეთებს, ამიტომ ცოტა კორექტული განცხადებები და კომენტარები გააკეთეთ, თქვენ უფრო ვნებთ ეხლა ქართულ ფეხბურთს ვიდრე მწვრთნელები და ფეხბურთელები. წარმატებები ტორპედოს და მესამე ტურში გასვლას ვუსურვებ.
Dato
რატო უნდა უგებდე 10.0 პრაფესორ
Status quo
კარგი ანგარიშით მოიგეს,ყოჩაღ ტორპედო.
QT
ევროსარბიელზე მოგებებს კი არა ფრეებს ვიყავით დანტრებული, მიუხედავად იმისა ვინ გვხვდებოდა.. აგერ შერიფს მოუგეთ, დღეს ვიკონგურს, იქით ჩიხურამ.ბეითარს სძლია, დინამომაც და სამტრედიამაც თავი არ შეირცხვინეს და რა უნდა ამ ხალხს, ნაცვლად მილოცვისა რატომ ილანძღებიან ? გილკცავთ ტორპედოა გამარჯვებას და ჩიხურას ფრეს
normalurebiiiiiii
თქვენ ნორმალურები ხართ???? გუნდი აგებს და რატო აგებსო იგებს და ეს რა ჯანბადაბაა რატო იგებენ ასე აპირებენო?!
ქუთაისი
ებიჯო აცადე კააცს 9 ფეხბურთელია ახალი გუნდში რა გამოდექი აქ კომენტარებში გუნდმა 3-0 მოიგო და გილოცავთ მაინც დაგეწერა თუ არ მოგწონს თამაში ნუ უყურებ მაშინ რა გინდოდა 10-0 გინდოდა? კარგად იცი ვინც მოიგო ჩემპიონატი და ვინც მოუგო შერიფსაც ბარეული ქართული გუნდი ვერ მოიგებდა ეხლა კი გვაცალე ევროპაზე ეხლა ახალი გუნდის აწყობას მე არ ვეთანხმები მაგრამ კარგი ფეხბურთელების მატება კარგია და აცადე ვა .. შერიფთან მატჩის გამო ერთი მატჩის გამო რა ამბებია ბლიად კაცმა ნანატრი ჩემპიონატი მოიგო და კიდე შანსები გვაქვს ევროპაზე ....
მერაბი
ასეთ გუნდებს 10-0 უნდა უგებდე! ასეთი თამაშით აპირებენ მესამე ტურში გასვლას?
სა
რა პრეტენცია გაქ კონკრეტულად ამ თამაშიდან გამომდინარე შვილი
simartle
ბიჯო ჩხეტიანი კი არა შენ წაეთრიე ვიღაც კლავიატურის მონავ
mamulo
ჩხეტიანის მომხრეების ერთ=ერთი მიზეზი არის რომ ის ქუთაისელია და ჯიგარია.მასე ტუ ვიმსჯელებთ ფრუიძეც ქუთაისელია და უფრო მაგარი მწვრთნელია და უფრო პროფესიონალია ვიდრე ჩხეტიანი.წადი! წადი! წადი!ჩხეტიანო!თუ ქაჯანამ გინდა მაინცადამაინც დაგიძახოს,რომ წახვიდე.
mamulo
ყველას გეკითხებით ყავს ტორპედოს მწვრთნელი? ამ გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი ხალხნო? ჩხეტიანო წართრიე გუნდიდან!
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
კახა ჩხეტიანი: ევროთასებზე არა მხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ საქართველოს წარმოვადგენთ!
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. ვიკინგური-ტორპედო [LIVE]
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
სად შეგვეძლება ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების შეხვედრების ყურება?
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ვიკინგური VS ტორპედო - შეთამაშებისთვის და სარეიტინგო ქულებისთვის
10 ბალიანი სისტემა - "ტორპედოს" ფეხბურთელების შეფასება "ვიკინგურთან" მატჩში
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ქუთაისის "ტორპედო" კოპენჰაგენში ჩაფრინდა, საიდანაც ფარერებზე გადაფრინდება
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...