"სამტრედიის" ბანერი ყაზახეთში "ტობოლთან" მატჩამდე, fcsamtredia.com-ის ფოტო

მას შემდეგ, რაც "სამტრედია" ევროპა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა, კლუბში რამდენიმე ცვლილება მოხდა.

როგორც უკვე გითხარით, სამტრედიული გუნდი დატოვა კოტდივუარელმა ფეხბურთელმა, ეროვნული ლიგის 2017 წლის საუკეთესო ლეგიონერმა ინტერს გიმ. მიზეზი? მას კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

დღეს კი კლუბმა კიდევ ერთი ლეგიონერის წასვლის შესახებ გამოაცხადა. ამჯერად "სამტრედია" ნიგერიელმა შემტევმა მაიკლ ოლაიტანმა დატოვა. ამ შემთხვევაში კლუბი იუწყება, რომ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

მაიკლ ოლაიტანი "დინამო არენაზე"

ოლაიტანი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო "სამტრედიის" რიგებში. ის ქართულ გუნდს 2017 წლის აგვისტოში შეუერთდა და 8 მატჩში 5 გოლიც გაიტანა, თუმცა 2018 წლის ეროვნული ლიგის მე-2 ტურში მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს მხოლოდ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუბრუნდა.

თუმცა მხოლოდ წასულებზე არ გვიწევს წერა. კლუბმა ორი ფეხბურთელის დამატების შესახებ გამოაცხადა. ამიერიდან "სამტრედიის" ღირსებას 23 წლის უკრაინელი ფეხბურთელი იგორ კოშმანი და 21 წლის მცველი იგორ სმირნოვი წლის ბოლომდე დაიცავენ, ანუ დაახლოებით 4 თვით.

იგორ კოშმანი "ტავრიაში", 2014 წლის ფოტო

იგორ კოშმანის ბოლო კლუბი ხარკოვის "გელიოსი" იყო, სადაც ფეხბურთელმა 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მანამდე კი, ძირითადად, "მეტალისტის", "მეტალურგის" და "ტავრიას" დუბლებში თამაშობდა.

"გელიოსი" უკრაინის რანგით მეორე (პერშა ლიგა) ლიგაში თამაშობს. აღსანიშნავია, რომ კოშმანის ტრანსფერში, Transfermarkt-ის მონაცემებით, ფული არასდროს გადაუხდიათ. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი 100 ათას ევროს უდრის.

რაც შეეხება სმირნოვს, "სამტრედიის" საიტის ცნობით, ის უკრაინელია, თუმცა ინტერნეტში მისი მოქალაქეობის გრაფაში რუსეთი წერია და მისი ბოლო კლუბი "ლუკი ენერგია" იყო, რომელიც რუსეთის მესამე ლიგაში გამოდის. მისი სატრანსფერო ღირებულება 25 ათას ევროს უდრის.

როგორც ხედავთ, დანაკლისი საკმაოდ დიდია, ხოლო გაძლიერებისა რა გითხრათ.

აქვე გეტყვით, რომ "სამტრედია" ეროვნულ ლიგაში ასპარეზობას 4 აგვისტოს, მე-19 ტურის მატჩით განაახლებს. "სამტრედია" თბილისის "ლოკომოტივს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგოთა მოედანზე ესტუმრება.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაწვრთნის "სამტრედიას". ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, წესით, გია ცეცაძეს კლუბი უნდა დაეტოვებინა, რადგან მხარეებს შორის სწორედ ასეთი შეთანხმება იყო.

Keke
კარლო კალაძეს რატო არავინ თხოვთ პასუხს რომ დაანგრია გუნდი????!!!!
Keke
თენგო ოყუჯავა კომენტარებს რატომ ბლოკავ????
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა