ქუთაისის "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში ჩასატარებელი მომდევნო ტური გადაუდეს. ამის შესახებ კლუბის Facebook გვერდი იუწყება.

"ტორპედო ევროპალიგის პლეი-ოფის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 23 და 30 აგვისტოს "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ ელის.

პარალელურად, 20 ("ლოკომოტივი") და 26 აგვისტოს ("დინამო") "ტორპედოს" ეროვნული ლიგის ორი ტური უნდა გაემართა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გაითვალისწინა კლუბის თხოვნა და მატჩები გადადო, რისთვისაც მადლობას ვუხდით. "ტორპედო" აღნიშნულ მატჩებს მოგვიანებით გამართავს.

მადლობას ვუხდით ორივე თბილისურ კლუბს, "ლოკომოტივსა" და "დინამოს", რომლებიც ასევე დათანხმდნენ მატჩების გადადებაზე.

აქვე გეტყვით, რომ აქამდე "ტორპედოს" გორის "დილასთან" და "რუსთავთან" გასამართი მატჩები გადაუდეს. "დილას" "ტორპედო" 7 სექტემბერს დაუპირისპირდება, ხოლო "რუსთავს" - 12-ში", - წერია განცხადებაში.

guga
ამით დაეწყოთ მერე ფიფიას და ამ ჩაჩავას. ხომ არ იქნებოდნენ ახლა თოთო ბავშვებივით, სისტემურ მიდგომას ვერ ვხედავ და ესაა საწყენი. ერთხელ დინამოც შეძვრა და რა მიიღო მერე ამით ქართულმა ფეხბურთმა? ვთქვათ და დავამარცხეთ ეს ლუდოგორეცი როგორღაც, გამართლებით, იმათი ცუდი ფორმით თუ რაღაც სასწაულით და შევედით ჯგუფში, მერე? დასრულდა ბედნიერება??
ლევანი
ეს არის ზუსტად არაპროფესიონალიზმი, სეზონი ჯერ არ დაწყებულა და დაიღლებიან ლუდოგორეცისთვის? გუნდები ევროპაში კვირაში სამ თამაშს ატარებენ და რა ქნან მაშინ? კუკეში გააგდეს დაშლილი და შიდა კონფლიქტებით სავსე და ფარერული კლუბი, შეიქმნა ამბავი, შედეგია მთავარიო. შედეგი კი არ არის მთავარი, მთავარი სწორი მიდგომით, მენეჯმენტით და ხედვით მოსული შედეგია, თუ არა და იქნება ერთჯერადი. დინამო იყო ჯგუფში ერთხელ და რა მერე? გამოადგა ქართულ ფეხბურთს ის როგორღაც შეძრომა იქ? ესენი კი ჯერ ლუდოგორეცსაც არ შეხვედრიან, ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ აგერ ვართ ყველა და ვნახავთ...
mitro
ნამდვილად მეც ვემხრობი მატჩების გადადებას. რადგან ჩვენი ჩემპიონატი არაა მაღალი დონის აქედან გამომდინარე ფიზიკურად ყოველ 3-4 დღეში მაღალ ტემპში თამაში გაუჭირდებათ. სხვა ტოპ და საშაუალო დონის ჩემპიონატებში მოთამაშეების გამძლეობა და ფიზიკური შესაძლებლობები უკეთ აქვთ განვითარებული ასე რომ სანამ თოთო ბავშვივით ნელ-ნელა არ ვისწავლით გამართულ სიარულს მანამდე ხელი წავაშველოთ...
გიორგი
ესენი, რომ ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ მაშინ, ეროვნულ ჩემპიონატზე აკადემიურის აღება მოუწევთ. ესეც ქართული რეალობა!
guriidan
ზოგადად არ ვემხრობი ამდენი თამაშIს გადადებას,მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანი მატჩია რომ დავუშვათ ეს გამონაკლისიც.წარმატებები ჩვენს ძმებს ქუთაისიდან...თუ ჯგუფში გავედოთ ღმერთით იქ უკვე ამდენი თამაშის გადადება არასერიოზული იქნება,მხოლოდ აქ პლეიოფში დავუშვათ გამონაკლისი,იმსახურებენ ეს ბიჭები მთელი ქვეყნისგან გვერდში დგომას.
სუფთა ქართულად
ჩემი აზრით ორივე შეხვედრა უნდა ეთამაშათ, ამაზე კარგად სად მოემზადებოდნენ?! აბა ესენი რო ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ, ეროვნულ ჩემპიონატზე უარი უნდა თქვან. "საცოდავი" გრანდი კლუბები, რა ტყუილა უბრალოდ იკლავენ თავს, ყველგან რო თამაშობენ?!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"დინამო" (თბ) - "სოჭი" [LIVE)
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კონფერენს ლიგაზე "დინამო თბილისისა" და "ტორპედოს" მეტოქეები გაირკვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...