ესპანური Marca ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბასკონიას" ამერიკელი კალათბურთელი მეტ ჯენინგი მალე ევროპულ პასპორტს მიიღებს.

წყარო ასევე გვამცნობს, რომ 30 წლის მსროლელის თავის რიგებში ხილვა რამდენიმე ევროპულ ნაკრებს სურს.

კიდევ ერთი გამოცემა Sportando კი ამტკიცებს, რომ ჯენინგი საქართველოს პასპორტს აიღებს, რაც უკვე გადაწყვეტილი ამბავი ყოფილა და ის ჩვენს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.

საინტერესოა, რომ ჩვენს გუნდში ერთი ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთელი თედ მაკფადენი უკვე თამაშობს, Fiba-ს წესებით კი ერთ ნაკრებში ორი ნატურალიზებული ამერიკელის ასპარეზობა არ შეიძლება.

Marca ინფორმაციის გადასამოწმებლად "ბასკონიას" სპორტულ დირექტორ ფელიქს ფერნანდეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჯენინგი ევროპულ პასპორტს მართლაც მიიღებს, ოღონდაც ფერნანდესს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნის პასპორტზეა საუბარი.

ესპანური კლუბი კი ამით მოგებული დარჩება, რადგან მათ საკუთარ რიგებში მხოლოდ 2 არაევროპელი მოთამაშის დამატება შეუძლიათ, ასეთები კი უკვე ჰყავთ.

მეტ ჯენინგი 30 წლისაა და პოზიციით მსროლელია. ის 2011 წლიდან ევროპულ კლუბებში ასპარეზობს. მას უთამაშია "სიენაში", "ეფესში", ლოკომოტივის "ყუბანში", ამჟამად კი თორნიკე შენგელიასთან ერთად "ბასკონიაში" ირჯება.

გასულ სეზონში ამერიკელმა ესპანეთის ჩემპიონატის 43 შეხვედრაში, ჯამში, 459 ქულა დააგროვა. ის მატჩში საშუალოდ 10.7 ქულას უყრიდა თავს. მან 114 2-ქულიანი ესროლა, საიდანაც 64 ჩააგდო. 217 3-ქულიანიდან კი ზუსტი 99 აღმოჩნდა.

გასულ სეზონში ჯენინგმა მთლიანობაში 92 მოხსნას, 23 ჩაჭრასა და 71 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

რაც შეეხება ევროლიგას, აქ ამერიკელმა 34 შეხვედრაში 281 ქულა მოაგროვა - საშუალოდ 8,3 ქულა მატჩში. 72 მცდელობიდან ზუსტი 38 2-ქულიანი აღმოჩნდა, 160 3-ქულიანიდან კი მან 62 ჩააგდო. მას 58 მოხსნა, 22 ჩაჭრა და 52 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე დავუკავშირდით და ხელმძღვანელი პირების პოზიციის დაფიქსირებას ველოდებით.

nnn
ბასკონია შენგელიას არ უშვებს და ამას გამოუშვებს????
სოსო
გიორგი,შენგელიაც ბასკონიაში თამაშობს და საშუალოდ 13,7 ქულას და 6,6 მოხსნას აკეთებს,საქართველოს ნაკრებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.ასევე იქნება ჯენინგსიც.გააჩნია ვის წინააღმდეგ თამაშობ.ევროლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი, სულ სხვა დონეა.
Uro
ეს % ევროლიგასა და ესპანეთის პირველობაზე აქვს, სამტრედიასთან თამაშში კი არა
მერაბ გ.
პასპორტი თუ გინდათ 800 კალათბურთელს მისცენ, მთავარია რომ ერთდროულად ერთზე მეტის შეყვანა არ შეიძლება განაცხადში. ცოტა ხნის წინ ჩვენც ხომ გვყავდა 2 ლეგიონერი და რიგრიგობით თამაშობდნენ. ეს კაცი წამოსაყვანია, ნეტავი წამოვიდოდეს
cdf
მათემატიკა კარგად გამოგდის და მიყევი მაგ საქმეს, არაა კალათბურთი შენი საქმე, 217 დან 99 სამქულიანის ჩაგდება არის დიდოსტატური მაჩვენებელი!!!
Rumba
თქვენა და ის ჩინეთის ჰ ლიგაში რომაა იმას რომ ატაკეთ პასპორტი რას უშვრებით ახლა??? აღარ ვარგა ?
გიორგი
56 და 45 % იანი მაჩვენებელი? და ეგაა მსროლელი? თან ლეგიონერი, რომელიც ადგილობრივს ალბათ მინიმუმ ერთი თავით უნდა სჯობდეს აპრიორი ამერიკელი ხომ არ ნიშნავს საკალათბურთო ვარსკვლავს + კარიერის ბოლოსკენ მყოფი, არა ნბა ელი
Chaachi
ძაან კაი ბიჭია
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
თედ მაკფადენის "ტენერიფემ" პაოკ-ი დაამარცხა - საქართველოს ნაკრების წევრი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია
შერმადინი, შენგელია და მაკფადენი ესპანურ პლეი-ოფში ითამაშებენ
თორნიკე შენგელიას ევროლიგის მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
"დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს" - ქართველი კალათბურთელების კომენტარები ისრაელთან მოგების შემდეგ
[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრების წევრმა თედ მაკფადენმა "ტენერიფე" დატოვა
საქართველოს ნაკრების ექს-კალათბურთელი იაპონიაში ითამაშებს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბასკონია" დატოვა
კვლავ ბომბარდირი და საუკეთესოა - რა თქმა უნდა, შენგელია, თორნიკე! [VIDEO]
მაიკლ დიქსონი შეიძლება დაბრუნდეს - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი?
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
თორნიკე შენგელია "ოლიმპიაკოსმა" ვერ შეაჩერა - 25 ქულა, 9 მოსხნა და 3 პასი [VIDEO]