25 აგვისტოს ნაშუადღევს საფრანგეთის პირველი ელიტური დივიზიონის, ტოპ 14-ის ახალი სეზონი იწყება, ერთი კვირის თავზე პირველი ტურები ინგლისის პრემიერშიფსა და პრო 14-შიც გაიმართება, ხოლო საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგა პრო დე2-ში უკვე მეორე ტურის შეხვედრები იმართება.

როგორც წესი, ქართველი ქომაგი უცხოური კლუბებიდან იმ გუნდებს ქომაგობს, სადაც ლიდერები "ბორჯღალოსანი" ლეგიონერები არიან.

ტოპ 14

ტოპ 14-ის 10 კლუბში ჯამში 29 ქართველი ლეგიონერი ირიცხება, რომელთაგან 14-ს პროფესიონალური, ხოლო 15-ს ესპუარის კონტრაქტი აქვს.

ყველაზე მეტი, 6 ქართველი "მონპელიეს" ჰყავს დაკონტრაქტებული. პირველ გუნდში მიხეილ ნარიაშვილსა და კოტე მიქაუტაძეს, ამ ზაფხულს "ტულონიდან" გადასული ბურჯი ლევან ჩილაჩავა დაემატა. ესპუარებში არიან გელა აფრასიძე, რომელმაც გასულ სეზონში რამდენიმე შეხვედრა პირველ გუნდშიც ჩაატარა, ასევე ლუკა აზარიაშვილი და უშანგი ჭეიშვილი.

ხუთი ქართველია "ბორდოს" განაცხადში, რომელთაგან ორს პირველი გუნდის რიგებში ხშირად უნდა ველოდოთ. ესენი არიან გუნდის ახალწვეულები - "მონ დე მარსანიდან" გადასული მესამეხაზელი ბექა გორგაძე, რომელსაც ტოპ 14-ში აქამდე არ უთამაშია და "ლა როშელის" ყოფილი ბურჯი ლექსო ყაულაშვილი. ესპუარებში ირიცხებიან ლაშა ტაბიძე, საბა ყაულაშვილი და ირაკლი ცხადაძე.

პრო დე2-იდან წელს დაწინაურებული "გრენობლის" ღირსებას ოთხი ჩვენებური დაიცავს. მათგან ერთ-ერთი "ბორჯღალოსანი" დავით ქუბრიაშვილია, რომელიც გუნდს სეზონის წინ "მონპელიედან" შეუერთდა. გუნდში მეორე სეზონს იწყებს და ტოპ 14-ში პირველად ითამაშებს ბექა გიგაშვილი. "გრენობლში" ახალი გადასულები არიან ვაჟა კაპანაძე და ესპუარი ნიკა ღვალაძე.

სამ-სამი ქართველია ორ კლუბში. "კლერმონმა" ყველა ჩვენებური შეინარჩუნა და ამ გუნდის ღირსებას მომავალ სეზონშიც დაიცავენ ბურჯები - დავით ზირაქაშვილი და ბექა კაკაბაძე, ასევე მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი.

რა თქმა უნდა "ტულონის" პირველ გუნდშია ვეტერანი "ბორჯღალოსანი" მამუკა გორგოძე, ხოლო ბადრი ალხაზაშვილს და ლუკა ჭელიძეს ესპუარების კონტრაქტები აქვთ.

კვლავ "აჟენის" მაისურით ითამაშებენ თამაზ მჭედლიძე და გიორგი თეთრაშვილი. ამ გუნდში ორივე მეხუთე სეზონს იწყებს.

ორი ქართველია "რასინგ 92"-ის შემადგენლობაშიც, რომელმაც წინასასეზონო შეკრება საქართველოში გაიარა. ვასილ კაკოვინს პროფესიონალური კონტრაქტი აქვს, ხოლო პარიზულ კლუბში წელს გადასული გურამ გოგიჩაშვილი ესპუარია.

ორი ესპუარი ყავს მეორე პარიზულ კლუბ "სტად ფრანსეს" - გიორგი მელიქიძე და ხვიჩა ცოფურაშვილი. მელიქიძე გუნდში მესამე სეზონს იწყებს და განვლილ სამ წელიწადში პირველი გუნდის მაისურით 27 თამაშიც (14 ტოპ 14-ში, 2 ჩემპიონთა თასზე და 11 ჩელენჯ ქაფზე) ჩაატარა.

თითო-თითო ესპუარი ყავს "ლა როშელს" (ჯემალ შათირიშვილი) და "პოს" - (ომარ ოდიშვილი).

ბრიტანეთი

ინგლისში ჩემპიონობისთვის წელს ზურაბ ჟვანიაც იბრძოლებს, რომელმაც ამ ზაფხულს პარიზული "სტად ფრანსე" დატოვა და "ვოსფსს" შეუერთდა.

ინგლისის პირველ ლიგაში, კერძოდ "კორნიშ პაირეთსში" ითამაშებს მეორეხაზელი "ბორჯღალოსანი" ნოდარ ჭეიშვილი.

ექსეთერის უნივერსიტეტის გუნდშია კიდევ ერთი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი, რომელიც ორი წელია "უმცროსი ბორჯღალოსნების" ღირსებას იცავს.

პრო 14-ის ორ უელსურ გუნდში წელს ორი "ბორჯღალოსანი" ითამაშებს.

"კარდიფ ბლუზში" მესამე სეზონს იწყებს ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი, ხოლო მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე "ოსპრეიზს" გასული სეზონის მიწურულს შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

პრო დე2

ტოპ 14-ის მსგავსად, საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დე2-ის კლუბებშიც 29 ქართველი ითამაშებს, ოღონდ ისინი 11 კლუბში არიან გადანაწილებული, 10 პროფესიონალია, 17 ესპუარი, ხოლო ორს "ჯოკერის" სტატუსი აქვს.

ქართველთა სიმრავლით ორი კლუბი გამოირჩევა. ტოპ 14-იდან დაქვეითებულ "ბრივში" ექვსი ჩვენებურია. კარლენ ასიეშვილს, სოსო ბეკოშვილს და "კლერმონიდან" გადასულ ოთარ გიორგაძეს პროფესიონალური ხელშეკრულებები აქვთ, ხოლო ვასილ ლობჟანიძეს, ლუკა გოგინავას და ლუკა ჯაფარიძეს ესპუარების.

ერთბაშად რვა ქართველია "ორიაკში", რომელთაგან პროფესიონალური კონტრაქტი მხოლოდ "ბორჯღალოსანთა" კაპიტან მერაბ შარიქაძეს აქვს, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი ჯავახია, ვანო კარკაძე, ბექა საღინაძე და გიორგი გოგოლაძე ესპუარები არიან, ხოლო გიორგი ვეფხვაძე და ლაშა ლომიძე ჯოკრის სტატუსით სარგებლობენ.

"ანგულემში" რჩება მისი ერთ-ერთი ლიდერი შალვა სუთიაშვილი, სადაც გიორგი ნეფარიძე და ზაურ თევდორაშვილი ესპუარები არიან.

"ბიარიცთან" პროფესიონალური კონტრაქტი აკავშირებს ვახტანგ ახობაძეს, თორნიკე ჯალაღონია და გიორგი ნუცუბიძე კი ესპუარები იქნებიან.

თავ-თავიანთ კლუბებთან პროფესიონალური კონტრაქტები აქვთ ირაკლი მირცხულავას (ოიონა), ბექა შეყლაშვილს (კოლომიე) და მირიან ბურდულს (კარკასონი). "მასისთან" პროფესიონალური კონტრაქტი აქვს ილია კაიკაციშვილს, სადაც ესპუარია გიორგი ახალაძე. თავიანთ კლუბებში ესპუარები არიან თორნიკე მატარაძე, გურამ პაპიძე (ორივე ნევერი), ნიკა ნეფარიძე (ვანი) და ლაშა მაჭარაშვილი (მონ-დე-მარსანი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ნათია
რა მაინტერესებს: სიტყვა ,,დაკონტრაქტებული'' თქვენ გამოიგონეთ თუ აქამდეც არსებობდა და მე არ ვიცოდი?
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
ოფიციალურად: კოტე მიქაუტაძე "ბაიონის" მორაგბეა
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
რაგბი. ლეგიონი: "აჟენი" და თამაზ მჭედლიძე ელიტაში
ლეგიონერები - კოტე მიქაუტაძე "ბაიონში" 2023 წლამდე
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ლეგიონერები - პრო დე2 მიქაუტაძემ გახსნა
"რვა ერი": ირლანდიასთან მიქაუტაძე თითქმის გამოირიცხა
ლეგიონერები - ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი "პერპინიენში"
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
საქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ კლუბი შეიცვალა
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
ტოპ 14: დებიუტები და 8 ქართველი მეექვსე ტურში